სანთელი შენს სულში უნდა აკიაფდეს, ის უნდა შეგიძღვეს ტაძარში
სანთელი შენს სულში უნდა აკიაფდეს, ის უნდა შეგიძღვეს ტაძარში
გერმანელი ფილოსოფოსი შელინგი წერდა: "ჭეშმარიტი რწმენა არ არის ცოდნას მოკლებული. იგი ხასიათდება მრწამსით, გულისა და გონების შეთანხმებით", რადგან "ვისაც უყვარს ღმერთი, მიცემული აქვს ცოდნა მის მიერ" (I კორ 8,3). მხოლოდ ნათელი რწმენისა და ცოცხალი ცოდნის განუყოფელი კავშირი იძლევა შემოქმედებითი ცხოვრების შესაძლებლობას.

რუბრიკის სტუმარია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის დოცენტი ლაურა გრიგოლაშვილი. ქალბატონი ლაურას აზრით, რწმენა ადამიანის ცხოვრებაში განსაზღვრავს ზნეობრივ-ესთეტიკურ ფასეულობათა იერარქიას, ეხმარება მას, უკეთ ჩასწვდეს მუსიკის, პოეზიის, მშვენიერების არსს, რადგან, როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა, "სიყვარულის ნაშობია მუსიკა და პოეზია".

- ქალბატონო ლაურა, როდის და როგორ შემოვიდა თქვენში სარწმუნოება და როგორია თქვენი კავშირი ეკლესიასთან?

- მიჭირს ზუსტად თქმა, როდის ან როგორ შემოვიდა ჩემში რწმენა. მე მგონი, ურწმუნო ადამიანი არც არსებობს. თვით უკიდურესი ათეისტიც კი განსაცდელის ჟამს ღმერთს სთხოვს შემწეობას...

ჩემი თაობა მკაცრი ათეიზმის პირობებში იზრდებოდა და ყალიბდებოდა. თბილისში ორიოდე ეკლესია მოქმედებდა. მონათვლა, ღვთისმსახურებაზე დასწრება აკრძალული იყო. ლიტერატურასა და ხელოვნებას ზედაპირულად გვაცნობდნენ. სულიერებაზე ფიქრიც კი იკრძალებოდა. და მაინც, თაობებში გამოტარებული მარადიული ღირებულებები (სიკეთე, სიყვარული, სასოება, ერთგულება) თითქოს თავად გვეხმიანებოდნენ და გულს სინათლით გვივსებდნენ.

მახსოვს, ბავშვობაში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მამაჩემის დედულეთში მცხოვრებმა ერთმა დარბაისელმა მოხუცმა, ვანო ტაბატაძემ. ყოველ დილა-საღამოს პირჯვარს გადაიწერდა და ლოცვას იტყოდა ხოლმე. ეს ყოვლად ჩვეულებრივი რიტუალი მაშინ უცნაურად მეჩვენებოდა და უცნაურ განცდასაც ბადებდა ჩემში. ასევე გამოირჩეოდა ჩვეულებრივი ყოფისგან ჩემი ბიძის შალვა ღაჭავას ცხოვრების წესიც. ის ეკლესიური, მორწმუნე ადამიანი იყო.

ჩემი კითხვები უპასუხოდ რჩებოდა... არც სწავლა-განათლების პროცესს ჰქონდა ჩემთვის თვითკმარი ღირებულება. რაღაც წნეხის ქვეშ ვგრძნობდი თავს. ცის გახსნას ველოდებოდი და ეს მოხდა. შევხვდი ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობამაც შინაგანად გამხსნა. ჩემთვის უცნაურად გაცხადდა ძველთაძველი ჭეშმარიტება: სამყაროს შემოქმედია ღმერთი, ქრისტე-მაცხოვრის სისხლი იმიტომ დაეპკურა დედამიწას, რომ ჩვენ აგვხელოდა თვალი, ჩვენ აღგვედგინა დაცემული ხატი, ჩვენ გვყვარებოდა ერთმანეთი ისე, ვითარცა მან შეგვიყვარა ჩვენ.

რაც ეხება ეკლესიასთან ურთიერთობას, იქ თითქოს ზეციურ საუფლოს ვუახლოვდები, ვგრძნობ ნეტარებას, დიდ სიმშვიდეს. ჩემი აზრით, არ შეიძლება ადამიანი იყოს ქრისტიანი, შედიოდეს ტაძარში, პირჯვარს იწერდეს, სანთელს ანთებდეს, თავის თავში კი არ ებრძოდეს ბოროტებას, შურს, ამპარტავნებას, ვერცხლისმოყვარეობას. სანთელი შენს სულში უნდა აკიაფდეს, ის უნდა შეგიძღვეს ტაძარში.

- რამდენად დაგეხმარათ რწმენასთან მიახლოებაში თქვენი პროფესია?

- ამ კითხვას შეიძლება ასეც ვუპასუხოთ: მე რწმენა დამეხმარა ჩემი პროფესიის დაუფლებაში. როგორც რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი ამბობდა, შეუძლებელია, ურწმუნო ადამიანმა სწორად იკვლიოს რელიგიური პრობლემატიკა. რწმენა დამეხმარა, უკეთ ჩავწვდომოდი პოეზიისა და მუსიკის არსს, რწმენამ განსაზღვრა ჩემთვის ფასეულობათა იერარქია.

- ძველი ქართული მწერლობის რომელ დარგს სწავლობთ და რა მოგცათ ამ სფეროში მუშაობამ?

- მე ქართულ ჰიმნოგრაფიას, სასულიერო პოეზიას ვიკვლევ. ჩემი სადისერტაციო თემა იყო დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი". ამ პატარა ძეგლში თავმოყრილია ქრისტოლოგიის ძირითადი პრობლემები: ცოდვით დაცემა, სინანული, ხსნა... ეს დამახასიათებელია შუა საუკუნეების ხელოვნებისა თუ ლიტერატურის ძეგლებისთვის. კონცეპტუალური მთლიანობა სამყაროსა და ადამიანის არსისა ყველა საკითხს ერთ ფოკუსში უყრის თავს, ამიტომ "გალობანი სინანულისანი" ჩემთვის ერთგვარ გზამკვლევადაც იქცა მედიევალური (შუა საუკუნეების) კულტურის რთულსა და ამაღლებულ სამყაროში.

- როგორ გესახებათ რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართება?

- რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების პრობლემა ძველია. მათი ურთიერთმიმართება ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარი იყო. კონფლიქტი შემეცნების ამ ორ მეთოდს შორის XVIII საუკუნეში გაჩნდა. განმანათლებლებმა ზურგი აქციეს რელიგიურ გამოცდილებას.

რელიგია ეფუძნება რწმენას, გამოცხადებას, ხილვას, მეცნიერება კი ცოდნას, ექსპერიმენტს, ლოგიკურ აზროვნებას, გარკვეულწილად - ინტუიციას. ბუნებისმეტყველება გამიჯნავს ჭეშმარიტსა და მცდარს, რელიგია - კეთილსა და ბოროტს, ღირსეულსა და უღირსს, მაგრამ თვით ფიზიკოსებმა აღიარეს, რომ არსებობს ზეგრძნობადი სინამდვილე, რომელიც ცდას, ექსპერიმენტს არ ექვემდებარება. ჭეშმარიტ ცოდნას დასაბამობრივ ერთთან მივყავართ.

- თქვენ ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათიის შედგენაშიც მიიღეთ მონაწილეობა...

- დიახ, ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად დაძაბულ წლებში მე და ჩემმა მეგობრებმა, მანანა გიგინეიშვილმა და ვახტანგ როდონაიამ, გადავწყვიტეთ გამოვხმაურებოდით მაშინდელი განათლების მინისტრის გურამ ენუქიძის წინადადებას პოსტკომუნისტური საგანმანათლებლო სისტემისთვის ახალი სახელმძღვანელოების შექმნის თაობაზე. მე და ჩემი კოლეგები მაშინვე შევუდექით მუშაობას ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათიაზე. მას უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი სახელმძღვანელოც. გავითვალისწინეთ დღევანდელი დონე ძველი ქართული მწერლობის მეცნიერული კვლევისა, გავეცანით მეთოდურ მითითებებსაც. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, 1999 წელს, გამოვაქვეყნეთ ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია (IX კლასი), სადაც შესულია ჩვენი მწერლობის მხატვრული სრულყოფილებით გამორჩეული საეტაპო მნიშვნელობის ძეგლები. არსებითია ის, რომ ტექსტებს დავურთეთ ლექსიკური, გრამატიკული, ისტორიულ-გეოგრაფიული, საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური და სახისმეტყველებითი ხასიათის ვრცელი კომენტარები. ეს კომენტარები ახალგაზრდებს ჰაგიოგრაფიული ძეგლების შესწავლას უადვილებს. ჩვენ თუ ეს ლიტერატურა სკოლაში არ ვასწავლეთ ახალგაზრდობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი თავის ფესვებს მოსწყდება და ღირსეულ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. პოეტმა თქვა: "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის".

ნიმუშისთვის ჩვენი ქრესტომათიიდან ერთ განმარტებას ჩაგიკითხავთ. გახსოვთ, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" ბერი ხუედიოსი ლოცავს მამა გრიგოლს: "...რამეთუ შენ ეყო მწყემსი კეთილი მრავალთა პირმეტყველთა საცხოვართა ქრისტესთა". აზრობრივად ეს ნიშნავს: შენ გახდები მწყემსი ადამიანებისა. მაგრამ რატომ მწყემსი?

განმარტება: მწყემსი - "მეცხვარე; ხოლო კაცთა მწყემსი - მღვდელი" (საბა). ებრაელთა წინაპრები მომთაბარენი იყვნენ და მესაქონლეობას მისდევდნენ. ებრაულ სამყაროში მწყემსობა საპატიო საქმიანობად მიიჩნეოდა. მწყემსის მოვალეობაა წინამძღოლობაც და მსახურებაც, მისი ძალაუფლება სიყვარულსა და ზრუნვაზეა დაფუძნებული. მწყემსი მგლისაგან იცავს ფარას და თავს არ ზოგავს ყოველი დაკარგული ცხვრისთვის. მწყემსებს უწოდებდნენ ადამიანთა წინამძღოლებსაც, ბიბლიურ მეფეებსაც. "მწყემსი კეთილი" ქრისტეს სიმბოლურ ხატად იქცა. მწყემსის განსაკუთრებული მზრუნველობა თითოეული "წარწყმედილი ცხოვარისათვის" იგავურად არის ასახული ლუკას სახარებაში: მწყემსს, რომელსაც 100 ცხვარი ჰყავდა, ერთი დაეკარგა, ოთხმოცდაცხრამეტი უდაბნოში მიატოვა და იმ ერთის მოსაძებნად წავიდა, ხოლო როცა იპოვა, სიხარულით დაუბრუნდა ფარას (ლუკა 15:4-7). მწყემსი გახდა სიმბოლური გამოხატულება მღვდლისაც, რომელსაც თავის "პირმეტყველთა საცხოვართა" ანუ მრევლის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა ევალებოდა.

ხედავთ, რამდენნაირ ინფორმაციას იღებს ახალგაზრდა? ეს ცოდნა მას მხოლოდ ჰაგიოგრაფიის შესასწავლად როდი სჭირდება; მოსწავლე დაფიქრდება: რატომ შეარჩია დავით გურამიშვილმა თავისი უცნაური პოემის "მხიარული ზაფხულის" პერსონაჟებად მწყემსები? მწყემსის აღზრდა-განსწავლა რატომ იქცა მისთვის არსებით ზნეობრივ პრობლემად? ან კიდევ რატომ იწყება ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა "ბედი ქართლისა" ერეკლე მეფის ლოცვით: "მწყემსო კეთილო, შენს წმინდა სამწყსოს შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს! გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს საქართველოსა ჭირნი მოადგეს! მრავალ არიან, უფალო, მტერნი და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!" მოსწავლეს უკვე წინა კლასებიდან მოჰყვება ცოდნა ბიბლიურ სახე-სიმბოლოთა შესახებ. მან იცის, რა დატვირთვა აქვს "მწყემსს", "ცხოვარს", "ცხოვარის წარტაცებას" და ა.შ. ასეთი მაგალითების მოყვანა ჩვენი ქრესტომათიიდან უხვად შეიძლება... ხომ ცნობილია, რომ ყველა ქვეყნის ქრისტიანული კულტურის ფესვები ბიბლიაშია. ბიბლიით საზრდოობს ჩვენი მწერლობაც. ხოლო რასაც ღრმად ჩავწვდებით და გავიაზრებთ, ის არასოდეს დაგვავიწყდება. ცოდნა კი დიდი ძალაა. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ ცოდნაა ადამიანის ჭეშმარიტი საკუთრება. ის ადამიანს ანიჭებს შინაგან სიამაყეს, წონასწორობას, სულის სიმტკიცესა და თავისუფლებას. ბიზანტიელებმა კი ისიც კარგად იცოდნენ, რომ ცოდნას, განათლებას პრაქტიკული ღირებულებაც აქვს. კლასიკური განათლების მქონე ადამიანი ადვილად იკეთებდა კარიერას, ცოდნა კაცს ეხმარებოდა სოციალური სტატუსის მოპოვებაში. ამასვე გვასწავლის დავით გურამიშვილიც.

ამჟამად მე და ჩემი კოლეგები ვმუშაობთ ძველი ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოს გასრულებაზე. ის მიმდინარე წელს დაიბეჭდება.

- თქვენს ოჯახზეც გვესაუბრეთ. გვითხარით, როგორ გეხმარებათ რწმენა პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში, სტუდენტებთან ურთიერთობაში...

- მე დიდ ოჯახში გავიზარდე. ერთად ვცხოვრობდით ბებო, პაპა, დედა, მამა, ბიძა, ჩემი და და მე. დღეს ამ ოჯახიდან მე და ჩემი და დავრჩით. და - ბელა გრიგოლაშვილი ინჟინერია, მეცნიერებათა კანდიდატი. ჩვენ არა მარტო დობა გვაკავშირებს, არამედ დიდი მეგობრობაც. ასევე ვმეგობრობთ მე და ჩემი სიძე (დის ქმარი) გიორგი (ბიჭიკო) დანელია, უაღრესად მრავალმხრივი ადამიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, შვილი ქართველი ფილოსოფოსის სერგი დანელიასი.

ახლაც დიდი ოჯახი მაქვს: მეუღლე - გივი ხუსკივაძე (მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი), შვილები - ალექსანდრე და მიხეილი. ალექსანდრე მამის გზას გაჰყვა, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, მიხეილი ჩემსავით ფილოლოგია, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, რძალიც, ნინო როსტომაშვილი, გერმანისტია. სანდროს და ნინოს ჰყავთ ორი უმშვენიერესი გოგონა - ანა და სალომე. მათთან ურთიერთობისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სიყვარული ღვთაებრივი ბუნებისაა. ეს გრძნობა ადამიანის გამაკეთილშობილებელია, მრავალ განსაცდელსა და ტკივილს დაგათმენინებს.

სტუდენტებთან ურთიერთობის დროსაც ჩემი საყრდენი სიყვარულია. ვცდილობ, ჩავწვდე თითოეული მათგანის სულს, თითოეულის შესაძლებლობებს და დავეხმარო მათ შესაფერისი გზის შერჩევაში, საკუთარი თავის პოვნაში. მრავალწლიანი გამოცდილება სტუდენტებთან ურთიერთობისა მარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს ცოდნასთან ერთად ჰაერივით სჭირდებათ ზნეობრივი ორიენტირები. ვცდილობ, ამაშიც დავეხმარო მათ. სხვათა შორის, კარგა ხანს ვკითხულობდი ლექციებს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაშიც. აქაც და უნივერსიტეტშიც ბევრ საინტერესო ახალგაზრდას შევხვდი. ზოგთან დღესაც ვმეგობრობ. ეს მე დიდ სიხარულს მანიჭებს.

- როგორ სწავლობენ დღევანდელი სტუდენტები სასულიერო მწერლობას?

- დღეს ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე სტუდენტთა კონტინგენტი არაერთგვაროვანია. სულ უფრო და უფრო იკლებს რიცხვი ისეთი სტუდენტებისა, რომელთაც სწყურიათ განათლების მიღება, რომელთაც შეუძლიათ თავგადადებული შრომა. მგონია, რომ ჩვენი პრაგმატული ეპოქა ახალგაზრდებზეც დიდ გავლენას ახდენს. სულიერი ინტერესები უკანა პლანზე გადაინაცვლებს, სხვა ორიენტირებით ხელმძღვანელობენ. თუმცა მიმდინარე სასწავლო წელს ერთმა ჩემმა სტუდენტმა, ბათუმიდან ჩამოსულმა უფაქიზესმა გოგონამ, მითხრა: მე სამშაბათიდან სამშაბათამდე ვარსებობო (სამშაბათობით მათ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში ჰქონდათ ლექცია). ასეთი სტუდენტებისთვის ღირს თავის გადადება, ღირს სიცოცხლეც.

მსოფლიო კულტურებსა და ცივილიზაციებთან დიალოგი, კარგის მიბაძვა, კარგის გადმოღება უცხო სულაც არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კულტურისათვის, მაგრამ ეს უნდა წარიმართოს ისე, რომ ჩვენი სახე არ დავკარგოთ და ჩვენს იდეალებს ზურგი არ შევაქციოთ. ეს არის ნებისმიერი ერის არსებობის გარანტი, მხოლოდ ამ გზით შეძლებს ერი განვითარებას, კულტურული თუ სხვა კავშირების დამყარებას მსოფლიოსთან, მთელ სამყაროსთან.

- ხშირად გაიგონებთ, რომ ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი წიგნს მოსწყდა და თითქმის მთელი მათი თავისუფალი დრო ტელევიზიამ დაიკავა.

- დღეს ტელევიზიას ძალიან დიდი ძალა აქვს. ის გავლენას ახდენს მენტალიტეტის, კულტურის, მეტყველების, ორიენტირების განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზე. პირველ რიგში, ყურადღება მინდა გავამახვილო სალიტერატურო ენაზე, უცხო სიტყვებისა და ტერმინების დიდი ნაკადით შემოჭრაზე. რა თქმა უნდა, ენა ვითარდება, თავისი კანონზომიერებები აქვს და მდიდრდება კიდეც უცხოური ლექსიკით, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ შემოსულმა სიტყვებმა მთლიანად გადაფაროს ჩვენი მეტყველება. სხვათა შორის, ერთხელ ტელევიზიით ვუსმენდი მწერალ ოტია იოსელიანს, რომელმაც ასეთივე შენიშვნა მისცა ტელევიზიის თანამშრომლებს: შოთა რუსთაველს ქართული ენა "ვეფხისტყაოსნის" შესაქმნელად ეყო და თქვენ საბჟუტუროდაც არ გყოფნითო. არანაკლებ შემაშფოთებელია, თუ როგორ იდევნება ქართული მეტყველების ბუნებრივი ინტონაცია უცხოური (ინგლისური მეტყველების) ინტონაციების მეშვეობით. რაც მთავარია, ტელევიზია ახალგაზრდებს სთავაზობს იდეალს, გმირებს და ეს გმირები, ჩემის აზრით, ცრუ გმირები არიან. სამწუხაროდ, ნაკლებად ჩანან ტელევიზიაში წიგნიერი, განათლებული ადამიანები. სწორედ ახლა უნდა შევეცადოთ, ამ განათლებული ადამიანების ერუდიციამ, მსჯელობის სიღრმემ მიიზიდოს, დააინტერესოს ახალგაზრდა და აქეთ მიმართოს მისი გონება.

- ქალბატონო ლაურა, რას უსურვებდით ჟურნალ "კარიბჭის" მკითხველებსა და თანამშრომლებს?

- თქვენს ჟურნალს, ალბათ, ბევრი მკითხველი ჰყავს. მასში ისეთი მასალები იბეჭდება, ისეთ ადამიანებთან გაქვთ საუბრები, ისეთი თემებია წამოწეული, რაც ადამიანის სულის მოთხოვნილებას შეესაბამება და სულიერი განვითარებისთვის სასარგებლოა. მით უმეტეს დღეს, როცა ასე მოგვეძალა ყვითელი პრესა.

ვისურვებდი, რომ ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი საზოგადოება არ მოსწყდეს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ტრადიციებს, "ჩვეულებისაებრ მამულისა სლვას", რადგან ჩვენი ერის საუკეთესო ტრადიციების ერთგულება და ამ გზით სიარული ადამიანს დაამშვენებს, განამტკიცებს და სიკეთისკენ წაიყვანს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat