კვლავ აღიმართება ქართველთა თავმომყრელი - დიდებისა და შვების დროშა
კვლავ აღიმართება ქართველთა თავმომყრელი - დიდებისა და შვების დროშა
ლევილის ქართველობა
ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალული ემიგრანტების ცხოვრება და მოღვაწეობა შესაძლოა, ბევრისთვის უცნობია. შევეცდებით, მკითხველს გავაცნოთ ჩვენი ღირსეული წინაპრები, ისინი, ვისთვისაც სამშობლო და ქართველობა ცხოვრების წესი იყო და არასდროს ივიწყებდნენ, ვისი გორისანი იყვნენ. რაფიელ ინგილო-ივანიცკის შესახებ ცნობები შორეულმა მეგობარმა, ვასილ პაპიაშვილმა მომაწოდა. თავად მოიძია მისი ცხოვრება და მოღვაწეობა და "კარიბჭის" მკითხველს გაუზიარა.

***
პარიზის მახლობლად, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე, 616-ე საფლავის ეპიტაფია გვამცნობს, რომ ამ ქვის ქვეშ განისვენებს ერთი გულანთებული ქართველი, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს დაცემის შემდეგ სამშობლოსა და მშოლიური კუთხის ნატვრა გაჰყვა სიცოცხლის ბოლომდე. რაფიელ ინგილო-ივანიცკი 1966 წლის 27 ივნისს 80 წლისა გარდაიცვალა. უკანასკნელი 45 წლის განმავლობაში საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის საშუალება აღარ ჰქონდა. მხოლოდ მიუნხენში არსებული (1953 წლიდან) რადიო "თავისუფლების" ქართული გადაცემის საშუალებით თუ შეიცნობდა ქართველების მცირე ნაწილი სამშობლოს მონატრებული მამულიშვილის ლაზათიან სიტყვას. რა თქმა უნდა, ქართველი საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა შესაძლებლობა გასცნობოდა ჟურნალ "ივერიაში" "სამშობლოსა" და სხვა პერიოდულ გამოცემებში ბუნებრივი, არაჩვეულებრივი ქართულით დაწერილ ბრწყინვალე სტატიებს, რომელთა ავტორი იყო რ. ივანიცკი.

პირველი კითხვა, რაც შეიძლება მკითხველს გაუჩნდეს, რაფიელის გვართან იქნება დაკავშირებული. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ რაფიელ ივანიცკის თავის დედულეთთან - საინგილოსთან (ჰერეთთან) სულ ცოტა ორი რამ აქვს საერთო, განგების მიერ დაწერილი. ერთი მათგანი სწორედ ვინაობა-რაობასთან არის დაკავშირებული.

***
ინგილო-ივანიცკის გვარის წარმოშობას ავბედითი წარსული უდევს საფუძვლად. ერთი ვერსიით, ამ გვარს დასაბამი მიეცა რაფიელის პაპის ბავშვობაში, რომელიც შამილის ტყვეობიდან გაქცევის შემდეგ თბილისში, მეფისნაცვალ ვორონცოვის ამალის წევრმა, პოლკოვნიკმა ივანიცკიმ იშვილა, მონათლა და თავისი გვარი მისცა. შედეგად 1886 წელს სოფელ კახში დაბადებულმა რაფიელმა მამისაგან, ალექსანდრესაგან, მემკვიდრეობით ივანიცკი მიიღო გვარად (გ.შარაძე, "ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია", ტ. III, თბ. 2004, 104). არსებობს ამ გვარის წარმოშობის განსხვავებული ვერსიაც (ე. ბაბულაშვილი, რაფიელ ინგილო-ივანიცკის ბიოგრაფიისათვის, ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, ნაკვ. 2 (8), 2010 წელი).

რაფიელ ინგილო-ივანიცკის ნიჭი და გონება რომ მართლაც ჰქონდა მომადლებული, თელავის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის გიმნაზიაში სწავლის დროს გამოჩნდა, შემდეგ უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნებული ჩადგა ქვეყნის სამსახურში. 1917 წლის ივნისში გახდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და მდივანი, ასევე, პარტიის გაზეთ "საქართველოს" აქტიური თანამშრომელი და დაახლოებით ერთი წელი რედაქტორობდა მას. 1919 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის დღიდან (დეპუტატი ზაქათალის ოლქიდან) ცდილობდა, ამ მხარის საკითხის წამოწევასა და ფართოდ განხილვას (გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", დამფუძნებელი კრების მოხსენებათა ჩანაწერები). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხში. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ იყო საქართველოს ეკლესიის წინამძღოლის არჩევის მიზნით გამართული პირველი საეკლესიო კრების საკათალიკოსო საბჭოს მდივანი.

1921 წლის თებერვალ-მარტში, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 3 სექტემბერს გამართულ გელათის III საეკლესიო კრებაზე სიტყვით გამოვიდა ბოლშევიკების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ზაქათალის ოლქი საბჭოთა აზერბაიჯანს უნდა გადასცემოდა. 1922 წლის თებერვალში ბოლშევიკებმა რაფიელი დააპატიმრეს. იგი, სავარაუდოდ, პატრიარქ ამბროსი ხელაიას თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, იმავე წლის II ნახევარში ემიგრაციაში გაემგზავრა. თბილისში დარჩა ოჯახი. მან ემიგრანტული ცხოვრების პირველი წლები ბერლინში გაატარა. რედაქტორობდა არაპოლიტიკურ ჟურნალ "საქართველოს მოამბეს". ბერლინიდან ჯერ ვენაში, ხოლო შემდეგ რომში გადავიდა, სადაც ცხოვრობდა 1943 წლამდე. თავად "დაობლებულს" სამშობლოს თავსდატეხილი უბედურება ორმაგად უღრღნიდა გულს და დღენიადაგ ფიქრობდა მის ბედზე. ევროპაში გამომავალი ჟურნალებისა და გაზეთების ფურცლებზე ასახავდა თავის წუხილს, "მგმინავ საქართველოს თავზე მონავარდე შავი ღრუბლის წითელი ელვარებისა და შემაძრწოლებელი ქუხილით": "აშმორდა ბედკრული ჩვენი სამშობლო. წყვდიადით დაიბურა მისი სახე, ჟამთა მცინარი. მოსკოვის შხამში ადუღებული არამზადანი ჰღრღნიან და ჰფლეთენ ქართველის გულს, ჰფიტავენ და შრეტენ მის სულს. ხალხი პირაბმულია - ჯავრშემოყრილი, შუბლნაკვთიანი, სასოწარკვეთილი. ნავარდობენ მოსკოვის ყურმოჭრილი პირუტყვი ხიზნები - მშობელ ქვეყნის გამცემლები, ერის ამწიოკებელნი, მის წმინდა გრძნობათა წამბილწველნი, თვითონ დაჩოქილნი საქართველოს დამრთგუნველთა წინაშე!

რაფიელ ინგილო ამ მძიმე მოვლენის შესახებ ადრიდანვე საუბრობდა, რადგან კარგად ხედავდა ამ "ქართველების" როლს საკავშირო პოლიტიკაში, თუნდაც მაშინ, როდესაც უცხო ახლობელნი თვითნებურად განკარგავდნენ ქართველთა ეროვნულ სიმდიდრეს. მისი კრიტიკული წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით დაბეჭდილია სპირიდონ კედიას რედაქტორობით გამომავალი ჟურნალის "საქართველოსათვის" 1925 წლის #4-ში, "პატრიოტის" ფსევდონიმით: "საქართველოს მთელი ბუნებრივი სიმდიდრე ფაქტიურად და უფლებრივად დღეს საბჭოთა რუსეთის ხელშია. თბილისის ტიკინას, რომელსაც საქართველოს "მთავრობა" ჰქვიან და ნამდვილად-კი მოსკოვის დაქირავებული და ყურმოჭრილი მონაა, ამ საქმისა არც ავი ეკითხება და არც კარგი...

ეს წრე, ბუნების ყოვლად აუცდენელ კანონთა ძალით, ყველაფერს მხოლოდ რუსეთის ინტერესის მიხედვით გაზომავს და გადაჭრის. და საკითხავია, აბა, რა უფლებით უნდა გადასჭრან ქართველი ხალხის სიმდიდრეთა ბედი, - საქართველოს უმთავრესი სასიცოცხლო საკითხი პიატაკოვებმა?! როდის მიანდო მათ ქართველმა ხალხმა ამის უფლება? სად ნახა ესენი, ან როდის აირჩია?!

ერთადერთი საქართველოს სავალიუტო საგანი ამ უკანასკნელ წელთა განმავლობაში, ეს იყო ჭიათურის შავი ქვა. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის უძლიერესი ეკონომიკური ძარღვი და ეს ძარღვი მოსკოვმა დღეს გამოაცალა საქართველოს სხეულს... ეს ქართველი ხალხის უდავო შემოსავალი, კავშირის საბიუჯეტო კანონის მიხედვით მოსკოვის საკავშირო კასაში მიდის და ხმარდება კავშირის საჭიროებას, იმ წითელ არმიას და გეპეუ-ჩეკას, რომელიც ქართველ ხალხს ასე უმოწყალოდ ხოცავს და ჟლეტს. ჩვენის ქონებით ძღება და ჯანს ინახავს ჩვენივე გამანადგურებელი რუსის წითელი სალდათი და ჩეკისტი! აი, ჩვენი მუშურ-გლეხური "მთავრობის" ღვაწლი საქართველოს ხალხის წინაშე!"

***
რაფიელ ივანიცკი მეცნიერულად განიხილავს კომუნისტურ სივრცეში კიდევ ერთი ეროვნულ-სასიცოცხლო სიმდიდრის "შოთასა და ილიას ენის" შელახვა-რეფორმირებას: "ჟამთა დენაში საქართველო წაზნიქა შესხვაფერებულ რუსეთის უღელმა.. ეს-ეს არის ხელთა მხვდა ქართული "კომუნისტი", ნაშვილევი მოსკოველ "პრავდისა" და მისი "ფონოგრაფი". უნდა გამოვტყდე ერთგვარ მღელვარებით შევუდექი ქართული ასოებით აწყობილის, ჩემთვის დაკარგული ქვეყნის გაზეთის გადაფურცვლას. ბევრთაგან მსმენია, რომ საბჭოთა საქართველოში ქართული ენა ლამაზდება და მდიდრდება. ასე რომ, ვიფიქრე, ორმოციოდე ნომერი ამ გაზეთისა შემმატებდა ახალს, ჩემთვის მიუხვედრელ სიტყვას, გააფართოებს ჩვენ - ჩამორჩენილთა - ნაკიან ტერმინოლოგიურ მასალას, მაგრამ იმედი გამიცრუვდა".

***
ინგილო-ივანიცკების ოჯახის უფროსი, რაფიელის მამა ალექსანდრე, სიონში მღვდლად კურთხევის შემდეგ, სოფელ კახში იყო გამწესებული. ოჯახის წევრებს ეკლესიასთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ (რაფიელის ძმებიც შემდგომში სასულიერო პირები გახდნენ). თავად რაფიელი ჯერ კიდევ 1917 წელს საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრად და მდივნად აირჩიეს. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა-გამოცხადების საქმეში. 1940 წელს იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ მესამის სასახლის ინიციატივითა და ხელშეწყობით იტალიურ ენაზე გამოსცა მაღალ დონეზე დამუშავებული წიგნი საქართველოსა და რუსთაველის შესახებ, განხილული მეცნიერულად და ისტორიულად დასურათებული.

1943 წელს რაფიელ ინგილო რომიდან პარიზს გადავიდა და მღვდლად ეკურთხა, მერე გადასახლდა მადრიდს, სადაც გახდა წინამძღვარი მადრიდის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის მართლმადიდებელი ეკლესიისა. მის მრევლს შეადგენდნენ ქართველები, ბერძნები, ბულგარელები, სერბები, რუსები და სხვ. თავისი მშვენიერი წირვით ქართულ, ბერძნულ და რუსულ ენებზე, აგრეთვე გალობით, რაფიელ ინგილო საყოველთაო აღტაცებას იწვევდა და მან მრევლის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

***
მთელი მისი ემიგრანტული ცხოვრების მანძილზე რაფიელ ინგილო საქართველოს ეკლესიის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ფიქრობდა, რომლის მდგომარეობა მეტად გართულდა რუსეთის იმპერიული ხელისუფლების საქართველოში გაბატონების დღიდან. ევროპაში ამ საკითხს სააშკარაოზე გამოსატანად აქტიურად იღვწოდა როგორც ევროპულ პრესასა და რადიოში, ისე ქართულ პრესაში, რომელიც საქართველოს გარეთ მყოფი ქართველების სულიერ საზრდოს წარმოადგენდა. სამშობლოს გარეთ მყოფ თანამემამულეებს დაწვრილებით აცნობდა საქართველოს ეკლესიის ბედს, ცარისტული რუსეთის ტირანიის დამყარებისა და საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის, ანტონ კათალიკოსის თავის სამწყსოსგან იძულებით ჩამოშორების შემდეგ: "დაქვრივდა ეკლესია! მოსული სხვა ჯურისა გამოდგა, თუმცა, პირჯვარს ჩვენებრ ისახავდა! ხალხი მიხვდა, რომ მოძღვარნი მისი თოხუმისა არ იყვნენ! ღვთისმშობლის სიონში მომხიბლავი ქართული ღაღადი შეწყდა, თანაც, ლოცვას პროტოდიაკონების ყვირილი ახშობდა"...

ცნობილია, როგორი უკმეხი, "შთაგონებითი ეპისტოლეთი" მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს (შემდგომ კათოლიკოსი) მცხეთის სამეუფეო ტაძარში ერთსულოვნად მიღებულ დადგენილების გამო: პატრიარქი ტიხონი დაჟინებით მოითხოვდა, ქართული ეკლესიის ყოველი საკითხი შეტანილი ყოფილიყო განსახილველად რუსეთის სინოდში და იქ გარდაწყვეტილიყო მისი ბედ-იღბალი (ჟურნალი "ივერია", 1956წ.)

***
ქართველ საზოგადოებაში თანდათან ფეხს იკიდებს ის მცდარი შეხედულება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დრომოჭმული, ისტორიაში გადასვენებული კატეგორია კი არ არის, არამედ რეალური და უდიდესი ღირებულების მოვლენა, რომლის მნიშვნელობა ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ უსათუოდ იზრდება და მკვიდრდება შინაც და გარეთაც...

ჩვენი სამღვდელოების საუკეთესო ნაწილმა ადრევე იგრძნო საშიშროება და მხნედ შეუდგა რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედებას; "საქართველოს ყოველ კუთხეში გაჩნდნენ მეთაურები და წერითა, ქადაგებითა თუ უბრალო პროპაგანდით ხელს უწყობდნენ ეკლესიაში ეროვნული პროპაგანდის გაღვივებას".

რუსეთის ეკლესიამ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ მაშინ, როცა მოსკოვის პატრიარქმა სერგიმ შეიტყო, რომ უძველეს აღმოსავლეთის პატრიარქებმა - კონსტანტინოპოლისამ, ანტიოქიისამ, ალექსანდრიისამ და იერუსალიმისამ ავტორიტეტულად დაამოწმეს თავისი ისტორიული მოძმის კანონიკური მმართველობის განახლება.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ჩვენ შევიძინეთ ნაციონალ-რევილუციური გზითა, ზომებითა და გარჯით. როგორიც უნდა იყოს მისი აწინდელი მდგომარეობა - ის კი მწუხრის კაეშნით გარშემორტყმულია - ქართველობა ერთობლივათ არის და იქნება მის გვერდით და მის სამსახურში. გავლენ ბოროტი დღენი! ქართველი ერი განიბღერტავს მისადმი მოდებულ კომუნისტურ ჭუჭყს, და კვლავ აღიმართება ქართველთა თავმომყრელი - დიდებისა და შვების, დღეს დაფხრეწილი - დროშა!"

ამგვარ ეროვნულ შეხედულებაზე იყო დაფუძნებული და აწყობილი რაფიელ ინგილო-ივანიცკის საერო და სასულიერო მოღვაწეობის იდეოლოგიური მრწამსი. განათლებული და პატრიოტი შვილი მისცა ჰერეთმა საქართველოს, თუმცა განგებამ ორთავეს, - შვილსაც და მშობელ მხარესაც "ერთ ბედ ქვეშ ყოფნა", "ვენახისგან მოშორებულ ვაზად დგომა", სამშობლოსგან მოცილებით ცხოვრების ხანგრძლივი და მწარე გამოცდილება არგუნა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler