ნათლით მოსილი ცოდნა
ნათლით მოსილი ცოდნა
სიტყვა "განათლების" ძირი და არსი ნათელში მდგომარეობს
მქვეყნად ადამიანის საქმიანობის, მათ შორის, სწავლა-განათლების შეძენის მიზანი არის მიახლება ზნეობრივი წარმატების იმ იდეალთან, რომელიც მაცხოვრის სიტყვებითაა გამოხატული: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს" (მათ. 5,48). სწავლა-განათლებასაც და სიცოცხლესაც უფალი გვანიჭებს, ამიტომ მხოლოდ ღვთის სიტყვის შესწავლის საფუძველზეა შესაძლებელი მოზარდი თაობის აღზრდა-განათლების სწორი წარმართვა.

"სიტყვა "განათლების" ძირი და არსი ნათელში მდგომარეობს. ეს არის სწორედ ის ნათელი უფლისა, რომელიც ღვთისგან ენიჭება ადამიანს და აძლევს შესაძლებლობას, დაინახოს ირგვლივ მყოფი სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტი არსი".

სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რას ეფუძნება დღევანდელი ჩვენი განათლება და მეცნიერება, რა ღირებულებათა სისტემაზეა აგებული Gვენი დღევანდელი მსოფლმხედველობა.

გვესაუბრება დეკანოზი იოანე მამულაშვილი:

- ბავშვის ჩამოყალიბება ხდება უფროსი თაობის გავლენით. მშობლებს სურთ, ბავშვი აღზარდონ ისე, როგორც მათი მსოფლმხედველობისთვისაა მისაღები. თუმცა შესაძლოა გარემომ შექმნას სხვა პირობები ბავშვის განვითარებისათვის. სახელმწიფო პოლიტიკა კი დაინტერესებულია, თავისი გარკვეული მიზნების მისაღწევად ამა თუ იმ მიმართულებით აღზარდოს ბავშვი. იდეალური შემთხვევაა, როდესაც ღვთის დიდება არის ყველგან: ოჯახშიც, საზოგადოებაშიც, სახელმწიფოშიც. ამ დროს ბავშვი სწორად აღიზრდება, მის გულსა და გონებაში ინერგება ღვთისგან დადგენილი ზნეობრივი კატეგორიები. სწორედ ეს გახლავთ ბავშვის სულიერი განვითარების პირობა. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის სწავლა-აღზრდაზე, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ, რამდენად სწორად ვუყალიბებთ ბავშვს აზროვნებას ჭეშმარიტებასთან მიმართებით, რა ზნეობრივ სისტემაზე ვაგებთ მის ცნობიერებას და რა მიმართულებით გვინდა მისი განვითარება.

- მაშასადამე, მეცნიერება და განათლება ჭეშმარიტ საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული. როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს?

- დღეს გაბატონებული ამქვეყნიური მსოფლმხედველობა ჭეშმარიტების საკითხს ზერელედ უდგება. მიაჩნია, რომ ჭეშმარიტება - ფარდობითობის თეორიის ფარგლებში მოქცეული ცნებაა. ასე რომ, ყველა ადამიანს თავისი "ჭეშმარიტება" გააჩნია. ასე იშლება ზღვარი სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის, ასე ებნევა გზა თანამედროვე "ცივილიზებულ" ადამიანს, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ერევა და ყველაფრის დაჯერება შეუძლია, გარდა ჭეშმარიტი ღმერთის ერთადერთობისა. მხოლოდ ის არის "მტყუანი", ვინც იტყვის, ჭეშმარიტება არ არის შეფარდებითი ცნება, აბსოლუტური კატეგორიააო. ყველა დანარჩენი კი "თავისებურად მართალია". ასეთი მსოფლმხედველობის გაბატონებამ შედეგად მოიტანა ღვთის საწინააღმდეგო ქმედებები, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე მიზანმიმართულად ამკვიდრებდნენ ნებსით თუ უნებლიეთ ამ პროცესში ჩართული ადამიანები.

მეცნიერებასა და განათლების სისტემაში ათეისტური იდეოლოგიის შემოჭრამ მრავალი საკითხი უკუღმა დააყენა. დღეს ეს პრობლემები მტკივნეულად აწევს ჩვენს მეცნიერებასა და განათლების სისტემას და პრაქტიკულად ამუხრუჭებს საზოგადოების განვითარებას.

მსოფლმხედველობის ბიბლიური კონცეფცია საოცარი სისავსითა და სისრულით გამოირჩევა. მასში ყველაფერს თავისი ბრძნულად განკუთვნილი ადგილი უკავია. ყოველი სიტყვა და აზრი ჭეშმარიტების სულით არის ნასაზრდოები და ჭეშმარიტ განათლებას იძლევა. რატომ უნდა უარვყოთ აზროვნების ეს მყარი და ბრძნული სისტემა და ვენდოთ თითიდან გამოწოვილ "მეცნიერულ" ჰიპოთეზებს?

ღვთიური მსოფლმხედველობის უარყოფით ადამიანი საკუთარი აზროვნების იმედად დარჩა, ადამიანური აზროვნება კი შეზღუდულია. აბსოლუტური კატეგორიების უარყოფით ყველაფერი ფარდობითი გახდა, ანუ დაიკარგა ზღვარი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. ადამიანებს გამოეცალათ მყარი ორიენტირები.

თუ ჭეშმარიტებას არ დავეფუძნეთ, თუ მყარ, აბსოლუტურ კატეგორიებს არ ჩავეჭიდეთ, ჩვენი "მეცნიერული" ძიება მხოლოდ სიბნელეში ხელების ფათური იქნება. რაღაცას წავაწყდებით, გვგონია, რაღაც აღმოვაჩინეთ, მეორე წუთში ეს ყველაფერი თავდაყირა დგება...

ადამიანმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება კონცეფციურ საკითხებზე, უსათუოდ უნდა შევთანხმდეთ რაღაც სიმყარეზე, თორემ სხვა შემთხვევაში ყველაფერი შეგვიძლია ჩავთვალოთ ცოდნად და ყველაფერზე შეიძლება ვიმსჯელოთ, როგორც სწორსა და მეცნიერულზე.

ჩემი აზრით, დადგა დრო, ჩვენი მეცნიერება და განათლება ჭეშმარიტ საფუძვლებს დაუბრუნდეს და სწორი ორიენტაციით განვითარდეს.

- რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ღვთისაგან დაშორებულმა ცოდნამ? მოაქვს თუ არა სიკეთე ცოდნის თვითმიზნად დასახვას?

- ცოდნა კომპიუტერსაც აქვს, თანამედროვე ტექნოლოგიები ისე იხვეწება, რომ არ იქნება გასაკვირი, ადამიანის ხმაზეც ალაპარაკდეს მანქანა.Mმაგრამ ის, რაც არ ექნება მას, არის აღზრდა, სულიერება.

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ კაცობრიობა უფრო და უფრო შორდება ღმერთს. დღევანდელი "ცივილიზებული" ადამიანის მსოფლმხედველობა გამოირჩევა ღვთის შემეცნებისადმი ზერელე მიდგომით, ფსევდომეცნიერული ფილოსოფიებისა და "მეცნიერული" ზღაპრებისადმი (ჰიპოთეზებისადმი) გადაჭარბებული ინტერესითა და რწმენით. ასეთ ადამიანებს ძლიერ აინტერესებთ ასტროლოგია, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, აღმოსავლური მედიტაციები, მაგები და ექსტრასენსები, ბილწი ფილმები, არ აღელვებთ ჭეშმარიტების საკითხი, ცხონების გზა, მარადიულობისა და უსასრულობის რეალური შემეცნება.

მცოდნე კაცი შესაძლოა ბოროტების მსახურებაშიც იყოს, განათლებული ადამიანი კი მხოლოდ სიკეთეს ემსახურება. სიტყვა "განათლება" გულისხმობს ცოდნის სასიკეთოდ გამოყენებას. ინფორმაციათა ამ ნამდვილ ნიაღვარში როგორ მოვნახოთ ღმერთი, რომელი გზა მიდის მისკენ - აი, კითხვა, რომელიც უნდა აწუხებდეს ყველა ადამიანს, მით უფრო - ნამდვილ მეცნიერს, ფილოსოფოსს, მწერალს, ანუ მცოდნე საზოგადოებას. მათ უნდა გაიაზრონ ეს საკითხები და მიაწოდონ საზოგადოების დანარჩენ ფენებს.

- როგორ ეხმარება ცოდნა ადამიანს საკუთარი თავის შეცნობის, კაცობრიობისა თუ ინდივიდის, როგორც კაცთა მოდგმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მისიის გააზრებაში?

- გავიხსენოთ თუნდაც დავით გურამიშვილის აფორიზმივით ჩამოქნილი სტრიქონები: "ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო". დიდი მოაზროვნეები ფიქრობდნენ, რომ ცოდნა თავისი თავის შეცნობას უნდა ემსახურებოდეს. ადამიანს უნდა აინტერესებდეს, რა არის მისი არსი, როგორ იპოვოს ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა. ამ კითხვებზე პასუხს დაინტერესებული მკითხველი მიაგნებს თუნდაც ჩვენს უმდიდრეს ქართულ მწერლობაში. კაცი თუ გონებით, ნებით, გულით გაითავისებს და სამოქმედო კრედოდ აქცევს შოთა რუსთაველის აფორიზმს ("ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად"), ჩათვალოს, რომ მიაგნო თავის ადამიანურ მოწოდებას, მას თავისი ადამიანური მისია კიდეც გაუაზრებია და მისი აღსრულების გზასაც დასდგომია. გავიხსენოთ მაცხოვრის უმთავრესი შეგონება: "იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ".

რაც შეეხება ადამიანის მიერ თავისი თავის კაცთა მოდგმის ერთ-ერთ წარმომადგენლად განცდას, ისევ დავით გურამიშვილს მივმართოთ, ხომ გახსოვთ, როგორ იწყებს პოეტი თავის "დავითიანს": "ქართველთ უფალთა მეგვარტომობის იგავს" დაურთავს უკვდავების წყაროს იგავს, ჯვარცმის იგავს, ღვთისმშობლის ტირილს და ა. შ. ამით შეგვახსენებს, რომ კაცთა მოდგმის ისტორია ერთია, კაცობრიობის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი.

დღეს ადამიანებს კაცობრიობის მთლიანობის განცდა ნაკლებად აქვთ, რადგან სამყარო აღარ აღიქმება ღვთისგან შექმნილად, რადგან ქრება ინტერესი ზეგრძნობადი სინამდვილისადმი, რადგან იკარგება ჭეშმარიტების კრიტერიუმები, ჩიხში მოქცეული დაბნეული ადამიანი საკუთარ არსსაც სცილდება და სამყაროსთან ცოცხალ კავშირსაც ვეღარ გრძნობს. ეს ჩვენი ტრაგედიაა, ჩვენი სნეულებაა, მას შველა სჭირდება.

- რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვს განუვითარდეს აქტიური, ანალიტიკური აზროვნება?

- აზროვნების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ყოველ წუთს უამრავი ახალი ინფორმაცია შემოდის. დარგების სპეციალიზაციაც განაპირობა იმან, რომ შეუძლებელია ერთმა ადამიანმა დაიტიოს უამრავი ინფორმაცია. არ შეიძლება აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რომ ბავშვმა დააგროვოს რაც შეიძლება მეტი ცოდნა, მთავარია, მან შეძლოს თავისი უნარის სწორად განვითარება. ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება, იაზროვნოს ანუ ჩვენ უნდა ვასწავლოთ მას აზროვნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა გარკვეული იდეოლოგიური კლიშეებით, არამედ უფრო ღრმად. განვითარების პირველ ეტაპზე ბავშვი კითხვებს სვამს, რასაც ეტყვი, ყველაფერს იჯერებს. ამიტომ ბავშვს თავიდანვე უნდა მივაწოდოთ ჯანსაღი საზრდო. სწორედ აქ არის საჭირო მასწავლებელმა გამოიჩინოს ძალისხმევა. თავიდან ბავშვს უჩნდება კითხვები - რა როგორ არის. მერე კი ეს კითხვები უფრო რთულდება: "რატომ არის ასე?" უკვე კამათსაც იწყებს. ეს ნორმალური პროცესია და ამ დროს მშობელი, მასწავლებელი, მოძღვარი სწორად უნდა მიუდგეს მას, მისცეს საშუალება, ჩაუღრმავდეს იმ საკითხებს, რასაც ეძებს. მასწავლებელი ამაში უნდა დაეხმაროს და არ უნდა მიუშვას გაურკვევლობის ლაბირინთში. მასწავლებელმა ბავშვი კი არ უნდა დატვირთოს უხვი ინფორმაციით, არამედ უნდა უხელმძღვანელოს მას და მის აზროვნებას მისცეს სწორი მიმართულება. როცა დასრულდება გაცნობიერების ეტაპი, ბავშვი თავად გააკეთებს არჩევანს.

- გელათის აკადემია რწმენისა და ცოდნის განუყოფელი ერთიანობის სიმბოლოდ მოიაზრებოდა და კვლავაც მოიაზრება. "რა არის საერთო იერუსალიმსა და ათენს შორის?"

- როდესაც რწმენისა და ცოდნის ურთიერთდამოკიდებულებას ვეხებით, უნდა გავარჩიოთ ორი სფერო - მატერიალური და არამატერიალური, გონიერი და ზესთაგონიერი - სფერო, რომლის შემეცნება გონების საშუალებით შესაძლებელია და სფერო, რომელსაც გონება ვერ შეიმეცნებს, ანუ ლოგიკური კანონების საშუალებითა და გზით მისი შემეცნება შეუძლებელია.

ცოდნა და რწმენა ორ სრულიად სხვადასხვა სფეროს - გონიერსა და ზესათაგონიერს - მიემართება და მათი გადაკვეთა არ ხდება. ცოდნა გამოცდილებაში გვეძლევა და იგი განუსაზღვრელია. ამასთან, მუდმივად არასრულყოფილია იმდენად, რამდენადაც მისი ასპარეზი მუდმივად ცვალებადი და "მედინი" მატერიაა. აზროვნების კანონები მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში (ემპირიაში) მოქმედებს, რწმენის სფერო კი ზესთაგონიერი სამყაროა და დასაბუთების, აზროვნების კანონებს არ ემორჩილება. მის შესახებ ჩვენ ცოდნა არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს. ეს ცოდნა კი არ არის, არამედ შინაგანად მოცემული, თანდაყოლილი რამ, რასაც იოანე პეტრიწი, გელათის დიდი მოღვაწე, უწოდებს "სარწმუნოებას", რომელსაც ლოგიკური (გონებითი) გზით ვერ დაასაბუთებ. ის ამბობს, რომ არისტოტელეს ლოგიკის ("ორღანონის") კანონების ცოდნის გარეშე შეუძლებელია რისამე მიწვდომა ლოგიკური (გონების) გზით, მაგრამ იგივე კანონები არ არის საკმარისი ზესთაგონიერი (ზესთა ერთის) სფეროს კანონზომიერებათა შესაცნობად. ამ სამყაროზე რაიმე წარმოდგენის შექმნა მხოლოდ ხატებით და იგავებით შეიძლება. ვფიქრობ, სწორედ ამით განსხვავდება იოანე პეტრიწი თავისი დროის ბიზანტიელი თუ ევროპელი თეოლოგებისგან, რომლებიც დოგმატების ლოგიკური დასაბუთების გზით სვლისას აუცილებლობით ცვიოდნენ მწვალებლობაში, მიდიოდნენ გონებისთვის მიუწვდომელი დოგმატის უარყოფამდე. ამიტომ იყო, რომ პერიოდულად იკრძალებოდა დოგმატების გარშემო კამათი. ხოლო იოანე პეტრიწმა ისე გაიარა ბეწვის ხიდი, რომ საცდურში არ ჩავარდნილა.

ამგვარად, თუკი ვინმე იტყვის, რომ რწმენის სფეროს შემეცნება შესაძლებელია ლოგიკური დასაბუთების გზით ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლით შემეცნების საგნისაკენ, მაშინ მე სრულიად გასაგებად და სამართლიანად მეჩვენება ის ცნობილი გამონათქვამი, რომელიც მეორე საუკუნის მამას, ტერტულიანეს მიეწერება: "მწამს, რამდენადაც აბსურდია" ან მისივე რიტორიკული შეკითხვა: "რა არის საერთო ათენსა და იერუსალიმს შორის, აკადემიასა და ეკლესიას შორის?" ეს შეკითხვა თითქოს უპირისპირებს ერთმანეთს რწმენასა და ცოდნას და აღიქმება ობსკურანტიზმის (უცოდინარობის, ცოდნისადმი მტრული დამოკიდებულების) ქადაგებად. სინამდვილეში ასე არ არის. ამ გამონათქვამში ის აზრი დევს, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ და ვნახეთ, რომ ზოგჯერ ადამიანის "მაძიებელმა გონებამ", ცოდნამ (მით უფრო - არასრულყოფილმა) შეიძლება დააბრკოლოს კიდევაც არამყარი რწმენის ადამიანი. წმინდა მამები ამ საკითხში განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. ამიტომ აწვდიდა წმინდა ექვთიმე მთაწმინდელი მაშინ ჯერ კიდევ "ჩვილის" მდგომარეობაში მყოფ ქართველ მრევლს ადაპტირებულ თარგმანებს, ამიტომ არ უთარგმნია მას წმინდა იოანე დამასკელის შრომიდან ("წყარო ცოდნისა") "საფილოსოფოსონი თავნი"; ამიტომ წუხს და ეჭვობს ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსის პროკლე დიადოხოსის "ღვთისმეტყველების საფუძვლების" იოანე პეტრიწისეული თარგმანისა და განმარტების XIII ს-ის ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის ავტორი: "რასა ვწერ, ანუ რასა გლახ-ვმოქმედებ... ამ წიგნისგან წარწყმდა სამგზის წყეული არიოზ, არამედ ამისგანვე განათლებულთა სამგზის მოიგეს ღვთისმეტყველთა სახელი: დიდთა ბრძენთა დიონისემ, გრიგოლიმ და ბასილიმ... ხოლო შენ განწმენდილი გონება მოიგე ღვთის მიმართ და წმინდა მამათა საზღვარს ნუ გარდახვალ და საცდურად არ გექმნესო".

მაგრამ თუ საქმე ეხება ცოდნას, რომელიც ფიზიკური სამყაროს კანონზომიერების შესწავლას გულისხმობს, აქ ნებისმიერ სფეროში ცოდნის მიღება და გაღრმავება (თუკი მას საფუძვლად უდევს რწმენა, სიკეთე, სჯულიერება და ზნეობა) მხოლოდ სასარგებლო შეიძლება იყოს ადამიანისთვის რომ მან, თავის მხრივ, სიკეთე და სარგებლობა მოუტანოს საზოგადოებას ღვთისგან ბოძებული ბუნებისა და ქვეყნის დაცვისა და განვითარების საქმეში. და მაინც, რწმენისა და ცოდნის ურთიერთდამოკიდებულება ყველაზე ნათლად მაცხოვრის სიტყვებში ჩანს, თომა მოციქულს რომ მიმართავს: "ჰრქუა მას იესო: რამეთუ მიხილე და გრწამ; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე" (იოანე 20,29).

- და მაინც, სარწმუნოებისა და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულება - ეს უძველესი პრობლემაა...

- იცით, მეცნიერება, ცოდნა თავის თავში უკვე გულისხმობს რაიმეს რწმენას, ანუ მეცნიერებას დოგმების გარეშე არსებობა არ შეუძლია, ნებისმიერი თეორია ეფუძნება დოგმათა ერთგვარ ნაკრებს. ე.ი. თავისთავად სანდო და სარწმუნო დებულება, აქსიომა ("აპრიორი") უნდა ავირჩიოთ საყრდენ წერტილად. მაგალითად, მორწმუნე "ჭეშმარიტების მომენტად" ირჩევს ბიბლიურ ჭეშმარიტებას და ამაზე აფუძნებს თავის ცოდნას, ბიბლიიდან სამყარო სრულად მოჩანს, მეცნიერებმა ვერ მოძებნეს ბიბლიის შემცვლელი და ეს მათმა უმრავლესობამაც აღიარა. თუმცა არის კითხვები, რომელთაც რელიგია არ სვამს და არის კითხვები, რომელთაც არ სვამს მეცნიერება. საერთოდ, რწმენის სფერო უფრო ფართოა, ვიდრე ცოდნისა. ნეტარი ავგუსტინე ამბობდა: "რაც ვიცი, მწამს, მაგრამ ყველაფერი არ მესმის, რაც მწამს. ყველაფერი, რაც მესმის, ვიცი, მაგრამ ყველაფერი არ ვიცი, რისიც მწამს. თუმცა შეიძლება ბევრი საგანი არ ვიცოდე, მაგრამ ის მაინც ვიცი, თუ როგორი სასარგებლოა, რომ მათი მწამდეს". ასე რომ, ეს სფეროები ერთმანეთს ავსებენ და მათი ერთობლიობაა სრულყოფილების საწინდარი.

- დაბოლოს, რამდენადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი მოზარდი თაობის გონების გახსნასა და სულის სიმდიდრეზე?

- ისუ ზირაქის ძე გვმოძღვრავს: "შვილო, სიყრმიდანვე იზრუნე სწავლაზე და იპოვი სიბრძნეს". წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით: "ცოდნა ფრთებად ემსახურება ადამიანს".

მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, განათლების მიზანი მხოლოდ ახალი და მრავალფეროვანი ცოდნის შეძენა როდია. ცოდნა და საგანთა შესწავლა არ უნდა იყოს იზოლირებული მოზარდის ზნეობრივი აღზრდისაგან, სულიერი ფორმირებისაგან, რაც იწვევს მის ცალმხრივ განვითარებას. წმინდა ილია მართალი ამბობდა: "დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლოა შევხვდეთ - კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი სულ სხვაო". ცოდნასთან ერთად საჭიროა ზნე-ხასიათის წვრთნა. "გაადამიანება კაცისა თავი და ბოლოა ყოველგვარი წვრთნისა, ზრდისა და განათლებისა" (წმინდა ილია მართალი).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat