ეპოქის აჩქარებული რიტმი და მაჯისცემა უფრო ლმობიერებით განგვაწყობს მრევლის მიმართ
ეპოქის აჩქარებული რიტმი და მაჯისცემა უფრო ლმობიერებით განგვაწყობს მრევლის მიმართ
1. თქვენი აზრით, ხშირად უნდა ეზიარებოდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც საკუთარ ცოდვათა განცდისა და სინანულის უნარი არ გააჩნია?

2. ყველა ადამიანს შეგიძლიათ მიუტევოთ?

3. გყოფნით გამბედაობა, მოყვასს ნაკლზე მიუთითოთ, თუ თქვენთვის არასასურველ პიროვნებასთან წყვეტთ ურთიერთობას?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ ჟურნალისტი ეთერ ჭიჭინაძე, ექიმი ვახტანგ გოგიჩაიშვილი და პედაგოგი ნონა ახალაძე.

ეთერ ჭიჭინაძე, 20 მაისს 80 წელი უსრულდება. რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ჰყავს შვილები: დავით და მარინე ჯიმშელეიშვილები, ამჟამად პენსიონერია.

1. ვისაც ღმერთი სწამს, მას სინანულიც უნდა გააჩნდეს და ეცდება, აღარ გაიმეოროს ან თანდათანობით შეამციროს ის ცოდვა, რომელიც არ მოსწონს არც თავის თავში და არც სხვაში. თუ ადამიანი ვერ ხვდება, რომ ცოდვას და ბოროტებას სჩადის, ან ვიღაცის თვალის ასახვევად ბოროტებას სიკეთედ წარმოაჩენს, ასეთი ადამიანი სიბრალულს იწვევს. როდესაც ვიცით, თვალთმაქცობა და სიცრუე დაგმობილია ღვთისგან, მაშინ რა შედეგის მომტანი იქნება აღსარება და ზიარება სინანულის გარეშე?

მე ისეთ დროს შევესწარი, როცა სჯიდნენ ადამიანებს ეკლესიაში სიარულისთვის. მახსოვს, XI კლასში, გამოცდების წინ, მთელი კლასი წავედით ქაშუეთის ეკლესიაში და გამოცდები რომ კარგად ჩაგვებარებინა, მუხლისჩოქით შემოვუარეთ ტაძარს, დაგვინახა განათლების განყოფილების გამგემ და აღარ გვიშვებდნენ გამოცდაზე. იმან გადაგვარჩინა, რომ მთელი კლასი ერთად ვიყავით. გამოცდებზე ყველამ მაღალი ნიშნები მივიღეთ. დღეს დროება ისე შეიცვალა, გაჭედილია ეკლესიები მრევლით, მაგრამ ამანაც ერთგვარად მოჩვენებითი სახე მიიღო. ჩემი აზრით, ალბათ მოძღვარმა არ უნდა დართოს ზიარების უფლება მას, ვინც მუდამ სხვისი ნაკლის ძიებაშია და ვისაც საკუთარი ცოდვების განცდის უნარი არ გააჩნია.

2. ჩემზე ძალიან მოქმედებს, როდესაც დაუმსახურებლად მტკენენ გულს. ზოგი ადამიანი ისეთი ფიცხია, შეურაცხყოფას მოგაყენებს ისე, რომ თვითონ ამას ვერც ხვდება, ან თუ შეგნებულად შეურაცხგყოფს, კი არ დარდობს ამას, პირიქით, ერთგვარ შვებას და სულიერ კმაყოფილებას იღებს. ამიტომ მათ გულში კი მივუტევებ, მაგრამ ნელ-ნელა ჩამოვცილდები. მივუტევებ იმას, ვისაც ჩემთან ურთიერთობის გამოსწორება შეუძლია. წყენინებისათვის რომ ადამიანს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდო, ესეც დაბალი კულტურისა და სულიერების მაჩვენებელია. პატრიარქი სულ ამას გვასწავლის, რომ ბოროტება ბოროტებით არ იკურნება, ბოროტება ჩვენ სიკეთით უნდა დავძლიოთ. მისგან მართლაც ბევრი უნდა ვისწავლოთ.

3. ნაკლზე იმას მიუთითებ, ვისაც არ ეწყინება და მადლიერი დაგრჩება. ვისაც თავისი საქციელი ნაკლად არ მიაჩნია, როგორ დაუმტკიცებ, რომ ეს ასე არ არის? კაცი რომ სისტემატურად იმეორებს თავის შეცდომას, რაღა შეცვლის მის ბუნებას? ამიტომ, რაც უფრო ადრე დასცილდები მას, უკეთესია.

რაოდენ ახლობელი ადამიანიც უნდა იყოს, ნაკლზე მას ძალიან ფრთხილად და ზომიერად უნდა ელაპარაკო, მან, ამ დროს უნდა იგრძნოს, რომ შენ მისი კეთილისმყოფელი ხარ. ყველა ადამიანს ვერ შევბედავ, რომ თავისი ნაკლი დავანახო და ალბათ, არც მაქვს ამის უფლება.


ვახტანგ გოგიაშვილი, 63 წლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მუსიკისმცოდნე, მწერალი, არის 7 პოეტური და პროზაული კრებულის ავტორი.

1. ხშირად ზიარების საკითხი მარტო ადამიანზე არ არის დამოკიდებული. მოძღვრის მიდგომას და გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ვაფასებ მამა ლეონტი ჟვანიას, აფხაზეთიდან ლტოლვილ მოხუც მოძღვარს, რომელიც ძალზე სათნო და ღვთისმოსავი ადამიანია. შარშან 13 დეკემბერს, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, რომელიც ჩემი დაბადების დღეს ემთხვევა, აღსარების შემდეგ, მამა ლეონტიმ მაკურთხა ვზიარებულიყავი. სწორედ იმ დღეს შევიძინე ბუკლეტი მისი გამონათქვამებისა, რომელიც ახლოს მივიდა ჩემს სულთან და ბევრი მისი რჩევა ძალიან წამადგა. აქვე უნდა გავიხსენო მამა პავლე კოსაჩი, აწ განსვენებული მოძღვარი, რომლისთვისაც ხშირად ჩამიბარებია აღსარება. მისი სიტყვები ჩემთვის ყოველთვის შვებისა და იმედის მომცემი იყო, მე საერთოდ ძალიან ემოციური ვარ და ხშირად მახსენდება მამა პავლეს დარიგება საშობაო მარხვის წინ, რომელმაც ძალიან დამამშვიდა მაშინ და კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა ჩემზე. მას შემდეგ დავრწმუნდი, ღირსეულად რომ ეზიარო, განათლებული და გამოცდილი მოძღვრის რჩევებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება ადამიანი ხშირად ეზიარებოდეს, მაგრამ არ ჰქონდეს სინანულის განცდა, ამიტომ მე უპირატესობას აღსარებისა და ზიარებისთვის სათანადოდ მომზადებას უფრო ვანიჭებ, ვიდრე ხშირ ზიარებას. აღსარება მშვიდ და წყნარ ვითარებაში უნდა მიმდინარეობდეს და არა წირვა-ლოცვის დროს. ჩემი აზრით, მარხვების პერიოდში ერთხელ მაინც უნდა ცდილობდეს ადამიანი ზიარებას, თუმცა არც ის მგონია, რომ ხშირი ზიარებით სინანულს ჩამოვირეცხავ...

2. რაც შეეხება მიტევებას, გააჩნია დანაშაულის ხარისხს. ისეც ხომ ხდება, პირადად შენ არ მოგაყენოს ვინმემ ზიანი, მაგრამ მიაყენოს შენს ოჯახს, რომელსაც ზოგჯერ მსხვერპლი მოჰყვება, ამას ჩემი ოჯახიდან გამომდინარე ვამბობ, სადაც მიტევებაზე ძალიან ძნელია უკვე ლაპარაკი. შეიძლება ასეთ შემთხვევაშიც ფიქრში მიუტევო, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ცუდს არ იტყვი მასზე, მაგრამ ასეთი პიროვნების მიმართ სიყვარულს დიდი სულიერი სიმაღლე სჭირდება, რაც უნდა ვაღიარო, რომ მე ჯერჯერობით არ გამაჩნია.

3. მოყვასის მხილება ძალიან რთული საქმეა, რადგან აქ შესაძლებელია უამრავმა ფაქტორმა მოახდინოს გავლენა, თუნდაც მისმა თანამდებობრივმა მდგომარეობამ, ან როცა ადამიანი ძალიან გიყვარს და არ გინდა ამხილო ამ სიყვარულის გამო, თუ მიუთითებ, ეს ძალიან დელიკატურად უნდა მოხდეს.

არასასურველ პიროვნებასთან ბოლომდე არ ვწყვეტ ურთიერთობას, არც ცუდს ვეტყვი, არც რაიმეს დავუშავებ. თუ ვთქვათ, მისი ნათქვამი არ მომეწონება, განვერიდები გარკვეული დროით. როცა ემოცია ჩაცხრება და გადავხარშავ მოყენებული შეურაცხყოფის სიმწვავეს, მერე კვლავ ვეცდები მასთან ურთიერთობის აღდგენას და აღარ გავახსენებ ჩემი განაწყენების მიზეზს, რომ ამას ახალი უსიამოვნება არ მოჰყვეს. თუ სიტუაციამ მოიტანა, შესაძლოა, ფრთხილად ვუთხრა კიდეც ჩემი სათქმელი. ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტის მომხრე არ ვარ.

შესაძლებელია მასთან ურთიერთობა შემცირდეს, მაგრამ არ გაწყდეს, თუმცა ესეც ინდივიდუალურია.


ნონა-ნანული ახალაძე, 62 წლის, მუშაობდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში რელიგიის, ისტორიისა და კულტურის მასწავლებლად, ჰყავს შვილი - ანა ახალაძე.

1. სინანული უდიდესი სათნოებაა, რომელიც ადამიანს უფალთან მიახლოების რეალურ შესაძლებლობას აძლევს... მორწმუნემ ცრემლებით უნდა გამოიტიროს საკუთარი ცოდვები და ისე მიეახლოს წმინდა საიდუმლოს, რომელსაც ზიარება ჰქვია. სხვაგვარად ზიარება მექანიკური პროცესი ხდება, რომელიც არათუ არ წაადგება ადამიანს, შესაძლოა სასჯელადაც კი ექცეს. ამიტომ არ ვთხოვთ განა უფალს: "ნუმცა დასასჯელ მექმნების მე სიწმინდე ესე უღირსებისათვის ჩემისა"?! მაგრამ თუ არ არის ღრმა სინანული და "განცდა თვისთა ცოდვათა", რასაც ასე წრფელი გულით სთხოვს უფალს წმინდა ეფრემ ასური?! მაშინ სად არის გამოსავალი? - ალბათ ჩვენც წმიდა მამის მსგავსად უნდა შევთხოვდეთ ყოვლისშემძლე ღმერთს ნამდვილ სინანულს და არ ვიშურებდეთ სულიერ ძალისხმევას მის შესაძენად და მჯერა, უშედეგოდ არ ჩაივლის ჩვენი მონდომება - ჩვენ ხომ ჩვენი მცდელობისათვის ვჯილდოვდებით და არა მიღებული შედეგებისათვის. გულთამხილველი უფალი ხედავს ჩვენს სულიერ გარჯას და გვიფასებს ამას.

2. გულწრფელად ნათქვამი "შემინდე და მაპატიე ღვთის გულისათვის", წვავს უხილავ მტრებს და სიმშვიდეს ანიჭებს ხილულთ. მიტევებით შევიძენთ მორჩილებას, გულმოწყალებას, სათნოებას. ამით სული ვნებისაგან თავისუფლდება, გონება ნათლდება და გული ღვთის სიყვარულით ივსება. უცოდველი ხომ არავინ ვართ, ყველას გვჭირდება, მოგვიტევონ და თუ გვინდა, რომ გვაპატიონ და შეგვინდონ, თავად უნდა ვპატიობდეთ და შევუნდობდეთ სხვათ.

3. უდიდესი მადლია რჩევის მიცემა ახლობელთათვის, მაგრამ ამ საქმეში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, მითითება თუ რჩევა უაღრესად კეთილგანწყობილი, სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით ნაკარნახევი უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში აღწევს ის მიზანს. სხვა დროს შესაძლოა ეს ადამიანთა შორის უთანხმოების მიზეზიც კი შეიქნას.

მეც შეძლებისდაგვარად მივდევ მამათა შეგონებებს და თუ ჩემს რჩევებს ყურად არ იღებენ, ვცდილობ, არ მეწყინოს, შევიმოსო ქრისტიანული მოთმინებით, ვილოცო მისთვის... უფალი კაცთმოყვარეა, მოთმინებით ელოდება ყოველი ჩვენგანის მოქცევას და ჩვენც მისი მიბაძვით მშვიდად და აუღელვებლად უნდა ველოდოთ ჩვენი მოყვასის გონს მოსვლას. ზურგი არ უნდა ვაქციოთ მას, არ გავანაწყენოთ. საბოლოოდ, მჯერა, ყველაფერი თავის კუთვნილ სწორ ადგილზე დადგება.


თემის განხილვაში მონაწილეობს კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მართლმადიდებლური ფსიქოლოგიის პედაგოგი, დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

- მამა დავით, ზოგჯერ სინანულის განცდის გარეშე მივდივართ ბარძიმთან საზიარებლად. როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი ღირსეული ზიარებისთვის?

- ვფიქრობ, ზიარებისთვის მომზადება ყველაზე დიდი ხელოვნებაა. ხშირად მრევლს ვეუბნები, ზიარებისთვის რომ კარგად მოვემზადოთ, უნდა გავითავისოთ სულიერების არსი რაში მდგომაროებს. ღმერთთან ურთიერთობა გულისხმობს, ყოველ წუთში გამოვასწოროთ ჩვენი განცდები. ვთქვათ, ვიღაცაზე გავბრაზდებით, იმ მომენტში უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უფალი გვიყურებს და თუ მე ჩემს წყენას გასაქანს მივცემ, ჩემი სულიერი მდგომარეობა, უფლისთვის სულაც არ იქნება სათნო, ამიტომ უმჯობესია გონება სხვა მიმართულებით გადავრთოთ. მოგეხსენებათ, დღე-ღამეში 24 საათია, თუ ვთქვათ, აქედან 17 საათს ფხიზლად ვატარებ, ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი განცდა შემოდის, რომელსაც ცოდვისმიერი დაღი ატყვია, ზოგჯერ ვიღაცაზე გავბრაზდებით, ვიღაცის შეგვშურდება, ხან სასოწარკვეთა მოგვეძალება და ა.შ. ის კი არ არის დანაშაული, რომ შური შემოდის, რომელიც ჩვენს აზროვნებაში აუცილებლად დაფიქსირდება, დანაშული ისაა, ამ ვნებას თუ გავახელებთ. ბევრს ვფიქრობთ ამაზე, სხვას ვუმტრობთ შურიდან გამომდინარე და ამას საქმითაც აღვასრულებთ.

ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანი აკონტროლებდეს საკუთარ თავს. როცა სულიერი შვილი კვირას უნდა ეზიაროს, ვეუბნები, - აი, ოთხშაბათიდან დავიწყოთ ზიარებისთვის მომზადება-მეთქი. ზიარებისთვის ადამიანი შინაგანად უნდა ემზადებოდეს, თუ ვიღაცაზე გაბრაზდა, გაიხსენოს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა ზიარება უნდა მიიღოს და ეცადოს, თავი შეიკავოს მრისხანებისგან, არ გამოიყენოს საუბარში ისეთი ფრაზა, რომელიც შეუფერებელია ქრისტიანისათვის, თუ ზოგიერთს ისე წარმოუდგენია, რომ 1 საათი კითხულობს ზიარების ლოცვებს, დილისა და ძილის წინა ლოცვებს, ვთქვათ, 2 საათი კითხულობს (საათებს აქ არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს) და ასე წარმოუდგენია მისი სამზადისი, იმ შემთხვევაში, თუ ზიარებისთვის 4 დღით ადრე მაინც დავიწყებთ მომზადებას, გაცილებით მეტი დრო - 96 საათი გამოდის, ეს კი უკვე შინაგანად მომზადებას გულისხმობს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, უნდა ვეზიარებოდეთ თუ არა სინანულის განცდის გარეშე? ამასთან დაკავშირებით პირადად მე ასეთ პარალელს გავავლებდი: ზოგჯერ მოდიან და მეუბნებიან "მამაო, არაგულისხმიერად წავიკითხე დღეს ლოცვები, ღირდა კი საერთოდ მელოცა?" ვეუბნები, ღირდა, ულოცველობას, გონებაგაფანტული ლოცვა ბევრად სჯობია, ესეც საკუთარ თავზე გამომიცდია-მეთქი. ჩვენს ეპოქაში გულისხმიერი ლოცვის გამომუშავებას ათწლეულები სჭირდება, ასეთივეა ჩემი პოზიცია აღსარებასთან მიმართებითაც.

ჭეშმარიტი სინანული რომ მოვიდეს, ამას დამსახურება უნდა. საკუთარი ცოდვების განცდა ღვთის წყალობის შედეგად მოდის, ჩვენ XXI საუკუნის ადამიანები ვართ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მრევლი მშრალი აღსარებით მოდის მოძღვართან, რადგან სინანულს ხელოვნურად ვერ გამოიწვევს. მე ჩემს მრევლს ვეუბნები, რომ თუ შესაბამისი სინანული არ იქნება, ამან აღსარება არ გადააფიქრებინოს, თუმცა აქ მრავალი ნიუანსია. მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ მექანიკურად რომ ჩამოწერენ ფურცელზე ცოდვის სახეობებს. დიდ უპირატესობას ვანიჭებ, ადამიანი შინაგანად რომ იგრძნობს, აღსარება უნდა თქვას, როცა მომწიფდება მასში აღსარების თქმისა და ცოდვისაგან გათავისუფლების სურვილი. ცხოვრებაში მქონია შემთხვევა, მივსულვარ მოძღვართან აღსარების სათქმელად და არ დამხვედრია, ერთი კვირის შემდეგ სხვაგვარად გამიაზრებია ყველაფერი, სხვა ნაკლოვანი მხარეები აღმომიჩენია ჩემს თავში და მადლობელი დავრჩენილვარ უფლისადმი, რომ ამ ერთ კვირაში წყალობა დაუშვა ჩემზე და სათანადოდ მომზადებული მიმიყვანა მოძღვართან აღსარების სათქმელად.

ერთი მხრივ, ხშირი აღსარება კარგია, მაგრამ ზიარება უფრო რთულია. თუ როდის უნდა ვეზიარებოდეთ, ამის მიხვედრილობაც დიდი ხელოვნებაა. როცა სასულიერო პირი გავხდი, ერთ რამეში დავიჭირე საკუთარი თავი, უფრო ადვილად ვაკურთხებ ხალხს საზიარებლად, ადრე კი ვფიქრობდი, მკაცრი მოძღვარი ვიქნებოდი. ზიარება უმძლავრესი იარაღია ადამიანის გასაძლიერებლად, ამიტომ რაღაც-რაღაცებზე შეიძლება თვალი დავხუჭო, გულმოწყალების ამგვარი განცდა სრულიად ბუნებრივად შემოვიდა ჩემში. ცხადია, აქ გადაჭარბება დაუშვებელია, რომ საერთოდ არ გაუბრალოვდეს ზიარების მადლი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ გულმოწყალე ხდები. სულიწმიდის მადლის მოქმედებასთან ერთად, დღევანდელი ეპოქაც შესაბამის მოთხოვნებს გვიყენებს. ეპოქის აჩქარებული რიტმი და მაჯისცემა უფრო ლმობიერებით განგვაწყობს მრევლის მიმართ, ასე რომ, ზიარების წინ თვითკონტროლს გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს.

მარხვის პერიოდში სულიერად უფრო ვძლიერდებით, სწორედ იმიტომ გამოყვეს წმინდა მამებმა მარხვების პერიოდი, რომ ამ დროს ხდება სულიერი წვრთნა ერთგვარად სულიერი ენერგიის გასაძლიერებლად და ეს ოთხი მარხვა მთელი წელი გვასაზრდოებს, ენერგიას გვაძლევს და ბევრ წინააღმდეგობას გადაგვალახინებს. მთელ რიგ შემთხვევაში, აქ ფსიქოლოგიურ მომენტსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანს რომელსაც სურს სიგარეტს თავი დაანებოს, ფსიქოლოგი მას ეტყვის, "მოდი, ვეცადოთ, 1 თვე არ მოვწიოთ, ვნახოთ, რა გამოგვივა", რადგან ჩვენი მიზანია, ის გადავარჩინოთ ამ მავნე ჩვევას, მაგრამ თუ ვეტყვით, რომ დღეიდან მთელი სიცოცხლე არ უნდა მოწიოს, შეიძლება დაიძაბოს და ეს დიდი წნეხი იყოს მისთვის, როდესაც 1 თვეს ეუბნები, თუ ეს პერიოდი გადალახა, მერე მართლაც აღარასოდეს მოწევს სიგარეტს. აი, ასე თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ ტაძარში ახალმოსული მრევლი მარხვას და ცოდვისთვის თავის დანებებას.

მამა იოსებ ისიქასტის მედროვე იყო მამა დანიელი, რომელიც ყოველდღე წირავდა და როგორც ამბობენ, ყოველი მისი წირვა საოცარი მადლით გამოირჩეოდა. ხშირად, წირვის დროს გაირინდებოდა და ამ დროს მისი სული და გონება ზეციურ სამყაროში დაჰქროდა. ის ყოველდღე ეზიარებოდა უფლის წმინდა ნაწილებს, რადგან მისთვის ზიარების მადლის მოკლება ის იქნებოდა, ჩვენ რომ პური არ გვეჭამა, ამით იმის თქმა მინდა, რომ ის, ყოველთვის მზად იყო ზიარებისთვის. ასე რომ, ესეც ინდივიდუალურია, თუ მზად ხარ, რატომაც არ უნდა ეზიარო ხშირად? და თუ ვერ მოასწრებ სათანადო მომზადებას, მაშინ, რა თქმა უნდა, თავი უნდა შეიკავო ზიარებისგან. ერთ-ერთ სასულიერო პირს ჰკითხეს: ვთქვათ, მოვიდა შენთან ადამიანი აღსარებაზე და აღმოჩნდა, რომ მას რამდენიმე კაცი ჰყავს მოკლული, შეუნდობ მას ამ ცოდვასო? მოძღვარმა ამ შეკითხვაზე საინტერესო პასუხი გასცა: "თუ დავინახავ მის განწყობას და მონდომებას, რომ იგი ამ ცოდვას აღარ გაიმეორებს, მივუტევებ, ხოლო თუ ვხედავ, რომ ეს მშრალი აღსარებაა და შესაბამისი მზაობა არ ჩანს, ჩემს თავზე ვეღარ ავიღებ და ეპისკოპოსთან გავუშვებო". მე ისე მომეწონა მოძღვრის ამგვარი მიდგომა, რომ ხშირად ვიყენებ მას ჩემს ქადაგებაში.

- თქვენი აზრით, ქრისტიანმა უნდა მიუტევოს, თუ გაწყვიტოს ურთიერთობა მოწინააღმდეგეებთან?

- ჩემი აზრით, ადამიანი უნდა იყოს ის, რაც არის. ხშირად ჩვენ ადამიანს თითქოს მივუტევებთ, მაგრამ სინამდვილეში გულში არ მიგვიტევებია. ზოგჯერ ადამიანები იმგვარ წყენას მოგვაყენებენ, აღარ ღირს ურთიერთობის გაგრძელება, ასეთი რამ ცოლ-ქმარს შორისაც ხდება, მეგობრებშიც და ახლობლებთანაც არის რაღაც ისეთი, რაც უპატიებელია და მთელი ცხოვრება ახსოვს ადამიანს და ამას რომ გადააბიჯო, ძალიან ძნელია. ასეთ შემთხვევაში მე ჩემს სულიერ შვილებს ვეუბნები, ჩემო კარგო, თუ შენ ამით ბრკოლდები, დარწმუნებული ხარ, რომ აღარ აღდგება თქვენს შორის პირვანდელი ურთიერთობა, ნუ დაიძაბები და მეტად ნუღარ გააღრმავებ ჭრილობას, ის ცალკე იყოს, შენ ცალკე იყავი, მაგრამ ამას მიაქციე განსაკუთრებული ყურადღება, როდესაც შენში შემოვა განცდები და გაიხსენებ ამ ყველაფერს, გონებაში გზა გადაუკეტე შენს წარმოსახვას, აღარ იფიქრო თქვენს შორის მომხდარ უსიამოვნებაზე, ნუ განიკითხავ მას გონებით, ნუ განიმსჭვალები მისადმი შურისძიების გრძნობით, უფალი იმას კი არ მოგკითხავს, რომ ვერ აპატიე გულით, რადგან ეს შენს ძალებს აღემატებოდა, არამედ რატომ იფიქრე ამაზე ზედმეტად, რატომ აწყობდი შურისძიების გეგმებს, რატომ განიკითხავდი ამ ადამიანს. აი, აქედან იწყება ის სფერო, სადაც შეგეძლება თავის გაკონტროლება. განკითხვა აზრობრივადაც უნდა შევწყვიტოთ მასზე, არამც თუ სიტყვიერად, ანუ შეიძლება გულში მე ვაპატიო, მაგრამ გული არ გამითბეს და მომიბრუნდეს მის მიმართ. ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული, რა მოხდება უფლის წყალობით? - ეს მე არ ვიცი, ჩემზე მხოლოდ ის არის დამოკიდებული, ამ წყენაზე ძალიან ცოტას ვიფიქრებ, თუ გავახელებ ჩემს წარმოსახვას, მთელი ცხოვრება დავიბოღმები და ეს ადამიანი ჩემი შურისძიების ობიექტი გახდება.

მოგიყვანთ ასეთ მაგალითს: მამა ანეპოდისტე თავის დამრიგებელ საუბარში დემონების ზემოქმედების შემდეგ სურათს აღწერს. იგი მრისხანების ვნებით ადამიანის გახელებას შეეხება, რომლის ამგვარი გამოვლენა ჩვეულებრივი მოვლენაა და მრავალს განუცდია ცხოვრებაში.

დემონი მშვიდად მჯდარ კაცს პირველ აზრობრივ ისარს ესვრის, მაგალითად, ასეთს: გუშინ კამათისას მოსაუბრემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართა, რაზეც იმ მომენტში ვერ შევძელი სათანადო პასუხის გაცემა. ადამიანი კრთება, რადგან დემონურმა ისარმა თავის სამიზნეს მაიღწია. ამის შემდეგ იწყება აზრობრივი განვითარების მეორე ეტაპი. კაცი სკამიდან დგება და გონებაში შემდეგი აზრი გაუელვებს: "მართლადა იმ მომენტში, მე ვერ მოვნახე საჭირო სიტყვები, რომლითაც უნდა გამეცა პასუხი, არადა, ასე შეიძლებოდა მიმეგო". იწყება მესამე ეტაპი და დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფი იწყებს მუშტების ქნევით ოთახში წინ და უკან სიარულს. გონებაში აზრები სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს. ბოროტი ახელებს მის წარმოსახვას და ელვისებურად შთააგონებს გესლიან სიტყვებს, რომ მე ესა და ეს უნდა მეთქვა, რა საწყენია, რომ სათანადო სიტყვები მხოლოდ შემდეგ მახსენდება, დიახ, საჭირო იყო ასე გამეცა საკადრისი პასუხი, ერთი მინდა ვიცოდე, რას მიპასუხებდა... ასეთი აზრობრივი შთაგონებით აღგზნებულ ადამიანს, მრისხანება სულ უფრო და უფრო იპყრობს. იწყება დემონთა მხრიდან გონების დაპყრობის მეოთხე ეტაპი, რომელსაც დატყვევების სტადიას უწოდებენ, ბოლოს გაშმაგებული ადამიანი რევანშზე ოცნებობს, შურისძიების გეგმებს აწყობს, მეორე დღისთვის რაც მოამზადა, ყველაფერ იმის გამოყენებას იწყებს. აქ უკვე ნათლად ჩანს ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების მეხუთე სტადია, რომელსაც ვნებას უწოდებენ. შურისძიების გრძნობის ამგვარი გახელება ვის არ გამოუცდია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით ცხოვრებისეულ ვითარებებში, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, მას უხილავად როგორ აბურთავებს თურმე დემონური ძალა.

არსებობს გამოთქმა "ეშმაკის ყველაზე დიდი გამარჯვება ის იყო, ჩაეგონებინა ადამიანისთვის, რომ ის არ არსებობს" - ეს ძალა რომელიც ყოველნაირად მალავს საკუთარ თავს, ძირითადად ფსიქოლოგიური მეთოდებით გვებრძვის, ადამიანს იმის წარმოდგენაც კი არ უნდა, რომ მისი ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით. ის ყურთან არის ჩასაფრებული და ჩვენს ცხოვრებისეულ მიზეზებს იყენებს თავისი მიზნის მისაღწევად. ჩვენ, შესაძლოა, ვინმემ მართლაც შეურაცხმყოფელი სიტყვები გვითხრას, ან არასწორად მოგვექცეს, მაგრამ ბოროტი ძალა ამუქებს და დრამატიზებულად წარმოგვისახავს ყოველივე ამას, რომ ჩვენი ნებისყოფა გამოსცადოს. პატიება-უპატიებლობის საკითხი გარკვეულწილად ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ უფალზე მინდობას და მისგან წყალობის გამოთხოვას ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი როლი ენიჭება. "მრავალნი არიან ჩინებულნი და მცირედნი რჩეულ". სამწუხროა, რომ ქრისტიანული ცხოვრება ხშირად ფორმალურ და გარეგნულ ელფერს ატარებს, მართალია, მრევლი გამრავლდა, მაგრამ ხარისხი დაბალია. ყველაზე რთულია ღმერთამდე მიღწევა. ეს არის განსაცდელებისა და გამოცდის გზა, ამას კი ბევრი ვერ უძლებს. ჩემი მიზანია, გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე დღეს ვართ, იმისთვის არის ლოცვა, აღსარება, ზიარება, რომ დავემსგავსოთ და მივუახლოვდეთ უფალს, რომლის ხატად და მსგავსად შეიქმნა ადამიანი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

02.02.2022
გურული გამოთქმაა: "წევიდა ძველი ხალხი ფუტივით (კვამლივით)".

ცხოვრების გზაზე ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომელთაც ჩემს სულში ჩაიარეს...
28.01.2022
უფლის ძახილი

უწყალო მსაჯულთაგან უვნებელი ვნებას დაითმენს.
26.01.2022

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ცხონებასთან დაკავშირებით გადმოგვცემს:

19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
22.10.2021
აკაკი წერეთელი თავის მოგონებებსა თუ ლექსებში ხშირად და სხვადასხვა კონტექსტით მოიხსენიებს ქართულ ღვინოს სუფრას თუ ტრადიციულ სასმისებს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ახალციხელი ძმები სულითაც ძლიერნი იყვნენ
ჩაებმებოდნენ ქართველნი ფერხულში და "შავლეგოს" სიმღერას დასძახებდნენ: "შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო, შავად გაგიხამებია, შავლეგო"... მარტო ფერხულში კი არა, საფიხვნოში, სუფრაზე, ლხინსა თუ ჭირში ისმოდა შალვა ახალციხელის ამბავი.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri