რაც უფრო უახლოვდები უფალს, მით მეტად ხედავ საკუთარ ცოდვას
რაც უფრო უახლოვდები უფალს, მით მეტად ხედავ საკუთარ ცოდვას
მიქაელ ულუმბოელი
წმინდა მიქაელ ულუმბოელის სახელობის მამათა მონასტრის დაარსებას მიაწერენ ერთ ცამეტ ასურელ მამათაგანს, მიქაელს. ულუმბოს მონასტერი შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში, ხაშურის ჩრდილოეთით 13 კმ-ში, მდინარე ჭერათხეულას ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადის ხეობაშია განთავსებული.

მატიანეში არაფერია თქმული მონასტრის დაარსების შესახებ, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, რომელიც სარგებლობდა უცნობი წყაროებით, ულუმბოს მონასტრის დამაარსებლად მიქელ ულუმბოელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ჰყავს მოხსენებული. "ჭერათხევის... სერს ზეით არს მონასტერი ულუმბას, უგუნბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგ (13) მამათგანის ქმნული, და დაფლულ არს მიქაელ მუნვე. ზის წინამძღვარი".

ულუმბოს მონასტრის დამაარსებლად მიხეილ საბიბინსაც მიქაელ ულუმბოელი მიაჩნია. "წმინდა მამა მიხაილ... აღაშენა მონასტერი თვისი მოახლო ულუმბისა ალისწყალსა ზედა, რომელსაცა შინა დაიდვა მრავლმოღვაწე გუამი მისი.

ცნობები ულუმბოს შესახებ მოცემულია ამირეჯიბთა სიგელში, რომელიც იძლევა ძეგლის ისტორიული ცხოვრების სურათს XIII-XV საუკუნეთა მანძილზე. სიგელის მე-4 პუნქტში XIII საუკუნის ამბავია მოთხრობილი - ქართველთა ერთ-ერთი გამარჯვება ჯალალ ედ-დინთან. ბრძოლის დროს ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე დროშა და შეუწირავს ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისთვის. ჩანს, XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და მისთვის საუკეთესო რელიკვიებსაც არ იშურებდნენ.

XIV საუკუნის მიწურულში ულუმბო მჭიდროდაა დაკავშირებული სამეფო სახლთან. მას დიდ სასწაულმოქმედად თვლიდნენ მომდევნო საუკუნეებში. ულუმბოს ხატის ყოვლისშემძლე ძალას ალექსანდრე I დიდის დაბადებას მიაწერდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილის დაბადებისთანავე (1390 წ.) მეფის სახლს შესაწირავი მიაქვს მონასტერში. ულუმბოს ღვთისმშობლის მონასტერს "მოუტანა საქონელი ურიცხვი" და შესაწირი.

ალექსანდრე ბატონიშვილის ბავშვობაში ულუმბო დაურბევია თემურ ლენგის ლაშქარს. ულუმბოს მონასტრის მეორედ აშენების თარიღი 1400-1415 წლებით სახელდება, ეს დასტურდება ამირეჯიბთა გვარის სიგელიდან.

1871 წელს მღვდელმსახურების განახლების მიზნით ულუმბოს მონასტერი აღადგინეს.

***
ულუმბოს ამჟამინდელი ეკლესია 1871 წელს არის აღდგენილი, თუმცა ძველად არსებული ეკლესიის (სიგრძით დაახლოებით 24 მ) კვალი მაინც შემორჩენილა.

ეკლესიაში XIX საუკუნის ხატებიანი, ხის მაღალი კანკელია აღმართული.

ჩვენამდე მოაღწია ტაძრის კედლის წარწერის შვიდმა სტრიქონმა: "ქრისტე, ადიდე შენ მიერ დამყარებული შენ მიერ გვირგვინოსანი სამოთველად ცამდე ამაღლებული უძლეველი გიორგი მეფე(ი) ყოველისავე აღმოსავლისავე..."

ულუმბოს მონასტერში ღვთისმსახურება საბჭოთა პერიოდში შეწყვეტილი იყო. მას შემდეგ, რაც ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მეუფე იობი მობრძანდა, მონასტერში ღვთისმსახურება აღდგა. არქიმანდრიტი გაბრიელის (ტაბატაძე) წინამძღვრობით მონასტერში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. წმინდა მიქაელ ულუმბოელის სახელობის უძველესი ტაძარის გვერდით აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. მამა გაბრიელს თავად გავესაუბრე:

- მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით და კეთილი ხალხის დახმარებით დავაარსეთ ულუმბოში მამათა მონასტერი. მონასტრის კომპლექსში შედის წმინდა გიორგის და წმინდა მიქაელ ულუმბოელის სახელობის ტაძრები. ექვსი წელიწადია, რაც ულუმბოში ვარ. თავიდან აქ ყველაფერი მოსაწესრიგებელი დამხვდა. მხოლოდ ტაძარი იყო გადახურული. რამდენიმე წელიწადში აშენდა ეს კომპლექსი. საკუთარი მეურნეობა გვაქვს. ღვთის წყალობით და კეთილისმყოფელთა შემოწირულობებით ვცხოვრობთ.

- ბერული ცხოვრება რამ გადაგაწყვეტინათ?

- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. ცხოვრებამ თავად მიჩვენა ეს გზა. პირველად საფარაში წავედი - იქ გადავწყვიტე სასულიერო სემინარიაში ჩაბარება. მერე ზარზმაში ვცხოვრობდი. 1993 წლიდან ულუმბოში ვმსახურობ. 1990 წელს ბერად აღვიკვეცე.Uუკვე ოცი წლის ბერი ვარ. სულ ვფიქრობ, რომ ამ ხნის განმავლობაში მონასტრისთვის რა გამიკეთებია. ყველაფერი ღვთის ხელშია, მე შემსრულებელი ვარ. რაც უფრო უახლოვდები უფალს, მით მეტად ხედავ საკუთარ ცოდვას, უსუსურობას, ცოდვიან ბუნებას და ასე იცვლები ადამიანი.

***
მონასტერში 10-15 სტუმარი ყოველთვისაა. შეიძლება ორი წელი იყოს მორჩილად, მაგრამ მაინც სტუმარი ერქვას. იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის დროებითი მონასტრისთვის. როცა გადაწყვეტს მონასტერში წასვლას და სურს საკუთარი თავი მორჩილებაში გამოსცადოს, ის ითვლება მონასტრის წევრად. ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც, რომ ეს ნავსაყუდელია მათთვის, ვისაც ერში უჭირს და მონასტერში ნუგეშს იღებს. ეტყობა, დღევანელი მონასტერი ასეთი უნდა იყოს. ალბათ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რომ საქართველოში მომრავლდეს მონასტრები, ბერ-მონაზვნები. უფალი ბრძანებს, ვინც ჩემი სახელით შეიკრიბოს, მე მასთან ვარო. რამხელას ნიშნავს, რომ მონასტრის წევრები ერთად ლოცულობენ მონასტერში, ერთად გალობენ. ეს წაადგება ერსაც, ბერსაც, სულიერებასაც.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat