ღირსი ისე (იესე), წილკნელი ეპისკოპოსი, 13 ასურელ მამათაგანი (VI) - 02 (15) დეკემბერი
ღირსი ისე (იესე), წილკნელი ეპისკოპოსი, 13 ასურელ მამათაგანი (VI) - 02 (15) დეკემბერი
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

სხვა ასურელ მამათა მსგავსად, წმინდა ისე წილკნელმა საქართველოში გააჩაღა სამონასტრო და კულტურული მოღვაწეობა. თავისი სამწყსოს მოვლა-პატრონობის გარდა, მისიონერულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მიხედა იმ მხარეებს, სადაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული და მოსახლეობა ძველებურად კერპებს სცემდა თაყვანს.

მან "იწყო სწავლად და წურთად სამწყსოთა თვისთა და მიჰმართა ჩრდილოით კერძო, რამეთუ ჯერ მოუქცეველ იყვნეს და მტკიცედ ეპყრა კერპთმსახურება" და გააქრისტიანა საქართველოს ჩრდილო მთიანეთის მოსახლეობა.

მისი "ცხოვრება" ("დაძინება ისე წილკნელისა") კათალიკოსმა ბესარიონ ორბელიშვილმა აღწერა. უფრო ძველ ცნობებს მისი ბიოგრაფიის შესახებ გვაწვდის შიო მღვიმელის X საუკუნის "ცხოვრება".

"წმინდანთა ცხოვრებაში" ვკითხულობთ, რომ წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ უბიწოებით განთქმული, სათნოებათა სისრულეს მიწევნული, წმინდა ისე ევლავიოს კათალიკოსმა იძულებით აკურთხა მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, ცრემლით და ტირილით ითხოვდა განტევებას, მაგრამ კათალიკოსისა და წმინდა იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევას წინ ვერ აღუდგა.

წილკანში დამკვიდრებული ისე დადიოდა ადგილიდან ადგილას და სახარებას ქადაგებდა, სნეულთ კურნავდა და სხვა მრავალ სასწაულს აღასრულებდა. შემდეგ კი ჩრდილოეთის მთებისაკენ გაემართა და იქაურ წარმართულ მოსახლეობას უქადაგა ღვთის სიტყვა, კერპები დალეწა, მრავალი ადამიანი მონათლა, დიაკვნები და მღვდლები დაუდგინა და შემდეგ კვლავ წილკანს, თავის საყდარს დაუბრუნდა და იყო თავისი მრევლისათვის, როგორც მწყემსი კეთილი.
.....

ტროპარი:
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელმთა¬ვარო ისე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:
ოქროსა სასანთლესა ზედა დაიდგ მამაო, ნათელი ეგე არა ხვიმირსა ქუეშე დაფარული, და განგვანათლენ ჩუენ ელვითა სწავლათათა, ამისთვისცა ეკლესია ორღანოსა მა¬გას სულისასა ნათელ-ხმოვანსა გაქებს ღირსად, ისე მღუდელმთავარო, ითხოვე ერისათვის მორწმუნისა, ხსნა ფლობისაგან უცხო თესლთასა და მგალობელთათვის შენთა დიდი წყალობაჲ.
...........

ასევ ნახეთ:


საითაც წმინდა ისე მიდიოდა, წყალიც იქით მიჰყვებოდა
წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატი ჩამოაბრძანეს
წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურულ კომპლექსს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა - ვკითხულობთ კულტურის სამინისტრო ვებ გვერდზე.
ნერგი იგი სამოთხისაი
წილკნის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი
წილკნისა და დუშეთის ეპარქია
ცხოვრება ჩემი შემოდგომაა














ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat