წმინდა მარტინე ტურელი ეპისკოპოსი, მოწყალედ წოდებული - 13 (26) თებერვალი, 12 (25) ოქტომბერი, 11 (24) ნოემბერი
წმინდა მარტინე ტურელი ეპისკოპოსი, მოწყალედ წოდებული   - 13 (26) თებერვალი, 12 (25) ოქტომბერი, 11 (24) ნოემბერი
25 ოქტომბერს (ახ.სტილით) მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მარტინე ტურელს, მოწყალედ წოდებულს.  წმინდა მარტინე წარმოშობით პანონიის ოლქიდან (უნგრეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომის იმპერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოლქი), კერძოდ ქალაქ საბარიიდან იყო (ახლანდელი შტეინი).

მისი მშობლები წარმართები იყვნენ. მამამისი თავდაპირველად უბრალო ჯარისკაცი იყო.

კეთილსინდისიერი სამსახურის შედეგად სამხედრო ტრიბუნი გახდა და მაღალი თანამდებობა დაიკავა. ბავშვობის წლები მარტინემ ტიცინში გაატარა (ქალაქი ჩრდ. იტალიაში), სადაც მამამისი გადაიყვანეს სამუშაოდ. იმხანად რომის იმპერიაში ქრისტიანობა სწრაფად ვრცელდებოდა. მარტინემ მორწმუნეები გაიცნო და მათგან გაიგო ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ათი წლის ასაკში მოიხიბლა ქრისტიანული მრწამსით. თოთხმეტი წლის იყო, როცა განდეგილობა გადაწყვიტა წმინდა ანტონის მსგავსად. მაგრამ უფლის ნება სულ სხვა იყო. მარტინეს მამა მეტად უკმაყოფილო იყო იმ ინტერესით ქრისტიანების მიმართ, რასაც მისი ვაჟიშვილი იჩენდა, მით უმეტეს, გადაწყვეტილი ჰქონდა, შვილი მეომრად აღეზარდა. მარტინე თხუთმეტი წლის რომ გახდა, მამამისმა ჯაჭვით შეკრა და ძალით დაადებინა სამხედრო ფიცი. ამგვარად, ვაჟი საცხენოსნო არმიის ოფიცერი გახდა და ხელმძღვანელობის დიდი ნდობაც დაიმსახურა.

მიუხედავად ამისა, ვაჟს თავისი ცხოვრების წესი არ შეუცვლია. მას საშუალება ჰქონდა, რამდენიმე ჯარისკაცი აეყვანა მოსამსახურედ, თუმცა ერთის მეტი არ აიყვანა. უფრო მეტიც, მას როგორც ძმას, ისე ექცეოდა და ხშირად თავადაც ემსახურებოდა. მალე თანამებრძოლების დიდი სიყვარული დაიმსახურა. ჯარში ყოფნის მიუხედავად, მაინც ახერხებდა ქრისტიანული გულმოწყალებით ეცხოვრა. კუთვნილი ჯამაგირიდან მხოლოდ იმდენს იტოვებდა, რაც საარსებოდ სჭირდებოდა, დანარჩენ თანხას კი გაჭირვებულებს ურიგებდა.

იმხანად მარტინე გალიაში (ახლანდელი საფრანგეთი) მსახურობდა, კერძოდ, ქალაქ ამენიეში. იმ მხარეში მეტად მკაცრი ზამთარი იცოდა და მარტინი მუდამ ცდილობდა, ღარიბ-ღატაკებს ყველანაირად დახმარებოდა. ერთხელ ქალაქის კარიბჭესთან ნახევრად შიშველი მათხოვარი დაინახა, რომელიც ამაოდ ითხოვდა ხალხისგან მოწყალებას. გამვლელ-გამომვლელნი არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ მას. მარტინესაც არაფერი ჰქონდა, რაიმეთი რომ დახმარებოდა გაჭირვებულს, რადგან რაც ჰქონდა, ყველაფერი დაერიგებინა. მაშინ ვაჟმა სასწრაფოდ გაიხადა ლაბადა, შუაზე გახია, ერთი ნახევარი მათხოვარს მოახურა, მეორეში კი თავად გაეხვია. ამის გამო ბევრმა დასცინა კიდეც, მაგრამ მარტინეს გული სავსე იყო სიხარულით და გულში შემდეგ სიტყვებს ამბობდა: ,,შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ" (მათ. 25:36).

იმავე ღამეს, ძილში მარტინემ იესო ქრისტე იხილა. იმ ლაბადის ნახევარი ემოსა, რომელიც მათხოვარს აჩუქა. ვაჟი უხმოდ შესცქეროდა ქრისტეს, რომელიც ანგელოზებს ეუბნებოდა:

- ამ ლაბადით შემმოსა მარტინემ, თუმცა ქრისტიანი არ არის.

ეს მოხდა სამხედრო სამსახურში შესვლიდან სამი წლის შემდეგ. ვაჟს ბევრი აღარ უყოყმანია და თვრამეტი წლის ასაკში სასწრაფოდ მოინათლა. მან მტკიცედ გადაწყვიტა, სამხედრო სამსახურსთვის თავი დაენებებინა და უფლისთვის მიეძღვნა დარჩენილი სიცოცხლე. ტრიბუნს, რომელიც ქრისტიანი იყო, არ უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ როდესაც მარტინემ აუწყა, რომ განდეგილობა სურდა, ტრიბუნმა უთხრა, თუ მოიცდიდა და სამხედრო სამსახურს დაასრულებდა, მაშინ ისიც მასთან ერთად განერიდებოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას. ვაჟი იძულებული გახდა, მეთაურის თხოვნა გაეთვალისწინებინა. ორი წლის განმავლობაში კვლავ ჯარში მსახურობდა და ალემანების (გერმანული წარმომავლობის ველური ტომი) წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას.

ამ ბრძოლების დროს, იმ სამხედრო შენაერთის ხელმძღვანელობა, სადაც მარტინე მსახურობდა, მის ბიძაშვილს, იულონს ჩააბარეს. იულონმა გადაწყვიტა, ბრძოლების შემდეგ ხელში ჩაგდებული ნადავლი მეომრებისთვის გაენაწილებინა, რათა კიდევ უფრო აემაღლებინა მათი ბრძოლის უნარიანობა. იულონი თავად არიგებდა ჯილდოს. როდესაც რიგი მარტინეზე მიდგა, ვაჟმა თქვა:

- საკმაოდ დიდი ხანი ვიმსახურე, ახლა კი ნება მომეცი, უფლის სამსახურში ჩავდგე. ეს საჩუქარი კი მას უბოძე, ვინც ჩემს ადგილს დაიკავებს. მე ქრისტეს მეომარი ვარ და მეტად ვეღარ გავაგრძელებ სამხედრო სამსახურს.

- მშიშარა ყოფილხარ, მარტინ, - უთხრა განრისხებულმა იულიანმა, - ხვალ დიდი ბრძოლა იქნება და ამის გამო ამბობ უარს სამსახურზე. მიზეზად კი ღვთისადმი ერთგულებას ასახელებ.

მარტინეე შეეწინააღმდეგა:

- რახან მშიშარა გგონივარ და უფლისადმი ერთგულება არაფერ შუაშია, ხვალ ყველაზე საშიშ ადგილას მარტო, უიარაღოდ შევებრძოლები მტერს. მაშინ ნახავ, რომ უფლის სახელით და წმინდა ჯვრის ძალით უშიშრად უკუვაგდებ ბარბაროსებს.

- ასე იყოს, - უპასუხა იულინმა და მარტინეს მცველები მიუჩინა.

მეორე დღეს ალემანებმა იულიანეს ძლიერი არმია რომ იხილეს, უკან დაიხიეს და მოლაპარაკებების შემდეგ სრული მორჩილების პირობა დადეს. მშვიდობის დამყარების შემდეგ, მარტინი სამხედრო ვალდებულებებისგან გაათავისუფლეს და მანაც სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. 

ის მაშინვე გაემართა ნეტარ ილარისთან, რომელიც იმ ხანად ქალაქ პუატიეს ეპისკოპოსი იყო და ცნობილი იყო თავისი წმინდა ცხოვრებით. ღირსმა ილარიმ დიდი სიყვარულით მიიღო ჭაბუკი და მისი ხასიათისა და რწმენის გამოცდის შემდეგ, ვაჟის დიაკვნად კურთხევა გადაწყვიტა. მარტინემ ამ პატივზე უარი განაცხადა, რადგან გაცილებით მძიმე და საპასუხისმგებლო საქმის კეთება ჰქონდა გადაწყვეტილი. მას სურდა, სპეციალური ლოცვები ეკითხა ეშმაკეულებისა და შეპყრობილებისთვის, რათა ბოროტი სულებისგან გაეთავისუფლებინა. გარკვეული ხნის შემდეგ, მარტინე სამშობლოში გაემგზავრა, რათა თავისი მშობლები გაექრისტიანებინა. ამისთვის მეტად რთული გზის გავლა მოუხდა. გადადიოდა ალპებში, მთაში, ხშირად გზა-ველი ერეოდა, ყაჩაღების თავდასხმების მოგერიებაც უხდებოდა. ერთხელ კი ავაზაკებს ხელში ჩაუვარდა. ერთ-ერთმა მისი მოკვლა გადაწყვიტა და ხმალი აღმართ,ა მაგრამ მეორემ შეაჩერა და ვაჟს ჰკითხა:

- ვინ ხარ?

- ქრისტიანი, - მოკლედ უპასუხა ჭაბუკმა.

ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მარტინემ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყაჩაღზე, რომ პატიება შესთხოვა ვაჟს და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ავაზაკებს თავი დაანება და მოგვიანებით გალიაში, წმინდა მარტინის სახელობის მონასტერში ბერად აღიკვეცა.

დიდი წვალების შემდეგ მარტინე იტალიაში ჩავიდა. გზად მეტად საშინელი შესახედაობის კაცი შეხვდა, რომელიც აეკიდა, თან ცდილობდა, როგორმე ეთქმევინებინა, საითკენ მიდიოდა.

- იქ მივდივარ, სადაც უფალი მიხმობს, - პასუხობდა მარტინე.

- რა გაეწყობა, - უთხრა ბოლოს უცნობმა, - მაგრამ გახსოვდეს, რომ სადაც არ უნდა წახვიდე და რაც არ უნდა აკეთო, შენი მოწინააღმდეგე ვიქნები.

მარტინე არ შეშინდა და თქვა:

- ღმერთი ჩემთან არის. არ მეშინია ადამიანის ბოროტი განზრახვის.

ამ სიტყვებზე უცნობი მაშინვე გაქრა და მარტინე მიხვდა, რომ მას ადამიანის სახით ეშმაკი გამოეცხადა.
ბოლოს, როგორც იქნა, მშობლების სახლსაც მიაღწია. მამა საკმაოდ ცივად შეხვდა და უარი განაცხადა მისი ქადაგებების მოსმენაზე. დედამისმა, მრავალი იქ მცხოვრების მსგავსად, მისი სიტყვები იწამა და წმინდა წერილის შესწავლა დაიწყო. თუმცა ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა. მეფე კონსტანციის ბრძანებით, მწვალებლობა მეტად გაძლიერდა მთელ პანონიაში. მარტინე მტკიცედ აღუდგა წინ ამ პროცესს, რისთვისაც ქალაქიდან გააძევეს და იტალიაში, კერძოდ მედიოლანში (ამჟამინდელი მილანი) გაემგზავრა; სადაც მცირე სენაკი მოიწყო და იქ დაბინავდა. მალე იქაური ეპისკოპოსის - ავქსენტის ბრძანებით იქიდანაც გააძევეს. წმინდა მამამ გადაწყვიტა კუნძულ გალინარიზე განმარტოებულიყო, იქიდან კი კუნძულ კაპრარიაზე გადავიდა, რომელიც უდაბური და შხამიანი ქვეწარმავლებით იყო სავსე. ლოცვაში ათენებდა და აღამებდა. უფლის ძალით შხამიანი გველები წმინდა მამისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
როდესაც ღირსმა მარტინემ შეიტყო, რომ მისი მასწავლებელი ილარი პუატიედან გააძევეს, მაშინვე მასთან გაემგზავრა. დიდი სიხარულჳთ შეხვდნენ ერთმანეთს. ნეტარი ილარი არწმუნებდა პრესვიტერის ან დიაკვნის ხარისხი მიეღო, მაგრამ ღირსმა მამამ კვლავ მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ მამა ილარიმ ნებართვა მისცა პუატიეს მახლობლად სოფელ ლოკოციაგში და ლიგუჟჟში დაეარსებინა სავანე. ღირსი მარტინეს გარშემო მისი მეგობრები და მოწაფეები შეიკრიბნენ, რათა მისგან ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრება ესწავლათ. მარტინე თითოეულ მათგანს დიდი სიყვარულით იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად არანაირი განათლება არ ჰქონდა მიღებული, მრავალი ადამიანის დაყენება შეძლო ჭეშმარიტების გზაზე. ცოტა ხანში წმინდა მარტინეს სავანე, რომელიც გალიაში პირველ მონასტრად ჩამოყალიბდა, გაძლიერდა და მთელ ქვეყანაში გახდა ცნობილი.

იმ დროს მონასტრის ერთ-ერთი ბინადარი, რომელიც ჯერ კიდევ მონათლული არ იყო, ციებ-ცხელებით დაავადდა და გარდაიცვალა. ღირსი მამა იმ დროს მონასტერში არ იმყოფებოდა. როდესაც დაბრუნდა და უსულო სხეულის გარშემო შეკრებილი ბერები იხილა, ყველას კელიის დატოვება სთხოვა. ორი საათის განმავლობაში მხურვალედ ლოცულობდა და ქრისტეს ძალით, გარდაცვლილი გაცოცხლდა. მაშინვე მოინათლა და მას შემდეგ დიდი ხანი იცოცხლა. იხსენებდა, მისი სული საშინელი სამსჯავროს წინაშე წარსდგა და განაჩენს ისმენდა, როდესაც ორმა ანგელოზმა უფალს მოახსენეს, მისთვის წმინდა მარტინე ლოცულობსო. მაშინ უფალმა ბრძანა, ნეტარ მარტინესთან დაებრუნებინათ იგი.

ღირსმა მამამ დიდად გაითქვა სახელი. მასთან სხვადასხვა წრისა და წარმომავლობის ადამიანები მიდიოდნენ. მამა მარტინე ყველასთვის გასაგები ენით დამაჯერებლად ქადაგებდა ქრისტეს სჯულს.
ნეტარი მამის ღვაწლის წინააღმდეგ ბოროტი სული ყველანაირად ცდილობდა, როგორმე ეცდუნებინა იგი. ერთხელ წმინდა მარტინეს ლოცვისას სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილი, თავზე ძვირფასი გვირგვინით შემკული გამოეცხადა.

ღირსი მამა ერთხანს ჩუმად, გაოცებული შესცქეროდა მას. ბოლოს ეშმაკმა სიჩუმე დაარღვია და თქვა:

- ნუთუ ვერ მიცანი, მარტინე? - მე ხომ ქრისტე ვარ.

წმინდა მამამ პასუხი არ გასცა.

- რატომ არ გჯერა ჩემი? - მე ქრისტე ვარ.

მაშინ მარტინემ სულიწმინდის შეწევნით გაიგო, რომ მის წინაშე ბოროტი სული იდგა და თქვა:

- ჩემს ღმერთს არ უთქვამს, რომ ოქროს გვირგვინით მოგვევლინებოდა. სანამ მის ჭრილობებს, რომელიც ჯვარზე გაკვრისას მიაყენეს, არ ვიხილავ, არ დავიჯერებ, რომ ჩემ წინაშე ქრისტე არის.

მაშინ ეშმაკი გაქრა და სენაკში სიმყრალე დატოვა.

მხოლოდ მაცდუნებელი სილვები არ ჰქონია ნეტარ მამას. მას არაერთხელ გამოეცხადნენ პეტრე და პავლე მოციქულები, რომლებიც ამხნევებდნენ მას.

,, არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. " (მათ. 5:15). ასევე ნეტარი მამის შესახებ ხმა შორს გავრცელდა. ქალაქ ტურში ეპისკოპოსის კათედრა გათავისუფლდა და ხალხმა მოითხოვა, რომ ის ადგილი წმინდა მარტინეს დაეკავებინა. იცოდნენ, რომ ღირსი მამა პატივს თავს არიდებდა და ამის გამო შემდეგ ხერხს მიმართეს. ერთ-ერთი მორწმუნე ფეხებში ჩაუვარდა მას და ევედრებოდა სახლში წაყოლოდა, მომაკვდავი ცოლსთვის რომ ელოცა. წმინდანი გაჰყვა მას და უეცრად გარს უამრავი ხალხი შემოეხვია. ძალით წაიყვანეს ქალაქში და ეპისკოპოსობა ჩააბარეს.

KARIBCHE

მღვდელმთავრის კათედრის დაკავებამ ვKARIBCHEერ შეცვალა წმინდა მამა. ის კვლავ თავმდაბლობით გამოირჩეოდა, უბრალო ტანსაცმელი ემოსა და მწირი საკვებით არსებობდა. ქალაქის მახლობლად უდაბური ადგილი ამოირჩია. ერთ მხარეს კლდეები აღმართულიყო, მეორე მხარეს კი მდინარე მიედინებოდა. იქამდე მისვლა საცალფეხო ბილიკით იყო შესაძლებელი. სწორედ იქ მან მცირე ხის სენაკი ააშენა.

მის მახლობლად მალე სხვა განდეგილებმა იწყეს დასახლება. ზოგი ხის ქოხს იშენებდა, სხვები მთის კლდეში გამოკვეთავდა გამოქვაბულებს. ცოტა ხანში ოთხმოცამდე შეგროვდა და ახალი სავანე დააარსეს. საკუთარი არაფერი გააჩნდათ, ყველაფერი საერთო ჰქონდათ. არაფერს არც ყიდდნენ და არც ყიდულობდნენ; ახალგაზრდა ბერები სასულიერო წიგნებს გადაწერდნენ, ხანდაზმულები კი გამოდმებით ლოცულობდნენ. ღვინოს გემოსაც არ უსინჯავდნენ, მხოლოდ ავადმყოფებს შეასმევდნენ. საკვებად პურს, ბოსტნეულსა და ზეთისხილს იყენებდნენ. უხეში ქსოვილის სამოსს იცვამდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი შეძლებული ოჯახის შვილები იყვნენ. ძმები დუმილში ატარებდნენ ძირითად დროს. სავანის ბევრი მკვიდრი შემდგომში ცნობილი ეპისკოპოსი გახდა, ბევრმაც უამრავი წარმართი აზიარა ქრისტიანობას.

თავად წმინდა მარტინეც ბევრს იღწვოდა, რათა წარმართნი და კერპთაყვანისმცემლები მოექცია. ხშირად მონასტერს ტოვებდა, ქვეყანას შემოივლიდა, კერპებს ანადგურებდა, აშენებდა ეკლესიებს, ქადაგებდა ქრისტიანობას. მისი ქადაგებები იმდენად წარმატებული იყო, ხშირად სასწაულებსაც ახდენდა ქრისტეს ძალით. პირველად ამბუაზში მოაქცია წარმართები. იქვე ეკლესიაც დააფუძნა და თავის რამდენიმე მოწაფეს ჩააბარა. წარმართობა იმდენად ძლიერად იყო ფესვგადგმული, რომ ქრისტიანები დიდი საფრთხის წინაშე იდგნენ. იმ ადგილას წარმართული ტაძარი იყო, სადაც დიდი კერპი იყო აღმართული, რომელსაც ბევრი ადამიანი ეთაყვანებოდა, ამის გამო ქრისტიანები მის დანგრევას ვერ ახერხებდნენ. ღირსი მარტინე კვლავ ჩავიდა ამბუაზში და ნახა, რომ იმ სალოცავის დანგრევა მართლაც საკმაოდ რთული იყო. მოძებნა განმარტოებული ადგილი და მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა. დილით საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და წარმართული ტაძარი მიწასთან გაასწორა, კერპი კი გაანადგურა.
იქიდან ღირსი მარტინე ქალაქ ავგუსტოდონისკენ გაემართა, რათა წმინდა სიმფორიანეს საფლავთან ელოცა, თანაც იქაურ ეპისკოპოსს დახმარებოდა წარმართთა მოქცევაში. სამრეკლოს მახლობლად, სადაც წამებულის წმინდა ნაწილები იყო დაბრძანებული, წარმართული ტაძარი იყო აღმართული. იქ მეტად გავლენიანი ქურუმები ცხოვრობდნენ. წმინდა მარტინე უშიშრად შევიდა ტაძარში და კერპი დაამხო. ამის გამო გააფთრებული წარმართები დაესხნენ თავს. ერთ-ერთმა ხმალიც კი იშიშვლა, მაგრამ უხილავმა ძალამ წმინდანის წინ მუხლებზე დასცა და პატიებას შესთხოვდა წმინდანს. ამის დანახვაზე, მრავალმა წარმართმა აღიარა ქრისტე, ტაძარი კი მართლმადიდებლურ სალოცავად გადააკეთეს.

სასწაული მოხდა სოფელ ლეპროზაშიც. წარმართთა ტაძრის განადგურება როდესაც დააპირა, იქაურებმა ამის საშუალება არ მისცეს და სოფლიდან გააძევეს. წმინდანი შორიახლოს უსაფრთხო ადგილას დაბინავდა, სადაც მხურვალედ შესთხოვდა ღმერთს დახმარებას. ლოცვისას ორი ანგელოზი გამოეცხადა, რომლებმაც უთხრეს, რომ ღმერთმა მის დასახმარებლად გამოგზავნა.

ამის გაგონებაზე წმინდა მარტინე სოფლისკენ გაემართა და ღვთის სასწაულით მიწასთან გაასწორა კერპები და ტაძარი. ამის დანახვაზე, სოფლის მცხოვრებლებმა აღიარეს ქრისტეს სჯული.

ერთხელ წმინდა მარტინე მოწაფეებთან ერთად ქალაქ კარნოტისკენ მიემართებოდა. გზად ერთ სოფელს ჩაუარეს. მათ გზად წარმართები შეხვდათ. მათ არაფერი სმენოდათ ქრისტეს მოძღვრების შესახებ. წმინდა მარტინემ გადაწყვიტა, შემთხვევით ესარგებლა და ყველანი გაექრისტიანებინა. სულიწმინდის შთაგონებით ხმამაღლა დაიწყო ქადაგება.

ამ დროს ერთი ქალი მიუახლოვდა, რომელმაც შვილის უსულო სხეული წინ დაუსვენა, მისკენ ხელები გაიშვირა და უთხრა:

- ვიცი, რომ ღვთის მეგობარი ხარ. დამიბრუნე ჩემი ერთადერთი შვილი.

ხალხიც შეუერთდა ქალს და სთხოვდნენ დახმარებოდა მას.


წმინდა მარტინემ უსულო სხეული ხელში აიყვანა, მუხლი მოიყარა, ლოცვა დაიწყო და დედას შვილი ცოცხალი დაუბრუნა. ამის დანახვაზე ყველამ აღიარა ქრისტე, წმინდანის წინ დაიჩოქეს და თხოვდნენ, მოენათლა ისინი. წმინდანმა მაშინვე შეასრულა მათი თხოვნა და ქრისტეს რჯულს აზიარა. ამ სასწაულის შესახებ ამბავი მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ასეთივე წარმატებით მოაქცია წარმართები გალიის სხვა ოლქებშიც.

ერთხელ ვინმე ევფანმა, რომელიც მძიმე სუნით იყო შეპყრობილი და სიკვდილის პირას იმყოფებოდა, სახლში მიიწვია წმინდანი. ღირსი მარტინე სასწრაფოდ გაემგზავრა სახლისკენ. ნახევარი გზაც არ ჰქონდა გავლილი, ავადმყოფმა უკეთესობა იგრძნო, მალე კი სრულიდან გამოჯანმრთელდა და წმინდანის შესახვედრად გაეშურა. მეორე დღეს ღირსი მამა წასვლას აპირებდა, მაგრამ მასპინძლის დაჟინებული თხოვნით დარჩა. მალე მასთან გველით დაგესლილი ყმაწვილი მიიყვანეს. წმინდა მარტინმა ხელი ნაკბენზე დაადო და იქ მყოფებმა დაინახეს, როგორ გადმოვიდა სისხლთან ერთად შხამი ჭრილობიდან. ამის შემდეგ ყმაწვილი სავსებით უვნებელი წამოდგა ფეხზე და ყველამ ადიდა ღმერთის სახელი.

მორიგი სასწაული ქალაქ კარნოტაში მოახდინა. წმინდა მარტინესთან დაბადებიდან მუნჯი გოგონა მიიყვანეს და სთხოვეს, აემეტყველებინა იგი. წმინდანმა თქვა, რომ მასთან მყოფ ეპისკოპოს ვალენტინსა და ვიკრიციუსს უკეთ შეეძლოთ ამის გაკეთება, მაგრამ ხალხი დაჟინებით მოითხოვდა, სასწაული სწორედ მას მოეხდინა. მაშინ ღირსმა მამამ ხალხს სთხოვა, იქაურობას გასცლოდნენ, თავად კი ეპისკოპოსებისა და გოგონას მამის თვალწინ ლოცვა დაიწყო. გარკვეული ხნის შემდეგ მოზარდს მამის სახელი ჰკითხა და მანაც მაშინვე უპასუხა. მამამისი მუხლებზე დაეცა, წმინდანს ფეხებზე მოხვია ხელები და თან ტირილით ამბობდა, რომ ეს მისი ქალიშვილის პირველი სიტყვა იყო.

ერთხელაც პარიზში მიმავალს უამრავი ხალხი მიყვებოდა. გზად საბრალო კეთროვანი შემოხვდა, რომელსაც ყველა გაურბოდა. წმინდანმა წყალობა გაიღო მის მიმართ, დალოცა და კეთროვანიც მაშინვე განიწმინდა. მეორე დღეს ეკლესიაში მივიდა და განკურნებისთვის მადლი შესწირა.
ერთ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც ცნობილი იყო კეთილი საქმეებით, თვალებზე ლიბრი გადაეკრა. წმინდა მარტინე მხოლოდ შეეხო თვალებზე და ისიც მაშინვე განიკურნა.
KARIBCHEწმინდა მარტინეს ქრისტიანულ სიყვარულსა და გულმოწყალებას საზღვარი არ ჰქონდა. ამის გამო მას ,,მოწყალე" შეარქვეს.ერთხელ ზამთარში ეკლესიისკენ მიმავალს ნახევრადშიშველი მათხოვარი შემოხვდა, რომელმაც სამოსი სთხოვა. წმინდანმა არქიდიაკვანი იხმო. უბრძანა, გლახაკი შეემოსა და ეკლესიაში შევიდა. დიაკვანმა ტანსაცმელი არ მისცა მათხოვარს, რომელიც წმინდა მარტინესთან მივიდა და შესჩივლა. მაშინ ღირსმა მამამ ტუნიკა გაიხადა, ღატაკს ჩააცვა და გაისტუმრა. ცოტა ხანში დიაკვანი შევიდა მასთან და აუწყა, რომ მას ხალხი ელოდებოდა ეკლესიაში და სადღესასწაულო წირვის ჩატარების დრო იყო. ამაზე წმინდანმა უპასუხა:

- ჯერ მათხოვარს უნდა ჩავაცვათ. სანამ მას ვერ შევმოსავ, წირვას ვერ აღვავლენ.

დიაკვანმა ვერ შეამჩნია, რომ წმინდანი ნახევრადშიშველი იყო, თავი იმართლა და უთხრა, რომ მათხოვარს ვერ პოულობდა.
მარტინე დაჟინებით იმეორებდა:

- ტანსაცმელი მომიტანეთ, რომელიც მათხოვრისთვის იყო განკუთვნილი.
დიაკვანი გაბრაზებული გავიდა გარეთ, მოკლე, უხეში სამოსი მიუტანა წმინდანს და უთხრა:

- აი, ტანსაცმელი, ღარიბი კი არსად ჩანს.

ღირსმა მამამ სთხოვა, გარეთ გასულიყო და დალოდებოდა. შემდეგ სასწრაფოდ ჩაიცვა და ლიტურგიის ჩასატარებლად გავიდა. უფალმა დააჯილდოვა წმინდანი ფარული ქრისტიანული გულმოწყალებისთვის. იმავე დღეს, ღვთისმსახურებისას, ღირსი მამის თავს ზემოთ ცეცხლოვანი სფერო გამოისახა, რომლის სხივიც ცისკენ მიემართებოდა. ეს ხილვა იქ მდგომ უამრავ ხალხში მხოლო რჩეულებმა იხილეს.
წმინდა მარტინე პიროვნული თვისებების გამო წარმართებსაც უყვარდათ. მას მტრები თითქმის არც ჰყოლია, მაგრამ თუ ვინმე მტრობდა, მხოლოდ მისი კეთილი საქმეებისა და გულმოწყალების გამო, რისი გაკეთებაც თავად არ შეეძლოთ. ნეტარი მამა არავის არ განიკითხავდა და ბოროტებას ბოროტებითვე არ პასუხობდა. პირიქით, ცდილობდა, სიყვარულით ეპასუხა მეშურნეებისთვის. არავის უნახავს განრისხებული ან გაცინებული. სახეზე მუდამ ზეციური ნათელი ჰქონდა გადაფენილი. გულში სიკეთის, სიყვარულისა და სინანულის გარდა არანაირ გრძნობას არ გაივლებდა. ხშირად მათ გამო ღვრიდა ცრემლებს, რომლებიც ავი სიტყვითა და საქმით თავს ესხმოდნენ და ავიწროვებდნენ. ამის დასტურად ერთი მაგალითიც გამოდგება. მონასტერში ერთი ახალაზრდა, სახელად ბრიცკი ცხოვრობდა. ის მეტად დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო და თავად წმინდა მარტინემ შეიფარა სავანეში. აღზარდა და დიაკვნად აკურთხა. ბოროტი ძალებით გამხნევებული ბრიკცი ყველა ნაბიჯზე ატყუებდა და შეურაცხყოფდა მოძღვარს. ნეტარი მამა ცდილობდა, დაყვავებითა და შეგონებით გონს მოეყვანა უგუნური, მაგრამ ვერაფერს გახდა, ბოლოს კი დიაკვანი საერთოდ გაიქცა მონასტრიდან. გზად ვიღაც სნეული შეხვდა, რომელმაც ჰკითხა, თუ როგორ ეპოვა წმინდა მარტინე. ამის პასუხად, ბრიკციმ ღირს მამას მატყუარა და სხვა დამამცირებელი სიტყვები უწოდა.

მოგვიანებით, როცა ის სნეული ნეტარმა მარტინემ განკურნა და ბრიკცის შეხვდა, მოკლედ ჰკითხა:

- რატომ მიწოდე მატყუარა?

- არასოდეს მითქვამს მსგავსი რამ, - უპასუხა დიაკვანმა.

- მართალია ჩემს ზურგს უკან თქვი, მაგრამ ყველაფერი გავიგონე, - უთხრა ნეტარმა მამამ, - ჩემი სიკვდილის შემდეგ, ეპისკოპოსი გახდები და მრავალი განსაცდელის გადატანა მოგიწევს.

ამ ამბის შემდეგ ბრიკცი დემონების წაქეზებით კელიის წინ ჩამომჯდარ ღირს მამას მივარდა, ლანძღავდა და ეუბნებოდა:

- მე შენზე წმინდანი ვარ, რადგან მონასტერში აღვიზარდე, შენ კი ოდესღაც ჯარისკაცი იყავი.

ბერებმა მოითხოვეს, რომ ბრიკცი სამაგალითოდ დაესაჯათ და ხარისხი ჩამოერთმიათ, მაგრამ წმინდა მარტინემ მშვიდად აიტანა შეურაცხყოფა. დიაკვანი წმინდანის მოთმინებით შეძრული მალევე მოეგო გონს, სინდისმა შეაწუხა, წმინდანის ფეხებთან მუხლებზე დაეცა და პატიებას ევედრებოდა.
ღირსმა მამამ წყნარად წარმოთქვა:

- ბრიკციმ საკუთარ თავს ავნო მხოლოდ.

უფალი იესო ქრისტე იუდას უთმენდა და რა უფლება მაქვს, ამ ჭაბუკის არსებობა არ ავიტანო.
წმინდა მარტინეს წინასწარმეტყველება გამართლდა. ბრიკცი იმდენად შეიცვალა, რომ ნეტარი მარტინეს გარდაცვალების შემდეგ ტურის ეპისკოპოსი გახდა.

წლების განმავლობაში უამრავი განსაცდელისა და გაჭირვების გადატანა მოუხდა. ცრუ ბრალდებების გამო ქალაქიდან გააძევეს. ბოლოს დაბრუნდა კათედრაზე და მშვიდად აღესრულა. იმდენაც შეცვლილი იყო სულიერად და მორალურად, რომ კეთილი საქმეებისა და მორჩილებისთვის, ის რომის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

მეტად დიდი იყო წმინდა მარტინეს გავლენა ბოროტ ადამიანებზე. ჯერ კიდევ მისი მოღვაწეობის დასაწყისში, ქალაქ ტურში ჩავიდა ოლქის მამრთველი ავიციანე, რომელიც ველურ მხეცებზე მეტი სისასტიკიც გამოირჩეოდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, უამრავი ტყვის სიკვდილით დასჯა, რათა ქალაქში შიში დაეთესა და დაემორჩილებინა.

ნეტარი მამა არ შეშინდა და გადაწყვიტა, გადერჩინა როგორც ტუსაღები, ასევე საეპისკოპოსო ქალაქი. ღამით ავიციანეს სასახლესთან მივიდა. მმართველს ეძინა და უეცრად ძლიერმა ბიძგმა გამოაღვიძა, თან ვიღაცის ხმა ჩაესმა:

- შენ სანამ აქ გძინავს, უფლის მონა შენს კართან დგას.

ავიციანემ მსახურებს უბრძანა, სასახლის გარშემო ყველაფერი შეემოწმებინათ. ცოტა ხანში მსახურები დაბრუნდნენ და მოახსენეს, რომ მას მხოლოდ დაესიზმრა ყველაფერი. მმართველი დამშვიდდა და ჩაეძინა. ცოტა ხანში კვლავ ვიღაცის ხმა ჩაესმა:

- კართან მარტინე დგას.

მსახურებმა ამჯერად მართლაც ნახეს ნეტარი მამა და მმართველს მოჰგვარეს.

- ასე რატომ მოიქეცი? - ჰკითხა ავიციანემ.

- ვიცი, რაც გაქვს ჩაფიქრებული, - უპასუხა ნეტარმა მამამ, - არ დაუშვა რომ შენივე მრისხანებამ დაგღუპოს.
იმდენად საშიში, დამაჯერებელი და წინასწარმეტყველური იყო წმინდანის ნათქვამი, რომ მმართველი შიშმა შეიპყრო, სინდისმა შეაწუხა და მაშინვე ბრძანა, ტყვეები გაეთავისუფლებინათ. თავად კი ქალაქი დატოვა.

ერთხელ ისევ დაბრუნდა სასტიკი მმართველი ქალაქ ტურში. წმინდანი ამჯერადაც ესტუმრა, მის წინაშე დადგა და უსიტყვოდ შესცქეროდა.

- ასე რატომ მიყურებ, წმინდა კაცო? - ჰკითხა ავიციანემ.

- შენ კი არ გიყურებ, არამედ იმ ამაზრზენ დემონს, რომელიც კისერზე გაზის.

მისმა სიტყვებმა ისევ დადებითად იმოქმედა გულქვა მმართველზე და ბოროტ განზრახვაზე უარი თქვა.
იმპერატორმა ვალენტინიანე I-მა (364-375 წწ.) წმინდანის შესახებ რომ შეიტყო, მასთან დაახლოება გადაწყვიტა, მაგრამ მისი მეუღლე იუსტინა ყველანაირად ხელს უშლიდა.

ერთხელაც წმინდა მარტინი ქალაქ ტრირში ჩავიდა, სადაც იმპერატორის სასახლე მდებარეობდა. მეუღლის გავლენის ქვეშ მყოფმა იმპერატორმა უარი თქვა მის მიღებაზე. დიდი მცდელობის მიუხედავად იმპერატორი არ შეხვდა წმინდანს.

მეშვიდე დღეს ნეტარი მამა უფლის ანგელოზის ნებით კვლავ მივიდა სასახლეში და დაუბრკოლებლად შევიდა იმპერატორთან, რომელიც სასტიკად განრისხდა ამის გამო. უეცრად ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ტახტი იწვოდა. მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და წმინდანს გულთბილად შეეგება. დიდხანს ისაუბრა მასთან. დღის განმავლობაში სახლიდან არც გაუშვია. შემდეგ ძვირფასს სტუმარს უამრავი საჩუქარი შესთავაზა, რაზეც წმინდანისგან უარი მიიღო. ამის გამო კიდევ უფრო დიდი პატივისცემით განიმსჭვალა ნეტარი მამისადმი.

383 წელს რომის საჯარისო შენაერთების გადაწყვეტილებით იმპერატორად მაქსიმე აირჩიეს. ვალენტინიანე I-ის ვაჟი მოკლეს, ძმა კი იძულებული გახდა, ტახტზე უარი ეთქვა და გაიქცა. წმინდა მარტინი ტრირში ჩავიდა და იმპერატორი მაქსიმეს სთხოვა, სიკვდილით არ დაესაჯა გრაციანეს მომხრეები. მაქსიმე დიდი პატივისცემით შეხვდა ღირს მამას და წვეულებაზე მიიპატიჟა. ნეტარმა მარტინემ უარი განუცხადა:

- ვერ დავჯდები სუფრასთან იმ ადამიანის გვეერით, რომელმაც ერთ იმპერატორს სიცოცხლე წაართვა, მეორეს კი - ტახტი.

ამავე დროს გააფრთხილა, რომ გამარჯვება ხანმოკლე იქნებოდა და მალე დაიღუპებოდა.

(წინასწარმეტყველება მართლაც ახდა და ერთი წლის შემდეგ აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმპერატორმა თეოდოსი II-მ, რომელიც ვალენტინიანე II-ს მფარველობდა, მაქსიმე დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა).
იმპერატორმა რისხვისგან თავი შეიკავა და წმინდანს უთხრა, რომ ტახტი მეომრების მოთხოვნით დაიკავა, რათა ქვეყანა მტრებისგან დაეცვა. დაჟინებული თხოვნით დაიყოლია ნეტარი მამა და სამეფო წვეულებაზე მიიწვია. ყველაზე საპატიო ადგილზე დასვა. წვეულების დროს იმპერატორს ღვინით სავსე სასმისი მიართვეს, მაგრამ მან ბრძანა, ჯერ წმინდანისთვის გადაეცათ, რათ შემდეგ მისი ხელიდან მიწოდებული ღვინო შეესვა. წმინდა მარტინემ ოდნავ მოსვა ღვინო, მაგრამ სასმისი იმპერატორის ნაცვლად ერთ-ერთ სტუმარს გადასცა. ყველა გაოცდა ამის გამო, მაგრამ მაქსიმემ კიდევ უფრო დიდი პატივისცემა გამოიჩინა ნეტარი მამისადმი. იმპერატორი ხშირად იწვევდა ღირს მარტინეს სასახლეში და საათობით საუბრობდნენ სახელმწიფო საქმეებზე, მომავალზე, წმინდანების ცხოვრებაზე და სულისთვის სასარგებლო თემებზე. მისი მეუღლე თავად ემსახურებოდა წმინდანს.

ცხოვრების მიწურულს წმინდა მარტინე ქალაქ კანდაში გაემართა, სადაც დაუნდობელი შუღლი იყო ატეხილი მოქალაქეებს შორის. მანამდე ბერები შეკრიბა და აუწყა, რომ მისი აღსასრული იყო მოახლოებული.

ქალაქში მშვიდობის აღდგენის შემდეგ მონასტერში დაბრუნდა და მოწაფეებს სთხოვა, იატაკზე დაეწვინათ. ეშმაკის სიახლოვეს აშკარად გრძნობდა და ხმამაღლა თქვა:

- აქ რა გინდა, საზარელო მხეცო? ჩემთან რა გესაქმება? მე აბრაამის წიაღში მელოდებიან.
ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. ორი ათასამდე ბერმა გააცილა განსასვენებლამდე ქალაქ ტურში. მის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო. წმინდანის საფლავზე მოგვიანებით მრავალი სასწაული მოხდა.
აკლდამაზე ტაძარი აღმართეს. წმინდა ნაწილები სხვადასხვა ეკლესიებში გადანაწილდა. 1562 წელს პროტესტანტებმა ტურში სამარხი დაარბიეს და წმინდა ნაწილები დაწვეს. გადარჩენილი ნაწილები ქალაქ ტურის საკათედრო ტაძარში არის დაბრძანებული.

წმინდა მარტინეს ეკლესია იხსენიებს 13 (26) თებერვალს, 12 (25) ოქტომბერს, 11 (24) ნოემბერს.

 


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat