ადრინდელ ქართველებს რომ ენახათ ჩვენი ახლანდელი სუფრა, სირცხვილით დაიწვებოდნენ
ადრინდელ ქართველებს რომ ენახათ ჩვენი ახლანდელი სუფრა, სირცხვილით დაიწვებოდნენ
დღემდე რომ მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ბრძნული, ღვთივსათნო არჩევანის შედეგია. ეს არჩევანი თავისთავად ემყარება ფასეულობათა სისტემის იერარქიის მართებულად განსაზღვრას, ღირებულებების სწორად შეფასებას.

ყოველთვის ასე იყო და დღეს, ე.წ. გლობალიზაციის ეპოქაში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმის გაცნობიერებას, რა არის უმთავრესი ღირებულება ჩვენთვის, რა უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, რა შევითვისოთ ან შევცვალოთ მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.

წერილში, "კონსერვატორობა და ლიბერალობა", ილია ჭავჭავაძე წერს: "ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც, მისი გულწრფელი რწმენით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის, და ხანდახან მარტო იმაში თუ სცოდავს, რომ ზოგჯერ იმისთანა ძველსაც გადაეფარება, რომელიც თუმცა გამოსადეგარი აღარ არის, მაგრამ უვნებელია, და ძველის აღდგენილს მანამდე არ უთმობს ახალს, სანამ გულს კარგად არ დააჯერებს, რომ ახალი კეთილს მოიტანს. ჭეშმარიტი ლიბერალობაც უარყოფს მარტო იმისთანა ძველს, რომელსაც თავისი დრო და ჟამი მოუჭამია, რომელიც დღეს ხარისხად გასდებია ცხოვრებას და წინსვლას უშლის. მას სურს იმ ძველის მაგიერ იმისთანა ახლის დამკვიდრება, რომელიც ცხოვრების განკარგებასა და წარმატებას ხელს ძველზე უკეთ მოუმართავს".

დრო იცვლება და მის კვალობაზე იცვლებიან ფასეულობებიც. საყოველთაოდ აღიარებული ძველი, დრომოჭმული ტრადიციის ადგილს იკავებს უფრო პროგრესული და ღირებული. მაგრამ რას ვერ ფილტრავს დროის საცერი, რა არის აბსოლუტური ღირებულება და რას ემყარება მისი აბსოლუტიზაცია? როგორ არის წარმოჩენილი სიტყვაკაზმულ ქართულ მწერლობაში ტრადიციისა და პიროვნების კონფლიქტი? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მედიაველისტიკის დოქტორი ლევან გიგინეიშვილი.

- ფასეულობები შეიძლება იყოს აბსოლუტური და რელატიური. რა იცვლება და როგორ მივუდგეთ ტრადიციას და ნოვატორობას?

- წმინდა შუშანიკი ამბობს: "ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამათ პური?!" ეს არის სწორედ რელატიური ფასეულობა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ, ამისგან განსხვავებით, ქრისტიანობა, ანუ ის, რისთვისაც წმინდა შუშანიკი ეწამა, არის აბსოლუტური ღირებულება, რომელიც არ იცვლება. აკაკი "თორნიკე ერისთავის" დასაწყისშივე ლაპარაკობს სუფრის ტრადიციაზე და ამბობს, ადრინდელ ქართველებს რომ ენახათ ჩვენი ახლანდელი სუფრა, სირცხვილით დაიწვებოდნენო - ძველ დროში მიღებული არ იყო სათითაოდ, ყოველი კაცის სადღეგრძელო. სულ სამი სადღეგრძელო ჰქონდათ: უფლის, მამულის და მეფის. აკაკის აწუხებდა, რომ ეს გაუთავებელი და უსაშველოდ გაგრძელებული სუფრის ჩვეულება მკვიდრდებოდა. არადა, იგი გახლდათ დრომოჭმული რელატიური ფასეულობა, რომლის შეცვლა სულაც არ იქნებოდა ცუდი და საკუთარი იდენტობის ღალატის მაჩვენებელი. პირიქით, აკაკი ფიქრობდა, - თუკი ერი, საზოგადოება აყალიბებს თავის იდენტობას რაღაც მანკიერ ჩვეულებაში, ჯობია, ეს მანკიერება საერთოდ მოიცილოს. ამით მისი იდენტობა არ მოისპობაო. აკაკი ხედავდა, რომ ამ დაუსრულებელი სუფრის ტრადიცია მე-19 საუკუნეში განპირობებული იყო იმით, რომ ქართველებს აღარ გვქონდა დამოუკიდებელი თვითმოქმედების სივრცე. და როდესაც ეს სივრცე დაცარიელდა სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში, ვეცადეთ მის ამოვსებას გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით.

ზოგიერთი ტრადიცია უკვე აღარ არის ქმედითი. გეორგ მელვილის "მობი დიკში" არის ასეთი ეპიზოდი: გემები მუსრავენ ვეშაპებს, მაგრამ ამ შემუსვრილი ვეშაპებიდან ყველას აზიდვა ჭირს გემზე. ამიტომ მკვდარი ვეშაპები ოკეანეში დაცურავენ და ახალი გემები რომ მოდიან, ეკიპაჟის წევრებს ეს მცურავი ვეშაპები კუნძულებად ეჩვენებათ. ერთ-ერთი გემის კაპიტანი მათ რუკაზეც კი დაიტანს. ამის მერე გემები ამ ადგილს აღარ ეკარებიან, რადგან არსებობს კუნძულებთან შეჯახების საფრთხე. სინამდვილეში კი ეს კუნძულები არ არსებობენ. მელვილისთვის მკვდარი ვეშაპები მეტაფორაა. იგი ამბობს: ზოგიერთი ტრადიცია სწორედ ამ მკვდარ ვეშაპებს მაგონებს, სინამდვილეში არანაირი საფუძველი რომ არ აქვთ, ჩვენ კი მათ მაინც ბრმად მივდევთო.

ასეთი "მკვდარი ვეშაპები" იყო ილიასთვის სწორედ ის ექვსი ასო, რომელიც მან ქართული ანბანიდან ამოიღო. იგი თვლიდა, რომ ამ ასოების არსებობა არანაირ საჭიროებას აღარ წარმოადგენდა, რადგან უკვე არავინ იყენებდა მათ. ილია არა მარტო ამ ძველ ასოებს თვლიდა ზედმეტად, არამედ ყველაფერ იმას, რაც ძველ დროში ვითომდა ფასობდა, რეალურად კი არანაირი ფასეულობა აღარ ჰქონდა და არც მომავლის მშენებლობას წაადგებოდა რამეში. მაგრამ, ამავე დროს, ილია სულაც არ იყო უნიადაგო ლიბერალი და განმაახლებელი. პირიქით, რაც კარგი იყო იმ ძველ ფასეულობებში, კბილებით იცავდა და ინარჩუნებდა. ის, რასაც ილია ასე უფრთხილდებოდა, დაკავშირებული იყო არა რელატიურ, არამედ შეურყეველ და აბსოლუტურ ფასეულობასთან. ეს გახლდათ: ენა, მამული, სარწმუნოება. ამათი დაკარგვა ნიშნავდა მისთვის გადაგვარებას და გადაშენებას. ამისგან განსხვავებით ილია აბსოლუტურ ფასეულობად არ მიიჩნევდა, მაგალითად, ბატონყმობას ან მონარქიას. თვლიდა, - როდესაც ქვეყანაში არ არის მონარქი, თითოეულ ადამიანს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებაო. მანამდე მონარქის პასუხისმგებლობაში იყო ყველაფერი, ის ქმედითობდა უფრო მეტად. ახლა კი ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ.

- დღეს გლობალიზაციის პროცესმა საყოველთაო ხასიათი მიიღო, რაც, გარკვეულწილად, საფრთხეს შეიცავს - ეს პროცესი ბუნებრივად იწვევს ხალხებისა და კულტურების ასიმილაციასა და ზოგჯერ სრულ გაქრობასაც. ჩვენთვის იმუნიტეტი ქრისტიანული და ტრადიციულ-ეროვნული ფასეულობებია.

- რა თქმა უნდა, გვიწევს დაფიქრება: ვინ ვარ მე? მოდის ახალი რამ და რაღაცას ცვლის ჩემში. რა მივიღო და რა - არა? გავიხსენოთ ილიას "აჩრდილი":

"ვიდრე ძე შენი არ გაიკვლევს ზოგად ცხოვრებას
და მცნების ნათლით ზეაღზიდულ-ამაღლებული,
ჭკვით არ განჭვრეტავს საზოგადო ცხოვრების დენას..."

"ზოგად ცხოვრებაში" იგულისხმება მაშინდელი მსოფლიო პროცესები. თუკი ქართველი ამ მსოფლიო პროცესებს არ გაიგებს და საზოგადო ცხოვრების დენას ჭკუით არ განჭვრეტს, - ამბობს ილია, - მიზანს ასცდება და ყოველთვის დაჩაგრული და დაბეჩავებული იქნებაო. მაგრამ, ამავე დროს, ილია იღებდა რაღაც აბსოლუტურ კატეგორიას, კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამ მსოფლიო პროცესების შეფასება, რა არის აქედან მისაღები და რა - უკუსაგდები. ეს კრიტერიუმი ილიასთვის არის "მცნების ნათელი", რომელიც ქმნის იმ საცერს, რაშიც უნდა გატარდეს მსოფლიო პროცესები. ამ პროცესებიდან ილიას ზოგი რამ მოსწონს, ზოგი - არა. არ მოსწონს, მაგალითად, ევროპული კოლონიზაცია, ევროპული სიხარბე და ბრმად არ იღებს ამას. სამაგიეროდ, მოსწონს ის, რაც ჯანსაღია - შრომის განთავისუფლება, ერების თვითგამორკვევა, რასაც იმ დროისათვის ადგილი ჰქონდა იტალიაში, პოლონეთში, ჩეხეთში... სურს, ეს პროცესები საქართველოშიც განმეორდეს. ის ხედავს, რომ რუსეთის იმპერიაც დაინგრევა ოდესმე, ამიტომ ქართველი ერი ამას მომზადებული უნდა შეხვდეს, გამოერკვეს და ევროპულ ერებს დაუდგეს მხარში. ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს ილიას, მაგრამ იგი არ არის ბრმა მიმდევარი არც ევროპული და რაც მისი ეროვნული ტრადიციებისა. ანუ ის ჭკუით განჭვრეტს ამ ყველაფერს. ილიას გონება ერთგვარი ბრძმედია, რომელიც ხედავს, თუ რომელი ტრადიციაა უფრო მოწინავე, ანუ რა მიიღოს და რა შეინარჩუნოს. "აწმყო, შობილი წარსულიდან, არის მშობელი მომავლისა", მაგრამ აწმყოში ილიას უხდება წარსულის გადაფასება და მისი ხელახალი კონსტრუირება. ანუ არ არის აუცილებელი ყველა ტრადიციის ბრმა მიდევნა, არამედ სასურველია ამ "მკვდარი ვეშაპებისგან" გათავისუფლება.

დღესაც ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. გლობალიზაციის პროცესს ვერ შეაჩერებ. ზოგი მასში მხოლოდ ცუდს ხედავს, მაგრამ მას მეორე მხარეც აქვს. თუნდაც ის, რომ იქმნება ტრანსნაციონალური კორპორაციები, ტელეკომუნიკაციის საშუალებები, რაც, თავის მხრივ, აადვილებს ურთიერთობებს და ცუდი არ არის. მაგრამ შეიძლება დაემუქროს რაღაც ფასეულობებს. ამიტომაც ამ პროცესების შემოტევის კვალობაზე უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის განსაზღვრას, ამ ფასეულობებიდან რა არის აბსოლუტური და რა - რელატიური. ანუ შეიძლება ამა თუ იმ ფასეულობის მოდიფიკაცია, გადასინჯვა და, თუ საჭიროა, უარყოფაც.

- ტრადიციისა და ნოვატორობის დაპირისპირების საკითხი არაერთ ქართველ მწერალს აღელვებდა...

- საინტერესოა ის, რომ ეს ნოვატორული, პროგრესული იდეები არის მხოლოდ ერთეულების ხედვაში და ძნელია მათი ტირაჟირება საზოგადოებაზე. იმიტომ რომ ამ ერთეულებმა ეს იდეები მიიღეს პირადი გამოცდილებით. მაგალითად, ვაჟას ალუდა ქეთელაური პიროვნულად დაეჯახა მუცალს, მისი სული და გული გაიგო. ამ დროს მათი პიროვნებები გაეხსნა ერთმანეთს. მაგრამ თემში სხვას არავის აქვს ეს გამოცდილება. ამიტომ ამ ღირებულებებს ალუდა ვერ გაუზიარებს, ავტომატურად ვერ მოახვევს თავს იმ საზოგადოებას, რომელსაც მისი არ ესმის. ეს პრობლემა ყოველთვის ჩნდება: მავნე ტრადიციის საპირისპირო და პროგრესული იდეა ძნელი სათარგმნი ხდება იმ ხალხისთვის, ვისაც ეს გამოცდილება პირადად არ ჰქონია. ამიტომ ზოგჯერ დიდი დრო სჭირდება იმას, რომ ერთეული პიროვნებების მიერ აღმოჩენილი ღირებულება საზოგადოების ნაწილი გახდეს და შემდეგ უკვე მათი ცხოვრების წესადაც იქცეს.

- ხშირად ტრადიციების პროფანაცია ხდება...

- მე-19 საუკუნის ერთი რუსი მიტროპოლიტი წერდა: ბავშვობას რომ ვიხსენებ, ვრწმუნდები, რომ ჩვენ მაშინ უფრო მართლმადიდებლები ვიყავით, ვიდრე ქრისტიანებიო. ამით იმის თქმა უნდოდა, რომ მაშინ მეტი აქცენტი კეთდებოდა გარეგნული რიტუალების შესრულებაზე, ვიდრე მცნებების დაცვაზე. ილიაც ამასვე ამბობდა. ლუარსაბი იცავს მარხვებს, წირვა-ლოცვასაც არ აკლდება, მაგრამ რატომღაც არ ახსოვს, რომ ყოველივე ეს მხოლოდ დამხმარე საშუალებებია და არა თავად მიზანი. ლუარსაბის რელიგიურობა ამაზე შორს არ მიდის. იგი ივიწყებს უფლის მოწოდებას: "იყავით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათაი სრულ არს". ილია მტკივნეულად განიცდიდა იმდროინდელი ქართული საზოგადოების სულიერ მდგომარეობას, რომელიც მართლმადიდებლობის მხოლოდღა გამოვლინებით შემოიფარგლებოდა.

წმინდა ილია მართალს მარტო სანთლები კი არ უნდა დავუნთოთ ეკლესიაში, არამედ კარგად უნდა გავეცნოთ მის შემოქმედებასაც. იგი გვიჩვენებს გზას, თუ როგორ მოვეპყრათ ტრადიციასა და ნოვატორობას. ჩვენ თვითონ უნდა დავადგინოთ ფასეულობებს შორის იერარქია და განვსაზღვროთ, რისი მოფრთხილება გვმართებს. და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკური რეალობის ანალიზით, არამედ აბსოლუტური ქრისტიანული ფასეულობების შუქზე. ასეთია წმინდა ილია მართლის ხედვა.
ბეჭდვაელფოსტა
03.01. 2022
მანანო
მადლობა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
14.03.2013
კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler