რწმენისა და ცოდნის სინთეზი
რწმენისა და ცოდნის სინთეზი
საპატრიარქოს უნივერსიტეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მეცნიერებისა და ეკლესიის ურთიერთობას.

ღვთისმეტყველებისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების შესახებ იგი ბრძანებს: "შემთხვევითი არ არის, რომ დავით აღმაშენებელმა უმაღლესი სასწავლებელი მონასტერთან დააარსა. ასკეტიზმი და მეცნიერება - ორივე რჩეულთა ხვედრია და მათი შერწყმა იდეალურ პიროვნებაში ხდება. ასეთი რჩეულნი მრავლად ჰყავდა საქართველოს: პეტრე იბერი, ეფრემ მცირე, ათონელი მამანი, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, მიქაელ მოდრეკილი, იოანე მინჩხი... თვით დავით აღმაშენებელი და სხვანი.

ამ საუკუნეში (იგულისხმება XX ს) ბევრი ცდილობდა, რწმენა და ცოდნა გაეთიშა და დაეპირისპირებინა ერთმანეთისათვის.

განა შეიძლება რწმენა და ცოდნა დაუპირისპირდეს ერთმანეთს? ისინი ხომ ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მოიცავენ: ერთი - ფიზიკურს, მეორე - სულიერს. მაშასადამე, ისინი კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.

მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ოღონდაც ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ამ მეტად რთულ დროს სწორი მიმართულება და გამოყენება მივცეთ ადამიანის გონების ნაყოფს, უნდა ვეცადოთ, რომ მეცნიერულმა წინსვლამ ხელი არ შეუშალოს პიროვნების სულიერ განვითარებას".

ეს სიტყვები წარმოითქვა 1988 წლის 1-ელ ოქტომბერს. თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების დღეს.

მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. მრავალი ეკლესია-მონასტერი აშენდა და ამოქმედდა, შესაბამისად, ქართველი ხალხის ეკლესიური თვითშეგნება ამაღლდა. და, ზუსტად სასულიერო აკადემიის გახსნიდან 20 წლისთავზე, 2008 წლის 12 ოქტომბერს, გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

სწორედ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, შექმნილიყო უმაღლესი განათლების ეს ახალი კერა, რომელიც დაიცავდა ქართული მეცნიერების ტრადიციებსა და მემკვიდრეობას და ამავე დროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა. ასე დაფუძნდა ქართული უნივერსიტეტი, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზეა დამკვიდრებული, სულიერებისა და თავისთავადობის გაფრთხილებასა და მომავლის მეცნიერების აღზრდას ემსახურება.

უნივერსიტეტი უწმინდესმა და უნეტარესმა დალოცა და მიზნად ცოდნისა და რწმენის სინთეზზე, განათლების უწყვეტობასა და მემკვიდრეობითობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა დაუსახა. მას შემდეგ დრო გავიდა... 30 ივნისს კი, გახსნის შემდეგ პირველად, პატრიარქი უნივერსიტეტში მობრძანდა. როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორი, ბატონი პარმენ მარგველაშვილი აღნიშნავდა: "საპატრიარქოს მხრიდან უნივერსიტეტის დაფუძნება გლობალიზაციის პროცესის გამოწვევა და ეპოქალური მოვლენაა. ვეცდებით, აღვასრულოთ მისია, რომელიც მას პატრიარქმა დააკისრა".

30 ივნისს უწმინდესმა დიდი გულისყურით დაათვალიერა ყველა სართული, აუდიტორია, კომპიუტერული ცენტრი და ლაბორატორიები, ტელესტუდია, გამომცემლობა. მისთვის საუნივერსიტეტო ცხოვრების ყველა დეტალი მნიშვნელოვანი იყო.

ჯერ კიდევ იმ დროს პატრიარქმა ბრძანა: "ასე მოწყობილი უნივერსიტეტი არც ერთი არ არის საქართველოში. ახლა მთავარია, პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ თავიანთ სიმაღლეზე, სტუდენტებმა იგრძნონ თავისი წილი პასუხისმგებლობა. მე ხუმრობით ვთქვი კიდეც: ახალგაზრდა რომ ვიყო, ამ უნივერსიტეტში ვისწავლიდი-მეთქი სიხარულით".

უნივერსიტეტის გახსნიდან მცირე დროშივე მართლაც ბევრი გაკეთდა. იმ დროისათვის უნივერსიტეტს უკვე ჰქონდა: საკუთარი პერიოდული ორგანო - ყოველკვირეული გაზეთი "ქართული უნივერსიტეტი"; ტელე და რადიომაუწყებლობა ინტერნეტში; გამომცემლობა; საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი და კომპიუტერული ლაბორატორიები.

მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა ლიცენზია მოიპოვა, მაგისტრატურაში 18 სპეციალობაზე გამოცხადდა მიღება, 14 სპეციალობაზე 108 მაგისტრანტი ჩაირიცხა. პირველი სასწავლო სემესტრი და სასესიო პერიოდიც წარმატებით მიმდინარეობდა. მაგისტრატურაც ამოქმედდა, გამდიდრებული და გამრავალფეროვნებული სამაგისტრო პროგრამებით.

დაიწყო ასევე საბაკალავრო პროგრამაც ისტორიის სპეციალობით. უნივერსიტეტს შეეძინა ეროვნული გამოცდების შედეგად ისტორიის სპეციალობით ჩარიცხული სტუდენტები. შემუშავდა და დამტკიცდა სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამებიც. ასე რომ, საგანმანათლებლო პროცესი სამივე საფეხურზე წარიმართა.

უნივერისტეტმა პირველი დოქტორანტები ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე მიიღო. 2010 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტის კარი უკვე ღია იყო ბაკალავრებისთვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის სხვადასხვა სპეციალობაზე. დღეს ქართულ უნივერსიტეტში სულ 1000-მდე სტუდენტი სწავლობს. სასწავლებელში ამჟამად ოთხი ფაკულტეტია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ფიზიკა-მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის, სოციალურ მეცნიერებათა და სამართალმცოდნეობის.

ქართული უნივერსიტეტი ახალდაფუძნებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს ითვალისწინებს. უნივერსიტეტი საუკეთესო ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. აქ თანამედროვე აუდიტორიები და უმაღლესი დონის ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კაბინეტებია. ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა; უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი.

"მართალია, ქართული უნივერსიტეტი ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებელია, მაგრამ მისი მთავარი ღირსება ისაა, რომ მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერაა დაარსებული. როგორც ცხოვრებით დაღლილ თითოეულ ადამიანს პატრიარქთან შეხვედრა დაავიწყებს ყველაფერს, ასევე თითოეული სტუდენტი აქ გრძნობს დიდ სითბოსა და სიყვარულს. ამ უნივერსიტეტში არ არსებობს ბიუროკრატიული შეზღუდვები, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია რექტორთან შეხვედრა და საკუთარი აზრის გამოთქმა. ქართული უნივერსიტეტისთვის უმთავრესია სწავლება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, მაქსიმალური ცოდნის მიცემა სტუდენტებისთვის და მათი ეროვნულ ფესვებთან სიახლოვე".

ქართული უნივერსიტეტის სრული და ასოცირებული პროფესორები არიან ამა თუ იმ დარგში ავტორიტეტული პროფესორ-მასწავლებლები - როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. ამასთან, სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართული საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები, ლექციებს ასევე კითხულობენ წამყვანი უცხოელი სპეციალისტები.

საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ ქართულ უნივერსიტეტში მაღალი ხარისხის სწავლება შეხამებულია დროის ოპტიმალურ ხარჯვასთან. ძველი ბიუროკრატიული სალექციო სისტემის ნაცვლად დანერგილია თანამედროვე სასწავლო პროგრამები და სალექციო კურსი სრულიად მოდერნიზებულია. უნივერისტეტი ორიენტირებულია არა სტუდენტთა რაოდენობაზე, არამედ ცოდნის ხარისხზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებთან კავშირს. დოქტორანტებისთვის დანერგილია ინტერნეტ-დისტანციური სწავლების მეთოდი. ეს კურსი საინტერესოდ არის აწყობილი და სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბრიტანეთში ვიზიტის დროს თან ქართული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაც ახლდა. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და სამეფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ამ სასწავლებლების პროფესორები ჩამოვლენ თბილისში და ლექციებს წაიკითხავენ. ასევე მოეწყობა სტუდენტთა გავცლითი პროგრამები და ქართული უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები ბრიტანეთში გააგრძელებენ სწავლას.

დღეს უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები ჩართულნი არიან მაღალი რანგის მეცნიერულ კვლევებში, რომლებიც უცხოეთის სერიოზულ სამეცნიერო ცენტრებთან ერთად მიმდინარეობს. საერთაშორისო კვლევითი პროექტები იგეგმება სამართალმცოდნეობის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში.

უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტურ ცხოვრებას. ხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები სტუდენტებისთვის, ტარდება კონფერენციები და კონკურსები; ეწყობა სპორტული ღონისძიებები და ექსკურსიები როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე ქვეყნის გარეთ. უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში ქართულ დიასპორებთან ურთიერთობა.

მას შემდეგ, რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რამდენიმე წლის წინ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი დააფუძნა (დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენელი მეუფე იაკობი (იაკობიშვილი), აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე, კანცლერი თამაზ ვაჩნაძე), უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ მისიად განისაზღვრა მეცნიერული ქართველოლოგიის განვითარება, სტუდენტთათვის სამეცნიერო კვლევების შედეგების სწავლება და, ასევე, ქართველოლოგიური კვლევის შედეგების მიწოდება ფართო საზოგადოებისათვის. სწორედ ამ მიზნით 2012 წლის ივლისში უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შეიქმნა "უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შემსწავლელი საზაფხულო ქართველოლოგიური სკოლა".

საზაფხულო სკოლის ორგანიზება დაევალა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს. ქართველოლოგიური სკოლის პირველი მსმენელები იყვნენ ფერეიდნელი ქართველები.

ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ დასრულდა უნივერსიტეტის მეორე კორპუსი უწმინდესისა და მეუფე იაკობის დიდი ძალისხმევით, მომდევნო სასწავლო წლიდან ახალ კორპუსში ფიზიკა-მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა და სოციალურ მეცნიერებათა და სამართალმცოდნეობის სკოლები (ფაკულტეტები) გააგრძელებენ მუშაობას. ამ კორპუსში აქტიურად იმუშავებს გოგონათა და ვაჟთა გუნდი, ცეკვის სკოლა, ავტოსკოლა, სადაც სტუდენტები უფასოდ მიიღებენ მართვის მოწმობებს, იმუშავებს სპორტული დარბაზიც.

2011 წლის 25-26 ნოემბერს უნივერსიტეტის რექტორატის დაფინანსებითა და ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ქართველოლოგიის ცენტრის პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები". კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებში - საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, რუსეთში, ჩრდილო კავკასიაში, ასევე ირანში მოღვაწე ქართველოლოგების კოორდინაცია და ერთობლივი ქართველოლოგიური პროექტების დაგეგმვა. გამოსაცემად მომზადდა ქართველოლოგიის ცენტრის სამეცნიერო ჟურნალი "ქართველოლოგიური კვლევები", სადაც შევიდა საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებები.

ბატონმა სერგომ გაიხსენა აგრეთვე ქართულ უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია ლაზეთის შესახებ და მათზე გადაღებული ფილმის "შურიმშინეს" პრეზენტაცია.

ბატონმა სერგომ ასევე ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის მართვის სისტემაზე. აღნიშნა, რომ აქ ყველა საკითხს სრული დემოკრატიულობის დაცვით წყვეტს აკადემიური საბჭო.

მომავალი სასწავლო წლის დასაწყისი განსაკუთრებით საპასუხისმგებლო იქნება, - ბრძანა რექტორმა, - რადგან აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადებიდან 80 და აღსაყდრების 35 წლისთავი. ქართული უნივერსიტეტი ამ საიუბილეო თარიღებს ღონისძიებათა მრავალფეროვან ციკლს მიუძღვნის.

რექტორმა თავისი გამოსვლა X საუკუნის უცნობი ოპიზელი ჰიმნოგრაფის სიტყვებით დაასრულა: "ცხორებაი ესე წარვალს და განილევის, შვენიერებაი და დიდებაი დაჭნების, ხოლო სიმდიდრეი დალპების და წარწყმდების. რასა ცუდად ვმაღლოით, ოდეს ყოველნი მოკვდავნი ვართ და მიწად მიქცევადნი?!

მოვედით, ძმანო, შთავიხედნეთ საფლავთა: სადა არს შური, საოცრებაი და ხდომაი, სადა არს ძვირის ხსენებაი და ზვაობაი და ხორცთა გულისთქმანი? აჰა ესერა, მიწა, ნაცარ და თიხა ქმნილ არს ყოველი!"

თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გაიაზროს და გაითავისოს ამ სიტყვების მნიშვნელობა, რადგან "ჩვენი ამქვეყნიური მოღვაწეობა იმქვეყნიური ცხოვრების დასაწყისია", - ასე ბრძანებს უწმინდესი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat