ძველი სტილი
7 მაისი
ორშაბათი
ახალი სტილი
20 მაისი
ხსნილი ხსნილი
ხსენება გამოჩინებისა პატიოსნისა ჯვარისა იერუსალიმს (351); ღირსთა ასურელთა მამათა - იოანე ზედაზნელისა და 12-თა მოწაფეთა მისთა: აბიბოს ნეკრესელი ეპისკოპოსისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა (თათა მამებელისა), ისე წილკნელი ეპისკოპოსისა, იოსებ ალავერდელი ეპისკოპოსისა, ეზდრიოს (ისიდორე) სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა (VI-VII); ღირსისა ელია დიაკონისა (VI); მოწამისა აკაკი ასისთავისა (303); ღირსისა ტარასი მეუდაბნოისა, სასწაულმოქმედისა, ლიკაონიელისა; მოწამეთა: კოდრატე ნიკომიდიელისა, სატორინესი, რუფინესი და სხვათა (III). წმიდა კეთილმსახურ მეფე ბაგრატ III-ისა, საქართველოს გამაერთიანებლისა (1014); ღირსი ნილოს მირონმდინარის, ათონელის (+1651) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება; ღირსი მამა ნილოს სორელი (+1508); ღირსმოწამე პახომი რუსი, ათონელი (+1730); მოწამისა მაქსიმესი, წამების შემდგომ ქვით ჩაქოლილისა; წმინდა ალექსი ტოვტი, უილქს-ბარელი, ამერიკაში მართლმადიდებლობის მქადაგებელი (+1909).

დღის ლოცვა
ხსენება სასწაულისა პატიოსნისა ჯვარისა, რომელი გამოცხადდა ცასა შინა იერუსალიმს

ტროპარი: ნიში ჯუარისა შენისა, უფალო, უფროის მზისა გამობრწყინდა აწ, რომელი იგი ვიდრე მთით წმიდით ადგილადმდე თხემისა განვრცობილ იყო და ამისა მიერ ძლიერებასა შენსა საცნაურ ყოფდა, მაცხოვარ; ამის მიერვე განაძლიერენ მორწმუნენი მთავრობაი და მხედრობაი ჩუენი, რომელნი მშვიდობით შეზღუდენ მარადის მეოხებითა ღმრთისმშობელისათა და შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი: განმხმელმან ცათა დახშულთამან ცათა ზედა ყოვლადბრწყინვალე შარავანდედი ქუეყანასა შინა გამოაბრწყინვა ჯუარმან ყოვლადწმიდამან; ამისთვის რომელთა შევიწყნარეთ მაცხოვარებაი მოქმედებისა მისისა, დაუალისა მიმართ ნათლისა განსწავლულ ვიქმნენით, და ბრძოლასა შინა გუაქვს საჭურველად მშვიდობისა - უძლეველი იგი საძლეველი ჯუარი ყოვლადძლიერი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat