სალოსობა - ქრისტიანული გმირობა
სალოსობა - ქრისტიანული გმირობა
ქრისტიანულ ღვთისმოსაობაში სალოსობა ერთ-ერთი ურთულესი და უდიდებულესი გმირობაა, რომელსაც ღვთისა და მოყვასის სიყვარულისათვის თავს იდებდნენ ღვთისმოსაობის განსაკუთრებული მოშურნეები. "სალოსობა იმდენად იშვიათი, მძიმე და ამავე დროს მაღალი ქრისტიანული გმირობაა, რომ მხოლოდ განგების რჩეულთა - სულითა და ხორცით უძლიერესთა ხვედრია".

ეს მამაცი მოსაგრეები, მწვავე მოშურნეობით და ღვთისადმი მგზნებარე სიყვარულით აღგზნებულნი, ნებით განუდგნენ არა მარტო ამქვეყნიურ კეთილდღეობასა და სიკეთეს, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა უპირატესობას, ყველაზე ახლობელ და სისხლით ნათესავებს, არამედ მთელი შინაგანი თვითშეგნებით უარი თქვეს ამქვეყნიურთა შორის ადამიანის ყველაზე არსებით განმასხვავებელ - ჩვეულებრივი გონის გამოყენებაზე.

სალოსები ნებით იღებდნენ სულელის და ხანდახან ზნეობრივად დაცემული ადამიანის სახესაც კი, რომელმაც არც ქცევის ნორმები იცის და არც სირცხვილის გრძნობა გააჩნია. ზოგჯერ თავს იმის ნებასაც კი აძლევდნენ, რომ მაცდუნებელი საქციელი ჩაედინათ. სალოსები სულელის ნიღბით, არცთუ იშვიათად ისეთ მოქალაქეობრივ გმირობებს ჩადიოდნენ ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე, რომლებიც შიშით თუ ამქვეყნიური ანგარებისა და სხვადასხვა მოსაზრებების გამო, ვერ ხელეწიფებოდათ მათ, ვისაც თავი ბრძენი ეგონა (1 კორ. 3,18).

მუდამ მგზნებარე სულით, ზეცის მიმართ გონებისა და გულის თვალით მიქცეული ეს მოსაგრეები, ძველ წინასწარმეტყველთა - ღვთის დიდების მოშურნეთა მსგავსად, არ ერიდებოდნენ პირში ეთქვათ ამა ქვეყნის ძლიერთათვის მწარე სიმართლე. ისინი სიტყვით თუ უცნაური საქციელით, ჩამოგლეჯდნენ ნიღაბს და ელვასავით თავს ატყდებოდნენ ძლიერთ და ძლევამოსილთ, უსამართლოთ და ღვთიური ჭეშმარიტების დამვიწყებელთ, ხან კი გაზაფხულის კეთილისმყოფელ მზესავით ამშვიდებდნენ და სიხარულით ავსებდნენ ღვთისმოსავ და ღვთისმოშიშ ადამიანთა გულებს.

სალოსები ხშირად ტრიალებდნენ, საზოგადოებრივი აზრით, დაღუპულ და ყველაზე გახრწნილ ადამიანთა წრეში, რათა გამოესწორებინათ ისინი და ეხსნათ. ბევრი ასეთი განკიცხულთაგანი დაუბრუნებიათ ჭეშმარიტებისა და სიკეთის გზაზე. ეპყრათ რა მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი, ისინი თავიანთი ლოცვებით ხშირად იცავდნენ ხალხს მოსალოდნელ განსაცდელთაგან, არა ერთხელ აუცილებიათ ღვთის რისხვა თანამედროვეებისათვის, რომლებიც უმეტესად ღმერთზე ძვირის თქმასა და უგულებელყოფაში იყვნენ.

აბსოლუტურად თავისუფლებმა ყოველგვარი მიწიერი მომხვეჭელობისაგან, უარყვეს სოფლიური სიკეთენი. მათ ღამის გასათევი ადგილიც კი არ გააჩნდათ და, უსახლკარო, მიუსაფარი ყოფისთვის დამახასიათებელი ყოველგვარი შემთხვევითობა, მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეს ღვთის რჩეულნი მთელი ცხოვრების მანძილზე თავიანთი საქმეებით აბსოლუტური სიზუსტით ახორციელებდნენ მხსნელის მცნებას: "ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათვის, რაი ჰსჭამოთ და რაი ჰსუათ; ნუცა ხორცთა თქუენთათვის, რაი შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროის არს საზრდელისა და გუამი - სამოსლისა? (მთ 6,25), ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (6,33).

ამ "ჩინებისა მის ზეცათასა ზიართ" (ებრ. 3,1), არ გააჩნდათ ამქვეყნად ქალაქი, თუმც მოქალაქეობა დაიმსახურეს, რამეთუ მოციქულის თქმით: "წარმავალ არს ხატი ამა სოფლისაი" (1 კორ. 7,31), "არა თანა ხატ იქმნების სოფელსა ამას" (რომ. 12,2). მთელი მათი ცხოვრება - მიწიერი, დროებითი ინტერესებისადმი ადამიანთა უსაზომო ლტოლვის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი იყო, თითქოს სიცოცხლის მთავარი მიზნის თვალსაჩინო შეხსენება - "აქ ერთისა არს სახმარ" (ლკ 10,42).

ყოველ ქრისტიანულ გმირობასთან დაკავშირებულია რისამე უგულებელყოფა. ადვილი არ არის, გრძნობითი სიამოვნებებისადმი მიდრეკილი ადამიანისათვის, დააძაბუნოს თავისი ხორცი მარხვითა და თავშეკავებით, და უარი თქვას სიამოვნებებზე. ადვილი არ არის, აგრეთვე სიმდიდრისადმი მილტოლვილმა გასცეს თავისი საგანძური და სახარებისეული უპოვარებით იცხოვროს, - ადამიანისათვის, რომელიც პატივსა და ქება-დიდებაში იყო, შეაღოს ახალი ცხოვრების კარი. მაგრამ გონზე უარის თქმა - ადამიანის ბუნების ამ საუკეთესო სამკაულზე (როგორც ამას ვხედავთ სალოს მამათა ცხოვრებაში), ყოველი ჩვენგანისათვის ურთულეს გმირობად წარმოჩნდება. განდგომა, რომელსაც ვერ გაუტოლდება ვერანაირი ნებითი თვითაღკვეთა.

ღმერთმა ადამიანის გონში ჩადო თავისი ზედიდებული სახის არსებითი მახასიათებელი. რატომაა, რომ "ამ ზეცისაგან ბოძებული მადლისმიერი ნიჭით" - გონების განდგომით, რომელსაც ხილულ სამყაროში ვერაფერი შეედრება, ადამიანი კარგავს ყველაფერს, რაც მის ჭეშმარიტ დიდებას, ჭეშმარიტ ღირებულებას შეადგენს და ჯანსაღი გონებით (რამეთუ ქრისტესათვის სულელნი ბრძენი ადამიანები იყვნენ), მიიღოს სულელის სახე, უდიდესი მსხვერპლია. ხშირ შემთხვევაში (თუ არა ყოველთვის), ადამიანისათვის უფრო მტკივნეულია, როცა სიძუნწეს უსაყვედურებენ, ვიდრე სხვა ნაკლს, ზნეობრივსაც კი!

საკაცობრიო ისტორია განა აშკარად არ მოწმობს გონის დასაკმაყოფილებლად რამდენი ნებით მოწამე მეცნიერი, შეუსვენებელ, დამქანცველ შრომაში იყო, ვერ ამჩნევდნენ დღითიდღე როგორ სუსტდებოდა და იფიტებოდა მათი ძალა. რატომაა, რომ ადამიანი ამდენ მსხვერპლს გაიღებს თავისი უნარის საამებლად? საიდანაა ასეთი განსაკუთრებული პატივი გონებისადმი? იმიტომ, რომ ჩვენს სულში ეს ძალა ერთადერთია, რომელიც უპირატესად მოწმობს ადამიანთა სულიერი ბუნების ღირსებებზე. აქედან გასაგებია, თუ რამდენად ძნელი და მტკივნეულიც უნდა იყოს სრული, ჯანსაღი გონების ადამიანისათვის თავი იმად გაასაღოს, ვინც უბრალო აზრსაა მოკლებული, მთელი ცხოვრების განმავლობაში გონებანაკლულივით იქცეოდეს.

მძიმე და რთულია უყურო გონებაშეზღუდულ ადამიანს - სულელს; გონის ნათელი იქ არ კრთის; თავისი ქმედების ხასიათით გონებანაკლული არ განსხვავდება უგონო ცხოველისაგან, მაგრამ აღნიშნულთან შეუდარებლად მძიმეა, ქრისტესათვის სულელის ცქერა მგრძნობიარე ადამიანისათვის, ეს ის გონებადაბინდული სულელები არ არიან, რომლებიც თავის მწუხარე ცხოვრებას, შესაძლებელია, საერთოდ, - სიკვდილამდე გონმოუსვლელად, უმეტეს შემთხვევაში იწყებდნენ და ამთავრებდნენ სათნოებისა და თანაგრძნობის საფარველქვეშ. წარმოიდგინეთ, სრული თვითშემეცნების მქონე, ყველასაგან მიტოვებულნი და განკიცხულნი.

იფიქრეთ, მთელი ცხოვრების მანძილზე რა სიძნელეები დგებოდა მათ წინაშე. საზოგადოებაში ცხოვრობდნენ, თუმც არანაკლებ ეულნი იყვნენ, ვიდრე ველურ უდაბნოში მცხოვრებნი არიან; მათი სალოსობის აღთქმით, ამაღლებული იდეალებითა და წმინდა გრძნობებით აღვსილი სული, სიცოცხლის ბოლომდე უმეტესად შეუცნობელი რჩებოდა სხვებისთვის. ასეთი განსაკუთრებული წესით ცხოვრებისას შესაძლებელია ბევრს არ მისცემოდა შემთხვევა შეხვედროდა ადამიანს, ვისაც გულს გადაუშლიდა, ელაპარაკებოდა თავის გრძნობებზე, გაუზიარებდა აზრებს და ამავ დროს აღმოჩნდებოდა, რომ არ არის ის, ვინც ჰგონიათ, რომ მან იცის ღმერთი, იცნობს წმინდანებს და ლოცულობს მათთვის.

"ზღვაში არის შედარებით საშიში და ამასთან წყნარი ადგილებიც: ამბობს ღირსი სინკლიტიკია, - ჩვენ, ბერები, წყნარ ზღვაში ვცურავთ, ერში მყოფნი - მღელვარე ტალღებში. ჩვენ ვცურავთ სიმართლის მზის შუქზე, ისინი კი მიჰქრიან უცოდინრობის ღამეში. ხდება, რომ ერში მყოფნი განსაცდელსა და სიბნელეში ცურვისას შიშისგან მეტად ფხიზლობენ, უხმობენ უფალს და ასე გადაარჩენენ ხომალდს. ჩვენ კი დაუდევრობაში ვიძირებით და ვკარგავთ სიმართლის სადავეებს". ასეთ მარადიულ სიფხიზლეში მცხოვრებნი, ზღვის აბობოქრებულ ტალღებში "თავისი ხომალდის გადამრჩენები" იყვნენ ქრისტესათვის სულელნი.

მუდმივი თვითჩაღრმავება, შინაგანი სამყაროს უმცირეს მოძრაობისკენ მიმართული ფხიზელი, დამკვირვებლური თვალი, არ გამოაპარებდა არცერთ გულისცემას, არცერთ სულის მოძრაობას, აღრმავებდა სალოს მამათა ზნეობრივ თვითდაკვირვებას, იცავდა ამ ფხიზელ დარაჯებს გარეგანი და შინაგანი ცოდვიანობისაგან.

ნეტარი ბესარიონი შეაგონებს რა თავის მოწაფეებს მხნეობას, სიფხიზლეს მტრის ბადეთაგან თავის დასაცავად, ამბობს: "მოსაგრე უნდა იყოს მთლიანად თვალი, როგორც ქერუბიმნი და სერაფიმნი არიან და თუ ვინმეს ბრძოლები არ აქვს, უფრო მეტად იცავს თავს და ღვთის მორჩილია და თუ ვინმე აიკვიატებს იდგეს, საშინელი დაცემით დაეცემა. Bბევრი ჩავარდება განსაცდელში საკუთარი აზრების გამო, ბევრზე ღმერთი ბრძოლებს არ დაუშვებს ჩვენი უძლურების მიზეზით და ბოლომდე არ დავიღუპებით".

ღირსი მიხეილ კლოპელი ამბობდა: "დემონური გუგუნი ჯვარმა ჩაახშო და ამქვეყნიური საზრუნავების აბობოქრებულმა ზღვამ ელინურ სისწრაფეზე სწრაფად დაგვტბორა და ცოდვების ჭაობში ჩაგვახრჩო".

ამ გმირობის მთელ სირთულეებთან ერთად, როგორი მაღალი სიბრძნეა საჭირო, რომ საკუთარი უჩინობა მიმართო ღმერთის დიდებისა და მოყვასთა დამრიგებლობისაკენ, არ გაგეპაროს სასაცილოში რაიმე ცოდვიანი, მოჩვენებით უმართებულობაში - რაიმე მაცდუნებელი, ან სხვებისათვის საწყენი.

ნოვგოროდის ქუჩებში ნეტარი ნიკოლოზ კოჩანოვის ცხოვრების ეპიზოდი გვამცნობს: "ლაპარაკობდა რა მიუღებელი სიტყვებით, ზოგიერთისთვის ფრიად სასარგებლო და ჭკუის სასწავლებელი იყო: ხან უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, მაგრამ არავის აცდუნებდა, ბევრისთვის კი საგულისხმო იყო; ხან მიწიერს სდევნიდა, გულში კი უპოვართა და მათხოვართა დახმარება ედო, - მათგან ბევრი გადაარჩინა ცოდვასა და განსაცდელს: მის გულში კი ყოველთვის ზეციურისა და ღვთაებრივის სურვილი იფრქვეოდა".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler