"ჭეშმარიტი ფილოსოფია ქრისტიანობაა და ჭეშმარიტი სიბრძნეც ადამიანს მხოლოდ ღვთისგან ეძლევა"
"ჭეშმარიტი ფილოსოფია ქრისტიანობაა და ჭეშმარიტი სიბრძნეც ადამიანს მხოლოდ ღვთისგან ეძლევა"
ფრანგი განმანათლებელი ჟან-ჟაკ რუსო წერდა: "მე ღმერთს მის ყველა ქმნილებაში ვხედავ, თვით ჩემშივე ვგრძნობ მას, ვაღიარებ, რომ განმაცვიფრა წმინდა წერილის სიდიადემ. სახარების სიწმინდე ჩემს გულს ეუბნება: შეხედეთ ფილოსოფოსთა წიგნებს - მთელი მათი ბრწყინვალების მიუხედავად, რაოდენ უმნიშვნელონი და უფერულნი ჩანან ისინი წმინდა წერილის გვერდით. მართლაც, ჭეშმარიტი ფილოსოფია ქრისტიანობაა და ჭეშმარიტი სიბრძნეც ადამიანს მხოლოდ ღვთისგან ეძლევა".

ჩვენი სტუმარია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი დალი დანელია.

- ქალბატონო დალი, როგორ იპოვეთ ღმერთი, როგორ შემოვიდა თქვენში რწმენა?

- მართლმადიდებლობა ჩემთვის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა. უნდა ვიამაყოთ, რომ საქართველოს საუკუნეების მანძილზე ხელთ ეპყრა მართლმადიდებლობის ლამპარი მთელი აღმოსავლეთის საქრისტიანოში. მართლმადიდებლობა იყო ჩვენი ციხესიმაგრე, მართლმადიდებლობას ეწირებონენ ჩვენი წინაპრები. მათ ის თავიანთი სიცოცხლის ფასად მოიტანეს ჩვენამდე და ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი რწმენა ყოველგვარი ხელყოფისაგან.

ოჯახში პატარაობიდანვე მინერგავდნენ ღვთის სიყვარულს და საღვთო მცნებებს. დედაჩემის მამა და ბაბუა მღვდლები იყვნენ. მამაჩემიც მღვდლის ვაჟიშვილი გახლდათ. მის წინაპართა მთელი თაობები ღვთისმსახურებას ეწოდნენ. სოფელში, მამაჩემის სახლში, ბაბუის ბიბლიოთეკა ინახებოდა (იმხანად ის უკვე აღარ იყო ცოცხალი) და ზაფხულობით, სოფელში რომ ჩავდიოდი, ვკითხულობდი ბიბლიას, სასულიერო ჟურნალ "მწყემსის" ნომრებს. ამან, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.

- რა საკითხებზე მუშაობთ ძირითადად და როგორ უკავშირდება თქვენი პროფესიული საქმიანობა თქვენს რწმენას?

- ვმუშაობ ევროპული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებზე, წლების მანძილზე ვხელმძღვანელობდი მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებას. გამოქვეყნებული მაქვს ნაშრომები XVII საუკუნის კლასიკურ რაციონალიზმზე, ირაციონალისტური ფილოსოფიისა (ა. შოპენჰაური, ფრ. ნიცშე, ედ. არტმანი, ზ. ფროიდი, ო. შპენგლერი) და ამ მოაზროვნეთა გავლენის შესახებ მოდერნისტულ მწერლობასა და ხელოვნებაზე, საზოგადოდ, მოდერნიზმის ირაციონალისტურ ორიენტაციაზე. ბოლო წლებში ვმუშაობ რელიგიის ფილოსოფიაში ("გონების რელიგიის" შესახებ, ლაიბნიცის, კანტის, ჰეგელის, შლაიერმახერის, ნ. ბერდიაევის რელიგიის ფილოსოფია).

ფილოსოფიური აზროვნების ისტორიაში და XX საუკუნის ევროპულ ფილოსოფიაში თითქმის არ არის მოაზროვნე, რომელიც რელიგიის საკითხების შესახებ არ წერდეს. ლაიბნიცთან, კანტთან, ჰეგელთან, შლაიერმახერთან კი რელიგიის საკითხები ჩამოყალიბდა, როგორც რელიგიის ფილოსოფია. ამ მოაზროვნეთა რელიგიის ფილოსოფია - ეს არის დიდი სისტემები, რომლებიც მათ ძირითად ფილოსოფიურ პრინციპებს ეფუძნება.

ფილოსოფიის ისტორიის საკითხებზე ფიქრი რელიგიის საკითხებზე, ღმერთის ცნებაზე ფიქრიცაა. ღმერთის საკითხი ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია.

- რა მიმართება აქვს ფილოსოფიას თეოლოგიასთან?

- რელიგიური და ფილოსოფიური აზროვნების მთელი ისტორია წარიმართა რელიგიისა და ფილოსოფიის, თეოლოგიისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართების კვლევის ნიშნით. თეოლოგია ბერძნული სიტყვაა და ღმერთის შესახებ მოძღვრებას ნიშნავს. იგი შედგება სიტყვებისგან "თეოს" (ღმერთი) და "ლოგოს" (მოძღვრება).

ქრისტიანობა არა მხოლოდ რელიგიაა, არამედ თეოლოგიაც - ღმერთის შესახებ მოძღვრება, დასაბუთებისა და მსჯელობების სისტემით, გონებით ღმერთის წვდომისკენ ლტოლვით, თუმცა იმავე დროიდან მოყოლებული, რაციონალურ თეოლოგიასთან ერთად და მის საპირისპიროდ, გაჩნდა ტენდენცია გონების ჩაურევლობისა ღვთის წვდომაში, რაც კლასიკური ფორმით გამოიხატა წმინდა ტერტულიანეს ცნობილ გამონათქვამში: "მწამს, ვინაიდან აბსურდია". ამასვე ადასტურებდა დებულება, რომ ფილოსოფია ემყარება "გონების ბუნებრივ სინათლეს", რელიგია კი გამოცხადებას, და ფილოსოფიას გამოცხადებასთან არაფერი ესაქმება. მაგრამ თეოლოგიამაც და ფილოსოფიამაც აჩვენა, რომ ადამიანის გონება მიისწრაფვის ღვთის შეცნობისაკენ, გამოცხადების გააზრებისკენ.

პავლე მოციქული ბრძანებს: "წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე" (1 კორინთ. 3,19). აქ ლაპარაკია ღმერთის გონების უსასრულო სიმაღლეზე ადამიანურ გონებასთან შედარებით, ღვთიური სიბრძნის აბსოლუტურობაზე. მაგრამ პავლე მოციქული გადაულახავი ზღუდით არ გამოყოფს ერთმანეთისგან რწმენასა და ცოდნას. მიდრეკილება ფილოსოფიისკენ ღრმად იდო ქრისტიანობის, როგორც ლოგოსის (სიტყვის) რელიგიის წიაღში: "მორწმუნეთ აქვთ ღმერთი მეცნიერებით" (რომ. 1,28), ქრისტეში ჩვენ "ყოვლითა განვმდიდრდით, - ყოვლითა სიტყვითა და ყოვლითა მეცნიერებითა" (1 კორინთ. 1,5) (სხვათა შორის, პავლე მოციქული ებრძოდა არა საზოგადოდ ფილოსოფიას, არამედ მხოლოდ ეპიკურეს მოძღვრებას).

რაციონალური თეოლოგია იყო ცდა ბერძენთა (პლატონის, არისტოტელეს, ნეოპლატონისტების) სიბრძნის გამოყენებისა ქრისტიანობის დოგმატების უმაღლესი ჭეშმარიტების ჩვენებისათვის. ის იყო ადამიანური სიბრძნით ღვთაებრივი სიბრძნის შემეცნების ცდა.

შუა საუკუნეებში ფილოსოფია და რაციონალური თეოლოგია ერთმანეთს შეერწყა - თეოლოგია იყო ფილოსოფია და ფილოსოფია იყო თეოლოგია. თეოლოგია იმ ეპოქის ერთადერთი ფილოსოფია გახლდათ. დიდი თეოლოგები ფილოსოფიურად განსწავლული ადამიანები იყვნენ. ამ დიდ ეპაქაში (IV-XIV ს.ს.) თეოლოგთა თხზულებები იყო ფილოსოფიური აზრი ღმერთის შესახებ. იოანე პეტრიწი, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი და სხვანი ერთდროულად დიდი თეოლოგებიც იყვნენ და დიდი ფილოსოფოსებიც. ასე გაგრძელდა აღორძინებისა და რეფორმაციის ეპოქამდე.

ქრისტიანობის პირველი თეოლოგი პავლე მოციქული გახლდათ. მისი ეპისტოლეები იყო ქრისტიანული დოგმატიკის საფუძვლების დადგენა. მეორე საუკუნეში ქრისტიანობის დოგმის დამცველად და ფილოსოფიისა და მეცნიერებისაგან მისი გამიჯვნის მოწოდებით გამოვიდა ტერტულიანე. იგი აყენებს დებულებას, რომ გამოცხადებაა უმაღლესი სიბრძნე და მეცნიერება და ფილოსოფია ქრისტიანობას არ სჭირდება.

საპირისპირო ტენდენციების გაჩენა ქრისტიანულ თეოლოგიაში მიეწერებათ ალექსანდრიელ მამებს - კლიმენტი ალექსანდრიელსა და ორიგენეს. კლიმენტი ალექსანდრიელი ამტკიცებდა, რომ რწმენა ამავე დროს ცოდნაც უნდა იყოს და ბერძნული ფილოსოფია საჭიროა ქრისტიანობისთვის.

თეოლოგიის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით კაბადოკიელ მამებსაც - წმინდა ბასილი დიდს, წმინდა გრიგოლ ნაზიანზელს და წმინდა გრიგოლ ნოსელს (IV ს.).

VIII საუკუნის წმინდა მამის, იოანე დამასკელის მთავარ შრომაში "ცოდნის წყარო" გადმოცემულია მართლმადიდებლობის დოგმები. ამ თხზულებაში არისტოტელეს ნააზრევიდან ის არის ამოკრეფილი, რაც, წმინდა იოანე დამასკელის აზრით, ჭეშმარიტ სარწმუნოებას გამოადგება.

- მაინც რა იყო პლატონის, არისტოტელეს, ნეოპლატონისტების დახვეწილ ფილოსოფიურ სისტემებზე ქრისტიანობის გამარჯვებისა და მისი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რელიგიად ქცევის მიზეზი?

- ხშირად მიუთითებენ იმ პერიოდის (ა.წ. I ს.) რომის იმპერიის სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ქრისტიანული რელიგიის გამარჯვების მიზეზი თვითონ მისი ღირსებაა - მისი დოგმატიკა, მისი ეთიკური მცნებები. მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი რელიგია, რომლის ერთ-ერთი უდიდესი პრინციპი ის გახლავთ, რომ ბოროტებას უნდა დავუპირისპიროთ არა ბოროტება, არამედ სიკეთე და სიყვარული.

იმ ისტორიულ ეპოქაში, როცა მაცხოვარმა თავისი მოძღვრება იქადაგა, მთელ წინა აზიაში, ეგვიპტეში, რომსა და საბერძნეთში იყო ახალი რელიგიის შექმნის მრავალი ცდა, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ქრისტიანობამ გაიმარჯვა, მხოლოდ ის, სიკეთისა და სიყვარულის რელიგია, დაეუფლა ადამიანთა გულებს.

ადამიანი გულით, სიყვარულით, იმედით მიდის ღმერთთან, ევედრება და თაყვანს სცემს მას, რადგან სწამს, რომ უფალი შეეწევა. თვითონ მაცხოვარი ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვისთვის ეცვა ჯვარს. მან თვითონ გამოსცადა საშინელი წამება და ამიტომ სჯერა ადამიანს, რომ ღმერთი მისი შემწე და ქომაგი იქნება. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, მხოლოდ მას, ვინც განიცადა ტანჯვა, "ძალუძს მათდაცა შეწევნად, რომელნი განიცადებოდიან".

ახლა ხშირად ლაპარაკობენ ცნობიერების კრიზისზე, ძალადობისა და ამორალობის მომძლავრებაზე და ამის მიზეზსაც სწორად მიუთითებენ, - ეს კრიზისი გამოიწვია მაცხოვრის მიერ ნაჩვენები გზის დავიწყებამ, სიყვარულის ქრისტესეული მოძღვრების უგულებელყოფამ, რაც შესანიშნავად გამოიხატება ჟამთააღმწერლის ფრაზით: "დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმანცა სამართლად დაგვივიწყა".

- როგორი თვისებების დანახვას ისურვებდით თანამედროვე ახალგაზრდებში?

- ახალგაზრდობას მაღალზნეობრივ, ღირსეულ ცხოვრებას ვუსურვებ. ვუსურვებ, სწამდეთ ღმერთი, უყვარდეთ სამშობლო და ყველაფერი გააკეთონ მისი კეთილდღეობისთვის. 118-ე ფსალმუნში ვკითხულობთ: "რაითამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თვისი, არამედ თუ იმარხნეს სიტყვანი შენნი". ის ეთიკური მცნებები, რომლებიც მოსემ და ქრისტემ დაგვიტოვეს, გონიერებისა და ზნეობის უმაღლესი, მარადიული, უკვდავი კანონებია. მარადიული ღირებულებები ურყევია და ისინი დროსთან ერთად არ იცვლება: "იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე", - გვასწავლის მოციქული.

- თანამედროვე ახალგაზრდებს, რომლებიც გაუცხოებულნი არიან ეკლესიისგან, "თავისუფლება" სხვაგვარად ესმით. რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება და რა მიმართებაა თავისუფლებასა და ზნეობას შორის?

- მე მათ გავახსენებ პავლე მოციქულის სიტყვებს: "უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა" (2 კორინთ. 4,17).Dდა კიდევ: "თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს" (გალატ. 5,13).

საშიში თავისუფლება, "ყველაფერი ნებადართულიას" "ფილოსოფია" ადამიანის გადაგვარების და ხშირად მხეცად გადაქცევის საწინდარია. ადამიანის გადარჩენის აუცილებელი პირობა ღმერთის წიაღში დაბრუნება და თავისუფლების შესახებ ქრისტიანული სწავლების გაცნობიერებაა. მხოლოდ თვითშეზღუდვით მიიღწევა ნამდვილი თავისუფლება.

ადამიანს ღმერთი აძლევს სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანის უფლებას და ჩვენი ზნეობრივი სახე იმაზეა დამოკიდებული, კეთილს ავირჩევთ თუ ბოროტს. ქრისტიანული რელიგია სიკეთისა და ადამიანთა ურთიერთსიყვარულის რელიგიაა. ჭეშმარიტი ქრისტიანი და მაღალი ზნეობის ადამიანი ის არის, ვინც სიკეთეს აირჩევს.
ბეჭდვაელფოსტა
10.06. 2019
cugo195656@mail.ru
super, ასე доходчиво, თანამედროული ლექსიკით გადმოცემულ ღვთაებრივ სიბრძნეს ხშირად ვერ შეხვდები.
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat