ქართველი ერი ყოველთვის ღირსეულ პატივს მიაგებდა წმინდა მღვდელმთავარს, აბიბოს ნეკრესელს
ქართველი ერი ყოველთვის ღირსეულ პატივს მიაგებდა წმინდა მღვდელმთავარს, აბიბოს ნეკრესელს
წმინდა აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საუბარი ვთხოვეთ ნეკრესელ მიტროპოლიტს სერგის (ჩეკურიშვილი):

-წმინდა  მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი იმ ცამეტ მამათაგანია, რომლებიც საქართველოში VI საუკუნის მეორე ნახევარში სირიიდან შემოვიდნენ იოანე ზედაზნელის ხელმძღვანელობით. წმინდა მამა ღირს იოანესა და სხვა ძმებთან ერთად ზედაზნის მთაზე მოღვაწეობდა, ხოლო შემდეგ ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა.

ჰაგიოგრაფი, რომელსაც აღუწერია მამათა მოღვაწეობა, გვამცნობს: რადგან ორი ეპისკოპოსი წილკნელი და ნეკრესელი გარდაცვლილები იყვნენ, კათოლიკოს ევლალეს და ეპისკოპოსებს გადაუწყვეტიათ იოანეს მოწაფეთაგან ორი გამოერჩიათ ეპისკოპოსად ჟამის-წირვის შესრულების შემდეგ. და როდესაც აბიბოსს და ისეს დაუსრულებიათ წირვა, ”შეიპყრა კათოლიკოსმან ერთითა ხელითა ისე, ხოლო ერთითა აბიბოს, ამბორს-უყო და ჰრქუა: გიხაროდენ, ეპისკოპოსო წილკნისაო, გიხაროდენ, ეპისკოპოსო ნეკრესისაო”. . . ”და წარიყვანა კათოლიკოზმან და ჰყვნა ორივენი ეპისკოპოზ და წარავლინა აბიბოს საყდარსა ნეკრესისასა”.

აბიბოსის მღვდელმთავრობა მძიმე პერიოდს დაემთხვა. ნეკრესში არათუ წარმართულ, თვით ადრექრისტიანულ ხანაშიც კი (IV-VI ს.ს.) ცეცხლთაყვანისმცემელთა საკმაოდ მძლავრი კერა არსებობდა. ”ქართლის ცხოვრებაში” დაცული ერთი ცნობის თანახმად, V საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, მეფე მირდატის ზეობის ბოლოს, სპარსელთა ექსპანსიის შედეგად, ქართლის სამეფოში (იბერიაში) ბევრ ქარისტიანულ ტაძარს მაზდეანები დაეუფლნენ და შიგ სამლოცველოები მოაწყვეს. ჰაგიოგრაფის ცნობით: ”დაეპყრა ქართლი მეფესა სპარსთასა და იგინი ხელმწიფე იყვნენ ჩვენსა ამას სოფელსა, და ბილწსა მას კერპთმსახურებასა - ცეცხლისა მის თაყვანისცემასა და მსახურებასა აღასრულებდნენ მარადის”.
KARIBCHE
ქრიატიანობის გავრცელებას საქართველოში თან მოჰყვა ქართული ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. ნეკრესში აშენდა პირველი ქრისტიანული სამლოცველო. ”ყვარლის ზეით მთასა შინა, არის ნეკრესი, მეფის ფარნაჯომისაგან აღშენებული ქალაქი იყო. შემდგომად მეფე თრდატმან (მირიანის მეფის შვილისშვილმა) აღაშენა ეკლესია დიდნაშენი, გუმბათიანი. აქ დაადგა ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა მხარისა დიდოეთითურთ, ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი” - გვაუწყებს ვახუშტი ბატონიშვილი.

წმინდა აბიბოს ნეკრესელის მოღვაწეობა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ამ ბრძოლამ განსაკუთრებული მწვავე ხასიათი მიიღო. სპარსი დამპყრობლები ყოველი ხერხით ცდილობდნენ მაზდეანობის გავრცელებას, ქრისტიანეთა შეცდენასა და გადაბირებას. ისინი ცეცხლთაყვანისმცემელობის მოქადაგეთა თავისუფლებასაც კი ითხოვდნენ. ”მივგზავნნე ცეცხლის მსახურნი ქალაქსა თქვენსა, და იყვნენ მუნ მათზედა ეპისკოპოზნი რჯულისა ჩვენისანი და ვინცა ქართველნი ნებითა თვისითა აღირჩევდეს სჯულა ჩვენსა, ნუ აყენებთო.”.

საგდუხტ დედოფალი (დედა ვახტანგ გორგასლისა), აიძულეს ამაზე დათანხმებულიყო და ”სპარსეთის მთავრობამ წარგზავნა ცეცხლისა მსახურნი მცხეთას და მათ ზედა ეპისკოპოზად ბინაქარან, და დასხდნეს მოგვთასაო”. და ეს მოგვთა ეპისკოპოსი ”ასწავებდა ქართველთა სჯულსა თვისსა. . .და `წვრილისა ერისაგან მოაქცია მრავალნი ცეცხლის მსახურებას”, და ამგვარად ”შეერია ქართლსა შინა ერსა ზედა წვრილსა ცეცხლის მსახურება”.

ცეცხლის თაყვანისმცემლებმა ნეკრესის ეკლესიის მახლობლად სალოცავი ააგეს, სადაც დღედაღამ ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. ისინი ტაძარში სალოცავად მისულ ქრისტიანებს აიძულებდნენ ცეცხლიათვის ეცათ თაყვანი.
საღმრთო შურით აღვსილმა ნეტარმა აბიბოსმა ნეკრესში დამკვიდრების შემდეგ მკაცრად გაილაშქრა მაზდეანობის წინააღმდეგ, დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებში, ჭეშმარიტებას ქადაგებდა, განამტკიცებდა ქართველებს სარწმუნოებაში, მთიანეთის წარმართ მოსახლეობას ქრისტეს რჯულზე მოაქცევდა. ”დალეწნა კერპნი და უღმრთოთა მათ არწმუნდა ქრისტე და ნათელი სცა მათ.” ქართველთა მღვდელმთავარმა სპარსელთა კერპი, ღმერთ-ცეცხლი შეურაცხჰყო. ”დაასხა მცირედ წყალი ხენეში და დაშრიტა იგი”.

ამ მოქმედებამ აღაშფოთა დამპყრობლები, სპარსელებმა შეიპყრეს აბიბოსი, ”ფრიად გვემეს კნინღა ვიდრემღა მოკლეს”. წამოიყვანეს ქართლისაკენ, როდესაც მცხეთას მიუახლოვდნენ, წმინდა მღვდელმთავარმა სვეტიცხოვლის ტაძარში ილოცა. მაშინ ევედრა მტარვალებს შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელებმა განუტევეს წმინდა აბიბოსი და მან იხილა ნეტარი ბერი. აქ საუბრის დროს  შიოსთვის უთქვამს: ”უსჯულონი ესე სპარსნი განძვინდეს ჩვენზედა ამპარტავნებითა თვისითა, რამეთუ დაიპყრეს სოფელი ესე ჩვენიო”. სულიერმა ძმებმა ერთად ილოცეს. ნეტარმა შიომ მრავალი სიტყვით განამტკიცა წმინდა აბიბოსი, რის შემდეგაც წმინდა მღვდელმთავარი სიხარულით შეუდგა თავის ღვაწლს. ამის შემდეგ მიჰგვარეს მარზიპანს ”ზენა სოფლად, რომელსა ჰქვიან რეხი” (შიდა ქართლში, რეხულას ხეობაში, სამთავის ჭალის ზემოთ).

KARIBCHE
განრისხებულმა მარზაპანმა მრისხანედ ჰკითხა მის წინაშე წარმდგარ ეპისკოპოსს: ”რაისათვის უარჰყავ უფლებაი მეფედ-მეფისაი და მოჰკალ ღმერთი ჩვენი?”
წმინდანმა უპასუხა: ”უწყებულ იყავნ შენდა, ვითარმედ ღმერთი არა მომიკლავს, ხოლო ცეცხლი დავშრიტე. არა არს ღმერთი იგი, არამედ სხვათა ბუნებათაგანი არს, ერთისა ნივთისაგან მცირედი ნაწილი, რომელთაგან აჰღმართა ღმერთმან სოფელი ესე. განსწორებით დაბადებულ არიან ნოტიაი, ცივი, ხმელი და ცეცხლი, რომელ ურთიერთისა მპყრობელობაი აქვს სიმრგვალესა მას შინა. აწ მიკვირს თქვენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხვილ გიჩნს მისი სახელის დებად ღმერთად, რომელსა ესოდენ სული აქუს”. განარისხა მარზპანი მღვდელმთავრის პასუხმა და წამება ბრძანა მისი. წმინდა მღვდელმოწამის წამება და აღსრულება მოხდა ქართლის კათოლიკოსის მაკარის (553-569) და ქართლის მეფის ბაკურ III-ის დროს.

წმინდა აბიბოსის საფლავთან მრავალი სასწაული და კურნებები აღესრულებოდა. მისი ნაწინასწარმეტყველებებიც ბერძენთა მიერ ჩვენი ქვეყნის დაპყრობისა და ურჯულო სპარსთა განდევნის შესახებ, მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე აღსრულდა. ქართლის ერისთავის სტეფანოზის დროს, კათოლიკოს თაბორის (629-634) სურვილით წმინდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და წმინდა ტრაპეზის ქვეს დაფლეს. აბიბოს ნეკრესელის ასეთმა შეუპოვრობამ და თავგანწირვამ დიდი როლი შეასრულა ეპარქიის გაძლიერებასა და სამწყსოს გაზრდის საქმეში. მისი დამსახურება კახეთის მთიანეთის მოსახლეობის გაქრისტიანებაში იმდენად დიდი ყოფილა, რომ მისი აღნიშვნა საჭიროდ მიუჩნევიათ XI საუკუნის მემატიანეებს ლეონტი მროველსა და ჯუანშერს.

KARIBCHEსაქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიამ წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი მღვდელმთავრის ხსენების დღედ დააწესა 29 ნოემბერი (ახალი სტილით 12 დეკემბერი).

ღვთის განგებით და წმინდა აბიბოს ნეკრესელის ზეციური ლოცვა-კურთხევით 1997 წლის შობის მარხვაში საუკუნეთა შემდეგ აღდგა ნეკრესის ეპარქია. 2000 წლის 7 იანვარს კი განახლდა და აღდგა ნეკრესის მამათა მონასტერი.

ქართველი ერი ყოველთვის ღირსეულ პატივს მიაგებდა წმინდა მღვდელმთავარს, აბიბოს ნეკრესელს და განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ მისი ხსენების დღეს. ნეკრესის მამათა მონასტერში არასდროს შენელებულა მლოცველი მრევლის მსვლელობა და მისი თაყვანისცემა. ამიტომაცაა, რომ დღესაც ასე დიდია წმინდა მღვდელმთავრის მეოხება მისდამი მვედრებელთა მიმართ. დღესაც მრავალ სასწაულს და შეწევნას იღებენ მისდამი მვედრებელი ქრისტიანენი.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat