მისი შემქმნელი ღვთის წინაშე არაჩვეულებრივად მართალი და გულწრფელია
მისი შემქმნელი ღვთის წინაშე არაჩვეულებრივად მართალი და გულწრფელია
ქრისტიანულ ხელოვნებას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ბევრი რამ თქმულა ქართული ხატებისა და ფრესკების მრავალფეროვნებასა და თვითმყოფადობაზე. ნათელი, ცოცხალი ფერები, შინაგანი წონასწორობით აღბეჭდილი კომპოზიცია და ნატიფი ხაზი, წერის ცხოველხატული მანერა და ემოციურად არაჩვეულებრივად მეტყველი სახეები – აი, ის, რაც მათ მართლმადიდებლურ მხატვრობაში გამოარჩევს. ამ ფრესკების მხატვრები არაჩვეულებრივი სიღრმითა და სინატიფით აღბეჭდილი სულის ადამიანები იყვნენ. ამიტომაც არის, ეს ფრესკები ადამიანის სულის სიდიადეზე რომ მეტყველებენ და მშვიდ, უბიწო მშვენიერებას ასხივებენ.

რუბრიკის სტუმარია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნების კათედრის გამგე ბატონი ზაზა სხირტლაძე.

- ბატონო ზაზა, რა როლს ასრულებს სარწმუნოება თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და პირიქით, თქვენი პროფესია რამდენად გაახლოებთ ეკლესიასთან?


- ორ მხარეს გამოვყოფ: ერთი სამეცნიეროა, მეორე - პედაგოგიური. რწმენა არა მხოლოდ ეხმარება ადამიანს, არამედ ცვლის კიდეც მას; ადამიანი თვალნათლივ ამჩნევს, როგორ იცვლება მისი თვალთახედვა. ხელოვნების ისტორია (ამ შემთხვევაში - ქრისტიანული ხელოვნების ისტორია), თავისთავად მეცნიერების სრულიად გამორჩეული სფეროა; იგი უნებურად მიგმართავს იმ წიაღისაკენ, რომელშიც ეს ხელოვნება შეიქმნა. გიხდება ურთიერთობა სამონასტრო გარემოსთან, რაც სრულიად სხვაგვარად, სიღრმისეულად განგაწყობს ყოველივე ამასთან. ვერ წარმომიდგენია და არც არის შესაძლებელი, რომ ამ გარემოდან მოწყვეტით იკვლევდე მას, ცდილობდე მის შეცნობას (კვლევა ამ შემთხვევაში შეცნობის გზაა), კონკრეტული მხატვრული ხერხებისა თუ საზოგადო კანონზომიერების მიგნებას. რწმენის გარეშე, ალბათ, მოხერხდება რაღაცის გაკეთება, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, - და რაც წლები გადის, ამაში სულ უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ სრულფასოვნად და სიღრმისეულად - ვერა. მაგალითად, როდესაც მოგზაურობ წმინდა მიწაზე, ათონის წმინდა მთაზე, თუ რწმენით არ დაუკავშირდი იმ გარემოს, თუ რწმენით არ შეხვედი ტაძარში და არ შეხედე მის მამკობ ფრესკას, იქ დაბრძანებულ იმ ხატს, რომლის არსის შეცნობაც გინდა, დაწყებული შექმნის თარიღიდან და დამთავრებული მისი სახისმეტყველებითი შინაარსით, შეუძლებელია, ეს შეცნობა ცხოველი და ყოვლისმომცველი იყოს.

არის კიდევ ერთი რამ: წლები და პროფესია, რომელიც ცხოვრების წესად გექცევა, თავისთავად, გიყალიბებს ეკლესიისადმი დამოკიდებულებას, მას შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცევს.

მეორე გახლავთ პედაგოგიური მოღვაწეობა. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასულიერო აკადემიაში ყოფნას. 1988 წელი იყო, აქ რომ მოვედით. გაგიჭირდებათ წარმოდგენა, თუ როგორი ცვლილება შეიძლება მოახდინოს ამან ადამიანის ეკლესიასთან მიმართების თვალსაზრისით, განურჩევლად იმისა, ჰქონდა თუ არა მას მანამდე ეკლესიასთან კავშირი.

სწავლება თავისთავად სწავლასაც ნიშნავს. ასე იყო სასულიერო აკადემიაშიც. დღეს ხანდახან გვეღიმება კიდეც - იმდენი კითხვა ჩნდებოდა, იმდენად მოუმზადებელნი ვიყავით აქაური პედაგოგები. მერე და მერე, ნელ-ნელა დავუახლოვდით ამ გარემოს, გავითავისეთ, სიღრმეებში შევედით. ეს ყველაფერი ბუნებრივი და იმდენად ორგანული გახდა, რომ ვეღარც კი წარმოგვედგინა - როგორ შეიძლებოდა ამის გარეშე ყოფნა.

ვფიქრობ, მეცნიერისთვის, რომელიც ქრისტიანულ ხელოვნებაში მუშაობს და, საზოგადოდ, ქრისტიანული შემოქმედების ნებისმიერი სფეროს შემხები მკვლევარისთვის ძნელი იქნება ამ სფეროს შეცნობა (ცხადია, არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით), თუ რწმენით არ მიუდგა ამ ყველაფერს, თუ სრულიად ბუნებითად არ ჩაერთო ამ გარემოს სიღრმეებში. უამისოდ მისთვის ბევრი რამ გაუცნობიერებელი, განყენებული დარჩება.

- რა გამოარჩევს საეკლესიო ხელოვნებას მხატვრული შემოქმედების სხვა სფეროთაგან?

- ეს ურთულესი საკითხია, რომელსაც მრავალი ასპექტი, მრავალი მხარე, სხვადასხვა განზომილება აქვს. ჯერ ერთი, ეს არის თავისი არსით სრულიად გამორჩეული, ნათლად გამოკვეთილი შემოქმედება. მართლაც, ძალიან მკაფიოდ განსაზღვრულია, რწმენით აღბეჭდილია მისი გეზი. სხვა სახის მხატვრობა არის ძიება. ძიება რწმენით აღბეჭდილ ამ ხელოვნებაშიც არის, მაგრამ აქ არის ძიება გამომსახველობითი ენისა, იმისა, თუ როგორ განაცხადოს მხატვარმა სათქმელი საეკლესიო სწავლების ფარგლებში. საერო მხატვრობაში ადამიანი ეძებს თავის გეზს, აქ კი მას ეს გეზი უკვე ნაპოვნი აქვს და მის ფარგლებში ეძებს, თავისი რწმენის შესაბამისი ენით როგორ მოუთხროს, როგორ გადმოსცეს ეს საკრალური და წმინდა. აქ კიდევ ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი: მაგალითად, რწმენა გარკვეულ გეზს გულისხმობს, ამ გეზის ფარგლებში (განსაკუთრებით - საბერო ხელოვნებას თუ დავუკვირდებით) შინაგანად ადამიანი არაჩვეულებრივად თავისუფალია. იგი თავისუფალია იმ გარემოსგან, რომელიც გარს გვაკრავს. მისი გულისყური მხოლოდ უფლისკენ არის მიმართული. ბევრ ფრესკას ნახავთ, რომელზეც იტყვით, რომ მისი შემქმნელი ღვთის წინაშე არაჩვეულებრივად მართალი და გულწრფელია, ამასთან უდიდესი სიყვარულითა და სიხარულით აკეთებს ამას; შინაგანად მშვიდია, გახსნილი, სიამოვნებითა და სიხარულით აღბეჭდილ ხელოვნებას ქმნის, მთლიანად ამას უძღვნის საკუთარ არსებას, არაფერი აეჭვებს. არ ვამბობ, რომ ეკლესიის გარეთ ასეთი რამ არ ხდება, მაგრამ იქ ძიებას რამდენადმე განსხვავებული ხასიათი აქვს - იქ პრობლემა ის არის, მსოფლხედვის რა გზა აირჩიოს მხატვარმა, სოფელსა და ზეშთასოფელს შორის უზარმაზარი დამტევნელი არსის შეცნობის პრობლემა დგას. მორწმუნისთვის ასეთი რამ აღარ არსებობს, მისთვის ეს უკვე განსაზღვრულია. რწმენის გარეთ ეს სურათი განსასაზღვრია იმ შემოქმედებასთან ერთად, რომელსაც ხელოვანი ქმნის. ბევრი მხატვარი გვინახავს, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე კარდინალურად ცვლის ბევრ რამეს. ეს, პირველ ყოვლისა, ზოგადი გეზის ძიებაა. მორწმუნე ადამიანს ეს გეზი უკვე აქვს და მას მიჰყვება. თუმცა მორწმუნეც იზრდება. მახსოვს ერთი ბრძენის სიტყვები: რაც უფრო მემატება წლები, ვგრძნობ, როგორ გადადის მზე ხორციდან სულშიო. დროთა განმავლობაში ადამიანს ემატება გამოცდილება, სრულიყოფა, თვალთახედვაც ეცვლება.

ასე ხდება შემოქმედებაშიც. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ხელოვანის მაგალითი, რომელთა მოღვაწეობასაც შეგვიძლია თვალი გავადევნოთ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე. მაგალითად, მეფის მხატვარი თევდორე სვანეთში მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების მიჯნაზე სამ ათეულ წელზე მეტხანს მოღვაწეობდა. მის მხატვრობას თვალი რომ გავადევნოთ, დავინახავთ იმას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ - იმას, თუ როგორ ხდება რწმენით შექმნილი ხელოვნების ფარგლებში მისი შემოქმედების სახეცვლილება. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ცუდიდან უკეთესისკენ სვლას; უბრალოდ, ნიშნავს ცვლილებას, მუდმივ შემოქმედებას, სრულქმნისკენ მუდმივ სწრაფვას, ფიქრს. შეუძლებელია, შემოქმედი ჩამოყალიბდეს, თუ ეს ყველაფერი შინაგანად არ აქვს, თუ შინაგანად არ არის საამისოდ განწყობილი.

- ადამიანი თავისუფლების სამყაროსკენ მიილტვის და მიისწრაფვის. რელიგია თავისუფლების, მადლის სამყაროსთან გვაკავშირებს და იმ შემოქმედებით ძალასთან, რომელმაც შექმნა სამყარო. წლების მანძილზე ცდილობდნენ რელიგიისა და მეცნიერების ერთმანეთისგან რადიკალურად გამიჯვნას. თქვენ როგორ გესახებათ მათი დაახლოების პროცესი?

- იმდენად ბევრი საინტერესო რამ ირკვევა, თუნდაც ჰუმანიტარულ სფეროში, რომ რელიგიისა და მეცნიერების ძალდატანებით დაახლოების აუცილებლობა აღარც კი არსებობს. ბოლო ათწლეულები ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენება, რადგან ბევრი რამ, რის შესახებაც კითხვები ჩნდებოდა, დადასტურდა. მაგრამ ვერანაირი ნივთიერი საბუთი ვერ გახდება ამ ურთიერთობის განმსაზღვრელი, რომ არა ის კანონზომიერებანი, რომლებიც სულ უფრო და უფრო მკაფიოდ იჩენს თავს და რომლებიც სწორედ იმას გვიჩვენებს, რომ სარწმუნოებასა და მეცნიერებას შორის კავშირი განუყოფელია. რწმენა და ცოდნა, რელიგია და მეცნიერება ის მუდმივაა, რომელიც არათუ არ ირღვევა, არამედ, პირიქით, უფრო და უფრო მტკიცდება.

- რაში გეხმარებათ რწმენა?

- ყველაფერში. რწმენა არ არის მხოლოდ გარსი, ის არის წარმმართველიც, გზის მაჩვენებელიც; იგი ყოვლისმომცველია. ადამიანური ურთიერთობები იქნება თუ პროფესიული საქმიანობა, აბსოლუტურად ყველაფერში რწმენაა ის საფუძველი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი შეძლებს, ეს სამყარო სრულად მოიცვას.

- დიდი მადლობა, ბატონო ზაზა, საინტერესო საუბრისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat