დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
2. წმინდა წერილი და მისი თავისებურებები
2.4. იმის ნიშნები, რომ წმინდა წერილი ჭეშმარიტად ღმერთის სიტყვაა

"ვრცელი კატეხიზისი" ხუთ ასეთ ნიშანს ასახელებს (გვ. 14-15):

ა) "მასში მოცემული სწავლების სიღრმე იმის დამადასტურებელია, რომ წმინდა წერილი არ შეიძლება ადამიანის გონების პროდუქტი იყოს".

ბ) სწავლების სიწმინდე, რომელიც გვიჩვენებს, რომ ის წარმოიქმნა უფლის წმინდა გონიდან.

ქრისტიანული გამოცხადების, ძველი რელიგიებისა და ფილოსოფიების შედარებითი ანალიზის შედეგად ვრწმუნდებით, რომ ქრისტიანული სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სწავლება არ შეიძლება ჩვეულებრივად წარმართული რელიგიებიდან, ფილოსოფიებიდან და თუნდაც ღვთივგანცხადებული ძველი აღთქმის რელიგიიდან აღმოცენებულიყო. ვერც ერთი ფილოსოფიური აზრი ვერ ამაღლდებოდა წმინდა ღვთაებრივი სამებამდე და ღმერთის განკაცებამდე; არც ერთ წარმართულ რელიგიაში არ არის სწავლება მტრის სიყვარულის შესახებ. ქრისტიანულ სწავლებასა და ქრისტიანობამდელ სულიერ გამოცდილებას შორის არ მოჩანს მწყობრი გადასვლა, მათ შორის ისეთი წყვეტაა, რომელიც მხოლოდ ღმერთის უშუალო ჩარევითა და ღვთაებრივი გამოცხადების ახალ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.

გ) "წინასწარმეტყველება".

ყოველი ადამიანისათვის, რომელსაც გააჩნია მეცნიერული ცოდნა, ცხოვრებისეული გამოცდილება ან ალღო, გარკვეული თვალსაზრისით, მომავლის ჭვრეტა შესაძლებელია. თუმცა ადამიანის ასეთ ბუნებრივ შესაძლებლობებს ბიბლიური წინასწარმეტყველება გაცილებით აღემატება, ეს არც ჩვეულებრივი პროგნოზი და არც განვითარების ტენდენციების მითითებაა. ბიბლიური წინასწარმეტყველება არის სრულიად შემთხვევითი კონკრეტული განუმეორებელი მოვლენების განვითარების პროცესისა და შედეგების წინასწარ დასახელება.

გადმოცემის ფორმით, ბიბლიური წინასწარმეტყველება წინასწარჭვრეტისაგან, რომელსაც ჩვენ წარმართულ სამყაროში ვხედავთ, სრულიად განსხვავებულია. ეს უკანასკნელნი თავის პირველწყაროდ დაცემულ სულთა სამყაროს იყენებენ. უნდა გამოვარჩიოთ ხუთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი:

1. ბიბლიური წინასწარმეტყველები თავისი პიროვნების სახელით არასოდეს საუბრობენ, ისინი საკუთარ თავს ღვთის სიტყვის გადმოცემის საშუალებად მიიჩნევენ.

"უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა" (2 მეფ. 23:2), - ბრძანებს მეფე და წინასწარმეტყველი დავითი.

2. ბიბლიური წინასწარმეტყველება არ საჭიროებს ამა თუ იმ სახის წინასწარი მომზადების პროცესს, მათ შორის, დაცემულ სულებთან ურთიერთობის დამყარებისათვის რაიმე წესს, რიტუალს, მედიტაციას, თუნდაც ისეთს, როგორიც არის სპირიტული სეანსი.

3. წინასწარმეტყველების პროცესში ბიბლიური წინასწარმეტყველები სრულად ინარჩუნებენ საკუთარ ცნობიერებას, ისინი შამანებისა და პითიების მსგავსად ტრანსში არ ვარდებიან.

4. ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს აქვთ კონკრეტული, განსაზღვრული ხასიათი და ყოველგვარი ორაზროვნება მათთვის დამახასიათებელი არ არის.

5. ბიბლიური წინასწარმეტყველების მოღვაწეობა რამენაირ ანგარებასთან სრულიად შეუსაბამოა. ისინი საკუთარ პიროვნებას მხოლოდ ღმერთის მსახურებად მიიჩნევენ და ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში იძულებულები არიან ისეთი რამ იწინასწარმეტყველონ, რაც მათთვის საზიანო იქნება, ისე როგორც, მაგალითად, ეს მოხდა წინასწარმეტყველ იერემიას შემთხვევაში, როდესაც მან იერუსალიმის დანგრევა და ღმერთის რჩეული ხალხის ტყვეობა იწინასწარმეტყველა.

რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველება, რომლის აღსრულებაც ბიბლიური ისტორიის ქრონოლოგიურ სივრცეში ხორციელდება, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანისათვის დამაჯერებელი არ იქნება. ამიტომ, აპოლოგეტიკური თვალსაზრისით, უფრო საინტერესოა ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახალი აღთქმის დაწერის შემდეგ, გაცილებით უფრო გვიან განხორციელდა. ასეთებია, მაგალითად, იმ ქალაქების შეუქცევლად განადგურება, რომლებსაც მსჯავრი იესო ქრისტემ დასდო: "ვაი, შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ. ამიტომ გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე. ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის" (მთ. 11:21-24). პროტესტანტი ბიბლეისტი ჯ. მაკდაუელი თავის წიგნში "უდაო მტკიცებულებები", დაწვრილებით განიხილავს ზოგიერთ იმ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც წვრილმანებშიც კი აღსრულდა, ეს მით უმეტეს საინტერესოა, რადგან ზოგიერთი მათგანი ასწლეულების და ცალკეულ შემთხვევაში ათასწლეულის შემდეგ აღსრულდა.

დ) "სასწაულები"

"ვრცელი კატეხიზისი" სასწაულს უწოდებს "საქმეებს, რომლებიც არც ძალის გამოყენებით, არც ადამიანური ხელოვნების საშუალებით არ შეიძლება განხორციელდეს და ისინი მხოლოდ ღვთის ყოვლისშემძლეობით აღესრულება" (გვ. 15).

სასწაული არ არის ბუნების კანონის დარღვევა, ღმერთი არ ანგრევს იმას, რაც თავად შექმნა და თავად დაადგინა, მაგრამ მის მიერვე დამკვიდრებულ კანონებს, ამ კანონებზე შეუდარებლად უფრო დიდი თავისივე კანონებით გარდაქმნის და მათ შინაარსს ახალი თვალსაზრისით წარმოგვიდგენს. "რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი და ყოფს მას, რაიცა ენებოს", ვკითხულობთ ანდრია კრიტელის დიდი კანონის ხუთშაბათის საგალობელში.

მხოლოდ წიგნში აღწერით, სასწაულის ღვთივსულიერებაში ცხადია, ვერ დავრწმუნდებით. თუმცაღა უნდა ითქვას, რომ ბიბლიაში, და მით უფრო ახალ აღთქმაში გვაოცებს არა სასწაულის აღწერა, არამედ სასწაულებისადმი დამოკიდებულება, ანუ ის მნიშვნელობა რაც სასწაულს ბიბლიაში ენიჭება. წარმართულ მითებსა და წარმართი ხალხების "წმინდა წიგნებს", ერთი მხრივ და ბიბლიაში სასწაულებისადმი დამოკიდებულებაში, მეორე მხრივ, პრინციპულ სხვაობას ვხედავთ. წარმართულ სასწაულებში აშკარად იკითხება რელიგიური ფანტაზია, აქ სასწაულს დაკარგული აქვს შინაგანი არსი, ის თვითდამრთგუნველია, მათი ამოცანა მსმენელის გაოცება და ადამიანის წარმოსახვის მიტაცებაა. წარმართობაში სასწაული ადამიანის დარწმუნების, უფრო ზუსტად რწმენაში იძულებით შემოყვანაა. როდესაც იუდეველებმა იესოს მისი ღვთაებრიობის დაჯერების სანაცვლოდ, ჯვრისგან განთავისუფლება შესთავაზეს, უფალმა არ გამოიყენა სასწაული, როგორც დარწმუნების საშუალება: "გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ და ამბობდნენ: ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან. ასევე მღვდელმთავრები მწიგნობრებთან, უხუცესებსა და ფარისევლებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ: სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია; თუ ისრაელის მეუფეა, დე, ჩამოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას" (მთ. 27:39-42). ქრისტეს მიერ განხორციელებული სასწაულები არ წარმოადგენს მაიძულებელ საშუალებას, ისინი არის ადამიანის გულისა და სინდისისკენ მიმართული მტკიცებულებები, რომლებიც მსმენელის პიროვნულ თავისუფლებას არაფრით არ ზღუდავს: "საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემ მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული" (მთ. 5:36).

წმინდა წერილში სასწაული არ ატარებს დამრთგუნველ ხასიათს და სასწაულს დემონსტრირების მიზნით არავინ ახორციელებს: სასწაულებრივი მოვლენების მახასიათებლად ორი სხვადასხვა სიტყვა გამოიყენება:

1) ნიშანი, ქართულ ტექსტში იგივე მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა "სასწაული".

"უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას" (მთ. 12:39);

"კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამოთ?" (იოან. 6:30).

ეს აღმზრდელობითი ფუნქცია გარკვეულ რელიგიურ ხასიათს ატარებს. სახარებაში მოყვანილი სასწაული ყოველთვის ერთგვარი გამოცხადებაა. მაგალითად, ფერისცვალების სასწაული მაცხოვრის ღვთაებრიობის განცხადებაა.

2) სახარებაში სასწაული მოიხსენიება, როგორც ძალა.

"ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ" (მთ. 11:21);

"მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე" (საქ. 4:33).

სიტყვა "ძალა" იმას მოწმობს, რომ ბუნებრივ კანონებში არ დევს სასწაულებრივი მოვლენების განხორციელების უმთავრესი მიზეზი და მათში ღვთაებრივი ნება ვლინდება. ამიტომ ჭეშმარიტი სასწაულის ხილვა ყოველთვის ღვთაებრიობასთან შეხებას ნიშნავს. ამიტომ იყო, რომ მაცხოვრის სასწაულები ადამიანებს არა მხოლოდ ფიზიკური სნეულებებისგან ათავისუფლებდა, არამედ განკურნებულებზე ღვთაებრივი მადლიც გადადიოდა.

შესაბამისად, წმინდა წერილისთვის თავად სასწაულზე მნიშვნელოვანი მისი შინაარსია, რადგან ყოველი სასწაული ღვთაებრივი გამოცხადებაა, რომელშიც "ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით" (მარკ. 9:1) ვხედავთ.

ე) "ადამიანების გულებზე ასეთი ძლევამოსილი ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ ღვთაებრივი ძალით არის შესაძლებელი" (ვრცელი კატეხიზისი).

შესაძლებელია ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ადამიანზე წმინდა წერილის ღვთივსულიერი მოქმედების, რადგან ღვთის სიტყვის ზემოქმედების წინაშე სრულიად თანაბარმა, აბსოლუტურად სხვადასხვა ერის წარმომადგენელმა, უამრავმა ადამიანმა თავისი ცოდნით, განათლებითა და მდგომარეობით, ძირეულად შეცვალა ცხოვრების პრინციპები და საკუთარი ბედი ღვთის მსახურებას დაუკავშირა.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat