წმინდა ტელემაქეს მარტვილობაზე მოგვითხრობს ნეტარი თეოდორიტე კირელი (Vს):
"...ჰონორიუსმა, რომელიც მეფობდა ევროპაში, გააუქმა რომში გლადიატორების ტრადიციული ორთაბრძოლები და ეს გააკეთა შემდეგი მიზეზის გამო: იყო მაშინ ვიღაც ტელემაქე, რომელსაც უყვარდა ასკეტური ცხოვრება. გარკვეული მიზნით, ჩავიდა რომში ზუსტად იმ დროს, როცა ეს საძულველი სანახაობა ხდებოდა, ის თვითონ შევიდა მოედანზე და ჩასვლისას ცდილობდა შეეჩერებინა მებრძოლები, რომლებიც ერთმანეთს იარაღით ერკინებოდნენ. მაგრამ სისხლისღვრის მაყურებლები ამით გააღიზიანდნენ და დემონური მძვინვარებით აენთნენ, რომელიც ხარობს ადამიანის სისხლისღვრით და ჩაქოლეს მშვიდობისათვის მებრძოლი. ამის შესახებ საკვირველმა მეფემ რომ შეიტყო, ბრძანა ტელემაქემ მოწამეთა დასში შეერაცხათ და გააუქმა ეს უწმინდური სანახაობა".
ბერძნული ცხოვრების მიხედვით მოწამეობრივად გლადიატორის მახვილით აღესრულა. მღვდელმთავარ ადო ვენელის "მარტიროლოგიის" მიხედვით, წმინდა ტელემაქე რომის პრეფექტ ალიპის ბრძანებით გლადიატორებმა მოკლეს.
ეს მოვლენა მოხდა 404 წლის პირველ იანვარს. მისი მოწამეობის ადგილად ტრადიციულად კოლიზეუმი ითვლება.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი