გიხაროდენ, ეპისკოპოსო წილკნისაო, გიხაროდენ, ეპისკოპოსო ნეკრესისაო!
გიხაროდენ, ეპისკოპოსო წილკნისაო, გიხაროდენ, ეპისკოპოსო ნეკრესისაო!
აბიბოს ნეკრესელი
წმინდა აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საუბარი ვთხოვეთ ნეკრესელ მიტროპოლიტს სერგის (ჩეკურიშვილი).

მეუფის ლოცვა-კურთხევით ვესტუმრეთ ნეკრესის მამათა მონასტერს და მის თანამედროვე ცხოვრებასაც გავაცნობთ "კარიბჭის" მკითხველს, მანამდე კი მეუფეს მოვუსმინოთ:

- წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი იმ ცამეტ მამათაგანია, რომლებიც საქართველოში VI საუკუნის II ნახევარში სირიიდან შემოვიდნენ იოანე ზედაზნელის მეთაურობით. წმინდა მამა ღირს იოანესა და სხვა ძმებთან ერთად ზედაზნის მთაზე მოღვაწეობდა, ხოლო შემდეგ ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა.

ჰაგიოგრაფი, რომელსაც აღუწერია მამათა მოღვაწეობა, გვამცნობს: რადგან ორი ეპისკოპოსი - წილკნელი და ნეკრესელი - გარდაცვლილი იყო, კათოლიკოს ევლალეს და ეპისკოპოსებს გადაუწყვეტიათ, იოანეს მოწაფეთაგან ორი გამოერჩიათ ეპისკოპოსად ჟამისწირვის შესრულების შემდეგ. და როდესაც აბიბოსს და ისეს დაუსრულებიათ წირვა, "შეიპყრა კათოლიკოსმან ერთითა ხელითა ისე, ხოლო ერთითა აბიბოს, ამბორს-უყო და ჰრქუა: გიხაროდენ, ეპისკოპოსო წილკნისაო, გიხაროდენ, ეპისკოპოსო ნეკრესისაო"... "და წარიყვანა კათოლიკოზმან და ჰყვნა ორივენი ეპისკოპოზ და წარავლინა აბიბოს საყდარსა ნეკრესისასა".

აბიბოსის მღვდელმთავრობა მძიმე პერიოდს დაემთხვა. ნეკრესში არათუ წარმართულ, თვით ადრექრისტიანულ ხანაშიც კი (IV-VI ს.ს.) ცეცხლთაყვანისმცემელთა საკმაოდ მძლავრი კერა იყო. "ქართლის ცხოვრებაში" დაცული ერთი ცნობის თანახმად, V ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში, მეფე მირდატის ზეობის ბოლოს, სპარსელთა ექსპანსიის შედეგად, ქართლის სამეფოში (იბერიაში) ბევრ ქრისტიანულ ტაძარს მაზდეანები დაეუფლნენ და შიგ სამლოცველოები მოაწყვეს. ჰაგიოგრაფის ცნობით: "დაეპყრა ქართლი მეფესა სპარსთასა და იგინი ხელმწიფე იყვნენ ჩვენსა ამას სოფელსა, და ბილწსა მას კერპთმსახურებასა - ცეცლისა მის თაყვანისცემასა და მსახურებასა აღასრულებდნენ მარადის".

ქრიატიანობის გავრცელებას საქართველოში თან მოჰყვა ქართული ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. ნეკრესში აშენდა პირველი ქრისტიანული სამლოცველო. "ყვარლის ზეით მთასა შინა არის ნეკრესი, მეფის ფარნაჯომისაგან აღშენებული ქალაქი იყო. შემდგომად მეფე თრდატმან (მირიანის მეფის შვილიშვილმა) აღაშენა ეკლესია დიდნაშენი, გუმბათიანი. აქ დაადგა ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა მხარისა დიდოეთითურთ, ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი", - გვაუწყებს ვახუშტი ბატონიშვილი.

წმინდა აბიბოს ნეკრესელის მოღვაწეობა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ამ ბრძოლამ განსაკუთრებულად მწვავე ხასიათი მიიღო. სპარსი დამპყრობლები ცდილობდნენ მაზდეანობის გავრცელებას, ქრისტიანთა შეცდენასა და გადაბირებას. ისინი ცეცხლთაყვანისმცემელობის მოქადაგეთა თავისუფლებასაც კი ითხოვდნენ. "მივგზავნნე ცეცხლის მსახურნი ქალაქსა თქვენსა, და იყვნენ მუნ მათზედა ეპისკოპოზნი რჯულისა ჩვენისანი და ვინცა ქართველნი ნებითა თვისითა აღირჩევდეს სჯულსა ჩვენსა, ნუ აყენებთო". საგდუხტ დედოფალი (დედა ვახტანგ გორგასლისა) აიძულეს ამაზე დათანხმებულიყო და სპარსეთის მთავრობამ "წარგზავნა ცეცხლისა მსახურნი მცხეთას და მათ ზედა ეპისკოპოზად ბინაქარან, და დასხდნეს მოგვთასაო". და ეს მოგვთა ეპისკოპოსი "ასწავებდა ქართველთა სჯულსა თვისსა... და წვრილისა ერისაგან მოაქცია მრავალნი ცეცხლის მსახურებას", და ამგვარად "შეერია ქართლსა შინა ერსა ზედა წვრილსა ცეცხლის მსახურება".

ცეცხლის თაყვანისმცემლებმა ნეკრესის ეკლესიის მახლობლად სალოცავი ააგეს, სადაც დღედაღამ ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. ისინი ტაძარში სალოცავად მისულ ქრისტიანებს აიძულებდნენ, ცეცხლისთვის ეცათ თაყვანი.

KARIBCHEსაღვთო შურით აღვსილმა ნეტარმა აბიბოსმა ნეკრესში დამკვიდრების შემდეგ მკაცრად გაილაშქრა მაზდეანობის წინააღმდეგ, დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებში, ჭეშმარიტებას ქადაგებდა, განამტკიცებდა ქართველებს სარწმუნოებაში, მთიანეთის წარმართ მოსახლეობას ქრისტეს რჯულზე მოაქცევდა. "დალეწნა კერპნი და უღმრთოთა მათ არწმუნა ქრისტე და ნათელი სცა მათ". ქართველთა მღვდელმთავარმა სპარსელთა კერპი, ღმერთ-ცეცხლი შეურაცხყო. "დაასხა მცირედ წყალი ხენეში და დაშრიტა იგი". ამან აღაშფოთა დამპყრობლები, სპარსელებმა შეიპყრეს აბიბოსი, "ფრიად გვემეს კნინღა ვიდრემღა მოკლეს". წამოიყვანეს ქართლისკენ, როდესაც მცხეთას მიუახლოვდნენ, წმინდა მღვდელმთავარმა სვეტიცხოვლის ტაძარში ილოცა. მაშინ ევედრა მტარვალებს, შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელებმა განუტევეს წმინდა აბიბოსი და მან იხილა ნეტარი ბერი. აქ საუბრის დროს შიოსთვის უთქვამს: "უსჯულონი ესე სპარსნი განძვინდეს ჩვენზედა ამპარტავნებითა თვისითა, რამეთუ დაიპყრეს სოფელი ესე ჩვენიო". სულიერმა ძმებმა ერთად ილოცეს. ნეტარმა შიომ მრავალი სიტყვით განამტკიცა წმინდა აბიბოსი, რის შემდეგაც წმინდა მღვდელმთავარი სიხარულით შეუდგა თავის ღვაწლს. ამის შემდეგ მიჰგვარეს მარზპანს "ზენა სოფლად, რომელსა ჰქვიან რეხი" (შიდა ქართლში, რეხულას ხეობაში, სამთავისის ჭალის ზემოთ).

განრისხებულმა მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა ეპისკოპოსს: "რაისათვის უარჰყავ უფლებაი მეფედ-მეფისაი და მოჰკალ ღმერთი ჩვენი?"

წმინდანმა უპასუხა: "უწყებულ იყავნ შენდა, ვითარმედ ღმერთი არა მომიკლავს, ხოლო ცეცხლი დავშრიტე. არა არს ღმერთი იგი, არამედ სხვათა ბუნებათაგანი არს, ერთისა ნივთისაგან მცირედი ნაწილი, რომელთაგან აჰღმართა ღმერთმან სოფელი ესე. განსწორებით დაბადებულ არიან ნოტიაი, ცივი, ხმელი და ცეცხლი, რომელ ურთიერთისა მპყრობელობაი აქვს სიმრგვალესა მას შინა. აწ მიკვირს თქვენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხვილ გიჩნს მისი სახელის დებად ღმერთად, რომელსა ესოდენ სული აქუს". განარისხა მარზპანი მღვდელმთავრის პასუხმა და წამება ბრძანა მისი. წმინდა მღვდელმოწამის წამება და აღსრულება მოხდა ქართლის კათოლიკოსის მაკარის (553-569) და ქართლის მეფის ბაკურ III-ის დროს.

წმინდა აბიბოსის საფლავთან მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. მისი ნაწინასწარმეტყველებიც - ბერძენთა მიერ ჩვენი ქვეყნის დაპყრობისა და ურჯულო სპარსთა განდევნის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე აღსრულდა. ქართლის ერისთავის სტეფანოზის დროს, კათოლიკოს თაბორის (629-634) სურვილით, წმინდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და წმინდა ტრაპეზის ქვეს დაფლეს.

აბიბოს ნეკრესელის ასეთმა შეუპოვრობამ და თავგანწირვამ დიდი როლი შეასრულა ეპარქიის გაძლიერებასა და სამწყსოს გაზრდის საქმეში. მისი დამსახურება კახეთის მთიანეთის მოსახლეობის გაქრისტიანებაში იმდენად დიდი ყოფილა, რომ მისი აღნიშვნა საჭიროდ მიუჩნევიათ XI ს-ის მემატიანეებს - ლეონტი მროველსა და ჯუანშერს.

საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიამ წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი მღვდელმთავრის ხსენების დღედ დააწესა 29 ნოემბერი (ახ.სტ. 12 დეკემბერი).

ღვთის განგებით და წმინდა აბიბოს ნეკრესელის ზეციური ლოცვა-კურთხევით 1997 წლის შობის მარხვაში საუკუნეთა შემდეგ აღდგა ნეკრესის ეპარქია. 2000 წლის 7 იანვარს კი განახლდა და აღდგა ნეკრესის მამათა მონასტერი.

ქართველი ერი ყოველთვის ღირსეულ პატივს მიაგებდა წმინდა მღვდელმთავარს და განსაკუთრებულად აღნიშნავდა მისი ხსენების დღეს. ნეკრესის მამათა მონასტერში არასდროს შენელებულა მლოცველი მრევლის მსვლელობა და მისი თაყვანისცემა. ამიტომაცაა, რომ დღესაც ასე დიდია წმინდა მღვდელმთავრის მეოხება მისდამი მვედრებელთა მიმართ. დღესაც მრავალ სასწაულს და შეწევნას იღებენ მისდამი მვედრებელი ქრისტიანენი.

ნეკრესის მამათა მონასტრის თანამედროვე ცხოვრება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ნეკრესელი მიტროპოლიტის სერგის ძალისხმევით, 2000 წელს აღდგა წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის სახელობის მამათა მონასტრის სულიერი ცხოვრება. იმჟამად მონასტრის ძმობაში შედიოდა ერთი მღვდელმონაზონი და ოთხი მორჩილი.

2004 წელს ნეკრესელი მიტროპოლიტის სერგის კურთხევითა და შეწევნით, ნეკრესის ქვედა მონასტერთან აშენდა წმინდა აბიბოს ნეკრესელის სახელობის ტაძარი.

2009-2010 წლებში მეუფე სერგის მოღვაწეობითა და საქართველოს მთავრობის დახმარებით აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა მონასტერში არსებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებს. კეთილმოეწყო მონასტერთან მისასვლელი გზა. აშენდა ბერების საცხოვრებელი სახლი. ამჟამად მონასტრის ძმობა შეადგენს 18 კაცს: 4 მღვდელმონაზონი, 4 ბერდიაკონი, 1 ბერი, 3 მორჩილი და 6 სამორჩილე. მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ანტონი (პავლიაშვილი).

მონასტერში ყოველდღიურად აღესრულება წირვა-ლოცვა, პარაკლისი და დაუჯდომელი წმინდა აბიბოს ნეკრესელისა, პანაშვიდი მიცვალებულთათვის.

მონასტერში წერენ კანონიკურ ხატებს, ქნიან ფიჭისგან სანთელს და ნახშირს - ლიტურგიისთვის. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, სადაც მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული.

2010 წლის 12 დეკემბერს, წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს, საზეიმო წირვის შემდეგ მონასტერში მოაბრძანეს 40 წმინდანის ნაწილი, რომელიც რუსეთიდან ჩამოაბრძანეს. ეს წმინდა ნაწილები დაბრძანებულია ნეკრესის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. მორწმუნეთ შეუძლიათ მიბრძანდნენ, მოილოცონ და თაყვანი სცენ ამ წმინდა ნაწილებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat