იმედი გვაქვს აფხაზეთში დავბრუნდებით და ფეხით შევაბრძანებთ ივერიის ღვთისმშობლის ხატს
იმედი გვაქვს აფხაზეთში დავბრუნდებით და ფეხით შევაბრძანებთ ივერიის ღვთისმშობლის ხატს
მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით, უკვე რამდენიმე წელია, გლდანში (ყოფილი კარტოგრაფიის შენობა) დევნილთა კორპუსში , დეკანოზი შალვა როსტიაშვილი აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სულიერად ამხნევებს და ანუგეშებს. ყოველ კვირას დევნილები სამრევლო კრებისთვის ემზადებიან და მამა შალვას ქადაგებებს, სულიერ დარიგებებს უსმენენ. უფრო მეტიც, მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით, მამა შალვას ხელმძღვანელობით და დევნილთა შემოწირულობებით დაიწერა ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც თითოეულ ოჯახში მიაბრძანებენ და ყოველ კვირას, სამრევლო კრების შემდეგ, ოჯახებში ამ ხატთან პარაკლისი, ზეთის ცხება და სახლის კურთხევა აღესრულება.

- მეუფე დანიელისა და მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის (ყოფილი ჟვანიას სახელობის კლინიკა) ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ტარიელ კერესელიძის ლოცვა-კურთხევით, თავიდან ჩვენი ტაძრიდან ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მივაბრძანეთ დევნილთა კორპუსში და დავიწყეთ პარაკლისების ჩატარება, სახლის კურთხევა. ხალხმაც დიდი სიხარულით მიმიღო. უფლის სიყვარული, დიდი მონდომება რომ დავინახე მეტის გაკეთება მინდოდა და მეუფე დანიელს ვთხოვე ლოცვა-კურთხევა სამრევლო კრებების ჩატარებისა, რომ მათ უკეთესად შეესწავლათ სარწმუნოება.

- მამაო, რას ემსახურება სამრევლო კრება?

- ტაძარში უამრავი მორწმუნე დადის, ვინც სარწმუნოებას ღრმად არ იცნობს. ვფიქრობ,Mმორწმუნეებმა უნდა იცოდნენ, რა არის მართლმადიდებლობა. როგორც წიგნში არის ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად განხილული, ასე ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავთ მრწამსის განმარტებას, წმინდა მამათა ცხოვრებებს, მათ სწავლებას. ვსაუბრობთ სხვადასხვა ზნეობრივ საკითხებზე, განსაკუთრებით ამპარტავნებასა და თავმდაბლობაზე, უსიყვარულობაზე. აუცილებელია ადამიანმა გულით ადიდოს უფალი, მოყვასისადმი სიყვარულით იყოს გამსჭვალული. უსიყვარულოდ კაცი ვერ იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანი, ვერ იცხოვრებს ისე, როგორც უფალი გვასწავლის. ღვთის ნების შესრულება უპირველესად სიყვარულია. სიყვარულის გარეშე ადამიანი ღვთის ნებას ვერ აღასრულებს. ვცდილობთ, უფრო დაწვრილებით, ფართოდ შევეხოთ ამ საკითხებს და კონკრეტული მაგალითები მოვიყვანოთ. რამდენადაც შემიძლია, ვეხმარები მათ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხის გაანალიზებაში, რათა მიეჩვიონ ღრმად აზროვნებას, წინდახედულობას, განსჯას, აწონ-დაწონვას, დაუფიქრებლად რაიმეს თქმას და ჭეშმარიტი მართლმადიდებლის შესაფერისად ცხოვრებას.

სამრევლო კრებას ყოველ კვირას დაახლოებით 70 ადამიანი ესწრება, ზოგჯერ მეტიც, ხანაც ნაკლები. ისინი მატერიალურად ადრეც არ იყვნენ დალხენილები. თავიდან რომ დავიწყე მათთან სიარული, პრაქტიკულად სახლ-კარი არ ჰქონდათ, ყოველდღე შიშით ელოდებოდნენ საცხოვრებელი ბინის დატოვებას - მათი კორპუსი სხვისი საკუთრებაა. შენობის ნაწილში კომერციული საქმიანობა მიმდინარეობს. პატრონი უფლებამოსილია, მობინადრეებს დაატოვებინოს ფართი, თუკი ამას მოინდომებს მთავრობა ან ვინმე მეცენატი. ამიტომ ეს ადამიანები ყოველთვის დიდ განსაცდელში იყვნენ.

რამდენიმე ოჯახი ჩემს მოსვლამდე უკვე ეკლესიურად ცხოვრობდა. რამდენიმე - მერე გახდა ეკლესიური, ჩვენს ტაძარში ყოველ შაბათ-კვირას ესწრებიან ღვთისმსახურებას. სამრევლო კრება საცხოვრებელ კორპუსში ტარდებაAდა არა ოჯახში.

- მამაო, რატომ გაგიჩნდათ სურვილი დაგეწერათ ივერიის ღვთისმშობლის ხატი?

- როგორც გითხარით, მეუფე დანიელისა და მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის (ყოფილი ჟვანიას სახელობის კლინიკა) ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ტარიელ კერესელიძის ლოცვა-კურთხევით ამავე ტაძრიდან დროებით წავაბრძანეთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. პარაკლისების დროს შემოწირული თანხით შევძელით ხატის დაწერა. ხატმწერია ქეთევან კუთხაშვილი, რომელსაც ეხმარებოდა ჩვენი ტაძრის მედავითნე, ქეთევანის დედა ქალბატონი მზია. რა თქმა უნდა, ყველა ხატი ლამაზია, მაგრამ ჩვენ ყველანი განსაკუთრებით ვსასოებთ და გვიყვარს ეს ხატი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ხატის მადლითაც და ჩვენი დედა ეკლესიის ლოცვით გამთლიანდება საქართველო. შემდეგ, პირობისამებრ, ამ კორპუსში მცხოვრები მრევლი და მათთან ერთად მე, უწმინდესისგან ავიღებთ ლოცვა-კურთხევას და ამ ხატს ფეხით აფხაზეთში ჩავაბრძანებთ.

***
ხატში ჩაბრძანებულია სხვადასხვა სიწმინდეები - წმინდა მთაზე, ივერიის ქართველთა მონასტრის ერთ-ერთი დამაარსებლის, წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის მიერ დარგული კვიპაროსის ხის ტოტის მცირე ნაწილი. ხე კი გახმა, მაგრამ დღესაც დგას. მისი ერთი ტოტი ჩემმა მეგობარმა, მამა ალექსი ქშუტაშვილმა, ათონის მთიდან ჩამომიტანა. ხატშია ჩაბრძანებული ასევე ივერონის მონასტრის სასწაულმოქმედი კანდელის ზეთით გაჯერებული მცირე ქსოვილი, რომელიც ყინწვისის მამათა მონასტრის ბერმა ნაომმა მისახსოვრა. მანვე წამომიღო ასევე სამი კენჭი - ერთი იმ წმინდა ადგილიდან, სადაც წყარო ამოვიდა ივერიის ხატის დაბრძანებისას, მეორე - მთავარი ტაძრიდან, სადაც პირველად დააბრძანეს წყლიდან გამოსული ხატი და ერთიც, სადაც ახლა არის ხატი დაბრძანებული, იმ ადგილიდან. ეს სიწმინდეები ჩაბრძანებულია ხატის ძირში, ოთხ პატარა ნიშში. ხატი ოჯახიდან ოჯახში დაბრძანდება. ვის ოჯახშიც ხატია დაბრძანებული და ვინც ესწრება სამრევლო კრებას, მივდივართ და ვატარებთ პარაკლისს, შემდეგ ზეთს ვცხებ და სახლს ვაკურთხებ.

მეზობლები ამბობენ, - პარაკლისების წყალობით გავიცანით ერთმანეთიო. ამ კორპუსში ბევრი მორწმუნე ადამიანი ცხოვრობს. სხვებს არ ეწყინებათ და გამოვყოფ იმედა ლაშხიას და კობა-იაკობ გულბანს.Eეს ადამიანები სულ ამ ხატთან არიან. თუ რაიმე მჭირდება, მათ ვავალებ. იაკობ გულბანის აქტიურობით გაკეთდა ხუთი მეტრი სიმაღლის დიდი ჯვარი, რომელიც კორპუსის თავზე დაიდგა და ყველა მხრიდან ჩანს, განსაკუთრებით ღამით, როცა განათებულია. კორპუსის მეორე მხარესაც არის აღმართული სამი მეტრი სიმაღლის ჯვარი, ღამე ისიც განათებულია. ინებოს უფალმა, რომ გამთლიანდეს საქართველო და აღგვასრულებინოს პირობა - აფხაზეთში ფეხით ჩავაბრძანოთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი.

***
ქალბატონი ნაზი ფერცულიანი: - მეუღლე აფხაზეთის ომის დროს გარდამეცვალა. პატარა შვილები დამრჩა. 11 წლის უმცროსი შვილი თბილისში ნაღმით აფეთქდა. თავიდან დავდიოდი ეკლესიაში. ვგრძნობდი, რომ აქ კარგად ვიყავი, მაგრამ აღსარებას რატომღაც ვერ ვამბობდი. დევნილი თავიდან ქუთაისში დავსახლდი, იქ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. თბილისში რომ გადმოვედი, უფრო გავაძლიერე ტაძარში სიარული.

ერთ დღესაც ჩემმა მეზობელმა იაკობ გულბანმა მითხრა, ჩვენს კორპუსში ივერიის ღვთისმშობლის ხატია მობრძანებული, თან სამრევლო კრება ტარდება და თუ გსურთ, დაესწარითო. ძალიან ბევრ სულიერ სარგებელს გვაძლევს სამრევლო კრებები. უამრავ სასულიერო ლიტერატურას გვიკითხავს მამა შალვა. ის იმდენად თბილი ადამიანია, რომ მუდამ მშვიდად ვგრძნობ თავს. მერე გაგვიჩნდა სურვილი, ჩვენი კორპუსისთვის დაგვეწერა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. მადლობა უფალს, რომ ხატიც დაიწერა. იაკობმა თავისი ხარჯებით ჯვარი გააკეთა. შემდეგ აღიმართა მეორე ჯვარიც.

იაკობ გულბანი: - ჩვენი კორპუსის თავზე ჯვარი რომ აღმართულიყო ამის სურვილი თავად გამოვთქვი. მამა შალვას ლოცვა-კურთხევით დავიწყე ამის განხორციელება. ფული შევაგროვე, მასალაც ვიშოვე, დავამონტაჟე. მეორე ჯვარი აღვმართეთ კორპუსის თავზე. მამა შალვა ყველას უანგაროდ გვემსახურება. ვისაც ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი და სურვილი ჰქონდა, ჯვარიც დაიწერა. ბევრი მოინათლა. ბევრი მორჩილებაში მოხვდა მამა შალვასთან, მრევლი გახდა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.Mმამა შალვას ქადაგებით, მასთან ურთიერთობით ურთიერთდამოკიდებულება უფრო დათბა. ივერიის ღვთისმშობლის ხატი გვაძლიერებს და გვინდა, აფხაზეთში ფეხით ჩავაბრძანოთ.

საგულისხმოა, რომ პატარა ბავშვები ესწრებიან სამრევლო კრებებს და ისმენენ მოძღვრის ქადაგებას. ყველა ბავშვმა ლოცვა ისწავლა. გვაქვს წმინდა ტიხონ ზადონელის პატარა ხატი, რომელიც მამა შალვამ თავისი ოჯახიდან წამოაბრძანა. წმინდა ტიხონ ზადონელი უბინაოებისა და გაჭირვებულთა მფარველია. მოძღვარმა გვითხრა, ვიდრე თქვენი ბინების დაკანონება არ მოხდება, ეს ხატი თქვენთან იყოსო. ზოგიერთმა იყიდა კიდეც ბინა, ზოგი ჯერ კიდევ უბინაოა. ვისაც საშუალება არა აქვს, იმ ოჯახშია წმინდა ტიხონ ზადონელის ხატი დაბრძანებული. კვირიდან კვირამდე გადაბრძანდება ხოლმე სხვადასხვა ოჯახში. აფხაზეთში ისე ვიზრდებოდით, რომ ეკლესიისგან ძალიან შორს ვიყავით. აფხაზეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მოგვნათლა ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი რაზმაძემ და მამა გიორგის მრევლი გავხდით. მას შემდეგ ეკლესიას არ მოვშორებივართ და ვცდილობთ, ვიყოთ მის წიაღში.

იმედი გვაქვს, ივერიის ღვთისმშობლის ხატი აფხაზეთში შეგვიძღვება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler