მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი (VI) - 29 ნოემბერი (12 დეკემბერი)
მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი (VI) - 29 ნოემბერი (12 დეკემბერი)
წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენებას ახალი სტილით 12 დეკემბერს ვდღესასწაულობთ. წმინდა აბიბოს ნეკრესელი ერთი იმ "ასურელი მამათაგანია", რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების მიზნით და რომელთა თაოსნობით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი სავანე არსდება. თავდაპირველად მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ იოანე ზედაზნელის კურთხევით ნეკრესს ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა. წილკნისა და ნეკრესის ეპისკოპოსების გარდაცვალების შემდეგ, ქართლის კათალიკოსმა ევლოგიმ განიზრახა მამათაგან გამოერჩია ახალი ეპისკოპოსები იმის მიხედვით, ვინც უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა იმ დღეს უფალს. სწირავდნენ აბიბოსი და ისე. მათ კათალიკოსმა აუწყა ღვთის ნება და აკურთხა აბიბოსი ნეკრესის ეპისკოპოსად, ისე - წილკნისა. იოანეს კურთხევით, მამები დაემორჩილნენ კათალიკოსს.

აბიბოსის მღვდელმთავრობა მძიმე პერიოდს დაემთხვა. ნეკრესში არათუ წარმართულ, თვით ადრექრისტიანულ ხანაშიც კი (IV-VI სს.) ცეცხლთაყვანისმცემელთა საკმაოდ მძლავრი კერა იყო. "ქართლის ცხოვრებაში" დაცული ერთი ცნობის თანახმად, V ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში, მეფე მირდატის ზეობის ბოლოს, სპარსელთა ექსპანსიის შედეგად, ქართლის სამეფოში (იბერიაში) ბევრ ქრისტიანულ ტაძარს მაზდეანები დაეუფლნენ და შიგ სამლოცველოები მოაწყვეს. ჰაგიოგრაფის ცნობით: "დაეპყრა ქართლი მეფესა სპარსთასა და იგინი ხელმწიფე იყვნენ ჩვენსა ამას სოფელსა, და ბილწსა მას კერპთმსახურებასა - ცეცხლისა მის თაყვანისცემასა და მსახურებასა აღასრულებდნენ მარადის".

ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში თან მოჰყვა ქართული ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. ნეკრესში აშენდა პირველი ქრისტიანული სამლოცველო.

წმინდა აბიბოს ნეკრესელის მოღვაწეობა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ამ ბრძოლამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო. სპარსი დამპყრობლები ცდილობდნენ მაზდეანობის გავრცელებას, ქრისტიანთა შეცდენასა და გადაბირებას. ისინი ცეცხლთაყვანისმცემლობის მოქადაგეთა თავისუფლებასაც კი ითხოვდნენ. "მივგზავნნე ცეცხლის მსახურნი ქალაქსა თქვენსა, და იყვნენ მუნ მათზედა ეპისკოპოზნი რჯულისა ჩვენისანი და ვინცა ქართველნი ნებითა თვისითა აღირჩევდეს სჯულსა ჩვენსა, ნუ აყენებთო". საგდუხტ დედოფალი (დედა ვახტანგ გორგასლისა) აიძულეს, ამაზე დათანხმებულიყო და სპარსეთის მთავრობამ "წარგზავნა ცეცხლისა მსახურნი მცხეთას და მათ ზედა ეპისკოპოზად ბინაქარან, და დასხდნეს მოგვთასაო". და ეს მოგვთა ეპისკოპოსი "ასწავებდა ქართველთა სჯულსა თვისსა... და წვრილისა ერისაგან მოაქცია მრავალნი ცეცხლის მსახურებას", და ამგვარად "შეერია ქართლსა შინა ერსა ზედა წვრილსა ცეცხლის მსახურება".

ცეცხლის თაყვანისმცემლებმა ნეკრესის ეკლესიის მახლობლად სალოცავი ააგეს, სადაც დღედაღამ ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. ისინი ტაძარში სალოცავად მისულ ქრისტიანებს აიძულებდნენ, ცეცხლისთვის ეცათ თაყვანი.

აბიბოსმა ნეკრესში დამკვიდრების შემდეგ მკაცრად გაილაშქრა მაზდეანობის წინააღმდეგ, დაუღალავად დადიო¬და თავისი ეპარქიის სოფლებში, ჭეშმარიტებას ქადაგებდა, განამტკიცებდა ქართველებს სარწმუნოებაში, მთიანეთის წარმართ მოსახლეობას ქრისტეს რჯულზე მოაქცევდა. "დალეწნა კერპნი და უღმრთოთა მათ არწმუნა ქრისტე და ნათელი სცა მათ". წმინდა აბიბოსმა შუა ქალაქში დანთებული ცეცხლი წყლით ჩააქრო, რის გამოც განრისხებულმა მაზდეანებმა შეიპყრეს წმინდა მამა, საპყრობილეში ჩააგდეს და სასტიკად აწამეს.

ამის შემდეგ აბიბოსი სპარსელებმა წამოიყვანეს ქართლისკენ. როდესაც მცხეთას მიუახლოვდნენ, წმინდა მღვდელმთავარმა სვეტიცხოვლის ტაძარში ილოცა. აბიბოსმა სთხოვა მტარვალებს, შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელები დათანხმდნენ. ნეტარ ბერს აბიბოსმა უთხრა: "ილოცე, მამაო, რადგან უშჯულო სპარსელები გაფიცხებულან ჩვენ მიმართ, ამპარტავნებისა გამო, რათა დაიპყრონ ჩვენი ქვეყანა". შიომ კი მიუგო: "მამაო, რადგანაც უშჯულოთა ცეცხლი სრულიად დაშრიტე, მოგმადლოს უფალმა ძალა იმისა, რომ უხილავი ცეცხლი, რომელიც ეშმაკს შენს განსაცდელად დაუნთია, ადვილად ჩააქრო, დამალული არ არის შენი სიწმინდე. მრავალი განსაცდელის გადატანაა საჭირო ღვთის სასუფეველში შესვლისთვის. ნუ შეგეშინდება მათი ძალადობისა, რადგანაც მოციქული ამბობს: "თქვენს შემჭირვებლებს - ჭირი, ხოლო თქვენ შეჭირვებულებს - ლხინი", იცოდე, რომ მათი ჭირი დიდებას მოგანიჭებს, ხოლო შენი ჭირი მათ დასცემს და განაბნევს". ხანგრძლივმა საუბარმა განამტკიცა აბიბოსი. შემდეგ სულიერმა ძმებმა ერთად ილოცეს. წმინდა მღვდელმთავარი სიხარულით შეუდგა თავის ღვაწლს.

იმჟამად ანტიოქიაში ღირს სვიმეონ მესვეტეს უფლისგან ეუწყა ნეკრესელი მღვდელმთავრის მომავალი წამების შესახებ. ნაგვემი ეპისკოპოსი მართლაც იხმო მარზპანმა. დატყვევებულ წმინდანს გზად სვიმეონ მესვეტის მიერ ანტიოქიიდან გამოგზავნილმა მსახურმა წერილი და კვერთხი გადასცა.
წმინდა აბიბოსი მარზპანს მიჰგვარეს. გამგებელმა ჰკითხა მას: "რატომ უარყავი მეფეთმეფის ძალაუფლება და შენ ჩვენი ღმერთი"? აბიბოსმა მიუგო: "მე არავინ ვიცი მეფე, გარდა უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი, ხოლო ის ცეცხლი დავშრიტე, რომ ეშმაკის საცდური გამენადგურებინა. გევედრებით, რომ განუდგეთ ამაო მსახურებას და ერთადერთი ღმერთი იცნოთ, რომლისაგან შეიქმნა ყოველი, და მხოლოდ მას ემსახუროთ, რადგანაც დაწერილია: "უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანისცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე". გამგებელმა უთხრა მას: "მე გკითხე, - რისთვის მოკალი ჩვენი ღმერთი და რატომ გინდა, შენს ღმერთს ვემსახუროთ"? ხოლო ნეტარმა აბიბოსმა უთხრა: "იცოდე, რომ მე ღმერთი არ მომიკლავს, არამედ ცეცხლი დავშრიტე. ის ღმერთი არ არის, არამედ სხვა თვისება აქვს, იმ ნივთიერთაგანია, რომლისგანაც შექმნა ღმერთმა ეს სოფელი. ერთიანად არის შექმნილი ჰაერი, წყალი, მიწა და ცეცხლი, ერთმანეთს ემორჩილებიან, თანაბარნი არიან ერთმანეთის მიმართ. თუკი ერთი მეორეს აღემატება, გაქრება მეორე. თქვენი ცეცხლი იმ ცეცხლის ბუნებისაა, რომელიც მიწასა და წყალს ებრძვის მას და შეშას ნთქავს. მცირედი წყალი დავასხი, სძლია და მოკლა იგი, რადგან მასზე ძლიერი აღმოჩნდა წყალი. მიკვირს თქვენი სისულელე, როგორ არ გრცხვენიათ, რომ ღმერთს უწოდებთ მას, რომელსაც ასეთი მოკლე სიცოცხლე აქვს. ნუთუ შეიძლება ეს ღმერთი იყოს?!

ასეთ პასუხს არ ელოდა მარზპანი, ძლიერ განრისხდა, მისი ბრძანებით, ნაგვემ-ნატანჯი წმინდა აბიბოსი ქვით ჩაქოლეს სპარსელებმა. მისი წმინდა ცხედარი კი ქალაქგარეთ გაათრიეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად, თანაც მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანებს არ მოეპარათ და პატივით არ დაეკრძალათ. მოხდა სასწაული: უფალმა დაიცვა მღვდელმთავრის ცხედარი ნადირთაგან.

დღეს მოწამე მღვდელმთავრის აბიბოს ნეკრესელის უხრწნელი გვამი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში ტრაპეზის ქვეშ განისვენებს.
წმინდა მღვდელმოწამის წამება და აღსრულება მოხდა ქართლის კათოლიკოსის მაკარის (553-569) და ქართლის მეფის ბაკურ III-ის დროს. "ქართველთა ანგელოსად" შერაცხილი ნეკრესის ეპისკოპოსი აბიბოსი ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთადერთია, ვისაც მოწამებრივად აღსრულება ერგო წილად.
აბიბოს ნეკრესელის ასეთმა შეუპოვრობამ და თავგანწირვამ დიდი როლი შეასრულა ეპარქიის გაძლიერებასა და სამწყსოს გაზრდის საქმეში. მისი დამსახურება კახეთის მთიანეთის მოსახლეობის გაქრისტიანებაში იმდენად დიდი ყოფილა, რომ მისი აღნიშვნა საჭიროდ მიუჩნევიათ XI ს-ის მემატიანეებს - ლეონტი მროველსა და ჯუანშერს.
........................................

ტროპარი:
აწ განსცხრებოდე, ქართველთა ეკლესიაო, რამეთუ აღყვავენ სახედ შროშანთა სისხლითა მღვდელმოწამისა აბიბოსისათა და შეუთხზენ ქება ღირსსა მას ქებისასა, და გვირგვინოსან-მყოფელსა მისსა ქრისტესა ადიდებდი, რათა მეოხებითა მისითა მომადლოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი:
საღმრთოსა მწყემსსა და მოწამესა, და მმარხველთა შუენიერებასა აბიბოსს შევასხმიდეთ, რომელმან გვირგვინითა პირად-პირადთა მოღებითა მოიგო სახელდიდებულება და მცხინვარედ განუტევნა ელვანი კურნებისა მადლთანი, და დაუცხრომელითა მეოხებითა შემსხმელთა თვისთა და მოწყალე-ჰყოფს ღმერთსა ძალთასა.
............................................

აქვე წაიკითხეთ:
გიხაროდენ, ეპისკოპოსო წილკნისაო, გიხაროდენ, ეპისკოპოსო ნეკრესისაო!
"დღეს ქართული ეკლესია აღასრულებს აბიბოსის ხსენებასა"
ჩვენი საუნჯე
12 დეკემბერს წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენებაა
წმიდაო მამაო, შენ თვითონ იცი, რომ ცათა სასუფეველი ტანჯვის დათმენით მოიპოვება
საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიამ წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღედ დააწესა 29 ნოემბერი (ახალი სტილით 12 დეკემბერი)
ქართველი ერი ყოველთვის ღირსეულ პატივს მიაგებდა წმინდა მღვდელმთავარს, აბიბოს ნეკრესელს
ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია




























ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენებას ახალი სტილით 12 დეკემბერს ვდღესასწაულობთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat