28.03.2024
ღირსი იღუმენია ფანხეა კილანელი, როსორელი (Fanchea, Fainche) მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ ადრექრისტიანულ ირლანდიაში.
დიდებულის ოჯახში დაიბადა, მაგრამ უარი თქვა საერო ცხოვრებაზე და თავისი დის დარენის დახმარებით ლოხ-ერნის ტბის პირას როსოროს მონასტერი დაარსა და მისი პირველი წინამძღვარი გახდა.
იგი სულთა დამოძღვრის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. ერთი ლეგენდის თანახმად, ის იყო კლოჰერის ნათესავი, რომელმაც დაარწმუნა მისი ძმა, წმინდა ენდი, ბერად შემდგარიყო; სხვა ვერსიით, ფანხეიამ თავად მოაქცია ძმა ქრისტესკენ, შთააგონა დაეტოვებინა მეომრის ცხოვრება და ბერობა აერჩია. სწორედ წმინდა ენდის მონათხრობის წყალობით ვიცით ღირსი ფანხეიას შესახებ
მან ღრმა ასაკამდე მიაღწია და მშვიდად შეისვენა. იგი დაკრძალეს კილანში.