წმინდა პლატონი იხსენიება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონელ წმინდანთა კრებულში), რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში და პეტერბურგელ წმინდანთა კრებულში.
ერისკაცობაში პავლე კულბუში, დაიბადა 1869 წლის 13 ივლისს სოფელ პუცი-კიპუში, ლივონიის გუბერნიაში. მისი მამა, პეტრე კულბუში, იყო მედავითნე და რიგის ეპარქიის აროსარის (არუსაარი) ეკლესიის სამრევლო სკოლის მასწავლებელი.
1880 წელს პავლე ჩაირიცხა რიგის სასულიერო სასწავლებელში, ოთხი წლის შემდეგ კი სემინარიაში შევიდა.
1890 წელს დაამთავრა რიგის სასულიერო სემინარია პირველი თანრიგით და, როგორც დამამთავრებელი კლასის საუკეთესო სტუდენტი, სახელმწიფო ხარჯით სასწავლებლად გააგზავნეს პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში.
1894 წელს დაამთავრა აკადემია პირველი კატეგორიის თეოლოგიის კანდიდატის ხარისხით.
1894 წლის 5 დეკემბერს აკურთხეს მღვდლად პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში და დანიშნეს პეტერბურგის ესტონეთის მართლმადიდებლური სამრევლო წინამძღვრის თანამდებობაზე, რომელიც დაარსდა სინოდის 1894 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულებით. პავლე კულბუშმა, რომელიც ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტი და რელიგიური და მორალური განათლების საზოგადოების წევრი იყო, დიდი ძალისხმევა და ყურადღება დაუთმო პეტერბურგში ესტონური დიასპორის ცხოვრებისა და სულიერი ცხოვრების ორგანიზებას.
ახალი მართლმადიდებლური ესტონური მრევლისთვის ღვთისმსახურება ჩატარება მალოკოლომენსკაიას აღდგომის ეკლესიის სარდაფში მოუხდათ. დაიწყო საკუთარი ეკლესიის, სამრევლო სახლის ასაშენებლად და ესტონური სამრევლო სასწავლებლის დასაარსებლად სახსრების შეგროვების ხანგრძლივი პერიოდი. ამ საკითხში ახალგაზრდა რექტორს დიდი დახმარება გაუწია დეკანოზმა იოანე სერგიევმა (როგორც მორალური, ისე მატერიალური).
1898 წლის 21 ოქტომბერს, ეკატერინეს არხზე (ახლანდელი გრიბოედოვის არხი) 75-ე სახლში, გაიხსნა ესტონური ორკლასიანი სამრევლო სკოლა. მისი დირექტორი, ვიდრე ეპისკოპოსად კურთხევამდე, დარჩა მისი შემოქმედი,- მამა პავლე კულბუში. თავად ის და სხვა სასულიერო პირები გაკვეთილებს უფასოდ ატარებდნენ. სკოლაში იყო პატარა სკოლა-ინტერნატი, ყველაზე ღარიბი მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ საკვებით.
1898 წლის 29 ნოემბერს მამა პავლეს ინიციატივით პეტერბურგში, წმინდა მოწამე ისიდორე იურიევსკის სახელობის ესტონური საძმო დაარსდა. მისი მიზანი იყო ესტონური მართლმადიდებლური სამწყსოს ზრდასა და სულიერ გაძლიერებაზე ზრუნვა, სულიერი ლიტერატურის ესტონურ ენაზე გამოცემა და გავრცელება, ბიბლიოთეკების დაარსება, გაჭირვებულთა დახმარება და სამრევლო ეკლესიის აშენება.
მამა პავლეს მოღვაწეობა მართლაც მრავალმხრივი იყო და გასცდა თავისი მრევლისა და საძმოს საზღვრებს. ის იყო ქალაქში ცნობილი მქადაგებელი, რომლის ქადაგებები რეგულარულად ქვეყნდებოდა "სანკტ-პეტერბურგის სულიერ მაცნეში", გახლდათ სამართლის მასწავლებელი ლიტეინის ქალთა გიმნაზიაში და ეკავა არაერთი ადმინისტრაციული თანამდებობა ეპარქიაში, კერძოდ, ის მუდმივად ირჩეოდა კომისიის წევრად, რომელიც ამზადებდა ეპარქიის სამღვდელოების ყოველწლიურ ყრილობებს. თანამედროვეთა მოწმობით, დახვეწილი და ღრმად განათლებული ადამიანი, მგრძნობიარე, ნაზი და მეგობრული, ფართო შეხედულებებს და იუმორის გრძნობას უთავსებდა მუდმივ სულიერ კონცენტრაციასა და რელიგიურ მონდომებას, ამიტომ მამა პავლე კულბუში უყვარდა არა მხოლოდ თავისი ესტონურ სამწყსოს, არამედ პეტერბურგის საზოგადოების სხვადასხვა ფენაშიც.
1903 წლის 5 და 6 იანვარს რუსეთის იმპერიის ყველა ეკლესიაში გამოცხადდა განცხადება სანკტ-პეტერბურგში მღვდელმოწამე ისიდორე იურიევსკის სახელზე ესტონური მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად შემონაწირების შეგროვების შესახებ. მამა პავლეს შუამდგომლობით, პეტერბურგის საქალაქო დუმამ ესტონეთის მრევლს შესწირა ეკლესიისა და სამრევლო სახლისთვის მიწის ნაკვეთი, ხოლო არქიტექტორმა ა.ა. პოლეშჩუკმა შეასრულა ყველა შენობის პროექტი და ესკიზები უფასოდ.
1903 წლის 20 აპრილს მოხდა ეკლესიის მშენებლობის ადგილის კურთხევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო წმინდა იოანე კრონშტადტელმა. 1907 წლის 23 სექტემბერს აკურთხეს თვით ორსართულიანი ეკლესია, რომელშიც ღვთისმსახურება ესტონურად აღესრულებოდა. ტაძრის კურთხევაში მონაწილეობა მიიღო კრონშტადტის მწყემსმაც, რომელიც მთელი გულით თანაუგრძნობდა ესტონეთის მართლმადიდებლობის განმტკიცებას. ტაძარის გვერდით იდგა შენობა კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობებისთვის, ასევე პატარა სასტუმრო პეტერბურგში ჩასული ესტონელებისთვის.
მამა პავლე იყო სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის თორმეტი ესტონური სამრევლოს კეთილმოწესე. მას არაერთხელ შესთავაზეს საეპისკოპოსო კათედრა სხვადასხვა ეპარქიაში, მაგრამ ის ყოველთვის უარს ამბობდა, რადგან სურდა ემსახურა მშობლიური ესტონელი ხალხისთვის.
1917 წლის 8 აგვისტოს იურიევში (ტარტუ) გაიმართა რიგის ეპარქიის სხდომა, რათა აერჩიათ წარმომადგენლები სრულიად რუსეთის ადგილობრივ საბჭოში. ამ კრებაზე წამოაყენეს წინადადება ეპარქიაში რეველის საქორეპისკოპოსოს ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც მოიცავდა ესტონეთის ყველა სამრევლოს და ქორეპისკოპოსის კათედრაზე წამოყენებული იქნა მამა პავლე კულბუშის კანდიდატურა. ამ წინადადებას სრული მოწონება მოჰყვა საბჭოსა და მასზე არჩეულ პატრიარქ ტიხონის მხრიდან, რომელიც პირადად იცნობდა დეკანოზ პავლეს. აი, წმინდა ტიხონის აზრი მასზე: "ჩვენს ბნელ დროში, უღმერთო მმართველთაგან, ვერავინ შეძლებს აიძულოს მამა პავლე უღალატოს სარწმუნოებას".
მამა პავლე მონაზვნად აღიკვეცა პლატონის სახელით.
1917 წლის 31 დეკემბერს ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში, პეტერბურგის მიტროპოლიტმა ბენიამინმა და პეტერბურგის ეპარქიის ქორეპისკოპოსმა, ლუჟას ეპისკოპოსმა არტემიმ მამა პლატონი აკურთხეს რეველის(ტალინი) ეპისკოპოსად.
ეპისკოპოს პლატონს მაშინვე დაევალა მთელი რიგის ეპარქიის დროებითი მართვა. იგი გულმოდგინედ შეუდგა სამრევლო ცხოვრების აღდგენას, რომელიც რევოლუციური ჯანყის დროს არეულ-დარეულობაში იყო ჩავარდნილი. ეს იყო საშინელი დრო: ძარცვებმა, ძალადობამ და მკვლელობებმა შიში და სასოწარკვეთა შემოიტანა მოქალაქეთა ცხოვრებაში, ადამიანებს ხვალინდელი დღის აღარ სჯეროდათ და სჭირდებოდათ სულიერი გამხნევება და ნუგეში. პირველი მსოფლიო ომი გრძელდებოდა. ბალტიისპირეთის ქვეყნები გერმანიის ჯარებმა დაიკავეს. საოკუპაციო ხელისუფლებამ ეპისკოპოს პლატონს სამრევლოების მონახულება შეუშალა და რკინიგზით მგზავრობაც შეუძლებელი გახდა. სამი ადამიანის თანხლებით, ნაწილობრივ ცხენით, ნაწილობრივ ფეხით, ეპისკოპოსმა მოინახულა თავისი სამრევლოების უმეტესობა ესტონეთსა და ლატვიაში, "სადაც, თვითმხილველების თქმით, მისმა გულწრფელმა ღვთისმსახურებამ და ამაღელვებელმა ქადაგებებმა მხნეობა შეიტანა სამწყსოს გულებში. ეპისკოპოსი მტკიცედ იცავდა მისთვის მინდობილი ეპარქიის ინტერესებს საოკუპაციო ხელისუფლების წინაშე.
მიუხედავად იმისა, რომ 1918 წლის ნოემბერში იგი ესპანური გრიპის მძიმე ფორმით დაავადდა, და გაურთულდა (პნევმონია), ავადმყოფი ეპისკოპოსის გარშემო ეკუმენური წრე ჩამოყალიბდა; მასთან საკონსულტაციოდ მოდიოდნენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ არამართლმადიდებლებიც და სხვა სჯულისანიც.
1918 წლის 22 დეკემბერს ბოლშევიკებმა აიღეს ქალაქი ტარტუ.
1919 წლის 2 იანვარს ეპისკოპოსი პლატონი ქალაქის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად (ბოლშევიკური დიქტატურის სულ რაღაც 24 დღეში დააპატიმრეს 500-ზე მეტი ადამიანი) დააპატიმრეს ქუჩაში საკრედიტო ბანკის (კომპანია) შენობაში ჩაამწყვდიეს. ციხედ ქცეულ შენობაში პატიმრები ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ და ეპისკოპოს პლატონს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გამოჯანმრთელებულა ავადმყოფობისგან, განსაკუთრებით ამცირებდნენ და დასცინოდნენ.
1919 წლის 14-15 იანვრის ღამეს ტარტუ თეთრებმა ბრძოლით დაიბრუნეს. მაგრამ, უკან დახევისას წითელმა ესტონელმა კომისრებმა კულმა, რიაცეპმა და ოტერმა პატიმრებიდან ნაჩქარევად შეარჩიეს 20 კაცი - მათ შორის ეპისკოპოსი პლატონი, დეკანოზები მიხაილ ბლეივი და ნიკოლაი ბეჟანიცკი - წაიყვანეს სარდაფში და სასტიკად მოკლეს. ზოგიერთი მოკლულის ცხედარი სასტიკად დასახიჩრებული იყო. ეპისკოპოს პლატონის სხეულზე აღენიშნებოდა 7 ხიშტისა და 4 ცეცხლსასროლი ჭრილობის კვალი, მათგან ერთ-ერთი ასაფეთქებელი ტყვიით პირდაპირ მარჯვენა თვალში მოერტყათ, თავის უკანა ნაწილი თოფის კონდახით იყო გახვრეტილი. მისი იდენტიფიცირება მხოლოდ მკერდზე მიმალული პანაღეათი მოხდა.
მოწამეთა პანაშვიდი შედგა 1919 წლის 18 იანვარს ქალაქ იურიევის მიძინების ტაძარში; 31 იანვარს ეპისკოპოს პლატონის ცხედარი რეველში გადაასვენეს. 9 თებერვალს მეუფე დაკრძალეს იმავე ფერისცვალების ტაძრის მარცხენა ეკვდერში, სადაც თითქმის ერთი წლის წინ მისი პირველი საეპისკოპოსო წირვა გაიმართა.
1929 წელს ტაძრის ეზოში აღიმართა ეპისკოპოს პლატონის ბიუსტი, ხოლო 1931 წლის 17-18 თებერვალს გაიმართა მის საფლავზე აგებული მარმარილოს სარკოფაგის საზეიმო კურთხევა რომელიც აშენდა ესტონეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრებით და შეგროვილი შემოწირულობით.
2000 წლის აგვისტოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებაზე იგი წმინდანად შერაცხეს რუსეთის სხვა წმინდა ახალმოწამეებთან და აღმსარებლებთან ერთად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი