რწმენა, უპირველეს ყოვლისა, მიტევების უნარს მანიჭებს
რწმენა, უპირველეს ყოვლისა, მიტევების უნარს მანიჭებს
კონსტანტინე გამსახურდია წერდა: "ერის კულტურის გამოსაცდელი რელიგია და მისი გაგებაა". ქართული კულტურის ისტორიის კვლევა, ფაქტობრივად, ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის კვლევას გულისხმობს, რადგან 2000 წლის მანძილზე მართლმადიდებელი ეკლესია იყო განმსაზღვრელი ქართული სახელმწიფოებრივი მთლიანობისა, ეროვნული თვითშეგნებისა, თვითიდენტიფიკაციისა, არქიტექტურისა, ხელოვნებისა და, საერთოდ, ყველაფრისა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საქართველოში შეიქმნა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, ბატონი გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული ხელოვნებათმცოდნეობითი სკოლა, მეცნიერული კვლევა-ძიების ორბიტაში მოექცა ქართული არქიტექტურა, ჭედურობა, კედლის მხატვრობა, წიგნის მინიატურა და ა.შ.

ქრისტიანული არქეოლოგია არქიტექტურულ ძეგლებს იკვლევს. ეს დარგი განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდის შემდეგ აღორძინდა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის მხცოვან მეცნიერს, ბატონ რამინ რამიშვილს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის კვლევის ცენტრის შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილებაში შეიქმნა ქრისტიანული არქეოლოგიის სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ბატონები: გივი ბოლქვაძე, იულონ გაგოშიძე და სხვები. ჩვენი სტუმარი გახლავთ არქეოლოგიის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კახა წერეთელი, რომელიც სწორედ ქრისტიანული არქეოლოგიის სფეროში მუშაობს. ბატონი კახას აზრით, რწმენა არქეოლოგს ეხმარება, უკეთ ჩაწვდეს ამა თუ იმ ძეგლის სულიერ ფასეულობას, თანამედროვე და თანაზიარი გახდეს იმ ხალხის სულისკვეთებისა, ვინც ამ ნაგებობებს აშენებდა, იქ ლოცულობდა... ამ დამოკიდებულების გარეშე მეცნიერული კვლევა სიღრმეს მოკლებული და უნაყოფო იქნებოდა.

- ბატონო კახა, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ეკლესიასთან?

- ჩემს ოჯახში რელიგიური ატმოსფერო და განწყობა ყოველთვის იყო. ბებიაჩემი ღრმად მორწმუნე ქალი გახლდათ. ჩემი სახლის გვერდით, დიდუბის ეკლესიაში დავდიოდით, ზაფხულობით მანგლისის ეკლესიას ვეწვეოდით ხოლმე, რომელიც მოქმედი იყო. ჩემმა პროფესიამაც დამაახლოვა ეკლესიასთან. დავამთავრე უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ისტორიის განხრით. ძირითადად ვიკვლევ ქართულ ქრისტიანულ არქიტექტურას არქეოლოგიური კვლევა-ძიების მეთოდიკით, რაც თავისთავად განაპირობებს ეკლესიასთან, სასულიერო პირებთან დაახლოებას. მონასტერშიც ვცხოვრობდი, სადაც ვაწარმოებდი არქეოლოგიურ გათხრებს. შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება, პრაქტიკულად, ქრისტიანული ხელოვნებაა, რადგან ქრისტიანული რელიგია განსაზღვრავს ხელოვნების მიმართულებებს, დარგებს, ჟანრებს, სტილს, გემოვნებას... ათეისტურ ხანაში ჩემი თაობისთვის სრულიად უცხო იყო წმინდა წერილი, სახარება. ეს წიგნები მაშინ ძნელი საშოვნელი იყო. ამა თუ იმ ეკლესიის კედლის მხატვრობის, ლიტურგიკული სივრცის და, საზოგადოდ, ქრისტიანული ხელოვნების დანიშნულების ასპექტებში რომ გავრკვეულიყავი, აუცილებლად უნდა გავცნობოდი საღვთო წერილს. ვსწავლობდი სასულიერო შინაარსის თხზულებებს, რაზედაც კი ხელი მიმიწვდებოდა. ამანაც უფრო დამაკავშირა ეკლესიასთან.

- ათეიზმის პერიოდში ალბათ რთული იქნებოდა მუშაობა შუა საუკუნეების ხელოვნებაზე, მაგრამ, როგორც ცნობილია, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი მაინც დიდი შემართებითა და სიყვარულით მუშაობდა.

- ათეისტურ პერიოდში მეცნიერული კვლევა დადგენილ კლიშეებს არ უნდა გადასცდენოდი. კომუნისტების რეჟიმის დროს ეკლესია განიხილებოდა, როგორც მხოლოდ მატერიალური კულტურის ძეგლი. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტმა, რომელიც ბატონი გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა, უდიდესი საქმე გააკეთა. ძეგლები შეისწავლებოდა ხელოვნებათმცოდნეობითი თვალსაზრისით, მაგრამ ეს ყველაფერი გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო. საუბარი ეკლესიის როლზე ქვეყნის სულიერ, ისტორიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში იზღუდებოდა. დაჩრდილული იყო საფუძველთა საფუძველი, ანუ ამა თუ იმ ეკლესიის ფასეულობის არსი. მაგალითად, არ შეიძლებოდა იმაზე საუბარი, რომ ეკლესია არის ქრისტეს სხეული, სიყვარულის ახალი მადლმოსილი ორგანიზმი, ახალი კაცობრიობა და ა.შ.; რომ ქრისტე არის თავი ეკლესიისა, სადაც იმყოფებიან ანგელოზთა დასი, წმინდანები და ა.შ. ასეთი ღვთისმეტყველური განმარტებების მიცემა საეკლესიო ნაგებობებისთვის არ ხდებოდა. არადა, როგორც კედლის მხატვრობის იკონოგრაფია არსებობს, ასევე არსებობს არქიტექტურის იკონოგრაფია. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ტაძარი არის უფლის სხეული. ტაძარში უხილავად იმყოფება მაცხოვარი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. აქ ყურადღება გამახვილებულია ლიტურგიკულ ასპექტზე, რომ ახალი აღთქმის ტაძრის ლიტურგიკული სივრცე მაცხოვრის მიერ გამოხსნილ კაცობრიობას განასახიერებს. ლიტურგიკა კი არის ზეციური, საღვთო მისტიკა. ეს არის წმინდა საღვთისმეტყველო განმარტება ამ ნაგებობებისა, რაზედაც საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეობაში საუბარი არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, საუბარი აკრძალული იყო იმაზეც, თუ რაოდენ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რელიგიას საქართველოში ოცი საუკუნის მანძილზე, როგორც ერის მაკონსოლიდირებელ ძალას. ეს შეიძლება ზოგად ფრაზად მოგვეჩვენოს, მაგრამ ამას რეალურად ადასტურებს ნაგებობების როგორც არქეოლოგიური, ისე ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა. კერძოდ, ამას იკვლევს ქრისტიანული არქეოლოგია.

- როგორ ვითარდება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანამშრომლობა საპატრიარქოში არსებულ ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან?

- უშუალო კავშირი გვაქვს საპატრიარქოში არსებულ ამ ცენტრთან, რომელსაც სათავეში უდგას ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). მას პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. სტუდენტობის დროს ჩემთან გადიოდა პრაქტიკას. ღრმად მორწმუნე ახალგაზრდა იყო. ანანურის გაღმა, სოფელ ავენისში, X-XI საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კომპლექსია. ეს არაჩვეულებრივი ძეგლი მე და ზურაბ კალანდაძემ გავთხარეთ 1975 წელს. მეუფე დავითმა (ერისკაცობაში - ირაკლი მახარაძემ) თავისი ინიციატივითა და ძალისხმევით იშოვა მასალა ავარიული ძეგლის შესაკეთებლად.

ჩვენი თანამშრომლობა ძალზე ნაყოფიერია. საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის ცენტრი მიმართავს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორს, რომ, მაგალითად, ხაშურის რაიონში არსებობს ძეგლი, სადაც გამოვლინდა ადრეული შუა საუკუნეების ნაგებობის ნაშთი და ითხოვს ჩვენგან მის არქეოლოგიურ შესწავლას. და ცენტრი იწყებს მის გამოკვლევას.

ქრისტიანული არქეოლოგია თუნდაც იმ მხრივ არის საინტერესო, რომ საისტორიო წყაროების ცნობების რეალობას არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზეც ადასტურებს. არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ საქართველოში ეკლესიები IV საუკუნიდან იყო. არქეოლოგიური კვლევა სრულიად ახლებურად წარმოაჩენს ქართული ქრისტიანული არქიტექტურის ისტორიას და, საზოგადოდ, საქართველოში ქრისტიანობის ისტორიას.

- როგორ უყურებთ რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების საკითხს?

- მეცნიერების ის სფერო და ის კონკრეტული საკითხები, რაზედაც მე ვმუშაობ, წარმოუდგენელია რელიგიასთან მიმართების გარეშე. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ საპატრიარქოს ამ ცენტრთან ვთანამშრომლობთ, არის განპირობებული იმით, რომ, ღვთის წყალობით, ეკლესიები დაუბრუნდა საპატრიარქოს. ამ ძეგლების კვლევა კი შეუძლებელია სარწმუნოების გვერდის ავლით, თუნდაც იურიდიული თვალსაზრისით.

მაგალითად, რელიგიური შინაარსის ნაწარმოებია "მოქცევაი ქართლისაი", მაგრამ მასთან მეცნიერულმა შეხებამ ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ რეალურად ეკლესიები აშენდა წმინდა მირიან მეფის შემდეგ. ე.ი. მეცნიერული გამოკვლევა, არქეოლოგიური იქნება ეს, ხელოვნებათმცოდნეობითი თუ წყაროთმცოდნეობითი, ადასტურებს ავთენტურობას (სანდოობას) იმ რელიგიური შინაარსის ნაწარმოებისას, რასაც ჰაგიოგრაფიულს ვუწოდებთ.

როდესაც მუშაობ ქრისტიანული არქეოლოგიის, ჰაგიოგრაფიის ან საისტორიო თუ საეკლესიო არქივების სფეროში, შეუძლებელია გვერდი აუარო საღვთო წერილს. უკვე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ თავად ღვთისმსახურები მუშაობენ, ეწევიან მეცნიერულ კვლევას და ჩვენი თანამშრომლობა ამ კუთხით ღრმავდება. არქეოლოგიის დეპარტამენტი არ იფარგლება მხოლოდ თავისი სტრუქტურით, არამედ იგი ფართოდ თანამშრომლობს როგორც საპატრიარქოს ცენტრთან, ასევე კულტურის სამინისტროსთან. ამის გამოხატულება იყო ე.წ. მილიონიანი პროექტი. ამ პროექტით მოხდა დაფინანსება იმ არქეოლოგიური სამუშაოებისა, რომლებიც განახლდა ულუმბოს მონასტერში. აღმოჩნდა ძალზე საინტერესო XI საუკუნის ეკლესია. ეს ძეგლი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ იგი რეზიდენციაა. განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, ქრისტიანული, საღვთისმსახურო ნაგებობები (ტაძრები, მონასტრები, საეპისკოპოსო რეზიდენციები) უფრო მეტია ჩვენში, ვიდრე საერო ნაგებობები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი საერო არისტოკრატია მოკრძალებულად, ქრისტიანული წესით ცხოვრობდა.

რასაც ჩვენ ვიკვლევთ, ფაქტობრივად, ეს იგივე ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაა. ადრე იგი განიხილებოდა, როგორც ქართული კულტურის ისტორია. ქართული კულტურა ეკლესიის წიაღში ჩაისახა. ქრისტიანობა იყო ჩვენი მენტალობის, კულტურისა და ცნობიერების განმსაზღვრელი. ამიტომაც არის ქართველობა და ქრისტიანობა სინონიმური ცნებები.

ამ საკითხს სიღრმისეულად ვერ ჩასწვდები, თუ არ გწამს, რომ ეკლესია აშენდა სულის საცხონებლად, რომ ის ხალხი ღვთის სადიდებლად და სულის გადასარჩენად იღვწოდა, რომ სიყვარულით არის ნათალი თითოეული ქვა. თუ ეს არ გწამს, მაშინ ეკლესიას უყურებ, როგორც კულტურის ძეგლს, მაგრამ არ გესმის მისი შინაარსი. მაგალითად, თხრი ნაგებობას, გამოჩნდება რაღაც კედელი, მერე თანდათანობით ღრმავდები, ჩადიხარ იატაკამდე, შემდეგ უკვე წარმოიდგენ სივრცით სტრუქტურას, რეკონსტრუქციას და შენც თანამონაწილე ხდები იმ პროცესისა, რასაც ამ ნაგებობების მშენებლობა ჰქვია, თანაზიარი ხდები იმ ხალხის სულისა, ვინც იქ ცხოვრობდა. როცა გწამს, რომ ეს ხალხი ლოცულობდა და რომ ლოცვით შეიძლება გადაარჩინო ქვეყანა, გადაირჩინო სული, სულ სხვა გრძნობით იმსჭვალები. ამგვარი დამოკიდებულების უქონლობა სამეცნიერო ნაშრომებსაც ეტყობა. მშრალი და უღიმღამოა ურწმუნო კაცის მიერ გაკეთებული დასკვნები. ასეთი მეცნიერი განიხილავს კიდეც, იცის უამრავი პარალელური მასალა, ლიტერატურულ წყაროებსაც იმოწმებს, მაგრამ ამის თანაგანცდა არა აქვს; ასეთი ნაშრომი, ცხადია, ჭეშმარიტებასაც მოკლებულია. ეს შორიდან მოთვალთვალე კაცის დამოკიდებულებას ჰგავს. რწმენა გეხმარება, რომ ის, რასაც იკვლევ, გაითავისო.

ამასთანავე, რწმენა, უპირველეს ყოვლისა, მიტევების უნარს მანიჭებს. ახლანდელ დაძაბულ და გაჭირვებულ დროში, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია ურთიერთშეურაცხყოფა. თითქმის ყოველ ნაბიჯზე ხვდები კონფლიქტს - სამსახურში, ქუჩაში. გრძნობ მიტევების აუცილებლობას. არ უნდა აჰყვე ემოციებს, არ უნდა განიმსჭვალო შურისძიების გრძნობით, რომელიც ადამიანის სულს დიდად ვნებს. გარდა იმისა, რომ პატივი უნდა სცე სახარებისეულ მცნებას - "გიყვარდეს მტერი შენი", უნდა შეეცადო, გაუგო ყველა ადამიანს. თუ ადამიანი ბოროტებას სჩადის, ეს არ ნიშნავს, რომ შინაგანად ბოროტია, არამედ უბრალოდ რაღაცამ აიძულა, დაიბნა, წონასწორობა დაკარგა და თუ მიუტევებ, შეიძლება შეინანოს.

კმაყოფილებას მგვრის იმის რწმენა, რომ ჩემი საქმით ერთ უმნიშვნელო ფურცელს თუ არა, ერთ ასოს მაინც მოვხაზავ ეკლესიის ისტორიის დიდ წიგნში. როდესაც ვმუშაობ, სულიერ აღფრთოვანებასაც კი განვიცდი, ისე, რომ, ხანდახან სიმღერასაც შემოვძახებ ხოლმე. ეს განცდა, სხვათა შორის, კომუნისტურ პერიოდში არ მქონია. როგორც ჩანს, რწმენა დამეხმარა.

- როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენი ოჯახის წევრებს ეკლესიასთან?

- ჩემი მეუღლე სილვა წერეთელი სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ასწავლის გობელენის, თექის, ფარდაგის ხელოვნებას. ჩემმა ორმა ქალიშვილმა: მარიკამ და ირინამ - სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრეს. ერთ დროს სასულიერო აკადემიაში მეც ვასწავლიდი. ჩემი ვაჟი ირაკლიც მორწმუნე გახლავთ. ასე რომ, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მჭიდრო კავშირი გვქონდეს ეკლესიასთან და ხელოვნებასთან.

- რა მიგაჩნიათ ჩვენი ახალგაზრდობის, თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ პრობლემად და რა გამოსავალს ხედავთ?

- მამათა და შვილთა კონფლიქტი ყოველთვის იყო. ძალიან კარგად მახსოვს, რა ხდებოდა ორმოცი წლის წინ. ამიტომ ყოველთვის ვერიდები ახალგაზრდობის ნაკლოვანებებზე საუბარს. ჩვენზეც ამბობდნენ ხოლმე აუგს, მაგრამ მაინც მინდა ერთი რამ აღვნიშნო: არ მომწონს ახალგაზრდების უდიერი დამოკიდებულება უფროსების მიმართ. მაგალითად, ნორმად იქცა შენობით მიმართვა. ვიმეორებ, რომ მამათა და შვილთა დაპირისპირება ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა ამან შემზარავი ხასიათი მიიღო (ვთქვათ, ორმოც წელს გადაცილებული ხალხის სამსახურიდან დათხოვნა ყოველგვარი საბაბის გარეშე). უფროსი თაობა თითქოს გათიშული და გარიყული აღმოჩნდა. მათ ახალგაზრდები აყვედრიან, კომუნისტების დროს სწავლობდით და არასრულფასოვანი განათლება გაქვთო. ახლა კი ცოდნისა და განათლებისადმი სწრაფვას, ხშირ შემთხვევაში, პრაგმატიზმი ჩრდილავს. საუბედუროდ, მიდის უზნეობის პროპაგანდა. რაც არ უნდა ჩავიკეტოთ და კონსერვატიულები ვიყოთ, ინფორმაციას მაინც მივიღებთ ტელევიზიით, ინტერნეტით, ჟურნალ-გაზეთებით. მაგრამ ესეც დროის ამბავია. ეს სენი სახადივით არის და გაივლის. ასეთი ქარტეხილების პერიოდები ისტორიაში იშვიათობა არ არის. დამოუკიდებელი საქართველო ყველას წარმოედგინა აყვავებულ ქვეყნად, სადაც იქნებოდა მტკიცე რწმენა, ზნეობა, კულტურა, მეცნიერება, განათლება, ხელოვნება. არადა, პირიქით მოხდა. როგორც ჩანს, უარყოფითი ძალები მოქმედებენ. გამოსავალი, მე ვფიქრობ, ისევ ქართულ გენეტიკაში, ქართული ტრადიციებისკენ მიბრუნებაშია. მიხარია, რომ მომრავლდა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები (ბავშვთა!), ხდება ძველი ქართული სიმღერებისა და მელოდიების არანჟირება (რემიქსები).

განსაკუთრებით იმედისმომცემია ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები ეკლესიურად ცხოვრობენ. გულწრფელად დადიან ეკლესიაში და არა მოჩვენებითად. ეკლესია ისეთი ძალაა, რომ ერთი მორწმუნე ახალგაზრდა ათ ურწმუნოს აღემატება თავისი სიწმინდითა და ენერგეტიკით. გზა ხსნისა მართლმადიდებელ ეკლესიაშია!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat