ღირსი ნილოს მირონმდინარე - ხსენება 12 (25) ნოემბერს
ღირსი ნილოს მირონმდინარე - ხსენება 12 (25) ნოემბერს
ღირსი ნილოს მირონმდინარე დაიბადა საბერძნეთის ერთ პატარა სოფელში. წმიდანს ღვთისმოსავი მშობლები ადრე გარდაეცვალა, რის შემდეგაც მისი აღზრდა ბიძამ, მღვდელ-მონაზონმა მაკარიმ იტვირთა. სრულწლოვანებას მიწევნული ნილოსი ბერად აღიკვეცა. მალე მას ბერ-დიაკვნად დაასხეს ხელი, მოგვიანებით კი - მღვდელ-მონაზვნად. ერთხანს უფლის რჩეული ბიძასთან ერთად მოსაგრეობდა, შემდეგ კი ათონის წმიდა მთაზე წავიდნენ. იღუმენ ათანასეს კურთხევით ბიძა-ძმისწული დამკვიდრდა უდაბურ, მიუვალ და უწყლო ადგილას, რომელიც განსაკუთრებით მოხერხებული იყო მდუმარებისთვის. ამ ადგილს წმიდა ქვებს უწოდებდნენ. მოსაგრეები ფრიად დაშვრნენ აქ მცირე ტაძრისა და სენაკების მოსაწყობად, რის შემდეგაც ნეტარი მაკარი მალევე აღესრულა. მოძღვრის გარეშე დარჩენილი ნილოსი კიდევ უფრო მაღალ სულიერ ღვაწლს შეუდგა და დაეყუდა ისეთ ადგილას, რომელიც არათუ ადამიანებისთვის, მხეცებისთვისაც მიუდგომელი იყო. მან აქაც მოაწყო ეკლესია და იგი უფლის მირქმის სახელზე აკურთხა. ღვთის სათნომყოფელი მამა ამსოფლიდან განსვლის შემდეგ თავისი მღვიმის მახლობლად დაკრძალეს და იქვე დაუმაგრეს წარწერა, რომელიც, ღირსი ნილოსის ანდერძის თანახმად, მისი ლუსკუმის გახსნას კრძალავდა. მაგრამ უფალმა ინება, სიკვდილის შემდგომი სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: მის ნეშტს გადმოდინდა სურნელოვანი მირონი, რომელმაც ლუსკუმის მცირე ღიობიდან გამოჟონა. სიწმიდე ყველას დასანახად ციცაბო კლდის გზით უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა ზღვისკენ (მანძილი საფლავიდან ზღვამდე შვეულად 128 მეტრია). ამ საკვირველმა მოვლენამ მრავლად მიიზიდა მართლმადიდებლები აღმოსავლეთის ყველა ქვეყნიდან. წმიდა მირონის ცხებითა და ღირსი ნილოსისადმი აღვლენილი ლოცვებით ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა. თუმცა, ეს შენიშნეს ავაზაკებმაც, ისინი ჩაუსაფრდებოდნენ ხოლმე მირონის აღების მოსურნე ქრისტიანებს, იტაცებდნენ მათ და თურქეთში მონებად ყიდიდნენ. ამასთან, ათონის ცხოვრებაში ბევრი შფოთი შემოჰქონდა მორწმუნეთა ლტოლვას ამ წმინდა ადგილისკენ. წმინდა ნილოსის მოსწავლემ წმინდა აკაკი კავსოკალიველმა, რომელიც მოწმე იყო თავის მოძღვრის თავმდაბლობისა, დიდებისმოძულეობისა, შესჩივლა და "უსაყვედურა" მოძღვარს, შენ თვითონ მიწიერი ცხოვრებით გვასწავლიდი, რომ კაცთაგან დიდება არ უნდა გვეძია, ახლა შენი დიდებით ათონის მთის სიმშვიდეს არღვევო. ამის თქმა იყო და მირონდენა შეწყდა. 

კავსოკალიველმა მამებმა, რომელთაგან ბევრი განეკურნა წმინდა ნილოსს, მადლიერების ნიშნად გადაწყვიტეს, მის მღვიმეში ტაძარი აეგოთ. 1815 წლის 7 მაისს შეუდგნენ მუშაობას. როცა ტაძრისთვის საძირკველს თხრიდნენ, ნახვრეტი გამოჩნდა, საიდანაც საოცარი კეთილსურნელება ამოიფრქვა. თუმცა აქამდეც ყველა დარწმუნებული იყო, რომ წმინდა ნილოსის ძვლები კელიაში იყო ჩამარხული, მაგრამ არ იცოდნენ, რა იყო ადგილას. მიწა გათხარეს და იპოვეს წმინდა ნილოსის მირონმდინარე ძვლები. წმინდა ნილოსის წმინდა ნაწილები ლავრაში გადაასვენეს.  მათ დამოწმებაში მონაწილეობას იღებდა კონსტანტინეპოლის პატრიარქი გრიგოლ V. 

ნილოს მირონმდინარის სახელი კიდევ უფრო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სასუფევლის მკვიდრი მამა 1913-1919 წლებში რამდენჯერმე ეჩვენა მთაწმინდელ ბერ თეოფანეს და წინასწარმეტყველურად გაუცხადა მომავალი. ეს ღვთაებრივი ხილვები აღწერილია წიგნში "ღირსი მირონმდინარე ნილოსის სიკვდილისშემდგომი წინასწარმეტყველებანი". მასში ფართოდაა საუბარი ჩვენი სამყაროს ბოლო ჟამზე. ღირსმა მამამ იწინასწარმეტყველა საშინელი დრო, რომლის შესახებაც უფალი ამბობს: "ოდენ ძე კაცისა მოვიდეს, ჰპოვოს-მე სარწმუნოება ქვეყანასა ზედა". წმიდა ნილოსმა ათონის მთაზე ხსნის მსურველებს, რომლებიც ღვთისმშობლის საფარქვეშ არიან, ამცნო, არ შეშფოთებულიყვნენ, არ შეძრწუნებულიყვნენ, არ დაეკარგათ რწმენა და არ გასცილებოდნენ წმიდა მთას მანამ, სანამ მას ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ დატოვებდა; ყოფილიყვნენ სინანულსა და ხსნის სასოებაში, მდუმარებასა და მორჩილებაში იმ მცირედის შესანარჩუნებლად, რაც დარჩება უწინდელი მაღალი მონაზვნური ცხოვრებიდან. ბიწიერების გამო წმიდა მთა ზღვაში ჩაიძირება - ეს მოხდება მაშინ, როცა ღვთისმშობელი თავის საფარველს მოაცილებს თავის წილხვედრ მიწას. მას შემდეგ, რაც ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი წმიდა მთას გასცილდება, ბერებმა უნდა იჩქარონ ათონის დატოვება.

წმიდა მამა დაწვრილებით აღწერს საყოველთაო ანარქიას, რომელიც წინ წაუძღვება ანტიქრისტეს მოსვლას, წინასწარმეტყველებს მისი მოსვლის დროს, უკანასკნელი თაობის გარყვნილებას, ადამიანთა დაკნინებას, ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების მოქმედებას ადამიანის გულზე, ენუქისა და ილიას ქადაგებებს ამ ბეჭდის წინააღმდეგ. ღირსი ნილოსის წინასწარმეტყველებათაგან ბევრი უკვე ახდა, ბევრი კი ჩვენს თვალწინ სრულდება. დღეს წმიდა მამის ზოგიერთი უხრწნელი ნაწილი მისი ღვაწლით განწმენდილი გამოქვაბულის მახლობლად, ყველაწმიდის სახელობის ეკლესიაში ასვენია, სხვები კი - წმიდა ათანასეს ლავრაში.

"წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri