ღირსი მიქაელ ულუმბოელი (VI) - 18 ივნისი (1 ივლისი)
ღირსი მიქაელ ულუმბოელი (VI) - 18 ივნისი (1 ივლისი)
VI საუკუნეში, ღვთისმშობლის კურთხევით, საქართველოში ჩამოვიდა ცამეტი ასურელი მამა, რომელთა წინამძღოლიც იყო წმინდა იოანე ზედაზნელი. ღირსი იოანე ანტიოქიის ერთ-ერთ მივარდნილ უდაბნოში მოღვაწეობდა თავის უამრავ მოწაფესთან ერთად. ერთხელ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წმინდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია. მათ შორის იყო ღირსი მიქაელიც. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.

საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმინდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.

ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმინდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.

ხალხმა გაიგო წმინდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.

ერთ ღამეს წმინდა იოანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა ისინი, უამბო, რაც იხილა და აკურთხა ახალი ღვაწლისათვის. წმინდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულმოქმედი წმინდა ნაწილები. საუბედუროდ, ამჟამად ღირსი მამის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია. აი, როგორ დავკარგეთ წმინდა მიქაელ ულუმბოელის განსასვენებელი: 1795 წელს ირანის შაჰი აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ლაშქრით საქართველოს დედაქალაქისკენ გამოემართა. ერეკლე მეორემ მხოლოდ 5 000 მეომრის შეკრება მოახერხა. ჯარის სიმცირის მიუ-ხედავად, პატარა კახმა გადამწყვეტი ბრძოლა თბილისთან, კრწანისის ველზე, გაუმართა მტერს. 10 სექტემბერს ქართველებმა ენერგიული შეტევით მტრის მეწინავე რაზმი გაანადგურეს. ამ დამარცხებამ გული გაუტეხა აღა-მაჰმად-ხანს და უკან გაბრუნებას აპირებდა, როცა მოღალატეებმა ქართველთა ჯარის სიმცირე ამცნეს. მეორე დღეს, 11 სექტემბერს, მტერი შეტევაზე გადმოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები თავდაუზოგავად იბრძოდნენ, მტრის სიჭარბემ თავისი გაიტანა და საბოლოოდ ქართველები დამარცხდნენ.

გამარჯვებული აღა-მაჰმად-ხანი თბილისში შეიჭრა, დაარბია დედაქალაქი, გადაწვა ეკლესიები. ირანის მბრძანებელმა თბილისიდან მარბიელი რაზმები ქართლს შეუსია. მაშინ გადაუწვავთ ულუმბოს მამათა მონასტერიც. კრწანისის ბრძოლის შემდეგ ისევ გაძლიერდა დაღესტნელ ფეოდალთა შემოსევები, რამაც გამოიწვია გლეხთა აყრა-გაქცევა. სწორედ ამ დროს დაიცალა სოფელი ულუმბოც. მოგვიანებით, XIX საუკუნეში, საჩხერიდან გადმოსულა 10-20 ოჯახი და დასახლებულა ნასოფლარ ულუმბოს ტერიტორიაზე, სადაც მაშინ მიუვალი ტყე იყო. ამრიგად, გაწყდა მეხსიერების ჯაჭვი ხალხის ცნობიერებაში და დაიკარგა ღირსი მამის მიქაელ ულუმბოელის საფლავის ზუსტი ადგილსამყოფელი.
................

ხატის წყარო
........................
აქვე წაიკითხეთ:

ულუმბოს მონასტრის დაარსება 13 ასურელთაგან ერთ-ერთ მამას - მიქაელ ულუმბოელს უკავშირდება

"დაუძინებელი მუშაკი და დიდებული მოღვაწე ყანისა ქრისტესისა"

რაც უფრო უახლოვდები უფალს, მით მეტად ხედავ საკუთარ ცოდვას

ზედა ულუმბო

"ულუმბოს ღვთისმშობლის ეკლესიას, მე ალექსი ველიევი მეცადინეობითა ჩემითა შევუდექი აღმშენებლობას ამა ტაძრისას და შევასრულე"...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.09.2024
წმინდა მაუგოლდი (მაჩალუსი, მაკული, მაკაილე) პატივცემულია როგორც მენის კუნძულის მეორე მოციქული წმინდა პატრიკის შემდეგ.
12.09.2024
სამწუხაროდ, მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი წმინდა გერმანზე (გერმან, კარმანე მანქსურად), რომელიც მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა და განსაკუთრებით პატივცემულია მენის კუნძულზე.
06.09.2024
წმინდა ეადფრითი, იყო ლინდისფარნის ეპისკოპოსი, სავარაუდოდ 698 წლიდან. მეთორმეტე საუკუნისთვის მიიჩნეოდა, რომ ეადფრითი ჩაენაცვლა ეადბერტს
06.09.2024
წმინდა ედბერტის (Edbert, Eadbert, Eadbeorht; +698), ლინდისფარნის ეპისკოპოსი, ხსენების დღეა 6 მაისი
04.09.2024
წმინდა კუტბერტი იხსენიება: 20 მარტს/2 აპრილს (მიცვალება) და 4/17 სექტემბერს (წმინდა ნაწილების გადასვენება);
03.09.2024
ძველი ქალაქი იორკი მდებარეობს ინგლისის ჩრდილოეთში, სადაც მდინარეები უზი და ფოსი ერთმანეთს უერთდება იორკშირში.
28.08.2024
ერისკაცობაში ფრანცისკო კოტისი, დაიბადა 1897 წლის 2 ნოემბერს სოფელ ლეფკეში, კუნძულ პაროსზე. მისი მშობლები გიორგი და მარიამი იყვნენ ღარიბი, მაგრამ ღვთისმოსავი ადამიანები.
25.08.2024
ბრიტანეთისა და ირლანდიის მიწაზე გამობრწყინებულ ყველა წმინდანთა კრებული, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულია, აღინიშნება სულთმოფენობიდან მესამე კვირას.
23.08.2024
ის დაიბადა დაახლოებით 623/624 წელს დონეგალის მხარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ირლანდიაში და მონასტრულ ცხოვრებას შეუდგა ადგილობრივ სავანეში,
23.08.2024
როდესაც 633 წელს მერსიის მეფე პენდა დაიპყრო ნორტუმბრია, რომელმაც მანამდე, მეფე ედვინის დროს ქრისტიანობა მიიღო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა იოანე ნათლისმცემელმა, როგორც შობით, მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს, ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალთა სულებს მესიის მოსვლა ახარა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat