წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატი ჩამოაბრძანეს
წილკნის ღვთისმშობლის უძველესი საეპისკოპოსო ტაძრის მშენებლობა უკავშირდება ქართლში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების პირველ ხანებს
, წმინდა ნინო განმანათლებლის მოღვაწეობას და მდინარე არაგვსა და ქსანს შორის მცხოვრებთა ქრისტიანობაზე მოქცევას. ამ რეგიონის ქრისტიანული განათვლა და სულიერი დამოძღვრა დაევალა წილკნის უძველეს ეკლესიას, რომელიც პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მემკვიდრის, ბაქარის ძალისხმევით აშენდა (IVს.).
წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი განსაკუთრებით დაწინაურდა მას შემდეგ, რაც აქ მოღვაწეობა დაიწყო VI საუკუნეში საქართველოში სამისიონეროდ ჩამოსულ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა ისე წილკნელმა. მისი საფლავი დიდი სიწმინდეა საქართველოს ეკლესიისა და იგი ღვთისმშობლის ხატთან ერთად ბევრს იზიდავს საკვირველი მადლისა და კურთხევის მისაღებად. მისი ხსენება ეკლესიაში 15 დეკემბერს აღინიშნება.