დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
შესავალი
მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სამყარო შეიძლება უშველებელ, ბრძნულად ორგანიზებულ და მდიდრულად მოკაზმულ ნაგებობას შევადაროთ. წინამდებარე მასალაში საუბარი იქნება ამ ნაგებობის "ძირითადი მზიდი კონსტრუქციების" და მათი "გამაერთეანებელი კვანძების" შესახებ; ვეცდებით გავერკვეთ "ნაგებობის" ერთიანობის ძირითად პრინციპებში და ამ გზით - მკითხველს საღვთისმეტყველო სივრცეში მეტ-ნაკლებად ორიენტირების საშუალება მივცეთ.

მართლმადიდებლური კატეხიზმო
სიტყვა "კატეხიზმო" ბერძნული ზმნიდან მომდინარეობს და "ვინმესთან საუბარს", "ზეპირ დარიგებას", "სწავლებას", "გამოქვეყნებას", "გახმოვანებას", "განცხადებას" გულისხმობს.

დასაწყისში "კატეხიზმოდ" იწოდებოდა ქრისტიანული რწმენის საფუძვლების ზეპირი სწავლება. მოგვიანებით ამ სიტყვის გამოყენება წერილობით მითითებებზეც გავრცელდა. ამგვარად გადაიქცა "კატეხიზმოდ" ქრისტიანული სარწმუნოებრივი მოძღვრების ამსახველი ლიტერატურის სახელწოდებად.

"ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმოს" მიხედვით, "მართლმადიდებლური კატეხიზმო არის ქრისტიანული რწმენის მართლმადიდებლური მოძღვრება, რომელიც ყოველ ქრისტიანს ღვთის სადიდებლად და სულის გამოსახსნელად ექადაგება".

რწმენის რაობა
ა) უწინარეს ყოვლისა რწმენა გულისხმობს ცალკეული, ისეთი მდომარეობების ჭეშმარიტებაში დარწმუნებულობას, რომლებიც ლოგიკურად და ექსპერიმენტულად შეუძლებელია იქნეს დამტკიცებული.

ქრისტიანულ რელიგიაში რწმენა, უწინარეს ყოვლისა, ღვთის და სულიერი სამყაროს არსებობას და ღმერთის მიერ განცხადებული აღთქმების აღსრულებას გულისხმობს. მოციქული პავლე ასე განმარტავს რწმენის რაობას: "ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა" (ებრ. 11:1).

"ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმოს" მიხედვით, ეს ნიშნავს "უხილავის ხილულის მსგავს უეჭველობას, ხოლო სასურველისა და მოსალოდნელის ნამდვილობას".

სწორედ ასეთი რწმენაა რელიგიური ცხოვრების საფუძველი, "რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ" (ებრ. 11:6).

ბ) რწმენად იწოდება თავად რწმენის საგანიც, ანუ ის უშუალო სწავლება, რომლის ნამდვილობაშიც ადამიანი დარწმუნებულია. ამ მნიშვნელობით იყენებს მოციქული პავლე სიტყვა "რწმენას", როდესაც საუბრობს ადამიანებზე, რომლებმაც "უარყვეს უწინდელი რწმენა" (1 ტიმ. 5:12) და მათზეც, ვინც "რწმენაში უმეცარნი" არიან (2 ტიმ. 3:8). ამ თვალსაზრისით შეიძლება საუბარი ქრისტიანულ, მუსულმანურ, იუდეურ და სხვა რწმენაზეც.

ვ) ბიბლიური ღმერთი აბსტრაქტული პირი არ არის, ის ცოცხალი, ისეთი თავისუფალი - მოაზროვნე პიროვნებაა, რომელთანაც ადამიანს შეიძლება უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს და შინაგანი რწმენით მას საბოლოოდ დაუკავშირდეს. რწმენა გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ღვთის მადლი, რწმენის საშუალებით მკვიდრობს ჩვენს გულებში იესო ქრისტე (ეფ. 3:17). ქრისტიანს თავისი რწმენის საწყისშივე პიროვნება სწამს და არა რაიმე დოქტრინა, ამიტომ ქრისტიანს არ შეუძლია მხოლოდ ქრისტიანული სწავლების ფორმალური აღიარებით შემოიფარგლოს. XX საუკუნის ცნობილი ღვთისმეტყველის ვლადიმერ ლოსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, "რწმენა ფსიქოლოგიურ მდგომარეობად არ უნდა მივიჩნიოთ", ეს არის ღმერთსა და ადამიანს შორის შინაგანად ობიექტური, ონთოლოგიური კავშირი" (ანუ ყოფითი ურთიერთობა-ო. დ.).

სუბიექტური თვალსაზრისით ასეთი რწმენა, უწინარეს ყოვლისა, არის ნდობა, რომელიც ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტებად აღიარებასა და ღმერთის მთელი შესაქმისადმი მინდობაში ვლინდება.

"ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ" (რომ. 4:3).

აბრაამის სიმართლეში ის იგულისხმება, რომ მან ღმერთის არსებობა უბრალოდ კი არ აღიარა - ამაში აბრაამი მანამდეც იყო დარწმუნებული, არამედ მისი სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ის მიენდო და თავისი ნება სრულად დაუქვემდებარა უფალს.

ღმერთს მინდობა, მისი ნებისა და მცნებების აღსრულება ადამიანში ღვთის ერთგულების სურვილს ბადებს. სულიერი განვითარების საწყის დონეზე ღვთის ნების ერთგულება შეიძლება სასჯელის შიშით ან გარკვეული ჯილდოს დამსახურების სურვილით იყოს გამოწვეული. თუმცაღა ადამიანში არც შიშს, არც ანგარებას არ შეუძლია გამოიწვიოს მაღალი ზნეობრიობის ერთგულება და ამიტომ ასეთი მიზნები შეუსაბამოა ქრისტიანობაში სრულყოფისათვის. ასეთი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ "სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა" (კოლ. 3:14).

"ღმერთი სიყვარულია" (1 იოან. 4:8; 16), ღმერთის რწმენა - სიყვარულს აძლიერებს და ადამიანი ძლიერი სიყვარულით ერწყმის ღმერთს - სიყვარულს, ხოლო სიყვარული ბადებს მის მიმართ ერთგულებას, ვინც გიყვარს. უფალი ბრძანებს:

"თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი" (იოან. 14:15);

"ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას" (იოან. 14:23);

ამასვე გულისხმობს მოციქული პავლე, როდესაც ახსენებს "რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით" (გალ. 5:6).

გ) ამრიგად, ქრისტიანული რწმენა არ შეიძლება განიხილებოდეს არც როგორც მხოლოდ ჭეშმარიტი სწავლება, არც როგორც სულიერი მდგომარეობა და არც მხოლოდ ადამიანის პირადი ურთიერთობა ღმერთთან. შეიძლება ითქვას, რომ რწმენა არის გარკვეული ცხოვრების წესი. ერთი მხრივ, მისი შინაარსი მიმართულია ღმერთთან ურთიერთობისკენ და განღმრთობისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს ღვთის ნების აღსრულებას და პიროვნული ცხოვრების იმ ღვთაებრივი გეგმის შესაბამისობაში მოყვანას, რაც უფლის მიერ ადამიანთან მიმართებით თავიდანვე იყო დადგენილი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat