ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
ნეკრესის მამათა მონასტერი
ნეკრესის ძველთაძველი ტაძარი ყვარლიდან დაახლოებით 8 კმ-ის დაშორებით, ნეკრესის მთაზე მდებარეობს. ნეკრესი მეტად საინტერესო ანსამბლია, ნაშთია ნეკრესად წოდებული უძველესი ქალაქისა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდეა დაარსებული. ლეონტი მროველის ცნობით, მეფე ფარნავაზმა "უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება და იწყო შენებად კახეთს ქალაქს - ნელქარისსა, რომელი არს ნეკრესი". მომდევნო საუკუნეებში ქართველმა მეფეებმა განამშვენეს ქალაქი.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგებობისგან შედგება. ზოგი მათგანი IV-V საუკუნეებითაა დათარიღებული, ზოგიც - VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება.

"მოქცევაი ქართლისაის" ცნობით, ეს ეკლესია აშენებულია ბაკურის ძმის, მირიანის შვილთაშვილის, თრდატ მეფისა და საქართველოს მთავარეპისკოპოსის იობის დროს, რომელიც წინათ დიაკვნად ყოფილა სომხეთის კათალიკოს ნერსე I-თან.

მთავარი ტაძარი დათარიღებულია VI საუკუნით, რომელიც წმინდა აბიბოს ნეკრესელმა ააშენა და აქვე საეპისკოპოსო კათედრაც დააარსა. სამხრეთ მინაშენში სასულიერო პირთა საფლავებია. მის გვერდით, ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მარანია, მეორე სართულზე - სენაკები. წინ სამრეკლოა, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე სატრაპეზოა მიდგმული.

ტაძრის მოხატულობა დაზიანებულია. წარწერების დიდი ნაწილიც განადგურებულია. საკურთხეველში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. ზემოთ - მაცხოვრის ფრესკაა. წმინდა თევდორესა და წმინდა დიმიტრის გვერდით გამოსახულია სამი საერო პირი: ლევან მეფე და მისი სახლობა (ლეონ კახთა მეფემ განაახლა და მოახატვინა ნეკრესის ტაძარი). ზემო ნაწილში მიძინების კომპოზიციაა, ხოლო მის ზემოთ, ვარაუდობენ, რომ არის იოანე დამასკელის ფრესკა.

ნეკრესის მონასტერი ოდითგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ითვლებოდა. აქ მოღვაწეობდნენ: ნიკოლოზ ნეკრესელი ეპისკოპოსი, დოსითეოზ ჩერქეზიშვილი (ნეკრესელი), მიტროპოლიტი იოანე ნეკრესელი - გივი ჯორჯაძის ძე. ეს უკანასკნელი გარეჯშიც მოღვაწეობდა. ზრუნავდა ხელნაწერთა გამრავლებაზე. მისი თაოსნობით დაიწერა წიგნები: "ღვთისმეტყველის ცხოვრება", "დიალოღონი". ნეკრესის შემდეგ ის ცოტა ხნით ბოდბეშიც ყოფილა.

ეპისკოპოსი დოსითეოზ ჩერქეზიშვილი ნეკრესის ეპარქიას XVIII საუკუნის II ნახევარში განაგებდა. დაბადებით კოჭლი იყო. შესანიშნავად თარგმნიდა სომხურიდან ქართულად. იყო ანტონ კათალიკოსის სკოლის წარმომადგენელი. 1758 წელს მან აკურთხა თელავის საფილოსოფოსო სკოლა და თვითონაც პირველ მსმენელად ჩაირიცხა. შემდეგ საკუთარ ეპარქიაში დააარსა პირველი დაწყებითი სკოლა სამწყსოსათვის, რამაც ძალიან გაახარა ერეკლე მეორე.

1794-1812 წლებში ნეკრესის სამიტროპოლიტო კათედრას ამბროსი მიქაძე (ნეკრესელი) განაგებდა, დღეს ნეკრესის ეპარქიის მმართველია მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი).

ძველი გაზეთები
საეკლესიო საუბარი ქვაშვეთის ეკლესიაში
დღეს ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში, მწუხრის შემდეგ, დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი კალ. ცინცაძე წაიკითხავს საეკლესიო საუბარს ქართულ ენაზედ შემდეგი სათაურით: "ილოცევდით და იღვიძებდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა". იმავე დღეს ტფილისის სასულიერო სემინარიის ტაძარში მწუხრის შემდეგ წაიკითხავს რუსულ ენაზედ ასეთსავე საუბარს ამავე სემინარიის მასწავლებელი ბატონი ალ. ალბოვი სარწმუნოების აღსარების შესახებ. ამავე დღეს, მწუხრის შემდეგ წაიკითხავს ასეთსავე საუბარს რუსულად ტფილისის მეორე სამისიონერო ეკლესიაში ცნობილი მქადაგებელი მღვდელი იოანე ვოსტორგოვი.
"ცნობის ფურცელი", 1899წ.

მამადავითის მღვდელს, მამა ნ. მაჭარაშვილს განუზრახავს დაბეჭდოს ხსენებული ეკლესიის აწინდელი და ძველი აღწერა და მამა დავითის ცხოვრება. ამ აღწერაში ხალხური ის გადმოცემული ამბებიც დაიჭერენ ადგილსაო, რადგანაც ამ ეკლესიაზე ბევრი ამბებია ხალხში დაშთენილი.
"ივერია", 1893წ.

ვარძიის წამლის სასახლე
მასზე ბევრი ცნობა არ შემორჩენილა, მაგრამ რაც შემორჩა, იმის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში აფთიაქს დიდი ხნის ისტორია აქვს.

როგორც ვიცით, უნიკალური ციხე-ქალაქ ვარძიის მშენებლობა 1156 წელს დაიწყო გიორგი მესამემ და 1204 წელს დაამთავრა მისმა ასულმა თამარმა. ამ კომპლექსში ყურადსაღებია მე-6 სართულზე მდებარე აფთიაქი. მას ესაზღვრება ორი ოთახი, რომლებიც დამხმარე სათავსები უნდა ყოფილიყო.

KARIBCHE

ვარძიის წამლის სასახლეში წამლების შესანახად გამოკვეთილია რამდენიმე თახჩა. იატაკში ამოთხრილია ორმოები, რომლებიც შესაძლოა საწნახლის როლს ასრულებდნენ - მასში მცენარეულ ნაყოფს წნეხდნენ ან აქუცმაცებდნენ და კერამიკულ ქვევრებში ინახავდნენ. ერთ-ერთ თახჩაში მოტეხილობისთვის საჭირო არტაშნებს ინახავდნენ.

აფთიაქი ზედა ვარძიის გამოქვაბულშიც იყო. ის მტკვრის ხეობაში, ერუშეთის მთებშია და ვარძიის ძირითადი კომპლექსისგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. აქ არის სამოთახიანი წამლის სახლი, რომელშიც 30-მდე თახჩაა შემორჩენილი. იგი აშენებულია 1042-1058 წლებში ლიპარიტ II ბაღვაშის დროს.

ქართული ქუდი
ქართული საბრძოლო თავსაბურავები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალით მზადდებოდა. ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს ცნობით, ქართველებს (კოლხებს, მოსხებს, ტიბარენებს, მოსინიკებს და მაკრონებს) ხის საბრძოლო ქუდი ეხურათ. ქსენოფონტეს ცნობით, ძველ ქართულ წყაროებში "ქუდი" ლითონის თავსაბურავს ნიშნავდა. ჩვენში ბოლო დრომდე შემორჩა ლითონის თავსაბურავები: ჩაჩქანი, რომელსაც სახის დასაცავად წვრილი ჯაჭვი აკრავს, მუზარადი - ის კვერცხის ფორმისაა და საცხვირეზე და გარშემო ჯაჭვი აქვს.

ჩაჩქანს იხურავდნენ კახურ (თუშურ) ქუდზე, მუზარადს - სვანურ ქუდზე - ფაყვზე. მუზარადით ქვეითები იბრძოდნენ, ჩაჩქნით - მხედრები. სახელმწიფო მუზეუმში ინახება იოანე ბატონიშვილის ჩაჩქანი და ჯალალედინის მუზარადი, რომელიც მუზეუმს მრავალძალის ეკლესიიდან გადაეცა. საქართველოში ქუდს დიდ პატივს სცემდნენ. სხვის ქუდზე ხელის წავლება, ქუდის წართმევა ან შეცვლა და დაკარგვა შეურაცხყოფად მიაჩნდათ. პატიოსან კაცზე იტყვიან: ნამუსის ქუდი ხურავსო, უკუღმართ გზაზე შემდგარზე კი ამბობენ: ნამუსის ქუდი დაუკარგავსო.

KARIBCHEლაშარის ჯვარი
ლაშარის ჯვარი ფშავის სალოცავია, რომლის დღეობა ივლისში იმართება. ლაშარის ჯვარი არაგვის ხეობის ზედა ნაწილში, ხმელგორზეა. ფშავის საყმოთა რიცხვის კვალობაზე აქ თორმეტი ჯვარი ყოფილა გამართული, სადაც სადღესასწაულო სუფრებს შლიდნენ. როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მას შესთხოვდნენ მოლაშქრეთა შეწევნას, ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისგან დაცვას. ლაშარის ჯვარს, ფშავის გარდა, ეთაყვანებოდნენ თუშეთში, ხევსურეთში, მოსაზღვრე ბარის რაიონებში. ლაშარის ჯვარს მრავალ შესაწირს სწირავდნენ, მათ შორის, საქართველოს მეფენიც - ადგილ-მამულებს, კახეთში - ზვრებს.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ლაშარის ჯვარი ლაშა-გიორგის დაუარსებია თავისი მოსახელის, წმინდა გიორგის პატივსაცემად.

პეტრეს ციხე
პეტრეს ციხე ბორჯომის ხეობაში მდებარეობს. იგი მაღალ კლდოვან მთაზეა აგებული. ერთი მხრიდან მტკვარი ჩამოუდის, მეორე მხრიდან კი ღრმა ხევი - პეტრეს ციხის წყალი. ციხე ძნელი მისადგომია, ერთადერთი მისასვლელი გზა ჰქონია ჩრდილოეთიდან. შემოზღუდული ყოფილა მაღალი გალავნით, რომლის ნაწილი დაშლილია.

ციხეში არის ხორბლისა და სურსათის შესანახი რამდენიმე ხარო. ციხის ეზოში, გალავანში ჩაფლულია ქვევრები წყლისთვის. ციხე ძველია და კარგად ნაგები. ჰქონია სათოფურებითა და ჩარდახებით გამართული მაღალი კედლები. ციხეში იყო საცხოვრებელი დარბაზები.

ამ ციხის აგებას მიაწერენ პეტრე ავალიშვილს, რომლის ძმას, გოგიას აუგია მეორე ციხე - "გოგიას ციხედ" წოდებული. პეტრეს ციხეს ეკავა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი - აწყურიდან მომავალ მტერს ბორჯომისკენ გზას უკეტავდა. თუ მტერი ამ ციხის კარს გაარღვევდა, მტკვრის ხეობით გზას გადაუღობავდა გოგიას ციხე, სალის ციხე, ახალდაბის, ქვიშხეთის, სურამის, სამწევრისისა და გორის ციხეები.

გორის ციხე უკანასკნელ წინააღმდეგობას უწევდა თბილისისკენ მიმავალ მტერს.

ეტყობა, თურქების ბატონობის პერიოდში მათი საოკუპაციო ჯარი პეტრეს ციხეში იდგა. როგორც გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრიდან ირკვევა, თურქებს იგი გადაუქცევიათ ადმინისტრაციულ ცენტრად, ეგრეთ წოდებულ "პეტრეს ლივად" (ოლქი), რომელშიც შედიოდა მთელი ბორჯომის ხეობა.

საფლავის ქვები
ტაშისკარში (ბორჯომი), წაბლის ხეებით დაბურული მოედნის შუაში დგას დიდი წაბლის ხე, რომლის ქვეშ ყირიმელ თათრებზე გამარჯვების შემდეგ გიორგი სააკაძეს დაუსვენია და ნადიმიც გადაუხდია.

მატერიალური კულტურის ძეგლებს მიეკუთვნება აგრეთვე აქაური საფლავის ქვები, რომლებიც იძლევიან მდიდარ მასალას ხალხური შემოქმედების შესწავლა-გაცნობისთვის.

საფლავის ლოდებზე გამოსახულია ადამიანის ფიგურები დამახასიათებელი პოზითა და პროფესიის გამომსახველი იარაღით თუ საგნით. საბჭოთა დროინდელ ქვებზე ჯვრის, კელაპტრისა და ანგელოზის ნაცვლად ხუთქიმიანი ვარსკვლავი და ჩაქუჩ-ნამგალია ამოკვეთილი. აქაური საფლავის ქვებისთვის დამახასიათებელია შეკაზმული ცხენი, ყოჩი, მტრედები და განსაკუთრებით - თევზები.

წითელი ჯვრის საყდრის (გუჯარეთი) ეზოში დგას ცხენის (უფეხო) აღვირ-უნაგირით შეკაზმული ქანდაკება-საფლავის ქვა.

ყვიბისში, წმინდა გიორგის ეკლესიის სასაფლაო ლოდზე გამოსახულია ქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი. გარშემო ვაზის არშია აკრავს, მარცხენა მხარეს ამოკვეთილია ცხვრის ბარელიეფი. გარდაცვალების თარიღია 1825 წელი. ლამაზი მხედრული ხელით ამოკვეთილია: "ეჰა, საწუთრო დავტოვე მე, ალექსი გელაშვილმა, ოცდაათი წლის სიცოცხლით გაუმაძღარმა. ვიყავი მოყვარული მამისა და ნათესავის".

სინას მთა
არაბეთის ნახევარკუნძულზე, სინას მთის სავანეში არაერთი გამოჩენილი ქართველი მამა მოღვაწეობდა. ბიბლიაში მოთხრობილია, რომ ღმერთი სინას მთაზე გამოეცხადა მოსეს, რომელსაც ებრაელები ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ მიჰყავდა, და ათი მცნება გადასცა.

KARIBCHE

ქრისტიანები ამ მთაზე III საუკუნეში დამკვიდრდნენ, ქართველები კი VI საუკუნეში მივიდნენ და საკუთარი ტაძრები ააგეს. ერთ-ერთი ტაძარი დავით აღმაშენებელს აუგია. სინას მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამშობლოსთან. სინას მონასტერს ჰქონდა მეტოქი თბილისში და მამულები - ქართლში.

სინას მონასტერში ქართველ მამებს საკუთარი უმდიდრესი წიგნთსაცავი ჰქონდათ თავისი კატალოგით. წიგნთსაცავში საგანგებოდ იყო გამოყოფილი სამკითხველო ოთახი. აქაური ქართული წიგნთსაცავი მხოლოდ ადგილზე შექმნილი და გადაწერილი წიგნებით არ მდიდრდებოდა. ხელნაწერები მოდიოდა პალესტინის ქართული კერებიდან: გეთსამანიიდან, გოლგოთიდან, პალავრიდან, საბაწმინდიდან და სხვა.

სინას მთის ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი დღესაც იქვეა დაცული, ნაწილი კი ინახება თბილისში, პეტერბურგში, პრაღაში, ნიუ-იორკში, პარიზში და სხვაგან.

სინას მთაზე მოღვაწეობდნენ არა მარტო კალიგრაფები და ხელნაწერთა დამზადების მცოდნე ქართველი მამები, არამედ ისეთებიც, რომლებიც ამდიდრებდნენ ქართულ სასულიერო კულტურას. მათ შორის: იოანე მინჩხი, მოგვიანებით საბაწმინდის ლავრიდან გადავიდა და იქ სასულიერო ლიტერატურული საქმიანობა განაგრძო იოანე-ზოსიმემ.

სინას მთაზევე იყვნენ მიქაელ ფანასკერტელი, იოანე კუმურდოელი, იოანე სინაელი და სხვები.

სინას მთის ქართველ მამებს კავშირი ჰქონდათ არაბულ-ქრისტიანულ სამყაროსთან. იქაურ ხელნაწერებში შემონახულია არაბული დამწერლობის კვალი. ჩვენამდე მოღწეულია არაბული ანბანი ქართველთათვის.

სინას მთის ქართველ მამათა მემკვიდრეობა ჯერ კიდევ შესასწავლია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat