დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
2. წმინდა წერილი და მისი თავისებურებები
2.3. წმინდა წერილი და მისი კანონი
ბერძნულად სიტყვა "კანონი" თავისი ზედმიწევნითი მნიშვნელობით "ლერწამს" ნიშნავს. ძველად ლერწმის ტოტებისგან ისეთ ჯოხებს აკეთებდნენ, რომლებიც მიწის სამუშაოების ასაზომად გამოიყენებოდა. დროთა მანძილზე ეს სიტყვა ნორმის, ზომისა და სტანდარტის აღმნიშვნელი გახდა. ეკლესიაში კანონებს იმ წესებს უწოდებენ, რომლითაც ეკლესიური ცხოვრების წესი რეგულირდება. წმინდა წერილთან მიმართებაში ეკლესია კანონად ღვთივსულიერად აღიარებულ საეკლესიო წიგნების ოფიციალურ სიას გულისხმობს. ეს წიგნები ქრისტიანობის კანონიკურ წყაროდ მიიჩნევა.

"...სულიწმიდის მადლით მომქმედმა ეკლესიამ წიგნები გამოარჩია, ერთიან კრებულად აქცია და ამ კრებულის საჭიროების დამტკიცების შემდეგ მორწმუნეებს ჭეშმარიტი რწმენისა და ღვთისმოსაობის ყველა დროისათვის გამოსადეგ ნიმუშად წარუდგინა. წმინდა წერილის კანონს არ შეიძლება რაიმე ახალი წიგნი დაემატოს, ასევე არ შეიძლება არსებული კრებულიდან რომელიმე წიგნის გამოკლება...".

წიგნების დაწერის თარიღის შესაბამისობიდან გამომდინარე წმინდა წერილი "ორ განყოფილებადაა" წარმოდგენილი.

"წიგნებს, რომლებიც ქრისტეს შობამდე დაიწერა, ძველი აღთქმის წიგნებად იხსენიებენ, ხოლო იმ წიგნებს, რომლებიც ქრისტეს შობის შემდეგ დაიწერა, ახალი აღთქმის წიგნებს უწოდებენ".

სიტყვა "აღთქმა (ებრ.ბერიტ)" უწინარეს ყოვლისა ნიშნავს "კონტაქტს, შეთანხმებას, კავშირს". მაგრამ იმის გამო, რომ ღმერთის დაპირებები მომავლისკენაა მიმართული და შეთანხმებასთან დაკავშირებული სიკეთეები ისრაელისათვის მომავალში უნდა განხორციელებულიყო, ბერძნულ ენაზე თარგმანში, მან "აღთქმის ან ანდერძის" შინაარსი შეიძინა.

ძველი და ახალი აღთქმის გამაერთიანებელ და განუყრელ საწყისს, თავად იესო ქრისტე წარმოადგენს.

"ამ ორივე განაყოფს სწორედ იესო ქრისტესთან მივყავართ და ამიტომ, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმას ეკლესია იესო ქრისტეს სწავლების შესაბამისად განიხილავს..."

2.3.1. ძველი აღთქმის წმინდა წიგნები
ძველი აღთქმა არის "ღმერთისა და ადამიანის ძველი კავშირი", რომლის არსიც "იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთმა ადამიანებს ღვთაებრივი მხსნელის მოვლინება აღუთქვა და მესიასთან (ღვთაებრივ გამომხსნელთან) შესახვედრად იგი მათ თანმიმდევრული გამოცხადების, წინასწარმეტყველებებისა და სულ უფრო სრულყოფილი გარდაქმნების საშუალებით ამზადებდა".

ძველი აღთქმის წიგნების ღვთივსულიერებას მოციქული პავლე ადასტურებს, ის წერს:

"მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად" (2 ტიმ. 1:16),

ხოლო მოციქული პეტრე ბრძანებს, რომ

"უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არც ერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სულიწმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (2 პეტ. 1:20-21).

თავად სახელწოდება "ძველი აღთქმა" წმინდა მოციქული პავლეს მიერ არის შემოღებული: "ხოლო "ახალიო" რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა" (ებრ. 8:13). რაც შეეხება "ძველი აღთქმის" წიგნების კანონს, ის "ქრისტიანულმა ეკლესიამ ... ძველი აღთქმის ებრაული ეკლესიიდან გადმოიღო".

მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმის წიგნები საბოლოოდ 364 წელს ლაოდიკიისა და 397 წელს კართაგენის კრებაზე იქნა დამტკიცებული, უძველესი დროიდან მოყოლებული ეკლესია ძველი აღთქმის იმ კანონებით ხელმძღვანელობდა, რომელთაც ახლაც იყენებს. ასე მაგალითად, წმინდა მელიტონ სარდელის მიერ ანესიმეს მიმართ მიწერილ წერილში, რომელიც დაახლოებით 170 წლით თარიღდება, მოყვანილია ძველი აღთქმის წიგნების სია, რომელიც სრულად ეთანხმება IV საუკუნეში დამტკიცებულ სიას.

ძველი აღთქმის წიგნები შეიძლება "შემდეგი სახის, ოთხ ჯგუფად დავყოთ":

ა) "კანონმდებლობითი წიგნები, რომლებიც ძველი აღთქმის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენენ".

ეს წიგნებია: დაბადება, გამოსვლა, ლევიანები, რიცხვნი და მეორე სჯული.

"ამ წიგნებს იესო ქრისტე მოსეს სჯულს უწოდებს" (ლუკ. 24:44).

ბ) ისტორიული შინაარსის, "რომლებშიც ძირითადად ღვთისმოსაობის ისტორიაა გადმოცემული", ეს წიგნებია: ისუ ნავეს ძის წიგნი, მსაჯულთა წიგნი, რუთის წიგნი, მეფეთა წიგნები, ნეშტთა წიგნები, ეზრას წიგნი, ნეემიას წიგნი და ესთერის წიგნი.

გ) დამრიგებლურ-აღმზრდელობითი შინაარსის წიგნები, "რომლებიც მოიცავენ სწავლებას ღვთისმოსაობის შესახებ": იობის წიგნი, ფსალმუნები, სოლომონის იგავები, ეკლესიასტეს წიგნი, ქებათა ქება.

დ) წინასწარმეტყველთა წიგნები: "რომლებშიც შესულია წინასწარმეტყველებები ან მომავლისმჭვრეტელობითი ხასიათის წიგნები და ისინი ძირითადად იესო ქრისტეს შეეხება", ესენია: დიდი წინასწარმეტყველების ესაიას წიგნი, იერემიას წიგნები, ეზეკიელის წიგნი, დანიელის წიგნი და თორმეტი მცირე წინასწარმეტყველის - ოსიას, იოელის, ამოსის, აბდიას, იონას, მიქას, ნაუმის, აბაკუმის, სოფონიას, ანგიას, ზაქარიასა და მალაქიას წიგნები.

მართლმადიდებლურ ეკლესიას ძველი აღთქმის გამოცემებში შეაქვს რამდენიმე არაკანონიკური წიგნი, ესენია: 1, 2, 3 მაკაბელთა და 2 და 3 ეზრას წიგნები, ტობითის წიგნი, ბარუქის წიგნი, ივდითის წიგნი, სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე იესუსი სირაქის ძისა. მათი დიდაქტიკური ხასიათის გამო ეკლესია თავის მრევლს არაკანონიკურ წიგნებსაც სთავაზობს. ეს წიგნები მართლაც გამოირჩევიან, როგორც სარწმუნოებრივი, ისე აღმზრდელობითი შინაარსით. წმინდა ათანასე დიდი გვასწავლის: "წმინდა მამებმა ამ წიგნების კითხვა ეკლესიაში ახალმოსულებს დაუდგინეს".

არაკანონიკური წიგნების გამორჩევის ფორმალურ მხარეს ის ენა წარმოადგენს, რომელზეც ამ წიგნებმა ჩვენამდე მოაღწია. ძველი აღთქმის ყველა კანონიკური წიგნი ძველებრაულ ენაზეა, ხოლო არაკანონიკური წიგნების ენა ბერძნულია, გამონაკლისი მხოლოდ ეზრას მესამე წიგნია, რომელიც ლათინურ თარგმანშია შემორჩენილი.

ძვ. წ. აღ. III საუკუნეში ეგვიპტის მეფის, პტოლემეოს ფილადელფოსის მოთხოვნით, ძველი აღთქმის წიგნების უმრავლესობა ძველებრაულიდან ბერძნულ ენაზე გადაითარგმნა. გადმოცემის მიხედვით, თარგმანი შეასრულა ბიბლიის სამოცდაათმა ებრაელმა განმმარტებელმა, ამიტომ ძველი აღთქმის ბერძნულ თარგმანს "სეპტუაგიანტა" ეწოდა. მართლმადიდებელი ეკლესია ძველი აღთქმის ბერძნულ ტექსტს ძველებრაულზე არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესობა იმ ტექსტს ენიჭება, რომელიც ეკლესიურ სწავლებას მეტად შეესაბამება.

2.3.2. ახალი აღთქმის წმინდა წიგნები
ახალი აღთქმა "ღმერთის ახალი კავშირია ადამიანთან", რომლის არსიც ის არის, რომ "ღმერთმა ადამიანებს მართლაც მოუვლინა ღვთაებრივი გამომხსნელი, თავისი ერთარსი ძე - იესო ქრისტე".

თავად სახელწოდება "ახალი აღთქმა", პირველად იერემია წინასწარმეტყველთან გამოჩნდა: "აჰა, დღენი მოვლენ, - იტყვის უფალი, - და აღუთქუა სახლსა ისრაელისასა და სახლსა იუდაისასა აღთქმაი ახალი" (იერ. 31:31), ანუ ახალი კავშირი, რომელიც განსხვავებული იქნება იმ აღთქმისაგან, რაც მოსესთან დაიდო. ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა საიდუმლო სერობის დროს, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ ადამიანებთან ახალ კავშირს, მისი სისხლით დადებული "ახალი აღთქმა" უწოდა (მათ. 26:28). "ახალი აღთქმის შუამდგომელი" (ებრ. 9:15), ასე იხსენიებს მოციქული პავლე იესო ქრისტეს.

წმინდა მოციქულ პეტრეს სიტყვები: "პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით" (2 პეტ. 3:15), ახალი აღთქმის წიგნების, კერძოდ, წმინდა პავლეს წერილების ღვთივსულიერების მტკიცებულებაა. ხოლო გამოყენებული სიტყვა "წერილში" (2 პეტ. 3:16) უკვე მოციქულთა პერიოდში ისეთ ტექნიკურ ტერმინს წარმოადგენდა, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად, წმინდა წიგნების ღვთივსულიერება იგულისხმებოდა.


ახალი აღთქმის კანონი ერთბაშად არ ჩამოყალიბებულა. ის წიგნები,
რომლებიც თანდათან შევიდა კანონში, პირველი საუკუნის
40-დან 100 წლამდე მონაკვეთშია დაწერილი.


ახალი აღთქმის წმინდა წიგნებიც გარკვეული პირობითობის გათვალისწინებით შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს:

ა) კანონმდებლობითი წიგნები, რომლებიც "ახალი აღთქმის საფუძველს წარმოადგენენ".

"სამართლიანი იქნება ასეთი წიგნები ვუწოდოთ ევანგელიეს, რომელიც შედგება მახარებლების ოთხი: მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებისგან".

სიტყვა "ევანგელიე" "ბერძნულია და ნიშნავს ხარებას, სასიხარულო ან კეთილი ამბის მოტანას..." ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "არაფერი შეიძლება იყოს იმაზე უფრო უკეთესი და სასიხარულო, ვიდრე ამბავი ღვთაებრივი გამომხსნელის მობრძანებისა და მარადიული გამოხსნის შესახებ".

ბ) ისტორიული წიგნი, "უფრო ზუსტად წიგნი მოციქულთა საქმენი". ბერძნული სიტყვა "აპოსტოლ" ნიშნავს მოციქულს.

გ) დამრიგებლურ-აღმზრდელობითი შინაარსის წიგნები: შვიდი კათოლიკე ეპისტოლე: (იაკობის, პირველი პეტრესი, მეორე პეტრესი, პირველი იოანესი, მეორე იოანესი, მესამე იოანესი, იუდასი) და პავლე მოციქულის თოთხმეტი წიგნი (რომაელთა, პირველი კორინთელთა, მეორე კორინთელთა, გალატელთა, ეფესელთა, ფილიპელთა, კოლოსელთა, პირველი თესალოკინელთა, მეორე თესალონიკელთა, პირველი ტიმოთეს, მეორე ტიმოთეს, ტიტეს, ფილიმონისა და ებრაელთა მიმართ ეპისტოლეები).

დ) წინასწარმეტყველური წიგნი: აპოკალიპსისი, რომელშიც ასახულია "ქრისტეს ეკლესიისა და მთელი სამყაროს მომავლის საიდუმლო გამოსახულება".

ბერძნული სიტყვა "აპოკალიპსის" თარგმანში ნიშნავს "გამოცხადებას".

ახალი აღთქმის ყველა წიგნი დაწერილია ძველბერძნული ენის ალექსანდრიულ დიალექტზე - კოინე.

ახალი აღთქმის კანონი ერთბაშად არ ჩამოყალიბებულა. ის წიგნები, რომლებიც თანდათან შევიდა კანონში პირველი საუკუნის 40-დან 100 წლამდე მონაკვეთშია დაწერილი. თუმცა პირველ საუკუნეებში ამ წიგნების გვერდით მრავალი სხვა ისეთი წიგნი არსებობდა, რომლებიც თავის დროზე ახალი აღთქმის კანონში მოხვედრის პრეტენდენტად აღიქმებოდა. თუმცა უკვე II საუკუნის შუა წლებში ახალი აღთქმის კანონის საერთო კონტურები გამოკვეთილი იყო. ზოგიერთი წიგნების (იაკ., იუდ., 2 პეტ., 2 და 3 იოან., ებრ., აპოკ.) მიმართ გარკვეული ეჭვი დიდი ხნის მანძილზე მოქმედებდა. ამავე დროს კანონში ხან ისეთი წიგნები შეიძლება აღმოჩენილიყო, რომლებიც მოგვიანებით კანონიდან ამოიღეს, ასეთებია: "დიდაქე", ერმის "მწყემსი", ბარნაბას ეპისტოლე, კლიმენტი რომაელის ეპისტოლე კორინთელთა მიმართ და სხვა. მოცემული სახით ახალი აღთქმის კანონი საბოლოოდ IV საუკუნეში: იპონიის 393 წ. და კართაგენის 397 წლის კრებებზე ჩამოყალიბდა. წიგნების უმრავლესობა, რომლებიც ეკლესიის მიერ ღვთივსულიერად არ ჩაითვალა, უარყვეს, როგორც ერეტიკულ წრეებში შექმნილი ლიტერატურა. ეკლესიამ ამ წიგნებს აპოკრიფული უწოდა. ზოგიერთი წიგნი ღვთივსულიერად არ მიიჩნიეს, მაგრამ გაითვალისწინეს ამ წიგნების აღმზრდელობითი მნიშვნელობა. მაგალითად იაკობის პირველსახარება, ნიკოდემოსის სახარება, ერმის "მწყემსი" და სხვა, ეკლესიის მიერ მრევლისთვის საკითხავად რეკომენდებულია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat