დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
3. წმინდა გადმოცემისა და წმინდა წერილის ურთიერთმიმართება
3.1. წმინდა გადმოცემისა და წმინდა წერილის წინარეობა
ნათელია, რომ წმინდა გადმოცემა, წმინდა წერილზე ხანიერია. ვრცელ კატეხიზისში ვკითხულობთ: ზეპირი გადმოცემა "ღვთაებრივი გამოცხადების გავრცელების უძველესი საშუალება იყო... ადამიდან მოსემდე წმინდა წიგნები არ იწერებოდა. თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ თავისი ღვთაებრივი სწავლება მოწაფეებს ცოცხალი მაგალითებისა და ზეპირი სიტყვის საშუალებით გადასცა. ასევე ზეპირი სიტყვით და არა წიგნებით ავრცელებდნენ რწმენას და ამკვიდრებდნენ ეკლესიას მოციქულები".

ახალი აღთქმის კანონის ფორმირების პროცესში წმინდა გადმოცემა ამა თუ იმ წიგნის შინაარსის ნამდვილობის ავტორიზებული დამოწმების საშუალებას წარმოადგენდა. ამ პრინციპით, მრავალი წიგნიდან, რომელიც კანონის ნაწილად მოიაზრებოდა, ეკლესიამ ღვთივსულიერად მხოლოდ მცირეოდენი მიიჩნია, ხოლო სხვები, როგორც შეთხზულები, უარყო. კრიტერიუმს, რომლის საფუძველზეც შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა, წმინდა გადმოცემა წარმოადგენდა. "ღმერთის შესახებ ცოდნის პირველწყარო არც ქრისტოლოგიურია... და არც ლოგიკური (რადგან წმინდა წერილის კანონს სულიწმიდით მომქმედი ეკლესია ადგენს და ამტკიცებს). სინამდვილის ასეთ ფონზე აშკარად ვლინდება პროტესტანტებისა და სექტანტების პოზიციების უსაფუძვლობა, რომლებიც ვერ ეგუებიან ეკლესიის ავტორიტეტს, მის გადმოცემას და ცდილობენ, საკუთარი პოზიციები მხოლოდ წმინდა წერილზე ააგონ. წმინდა წერილი არ არის ღვთისშემეცნების ერთადერთი და თვითკმარი წყარო", - ვკითხულობთ დეკანოზ ა. კნიაზევთან.

3.2. წმინდა გადმოცემა და წმინდა წერილი, როგორც ორი დამოუკიდებელი სარწმუნოებრივი დოქტრინა (ლათინური სქემა)
ისმის კითხვა: არის წმინდა წერილი ღვთაებრივი გამოცხადების დამოუკიდებელად, წმინდა გადმოცემისგან განსხვავებულად, შემნახავი და გამავრცელებელი სარწმუნოებრივი წყარო, თუ წმინდა წერილი წმინდა გადმოცემის სტრუქტურული ნაწილია? მეორე შემთხვევაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა ადგილი უკავია წმინდა წერილს წმინდა გადმოცემის სტრუქტურაში.

XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში რუსულ საღვთისმეტყველო მეცნიერებაში მიიჩნეოდა, რომ წმინდა წერილი და წმინდა გადმოცემა ღვთაებრივი გამოცხადების შენახვისა და გავრცელების ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, განსხვავებულ და ურთიერთშემავსებელ ორ დოქტრინულ წყაროს წარმოადგენდა. ამ მოსაზრების შინაარსში შემდეგი საღვთისმეტყველო-ისტორიული სქემა იგულისხმებოდა: ღვთივგანცხადებული სწავლების ნაწილი, რომელიც ეკლესიამ მოციქულებისგან მიიღო, ჯერ კიდევ მოციქულთა მოღვაწეობის პერიოდში წმინდა წერილიდან იქნა აღებული. სხვა ნაწილი, რომელიც წმინდა წერილში არ იყო დაფიქსირებული, ზეპირი ქადაგების გზით გადაიცემოდა და მოგვიანებით, უკვე მოციქულთა ეპოქის შემდეგ იქნა დაფიქსირებული. ამ თვალსაზრისის მომხრეები ფიქრობდნენ, რომ სწორედ ეს ნაწილია წმინდა გადმოცემა. ეს არის ლათინთა კონცეფცია, რომელიც კონტრრეფორმაციის ეპოქაში ჩამოყალიბდა და XVI-XVII საუკუნეებში რუსულ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას გადმოედო. წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის შესახებ ამ გაუკუღმართებული შეხედულების დაძლევას მართლმადიდებლობა მხოლოდ XX შუა წლებში შეუდგა. "ვრცელ კატეხიზისში" ამ საკითხთან დაკავშირებული პოზიცია ნათლად არ არის გამოკვეთილი. აქ წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის შესახებ საუბარია, როგორც გამოცხადების შენახვისა და გავრცელების სხვადასხვა მეთოდით მოქმედ ინსტიტუტებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წმინდა წერილი და წმინდა გადმოცემა სარწმუნოებრივი სწავლების ორ სხვადასხვა წყაროს წარმოადგენს.

ის აზრი, რომ წმინდა წერილი და წმინდა გადმოცემა ორი ურთიერთშემავსებელი სარწმუნოებრივი სწავლების წყაროა, არაერთ ძნელადასახსნელ კითხვას ბადებს. ჯერ ერთი, ასეთ შემთხვევაში მოგვიწევდა გვეღიარებინა, რომ ვერც წერილი და ვერც გადმოცემა თავის თავში სრულად ვერ იტევს ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებას და ერთიცა და მეორეც სწავლების მხოლოდ გარკვეული ნაწილების მატარებლები არიან. ასეთი თვალსაზრისი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძველ ეკლესიურ სწავლებას, რომლის მიხედვითაც წმინდა წერილი მთლიანად მოიცავს ყველაფერს, რაც საჭიროა რწმენისა და ღვთისმოსაობისათვის.

"მე ქედს ვუხრი წმინდა წერილის სრულყოფილებას", - წერდა ტერტულიანე, ხოლო წმინდა ათანასე დიდი მიიჩნევდა, რომ წმინდა წერილი "თავისთავად საკმარისია ჭეშმარიტების გამოსარჩევად". მეორე მხრივ, თუ წმინდა წერილი ისეთი სრულყოფილია, რომ მხოლოდ იგია საკმარისი ჭეშმარიტების გამოსაკვლევად, განა ლოგიკური არ იქნებოდა, რომ წმინდა წერილის სასარგებლოდ, წმინდა გადმოცემის ავტორიტეტზე უარი გვეთქვა? სწორედ ასე მოიქცნენ XVI საუკუნეში პროტესტანტები. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად წმინდა წერილში ამ მოსაზრების ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მოვიკვლევთ და, პირიქით, ეს უკანასკნელი ერთმნიშვნელოვნად მოგვიწოდებს: "როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას" (1 კორ. 11:2) ან "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით" (2 თეს. 2:15), ან კიდევ: "ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას" (1 ტიმ. 6:20).

3.3. წმინდა წერილი, როგორც წმინდა გადმოცემის ერთგვარი ფორმა
წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის ურთიერთმიმართების შესახებ არსებული თვალსაზრისის შეცვლის მთავარი მიზეზი ის არის, რომ XX საუკუნეში აუცილებელი გახდა წმინდა წერილის არა სარწმუნოებრივი მოძღვრების ცალკე წყაროდ ან წმინდა გადმოცემის ნაწილად მიჩნევა, არამედ მისი წმინდა გადმოცემის ერთ-ერთ ფორმად განხილვა.

როგორც არქიმანდრიტი სოფრონის სილუანე ათონელის შესახებ დაწერილ წიგნში ვკითხულობთ, "გადმოცემა თავის თავში ეკლესიის მთელ ცხოვრებას იმდენად სრულად მოიცავს, რომ თავად წმინდა წერილიც კი ამ სისრულის მხოლოდ ერთ ფორმას წარმოადგენს... წმინდა წერილი წმინდა გადმოცემაზე არც უფრო ღრმაა და არც უფრო მნიშვნელოვანი, როგორც უკვე აღინიშნა, ის მხოლოდ მისი ერთ-ერთი ფორმაა"...


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat