კიევ-პეჩორა
კიევ-პეჩორა
რაც აქ ჩამოვედი, საქართველოსადმი სიყვარული უფრო გამიღრმავდა
კიევში ყოფნისას გავიგე, რომ იქაურ ქართველ სტუდენტებს - ვასილ ლიპარტელიანს, მაია რუხაძესა და დავით კურტანიძეს დაუარსებიათ კიევში მცხოვრები ქართველებისთვის ახალგაზრდული ასოციაცია, რომლის მიზანია ქართული კულტურის, ტრადიციების, საერთოდ, ქართველობის შენარჩუნება უცხო ქვეყანაში.

- ბევრი პრობლემა დაუგროვდათ კიეველ ქართველ ახალგაზრდებს, - მიამბობს მაია რუხაძე, - აქ სასწავლებლად ჩამოსულებმა არ იცოდნენ, სად შეძლებდნენ თავიანთი პრობლემების მოგვარებას. მე დიდი ხანია კიევში ვცხოვრობ და თითქმის ყველაფერში ვერკვევი. ჩვენი ასოციაცია შეძლებისდაგვარად ეხმარება ახალგაზრდებს. უკვე დავიმკვიდრეთ ჩვენი ადგილი - გავაფორმეთ ჩვენი ასოციაცია. თითქმის ყველა გვიცნობს. ფეისბუქში გვაქვს გვერდი, სადაც ჩვენი საქმიანობის შესახებ ვაქვეყნებთ. ვცდილობთ, ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ.

ბევრი ქართველი დაიბადა და გაიზარდა კიევში. სამწუხაროდ, აქ არ არის ისეთი ადგილი, სადაც ქართველი შეძლებს მშობლიურ ენაზე გამოცემული წიგნების ყიდვას. ჩვენმა ასოციაციამ ჩამოაყალიბა ქართული ბიბლიოთეკა, სადაც ყველა მსურველს შეეძლება წაიკითხოს წიგნები, გაეცნოს ქართულ ლიტერატურას. ბევრი ქართველი სტუდენტი თუ სკოლის მოსწავლე (კიევში არსებობს ქართული სკოლა "იბერიელი") სწავლობს ქართულ ენას. უცხო ქვეყანაში იფანტებიან ქართველები. მშობლიურ ენაზეც ნაკლებად საუბრობენ. ერთადერთი, რაც ქართველებს გვაერთიანებს, კიევ-პეჩორის ლავრაში მდებარე პეჩორელი მამების სახელობის ტაძარია, სადაც, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამა კახაბერ გოგოლაძე ქართულად აღასრულებს წირვა-ლოცვას. ქართველობა ძირითადად შაბათ-კვირას ვიკრიბებით ხოლმე. ხშირად მოსალოცად მივდივართ. ექსკურსიებს ვაწყობთ სხვადასხვა ქალაქში როგორც მამა კახაბერ გოგოლაძესთან ერთად, ისე ცალკეც. ვცდილობთ, ქართველებმა ერთმანეთი არ დავკარგოთ, გავერთიანდეთ უცხოეთში.

ჩვენს ასოციაციაში ბევრი ახალგაზრდაა გაწევრებული. საქართველოდან, თბილისიდანაც ბევრი გვეხმარება, როცა რაიმე დაგვჭირდება. კიევში ახალგაზრდები ძირითადად სასწავლებლად ჩამოდიან ოთხი-ხუთი წლით, სწავლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან.

***
მამა კახაბერს კიევში ჩამოსვლისთანავე გვერდით დავუდექით. იმედი გვაქვს, ქართველებს ცალკე გამოგვიყოფენ ადგილს და მალე უკრაინაში გვექნება ჩვენი ქართული ეკლესია.Aეს საკითხი რამდენიმე წლის წინ დავაყენეთ. ლავრის ეკლესიაში წირვა-ლოცვა მხოლოდ შაბათ-კვირას ტარდება. გვინდა ხშირი ურთიერთობა გვქონდეს ეკელსიასთან, ქართველ მოძღვართან. უწმინდესის სტუმრობას პეჩორის ლავრაში ქართველები დიდი სიხარულით შევხვდით. ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა. ეს იყო უდიდესი ზეიმი. მაქსიმალურად შევეცადეთ, ყოველდღე მის გვერდით ვყოფილიყავით.

***
ჩვენი ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინის ახალგაზრდობასთან. მათაც აქვთ მსგავსი ორგანიზაცია - სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები არიან გაერთიანებულნი. მოხარული ვართ, რომ ამ ქვეყანაში ასე თბილად მიგვიღეს. ახალგაზრდული ასოციაციის შექმნის მერე შევუერთდით კიევის ქართულ სკოლას "იბერიელს". ახლა მის დაქვემდებარებაში მყოფი ახალგაზრდული ფრთა ვართ... ვცდილობთ, არა მარტო კიევში ვრცელდებოდეს ჩვენი ხმა, არამედ უკრაინის სხვა ქალაქებშიც, სადაც საკმაოდ ბევრი ქართველი ახალგაზრდა ცხოვრობს.

***
ვცდილობთ უცხო ქვეყანაში შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, კულტურა და ასეთივე სულისკვეთება ჩავუნერგოთ ყველა ქართველ ახალგაზრდას, ბავშვებსაც და მგონი, გამოგვდის კიდეც... ვგეგმავთ საქმიანობის გაფართოებას. უფრო ბევრი იდეა გვაქვს და იმედია ყველაფერს გავაკეთებთ. მე ჯერ არ ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. ჩემმა უფროსმა დამ საქართველოში, თბილისში შექმნა ოჯახი. ბებიაჩემიც თბილისში ცხოვრობს. წელიწადში ორ-სამჯერ ჩავდივართ სამშობლოში.

კიევი ძალიან თბილი ქალაქია. საერთოდ, უკრაინაში ყველგან კარგად გვიღებენ ქართველებს, გვიღიმიან. სასიამოვნოა, რომ უკრაინელები საქართველოშიც ჩამოდიან და ეცნობიან ჩვენს კულტურას. ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, უცხოეთში ჩვენი ქვეყნის სახეს წარმოვადგენთ. როგორიც ჩვენ ვართ, ისეთი ჰგონიათ მერე ყველა ქართველი. ძალიან ცოტა მინახავს, უარყოფითი აზრი რომ ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე. საქართველოში ძირითადად ყველამ იცის, რა არის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა. უკრაინაში კი ძალიან ცოტამ. ძალიან ცოტას აინტერესებს რელიგია, მით უმეტეს, ახალგაზრდებს. ახალჩამოსული აქაურებს ვეკითხებოდი, რა შეიძლებოდა მენახა პეჩორის ლავრაში. ბევრს წარმოდგენაც არ ჰქონდა ლავრის შესახებ. მაგალითად, აქ არ იციან, ოთხშაბათი-პარასკევი სამარხვო დღეები რომ არის, რა რის სამარხვო კერძები. უმეტესობა ასე ცხოვრობს. უკრაინა უფრო თავისუფალი ქვეყანაა, ადამიანები უფრო თავისუფლად იქცევიან, თავიანთი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე - რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა... სხვადასხვანაირი შეხედულება აქვთ ოჯახზე. ხშირად გვეკითხებიან, როგორ გვყავს ამდენი ნათესავი და დედმამიშვილი. თვითონ იშვიათად ხედავენ ნათესავები, ახლობლები ერთმანეთს.

მამა კახაბერი ძალიან გვეხმარება. ცდილობს, გასაგებ ენაზე გაგვარკვიოს ეკლესიურ სწავლებაში. შინაც ვსტუმრობთ ხოლმე და ყველაფერს გვიხსნის. საეკლესიო ლიტერატურას გვაძლევს.

ვასილ ლიპარტელიანი: - დიდი ხნის წინ წამოვედი საქართველოდან და იქაური ადათ-წესებით ვაგრძელებ ცხოვრებას. ვფიქრობ, ევროპული ტრადიციები არ გვჭირდება.

ახალგაზრდული ასოციაცია კიევის ქართული დიასპორის პრეზიდენტის ბესიკ შამუგიას რჩევით შევქმენით. ჩვენ ვართ ქართული დიასპორის ახალგაზრდული ფრთა. ვაწყობთ ღონისძიებებს, კონცერტებს... ბიბლიოთეკაც გავხსენით. გვინდა ბიბლიოთეკაში შევიტანოთ ქართული წიგნები. სტუდენტებს აქ კითხვის მეტი დრო აქვთ, ვიდრე თავის ქვეყანაში. კიევში სასწავლებლად 2006 წელს ჩამოვედი. საქართველოში სპორტის აკადემია დავამთავრე. სამი წელი ვსწავლობდი ასპირანტურაში. დავამთავრე და ახლა საქართველოში ვბრუნდები.

***
აქ ყველა ისე ცხოვრობს, როგორც სურს. საქართველოში სულ სხვანაირად არის ყველაფერი. ერთია, რომ არ მომწონს და არ ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში მათ მსგავსად ცხოვრობდნენ ქართველები, მაგრამ მათი თავისუფლება არასდროს გადაიზრდება ბოროტებაში. უფრო დღევანდელი დღით, მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობენ. ყოველ შემთხვევაში, უმეტესობა. ეკლესიაში ძირითადად ხნიერნი დადიან. აქ განსაკუთრებით ლამაზად აღდგომას აღნიშნავენ. ტაძრებში წითელი კვერცხები, პასკები, კალათებშია ჩალაგებული. უცხოეთში ეკლესია ერთადერთი ძალაა ქართველობის შენარჩუნებისა. ეკლესია გვაერთიანებს. ყოველ შაბათ-კვირას მოვდივართ ტაძარში და მთელი კვირა გვყოფნის ეს სიხარული. საქართველოში ეკლესიაში კი დავდიოდი, მაგრამ ძირითადად აქ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. კიევში მოღვაწე მამა კახაბერ გოგოლაძემ დამაწყებინა ეკლესიური ცხოვრება. რაც აქ ჩამოვედი საქართველოსადმი სიყვარული უფრო გამიღრმავდა, უფრო დავაფასე ჩვენი კულტურა, სარწმუნოება.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler