ძველი სტილი
1 იანვარი
კვირა
ახალი სტილი
14 იანვარი
წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
მსგეფსი მსგეფსი
მართლისა იოსებ დამწინდველისა, დავით მეფისა - ფსალმუნთამთქმელისა და მოციქულისა იაკობისა - ძმისა უფლისა (გარდამავალია აღინიშნება შობის შემდგომ კვირას); ხსენება ბასილი დიდისა, კესარია-კაპადოკიის მთავარეპისკოპოსისა (378/379); წმიდისა ემელიასი, ბასილი დიდის დედისა (IV); გრიგოლ უფროსისა, ნაზიანზელი ეპისკოპოსისა, წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის მამისა (373/374); ღირსისა თეოდოსისა, ტრიგლიელი იღუმენისა (VIII); მოწამისა პეტრე ტრიპოლიცელისა (1776). წმ. პეტრე აღმსარებლისა (ხმალაძე, XIX); წმინდა მოწამე ბასილი ანკვირელი (+362 წელი); წმინდა მოწამე თეოდოტი; წმინდა მოწამე ტელემაქე წმინდა ფულგენტიუსი, რუსპიელი ეპისკოპოსი; წმინდა ელვანი და წმინდა მიდვინი ბრეტონელები († II ს ბოლოს; კელტ.და ბრიტ.); ღირსი ევგენდი (უაიენი) კონდატის მონასტრის წინამძღვარი (†510; გალ); ღირსი ფანხეი კილანელი († დაახ.585; კელტ. და ბრიტ.); ღირსი კონნატი (კომნატანი), კილდარის იღუმენი († დაახ.590; კელტ. და ბრიტ.); ღირსი მელრისა ბარდსიელი (VI ს; კელტ. და ბრიტ.); ღირსი კუანა ირლანდიელი (VI; კელტ. და ბრიტ.); ღირსი კლარუს ვიენელი იღუმენია († დაახლ.660; გალ.); ღირსი კლარუს ზელიგანტადელი (†1043);წმინდა ათანასი პოლტაველი, მოგილევის და პოლოცკის ეპისკ. (†1801); ღირსმოწამე იერემია (ლეონოვი, †1918); მღვდელმოწამენი პლატონი (კულბუში), რეველის ეპისკ. და ხუცესნი მიხეილი (ბლეივე) და ნიკოლოზი (ბეჟანიცკი) (†1919); მღვდელმოწამენი ალექსანდრე (ტრაპიცინი) სამარის მთავარეპისკოპოსი , და ხუცესნი იოანე სმირნოვი, ალექსანდრე ივანოვი, იოანე სულდინი, ალექსანდრე ორგანოვი, ტროფიმე მიაჩინი, ვიაჩესლავ ინფანტოვი, ვასილი ვიტევსკი, იაკობ ალფეროვი (†1938) (რუს); ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "შენ ხარ ვენახი" (ადგილობრ.)

დღის ლოცვა
წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
ტროპარი:
რომელი საყდართა ზედა ცეცხლის ფერთა მაღალთა შინა მჯდომარე იყავ თანა დაუსაბამოსა მამისა და სულისა წმიდისა, სათნო იყავ შობად ქუეყანასა ზედა ქალწულისა უქორწინებელისა დედისა შენისაგან, იესუ, ამისთვისცა მერვესა დღესა წინა-დაცვეთა თავს იდევ, ვითარცა კაცმან. დიდება სახიერსა განზრახვასა შენსა, დიდება განგებულებასა შენსა, დიდება გარდამოსლვასა შენსა, მხოლოო კაცთმოყვარე.

კონდაკი: უფალი ყოველთა და მეუფე წინა-დაცვეთასა თავს იდებს, და კაცთა ცთომასა ვითარცა სახიერი განკვეთს, და მისცემს მაცხოვარებასა დღეს სოფელსა, ხოლო იხარებს მაღალთა შინა, მაღლისა მღუდელ-მთავარი და ნათლით შემოსილი, საღმრთო მესაიდუმლე ქრისტესი ბასილი.
წმინდა ბასილი დიდის კონდაკი
ვითარცა მართლმადიდებლობისა ქადაგსა და მოღუაწესა და ეკლესიისა სიმტკიცესა, გადიდებთ შენ ბაბილა დიდებულო, დღეს განათლებულნი, სოფელსა შინა აღვასრულებთ დიდებასა და ქებასა შენსა, არამედ ვითარცა გაქუს კადნიერებაი უფლისა მიმართ, დაგვიფარენ ქრისტეს მიმართ ვედრებითა სენითა, ჰოი მრავალმოღუაწე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
20 მაისს არის ხსენება ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფისა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა, ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler