წმინდა მღვდელმთავარი ათანასე (ვოლხოვსკი), პოლტაველი (1741 - 1801) – 01 (14) იანვარი.
წმინდა მღვდელმთავარი ათანასე (ვოლხოვსკი), პოლტაველი (1741 - 1801) – 01 (14) იანვარი.
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს); 27 სექტემბერს კანონიზაციის დღეს (პოლტავა) და პოლტაველ წმინდანთა კრებულში (უკრ.).

ერისკაცობაში თეოდორე ვოლხოვსკი დაიბადა 1741 წელს პოლტავაში, პოლტაველი დეკანოზის ოჯახში. ის იყო ტვერის, შემდეგ კი როსტოვის ეპისკოპოს ათანასეს (ვოლხოვსკის) ძმისშვილი და მოწაფე.

დაამთავრა ტვერის სასულიერო სემინარია, 1765 წელს კიევის აკადემია. მღვდლად მსახურობდა მშობლიური ქალაქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1769 წლის 1 ოქტომბერს, მან მონაზვნის აღთქმა დადო ჩერნიგოვის მახლობლად მდებარე ბოლდინსკის წმინდა ილიას სახელობის მონასტერში, ეწოდა ათანასე, კონსტანტინოპოლის პატრიარქის წმინდა ათანასე ლუბენსკის პატივსაცემად. 1770 წლიდან წმიდანმა სხვადასხვა მორჩილება აღასრულა ჩერნიგოვის საკათედრო ტაძარში და წმინდა სამების მონასტერში.

1777 წლიდან - კირილოვის ბელოზერსკის მონასტრის იღუმენია.

1783 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა ვიაჟიშჩის ნოვგოროდის მონასტრის არქიმანდრიტად.

1785 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა ნოვგოროდის იურის მონასტრის წინამძღვრად.

1788 წლის 30 ივლისს აკურთხეს სტარორუსკის ეპისკოპოსად, ნოვგოროდის ეპარქიის ვიკარად.

1795 წლის 5 მარტს, თავად ა.ა. ბეზბოროდკოს თხოვნით, იგი გადაიყვანეს მოგილევისა და პოლოცკის განყოფილებებში. მოგილევში დანიშვნა მოხდა დასავლეთ ბელორუსის რუსეთის მიერ ანექსიისთანავე, რის შედეგადაც ყოფილ უნიატთა დიდი ნაწილი კვლავ გაერთიანდა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. უნიატთა მართლმადიდებლობაში დაბრუნება (ამის მოწოდებას შეიცავს მისი "პასტორალური შეგონება უნიატებს"), რომის კათოლიციზმის წინააღმდეგობა და მართლმადიდებლური თემების საეკლესიო ცხოვრების აღდგენა იყო წმინდანის მღვდელმთავრული მოღვაწეობის მთავარი ამოცანა. მისი მოღვაწეობის პერიოდში, სამრევლო ეკლესიებსა და ბუინიცკის მონასტერში საეკლესიო დღესასწაულებზე დაწესდა ეპისკოპოსთა მსახურება და ცდილობდა ლიტურგიკული დისციპლინის განმტკიცებას. მის დროს გაუქმდა მოგილევის საძმო და შკლოვსკის მონასტრები. ეპისკოპოსმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მოგილევის სასულიერო სემინარიას, სადაც შეიტანა თავის მიერ შექმნილი სწავლების მეთოდი. 1795 წლის 31 ოქტომბერს მისი ბრძანებით შეიქმნა სემინარიის ზედამხედველობის "კანტორა".

ეპისკოპოს ათანასეს ბევრმა ქმედებამ, გამოხატული გადაჭარბებული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მართლმადიდებლური თემების ტრადიციების არასაკმარისი ცოდნით, გამოიწვია უკმაყოფილება და ზოგჯერ ღია პროტესტი. შეცდომები დაშვებულ იქნა უნიატების მართლმადიდებლობაზე მოქცევისასაც, რის გამოც უნიატებმა ქალაქ სენოში გააპროტესტეს. მეუფის ქმედებები იყო მოგილევის თავადაზნაურობისგან პეტერბურგში გაგზავნილი საჩივრების მიზეზი. ამან ხელი შეუწყო რომაული კათოლიკური სამღვდელოების პოზიციის განმტკიცებას, რომლებმაც ეპისკოპოსის შეცდომები თავის სასარგებლოდ აქციეს. ყოველივე ეს გახდა ეპისკოპოსის გადაყენების მიზეზი. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეპისკოპოსის კათედრიდან გადაყენება იყო კათოლიკური თავადაზნაურობის ინტრიგების შედეგი, რომლებმაც შემდეგ მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავეს დასავლეთ რუსეთის მიწებზე და კავშირი ჰქონდათ დედაქალაქის სასამართლო წრეებთან. ერთმა უღირსმა დეკანოზმა ხარკევიჩმა გააგზავნა საჩივარი სინოდში, სადაც მას ადანაშაულებდა "მრუშობაში, გამოძალვაში,სატაბელო დღეების დაუცველობასა და სხვა არანაკლებ მძიმე დანაშაულებში". იმპერატორ პავლეს 1797 წლის 27 აგვისტოს ბრძანებულებით იგი გადაიყვანეს ეპარქიიდან და გაგზავნეს მგარსკის ფერისცვალების მონასტერში მონასტრის მართვის უფლების გარეშე. პარალელურად ეპისკოპოსს საიმპერატორო ბრძანებულებით პენსია მიენიჭა.

1800 წელს, ნერვული აშლილობის დროს, იგი გადავიდა ნათესავებთან პოლტავაში, საიდანაც სინოდის ბრძანების მიუხედავად აღარ დაბრუნებულა მონასტერში. გარდაიცვალა 1801 წლის 1 იანვარს პოლტავაში.

1882 წელს პოლტავას მომავალმა მღვდელმთავარმა ილარიონმა (იუშენოვი) პწმინდა ათანასეს საფლავის დათვალიერებისას აღმოაჩინა, რომ მისი სხეული უხრწნელი იყო. ამის შესახებ შეატყობინეს წმიდა სინოდს, საიდანაც მოჰყვა ბრძანება: საფლავიდან კუბო ამოეღოთ და საძვალეში ეკლესია აეშენებინათ, სადაც მისი ნეშტი დასვენდებოდა და იქ აღასრულებდნენ პანაშვიდებს ოფიციალურ კანონიზაციამდე.

წმინდა ნაწილებისგან მომხდარი მრავალი განკურნებისა და სასწაულის გათვალისწინებით, კანონიზაციისთვის მასალები სწრაფად მომზადდა. წმიდა ათანასეს სახელი შეტანილია გამოსაცემად მზადდება პოლტავის პატერიკონში. 1917 წელს რუსეთის ეკლესიის კრების შემდეგ იგეგმებოდა მისი წმინდანად შერაცხვა, მაგრამ ამას ხელი შეუშალა გადატრიალებამ და შემდგომმა სამოქალაქო ომმა.

პოლტავას მონასტერში ჯვრის ამაღლების ტაძრის იატაკის ქვეშ დაკრძალული წმინდა ნაწილები 1923 წელს ამოიღეს და გადაიტანეს ადგილობრივ ისტორიულ მუზეუმში, როგორც ათეიზმის მუზეუმის ექსპონატი. გერმანული ოკუპაციის დროს სიწმინდე დაუბრუნდა მონასტრის საზოგადოებას და კვლავ დაკრძალეს ჯვრის ამაღლების საკათედრო ტაძრის იატაკის ქვეშ.

2010 წლის 28 მაისს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, იგი წმინდანად შერაცხეს პოლტავას ეპარქიის ადგილობრივ პატივცემულ წმინდანებს შორის, როგორც წმინდა ათანასე, პოლტავას საკვირველმოქმედი. იმავე წლის 2 ივნისს მისი უხრწნელი ნაწილები იპოვეს და დაასვენეს პოლტავას ჯვართამაღლების სახელობის დედათა მონასტრის საძვალეში. 2013 წლის 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის სინოდმა ასევე დააწესა მისი ადგილობრივი ხსოვნის მეორე დღე, 27 სექტემბერი, კანონიზაციის დღე.

2017 წლის 30 ნოემბერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებამ აკურთხა საეკლესიო თაყვანისცემა წმინდა ათანასე პოლტაველისა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat