დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
ყოველი ქრისტიანისთვის ქრისტიანული სწავლების ცოდნის აუცილებლობის შესახებ
2.1. რელიგიურ ცხოვრებაში ცოდნის მნიშვნელობის შესახებ

რატომ არის ქრისტიანული სწავლების საფუძვლები "ყოველი ქრისტიანისათვის" აუცილებელი? განა პირადი ღვთისმოსაობა: ლოცვა, მცნებების დაცვა, ტაძარში სიარული და ასე შემდეგ - საკმარისი არ არის ნორმალური სულიერი ცხოვრებისათვის? როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, სულიერი ცხოვრების მხოლოდ გრძნობებითა და განცდებით შეზღუდვა საშუალებას არ აძლევს ქრისტიანს, ისე მოაწესრიგოს საკუთარი ცხოვრება, როგორც ესაჭიროება ნორმალურ ღვთისმსახურებას: "...უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება" (რომ. 12:1). განუსწავლელ ქრისტიანს არ შესწევს ძალა სრულად აღასრულოს ღვთის ყველა მცნება.

"შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა (!) შენითა" (მათ. 22:37), - ასე უპასუხა უფალმა იესო ქრისტემ შეკითხვას, რჯულის მთავარი მცნების შესახებ.

ღვთის მსახურება მორწმუნის სრულად მონაწილეობას, მათ შორის სამშვინველს მთელი მისი შემადგენელი ელემენტებით (გონი, გრძნობები და ნებისყოფა) და სხეულსაც მოითხოვს. მართლმადიდებლური აზროვნებისათვის უცხოა რწმენისა და გონის ურთიერთდაპირისპირება, რომლებიც განუყოფლად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. შეუძლებელია იყოს რწმენა და არ მოქმედებდეს გონი, რადგან:

1) ადამიანს არ შეუძლია სწამდეს ის, რისაც არაფერი გაეგება;

2) თავად რწმენა უნდა იყოს გონივრული და გააზრებული.

ამავე დროს არც გონს შეუძლია რწმენის გარეშე. სკეპტიციზმს არ შეუძლია ადამიანი ცოდნამდე მიიყვანოს, პირიქით, სკეპტიციზმი ანგრევს ცოდნის საფუძვლებს. სამყაროს შემეცნება რწმენაზე დაფუძნებულ ორ ძირითად საწინდარზეა აგებული:

1) რწმენაზე, რომ სამყარო რეალურად არსებობს;

2) რწმენაზე, რომ ადამიანს გააჩნია შემეცნების უნარი და, რომ ჩვენი შეგრძნებები და გონება არასოდეს მოგვატყუებს.

რელიგიურ ცხოვრებაში გონის უგულებელყოფა ადამიანის ერთიან სულიერ მდგომარეობაზე უდავოდ ნეგატიურად აისახება. მაგალითად, ისეთი რელიგიური მოვლენები, როგორებიც არის ფანატიზმი, არაჯანსაღი მისტიციზმი, არაეკლესიური წესების რწმენა, ხშირად რწმენის საკითხების უცოდინარობას ემყარება.

ამიტომ არის დაწერილი: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა".

2.2. რა არის აუცილებელი ცოდვის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის

დაცემული ადამიანის მთავარი მიზანი ცოდვის ტყვეობიდან გათავისუფლებაა. "ვრცელი კატეხიზმო" გვასწავლის, რომ "ღმრთისათვის სასურველია და ადამიანის გამოხსნისათვის" საჭიროა:

ა) "ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება".

"ღმერთის შემეცნება" ამ სიტყვის არსებული მნიშვნელობით შეუძლებელია, რადგან ღმერთი არ შეიძლება შემეცნების ობიექტი იყოს! მაგრამ ვინაიდან ღმერთი პიროვნებაა, მასთან დაახლოება და მის შესახებ მეტის გაგება მხოლოდ პირადი კავშირის, ანუ პირადი ურთიერთობის გამოცდილების ხარჯზეა შესაძლებელი. ამიტომ ღმერთის ჭეშმარიტად შეცნობა გონების საქმე კი არა, ცხოვრების წესის საქმეა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მასთან ერთობაში და მისით ცხოვრებითაა შესაძლებელი.

ბ) "მისდამი მართალი რწმენა".

ადამიანს ღმერთის მიმართ და ქვეყნისადმი ღმერთის დამოკიდებულების შესახებ სწორი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, რადგან სამშვინველის სიყალბესა და ცრურწმენაში ყოფნა ადამიანს მიახლოების ნაცვლად ღმერთს განაშორებს. ამასთან, რწმენა იმის შესახებ, რომ ადამიანმა იცის ღმერთი, უეჭველად უნდა გაიმიჯნოს ცოდნისაგან, რასაც ღმერთის შესახებ შეძენილი ცოდნა ჰქვია. ასეთი ნამდვილი ცოდნა ადამიანმა მხოლოდ ღმერთთან უშუალო ურთიერთობის პროცესში შეიძლება მოიპოვოს.

გ) "რწმენით ცხოვრება და კეთილი საქმეები".

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის მიერ მთელი მისი ცხოვრების ღვთის ნების შესაბამისობაში მოყვანა.

სულიერ ცხოვრებაში ღმერთთან ურთიერთობისა და ღვთის ნების აღსრულების აუცილებლობა ეჭვს არავისში იწვევს. ღმერთთან პირად ურთიერთობაში, რაც უწინარეს ყოვლისა ლოცვასა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობაში ვლინდება, ღვთისაგან ქრისტიანული ცხოვრებისათვის აუცილებელ ძალას, ხოლო სულიერი განათლებისათვის საჭირო მადლს ვღებულობთ. ამავე დროს, სათნო და კეთილი საქმეების კეთების პროცესში ჩვენში სულიერება და ზნეობრიობა ვითარდება. აქვე ჩნდება კითხვა: რა ადგილი უკავია თეორიულ ცოდნას ადამიანის სულიერ ცხოვრებაში?

2.3. ღვთისმეტყველების გაგება და დოგმატური ცნობიერება

ღვთის შემეცნება, ღმერთის კანონებით ცხოვრება - პროცესია და ამიტომ გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ადამიანის მიერ დაგროვებული სულიერი გამოცდილება თანდათან ცოდნის ხარისხში გადადის, ხოლო დაგროვილი ცოდნა, თავის მხრივ, სისტემატიზაციას მოითხოვს. სწორედ აქ უკვე იქმნება კანონზომიერება და ჩნდება მეცნიერება, რომელსაც ღვთისმეტყველება ჰქვია.

"ღვთისმეტყველება" სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა შინაარსის მატარებელი სიტყვა იყო. მაგალითად, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამები "ღვთისმეტყველებაში" ღმერთის შინა არსის, წმინდა სამების შესახებ სწავლებას გულისხმობდნენ, ხოლო დანარჩენ სარწმუნოებრივ მოძღვრებას (სწავლებას ღმერთის მიერ სამყაროს შესაქმის შესახებ, შემოქმედი ღმერთის, ძე ღმერთის განკაცების, მაცხოვრის მეორედ მოსვლისა და ა. შ.) საიდუმლო განგებულებას ან იკონომიას უწოდებდნენ. მოგვიანებით ქრისტინული სწავლების ყველა მიმართულებას, მათ შორის სწავლებას ღმერთის შესახებ და მის განგებულებას, ღვთისმეტყველება ეწოდა. დღეს ღვთისმეტყველებად მოიაზრება მთელი ქრისტიანული მეცნიერებების ერთობლიობა, მათ შორის დოგმატური, ზნეობრივი, ძირითადი, ლიტურგიური და სამოძღვრო ღვთისმეტყველება. საღვთისმეტყველო დისციპლინების კორპუსში გამორჩეული ადგილი დოგმატურ ღვთისმეტყველებას უკავია.

"მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება არის მეცნიერება, რომელშიც სისტემურადაა ჩამოყალიბებული ის ძირითადი ქრისტიანულ-სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებები (დოგმატები), რომლებსაც სრულად აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესია".

არქიმანდრიტ მაკარის (ბულგაკოვი) მიხედვით, დოგმატები არის "ეკლესიის მიერ ქადაგებული, გამომხსნელ სარწმუნოებაში გაცხადებული (ღმერთის მიერ - ო. დ.), ხელშეუხებელი და უცვალებელი წესები".

ადამიანის მიერ რწმენის საგნად მიღებული სარწმუნოებრივი სწავლება დოგმატურ ცნობიერებად იწოდება. იმისათვის, რომ ადამიანში მოქმედებდეს დოგმატური ცნობიერების თუნდაც საფუძვლები, აუცილებელია:

ა) სულიერი გამოცდილების განზოგადების, სისტემატიზაციისა და სხვათათვის გაზიარების მნიშვნელობის ასახსნელად მოვიშველიებთ არქიმანდრიტი სოფრონის (სახაროვი) სიტყვებს, რომელიც მან თავისი მასწავლებლის ღირსი სილუანე ათონელისგან მოისმინა:

"წმინდანთა შორის საკუთარი გამოცდილების გამოსახატავად არავინ დაიწყებდა სიტყვების ძებნას... მათ წინაშე რომ არ დამდგარიყო მოყვასის სწავლების ამოცანა".

დოგმატურ ცნობიერებას მოკლებული ადამიანი სულიერ ცხოვრებაში სრულიად დეზორიენტირებულია, ის მოგვაგონებს უსინათლოს, რომელიც იძულებულია გზა ხელის ცეცებით გაიკვლიოს. მაგალითად, ასეთ ადამიანს ძალიან უჭირს გაიგოს, რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიასა და ეკლესიურ საიდუმლოებებს სულიერი ცხოვრებისათვის ან რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის აქტივობას მისი გადარჩენისათვის.

ბ) ჩვენი სულიერი გამოცდილების სისწორისა და სიწმინდის შესამოწმებლად. საქმე ისაა, რომ ყალბი, არასწორი დოგმატური ცნობიერება სულიერი ცხოვრებისათვის არანაკლებ საშიშია, ვიდრე მისი სრული არარსებობა.

2.4. დოგმატური ცნობიერება და ერესი

ქრისტიანული საღვთისმეტყველო სწავლების დამახინჯებას "ერესი" ეწოდება. ერესი თავისი არსით ნაწილის მთლიანობაზე უპირატესად მიჩნევას ნიშნავს, რის შედეგადაც სულიერი გამოცდილების ერთ-ერთ ელემენტს თავისი ნამდვილი კონტექსტი ეკარგება და ის აბსოლუტის მნიშვნელობას იძენს. საერთოდ ერესი სწავლების რაციონალიზებისაკენ არის მიმართული. როგორც წესი, აქ საქმე გვაქვს მცდელობასთან ღვთისმეტყველებაში არ დარჩეს არანაირი საიდუმლო, ღვთის ძიების შედეგად მიკვლეული ცოდნა ღმერთის შესახებ შეთხზული ცოდნით ჩანაცვლდეს და ჭეშმარიტების მიკვლევა ჩვეულებრივ ადამიანურ მსჯელობაში იყოს შესაძლებელი.

სარწმუნოებრივი მოძღვრების ძირითადი პრინციპებიდან ნებისმიერი გადახვევა ერესია, ამიტომ კანონიკური თვალსაზრისით ყოველგვარი არამართლმადიდებლური სწავლება ერეტიკულია.

ერესი არ წარმოადგენს წმინდა თეორიულ უზუსტობას, პრაქტიკულად ერესი ყოველთვის დაზიანებული სულიერი ცხოვრების წესის გარეგნული გამოვლინებაა. მაგრამ არის რა ერესი არაჯანსაღი სულიერი გამოცდილების გამოხატულება, ამ გამოცდილებაზე აგებულ ერეტიკულ სწავლებას უკუქმედებაც გააჩნია: ადამიანის ცნობიერებაში ჩაბეჭდილი შეცდომა სულიერ ცხოვრებაზეც უარყოფითად მოქმედებს და ხელს უშლის ადამიანის ღმერთთან ურთიერთობას. ღირსი სილუანე ათონელი გვაფრთხილებს:

"დოგმატური ცნობიერება ორგანულად არის დაკავშირებული ადამიანის სულიერ ცხოვრებასთან. შეცვალეთ თქვენს დოგმატურ ცნობიერებაში რაიმე და ამ ცვლილების შესაბამისი თქვენი სულიერი სახე და ყოფიერება უეჭველად შეიცვლება".

მაგალითად, თუ უარს ვიტყვით ქრისტეს შესახებ სწავლების ჭეშმარიტ შინაარსზე, უეჭველად შეგვეცვლება წარმოდგენა მის მიერ ჩვენი გადარჩენისათვის გაღებული მსხვერპლის და შესაბამისად იმ გზის შესახებ, რომლითაც ადამიანმა ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნისათვის უნდა იმოქმედოს.

იმის ნიმუში, ერთი შეხედვით უზარმაზარი საეკლესიო საზოგადოების ცხოვრებაში უმნიშვნელო ცვლილებას როგორი მნიშვნელოვანი სულიერი დეფორმირება შეიძლება მოჰყვეს, თვალნათლივ ჩანს რომის კათოლიკური ეკლესიისა და მით უმეტეს თანამედროვე პროტესტანტიზმის უამრავი მიმართულების მაგალითზე.

ეკლესიის ისტორიის პირველ საუკუნეებში ქრისტიანული დებულებები ცოცხალი სულიერი გამოცდილების პირდაპირ განზოგადებას წარმოადგენდა, რადგან მაშინ ეს ჭეშმარიტებები ჯერ კიდევ ერთმნიშვნელოვან გონებაჭვრეტით დოგმატებად არ იყო ჩამოყალიბებული. მას შემდეგ, რაც გაჩნდა სხვადასხვა სახის ერესები, ეკლესიამ თავისი წევრების სულიერი სიმრთელის შესანარჩუნებლად დაიწყო ჭეშმარიტებების ჩარჩოების განსაზღვრისა და რელიგიური გამოცდილების საზღვრების დადგენისათვის ზრუნვა. ამავე დროს, გაჩნდა ისეთი გამყოფი პრინციპების ჩამოყალიბების აუცილებლობა, რომლითაც საეკლესიო სწავლება საბოლოოდ გაემიჯნებოდა ერესს. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე წარმოიქმნა მყარი და ერთმნიშვნელოვანი დოგმატები.

სწორედ ამიტომ, "კატეხიზმოს" განმარტებაში მითითებულია, რომ ეს არის სწორედ მართლმადიდებლური, ანუ ჭეშმარიტი რწმენის შესახებ სწავლება და ის სრულიად თავისუფალია ყოველგვარი ერეტიკული მინარევისაგან.

2.5. რწმენითი ჭეშმარიტებების მნიშვნელობა ქრისტიანის ცხოვრებაში

ქრისტიანობისათვის ნებისმიერი სახის გნოსტიციზმი მიუღებელია, გარკვეული საღვთისმეტყველო ცოდნის დამკვიდრება ეკლესიის თვითმიზანს არასოდეს წარმოადგენდა, რადგან მხოლოდ ცოდნა, რამდენად ღრმა და ზუსტიც არ უნდა იყოს, თავისთავად ადამიანს ვერ გადაარჩენს და ღმერთთან ვერ მიაახლოებს. ვლადიმირ ლოსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ქრისტიანული ღვთისმეტყველება, საბოლოო ჯამში, მხოლოდ საშუალებაა" და "უაღრესად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ქრისტიანულ თეორიას". სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებები, უწინარეს ყოვლისა, დოგმატები, სულიერი ორიენტირებია, რომელთა გათვალისწინებითაც საშუალება გვეძლევა სწორი ორგანიზება გავუწიოთ ჩვენს რელიგიურ ცხოვრებას, შევიძინოთ სულიერი გამოცდილება და დავიცვათ იგი ყოველგვარი შესაძლო ცდომილებისგან. ამდენად, "ღვთივმოსილებისა და სულის გადარჩენისთვის" სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებების ცოდნა აუცილებელია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დოგმატებს სოტეროლოგიური (ბერძ. სოტერია - გადარჩენა, გამოხსნა. მართლმადიდებლური მოძღვრება ცოდვიდან "გამოხსნის" შესახებ) მნიშვნელობა გააჩნია. რწმენითი დოგმატები სულიერი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. შემთხვევითი არ არის, რომ წმინდა კირილე იერუსალიმელი დოგმატების შესწავლას "უდიდეს შენაძენად" იხსენიებდა. მყარი დოგმატური საძირკვლის გარეშე საკუთარი სულიერი ნაგებობის აშენება ქვიშაზე შენებას ჰგავს, რომლის შესახებაც მოციქული მათე მაცხოვრის ასეთ სიტყვებს გადმოგვცემს: "და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი" (მათ. 7:26-27).


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.01.2014
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
3. წმინდა სამების დოგმატი
19.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
05.12.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
21.11.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
07.11.2013
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
2.3. ღმერთის არსობრივი თავისებურებები
24.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
10.10.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
26.09.2013
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
თავი პირველი
მრწამსის პირველი წევრი
12.09.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
29.08.2013
ნაწილი მეორე
მართლმადიდებლური მრწამსის განმარტება
შესავალი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat