მივხვდი, სად ყოფილა ჩემი ადგილი... იმ დღის შემდეგ ამ გზიდან აღარ გადამიხვევია
მივხვდი, სად ყოფილა ჩემი ადგილი... იმ დღის შემდეგ ამ გზიდან აღარ გადამიხვევია
დოსტოევსკი წერდა: "მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებლობაა, ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. იმავდროულად, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც".

რუბრიკის სტუმარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შუა საუკუნეთა არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ქალბატონი მანანა ჭირაქაძე, სწორედ ის ადამიანი გახლავთ, ვისთვისაც სარწმუნოება აზროვნების გარკვეული მიმართულება კი არა, ცხოვრების წესია, ხოლო სამეცნიერო მოღვაწეობა - უფლის მიერ მონიჭებული სარბიელი, სადაც ის ღმერთსა და მამულს ემსახურება.

- ქალბატონო მანანა, დავიწყოთ სულ თავიდან. რა ფასეულობათა გარემოცვაში იზრდებოდით და როგორ გაღვივდა თქვენში რწმენა?

- ჩემი მშობლები დილიდან საღამომდე სამსახურში იყვნენ. მე, ჩემს ძმასა და ბიძაშვილებს ბებია და ბაბუა (დედაჩემის მშობლები) "გვმწყემსავდნენ". მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიური ცხოვრება იკრძალებოდა, ჩვენს ოჯახში მეტ-ნაკლებად იყო დაცული საეკლესიო კალენდარი. აღარაფერს ვამბობ შობასა და აღდგომაზე, რომელთა აღნიშვნაც ურყევი კანონი გახლდათ: ჩვენი დიდი ოჯახი იკრიბებოდა ბებიასა და ბაბუასთან, იმღერებოდა "მრავალჟამიერი", "ალილო", "ქრისტე აღსდგა", "Кресту твоему преклоняемся, Владыко" - ("ჯვარსა შენსა თაყვანს ვცემთ, მეუფეო"... გიმნაზიაში საღვთო სჯულს რუსულად ასწავლიდნენ, ამიტომაც ეს საგალობელი ასე ჰქონდათ დასწავლილი). ჩემმა ბებიამ, ცნობილი ექიმის სიმონ თურმანიძის ქალმა, ხატოვანი მოყოლა იცოდა. როცა საქმიანობდა, თან ყოველთვის რაღაცას გვიამბობდა. ყველაზე ხშირად მოგვითხრობდა მაცხოვრის თავგადასავალს: სად დაიბადა, როგორ შეიპყრეს და დასაჯეს... ამგვარად, ღვთის სიყვარული უფროსებთან ურთიერთობის წყალობით ჩამესახა. მამაჩემის მამა, დეკანოზი პარმენ ჭირაქაძე, გასაბჭოების შემდეგ არაერთხელ დააპატიმრეს, რადგან ანაფორა არ გაიხადა: 1921 წლის გაზაფხულზე, 1924 წლის შემოდგომაზე, ბოლოს კი 1937 წლის 21 სექტემბერს წაიყვანეს და შუა აზიაში, ყირგიზეთში გადაასახლეს, სადაც აღესრულა კიდეც ვნების კვირაში. დედაჩემის მამას - გიორგი ჩანტლაძეს, ჰყავდა მეგობარი მღვდელი, გვარად ყანჩაველი, რომელიც ჩვენსავე ქუჩაზე ცხოვრობდა. დაახლოებით ოთხი წლისა ამ მღვდელმა შინ მომნათლა. მამაჩემი მაშინვე დაასმინეს სათანადო ორგანოებში - გადასახლებული მღვდლის ვაჟმა შვილი მონათლა და დიდი ნათლობაც გადაიხადაო. როცა დაიბარეს და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, მამამ უპასუხა: სანადიროდ რომ ვიყავი, მოხუცმა სიდედრ-სიმამრმა ჩემს უკითხავად მოიყვანა მღვდელი და ბავშვი მოანათვლინაო... მოკლედ, ბავშვობიდანვე დავიხსომე, რომ ნათლობა იყო კეთილი საქმე, რომელსაც ვიღაც "ცუდები" კრძალავდნენ. ამის შეგნება კი ეკლესიის, სარწმუნოების ერთგულებას ზრდიდა ჩემში. რომ წამოვიზარდეთ და კინოში დამოუკიდებლად სიარულის უფლება მოვიპოვეთ, რუსთაველზე გავლისას უთუოდ შევდიოდით ქაშუეთში. ტაძრის დასავლეთ კედელთან, სადაც ახლა კარიბჭეა, ცისფერი მერხები იდგა. ძალიან მყუდრო ადგილი იყო და იქ ვისხედით ხოლმე დიდხანს. იმ სიმყუდროვესთან ერთად ჩემთვის მანამდე უცნობი განცდა მეუფლებოდა, რომლის სახელი მაშინ არ ვიცოდი... ჩემს შეგნებულ ეკლესიურ ცხოვრებას კი ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

- გვიამბეთ ეს საინტერესო ისტორია...

- ბავშვობიდან მეამაყებოდა, რომ ეკლესიის ერთგულებისათვის დასჯილი მღვდლის შვილიშვილი გახლდით (იმ წლებში უკვე დაიწყეს გადასახლებიდან დაბრუნება. მათ შორის იყო ჩემი ბიძა - ჩემი შვილების საყვარელი საშა ბაბუ. ამიტომ გადასახლებას და, მით უმეტეს, გადასახლებაში აღსრულებას ჩემთვის გმირობის ფასი ედო) და მჯეროდა, რომ მორწმუნე ვიყავი, პირჯვარსაც ლაღად ვიწერდი, ეკლესიაში შესული სანთელსაც ვანთებდი ხატის წინ და ეჭვადაც არ ვიცოდი, რა შორს ვიყავი რწმენისაგან. ერთხელ ასეთი რამ მოხდა: 1979 თუ 1980 წელს ერთ პანაშვიდზე დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი. მოგეხსენებათ, ასეთ სიტუაციაში მძაფრდება ფიქრი სიცოცხლესა და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე... სიტყვა სიტყვას მოჰყვა და მეგობარმა შემომთავაზა, ხვალ "ერთ კარგ ადგილას" წაგიყვანო. ასე აღმოვჩნდი ერთ სალოცავში (შემდეგ გაირკვა, რომ ეს ბაპტისტური სალოცავი იყო). მე, რომელიც მაშინ ეკლესიას არ ვეკუთვნოდი, აღფრთოვანებული დავრჩი, რომ იყო ადგილი, სადაც ხალხი იკრიბებოდა, ლოცულობდა და გალობდა (ცოტათი ჩარლი ჩაპლინის ფილმის სიტუაციაც მომაგონა ფისჰარმონიაზე შესრულებულმა ჰიმნებმა და შესაწირავი ყუთით დარბაზის ჩამოვლამ). ამას მოჰყვა შეკრებები, სადაც სახარების ტექსტს კითხულობდნენ და წაკითხულზე მსჯელობდნენ. ესეც ძალიან მომეწონა, რადგან მანამდე ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი რამე შესაძლებელი იყო. რუსულენოვანი ჯგუფი იყო, ყველა - საოცრად ალერსიანი და კეთილგანწყობილი. ერთ მშვენიერ დღეს მაჩუქეს რუსულ ენაზე უცხოეთში გამოცემული "ჯიბის" ბიბლია. მაშინ ეს წიგნი ძნელად იშოვებოდა და ამით დიდი ხნის ნატვრა ამისრულდა. ხელმძღვანელმა (პრესვიტერმა) ივან იაკოვლევიჩმა, მითხრა, რომ დადგა დრო ჩემი მონათვლისა. მე ვუპასუხე, დიდი ხანია მონათლული ვარ-მეთქი. რაკი ეს ბავშვობაში მოხდა, ამიტომ არ იყო შენი თავისუფალი არჩევანი, - მითხრა მან, - ახლა კი, ზრდასრულ ასაკში, თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა გაქვს და იფიქრე ამაზეო. როდესაც სულიერი ცხოვრების გზას ახლად შეუდგები და მასზე ფიქრს იწყებ, ყველა მოვლენაში რაღაც "ნიშანს" ხედავ. აფორიაქებული წავედი შინ. ერთი მხრივ ვიცი, რომ ვარ მართლმადიდებელი, მონათლული, მეორე მხრივ ეს კეთილი ხალხი მეძახის თავისთან უფლის სახელით... ძილის წინ მუხლმოყრილმა დავიწყე ლოცვა. ძალიან გულწრფელად ვლოცულობდი: უფალო, მაჩვენე, რომელია სწორი გზა-მეთქი. თვალი რომ გავახილე, აღმოვაჩინე, რომ 90 გრადუსით ვიყავი მიბრუნებული სამხრეთისკენ (ცხადია, ლოცვისას პირი აღმოსავლეთით მქონდა), იმ წიგნის კარადისკენ, სადაც ჩემი მღვდელი ბაბუს სურათი იდო. ეს რომ აღმოვაჩინე, უკვე მას მივმართე: ჩემო ბაბუ, დამაყენე სწორ გზაზე, მირჩიე რამე-მეთქი. მთელი კვირა ვლოცულობდი ასე, თანაც, გვიან ღამით, როცა მთელ ოჯახს ეძინა. ერთ მშვენიერ კვირა დღეს, ადრიან დილით, მივდივარ ბაზარში, ვჯდები ტროლეიბუსში და... ტროლეიბუსი ბაზრის ნაცვლად ლენინის მოედნისკენ მიდის (9 ნომრის ნაცვლად 8 ნომერში ჩავმჯდარვარ!). ჩავდივარ ლესელიძის ქუჩით, სიონის კარს ვადგები და თავზარი მეცემა: მიდის წირვა, ისმის გალობა... მაშინ წირვისა არაფერი გამეგებოდა, მაგრამ გალობამ თავზარი დამცა. ვჩერდები სიონის მაცხოვრის ხატის წინ და ვესაუბრები ბაბუას. ვეუბნები, რომ გავიგე მისი პასუხი, მივხვდი, სად ყოფილა ჩემი ადგილი... იმ დღის შემდეგ ამ გზიდან აღარ გადამიხვევია. ვერ გეტყვით, რომ ეკლესიურ ცხოვრებაში ყველაფერი მყისვე აეწყო, - კიდევ კარგა ხანი დამჭირდა, ვიდრე ლოცვას, აღსარებას, ზიარებას ან, სულაც, მოძღვართან ურთიერთობას ვისწავლიდი, - მაგრამ ის დღე ჩემთვის გადამწყვეტი იყო და მას მერე ჩემი მოკრძალებული შესაძლებლობებით ვცდილობ ეკლესიურად ცხოვრებას.

- პროფესიით ერთდროულად ენათმეცნიერიც ბრძანდებით და არქეოლოგიც. როგორ გეხმარებათ რწმენა პროფესიულ საქმიანობაში?

- ქართველოლოგიის ვერც ერთი დარგი ვერ აუქცევს გვერდს ქრისტიანობას. ჩვენმა თაობამ კი რა იცოდა ამის შესახებ? პუშკინის სიტყვებით რომ ვთქვათ, Мы все учились понемного чему-нибудь и как-нибудь, ასეთი იყო წარმოდგენა ღმერთზე, მარადიულობაზე, სულიერ ცხოვრებაზე, მით უმეტეს - ქრისტიანობაზე. უმეტეს შემთხვევაში - ზედაპირულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შემთხვევით მოპოვებული ინფორმაციით ნასაზრდოები "რწმენა-წარმოდგენები". დიდი დომხალი იყო ყველანაირი ფილოსოფიური და რელიგიური მოძღვრებებისა, რამაც მრავალ ჩვენგანს აურია თავგზა. ეს კი განსაკუთრებით მწვავედ მეცნიერულ კვლევას უშლიდა ხელს და სწორ მიმართულებას აცდენდა. ბუნებრივია, არც მე ვიქნებოდი ამისაგან დაზღვეული, რომ ეკლესიის წიაღი არ მიფარავდეს. ვფიქრობ, ეკლესიურმა ცხოვრებამ ყოველივე ნასწავლი, წაკითხული, ნანახი, გაგონილი კეთილად შეკრიბა და სწორი მიმართულება მისცა, მწყობრ კონცეფციად ჩამოაყალიბა. ეკლესიური, მოწესრიგებული ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, მორწმუნის სულიერ და გონებრივ ენერგიას უფლისთვის სათნო მიმართულებით წარმართავს და ეს მიმართულება ამ ცოდვილ დედამიწაზე ყოველი ადამიანისთვის თავისი ქვეყნის სამსახურია, რაც ბოროტისაგან თვალაბმულებსა და ყოველდღიური საზრუნავით გონებადახშულებს ძალზე ხშირად გვავიწყდება. აკი თქვა ილია ჭავჭავაძემ: "აქ არვის, დიდსა თუ პატარასა, ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული; დაჰვიწყებიათ, რომ ქვეყნად ცასა ღვთად მოუცია მარტო მამული". მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებას შეუძლია ამ დავიწყებულის გახსენება და აღორძინება ჩვენს სულებში. კიდევ ერთ დიდ გამონათქვამს გავიხსენებ: "რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს - მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს"... დიახ, სადაც დაგაყენა უფალმა, იქ უნდა ემსახურო მას და ამის შეგნებას კვლავ მხოლოდ რწმენა და ეკლესიური ცხოვრება იძლევა. თითოეული ჩვენგანი, ვინც გაკადნიერდება და იტყვის, მსურს, მორწმუნე ვიყოო, ვალდებულია, მიწის მუშასავით თავი დახაროს და იმ ადგილას იმსახუროს, სადაც უფალმა დააყენა. ეს ყველაზე პატიოსანი დამოკიდებულებაა. უფალმა იცის, რა პოტენციალი თვლემს ჩვენში. მან იცის, როგორი ნაყოფი მიიღოს ჩვენგან. არის წუთები, როცა სულიერი თუ გონებრივი გარჯის დროს ადამიანი დამუხრუჭდება და ნაბიჯს ვერ წარსდგამს წინ, რაც არ უნდა ეცადოს, ვერ სძლევს ამ დაბრკოლებას. ასეთ დროს უფალს ვთხოვთ შემწეობას. მისი შეწევნა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდის, როდესაც ადამიანი გულწრფელად ლოცულობს. მე, თავად, არ მქონია შემთხვევა, გულწრფელად მეთხოვოს უფლისათვის შემწეობა და არ მიმეღოს.

- როგორია თქვენი აზრით სარწმუნოებისა და მეცნიერების ურთიერთმიმართება?

- სამეცნიერო მოღვაწეობა იმისთვის მჭირდება, რომ ჩემი შრომით ღმერთი ვადიდო. ვფიქრობ, მორწმუნე უნდა იყოს ყოველი ადამიანი, მეცნიერი იქნება თუ კირითხურო. სარწმუნოება არ არის აზროვნების ერთ-ერთი ფორმა ან მიმართულება. ეს არის "სულის ხმოვანება", ცხოვრების წესი. ღმერთი განაგებს ჩვენს ყოველ წუთს, ყოველ თმის ღერს და ეს უნდა ვაღიაროთ მადლობით. მეცნიერება არის ფაქტების ანალიზი. არ შეიძლება, ფაქტების ანალიზი ცხოვრების წესს დაუპირისპირო. ვინც ქართველად დაიბადა, მისთვის ქრისტიანობა ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს, რადგანაც ის გენეტიკურად მართლმადიდებელი ქრისტიანია, ქრისტიანი წინაპრების შთამომავალი. მის სამშობლოში 2000 წელია ქრისტეს ადიდებენ. როგორც ჩვენი სამეტყველო აპარატია ბუნებრივი და ჩვეული, მორგებული ქართული ფონეტიკური ბგერითი სისტემისთვის, ასევეა მართლმადიდებელი ქრისტიანობა ჩვენი სულის ჩვეული მდგომარეობა. დიახ, ეს არის შენი ენა, ეს არის შენი ქვეყანა, ეს არის შენი სარწმუნოება. შეირგე, ემსახურე უფალს და იყავი ბედნიერი.

- თქვენი აზრით, როგორ დგას სადღეისოდ საქართველოში მეცნიერების, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის პრობლემა?

- ბოლო 10-15 წლის მანძილზე სახელმწიფოს, ეკლესიისა და მეცნიერების ურთიერთობის საკითხი მრავალგზის დაისვა მტკივნეულად და არც სადღეისოდ უჩანს მოგვარების პირი. არა და, როგორც სულისა და ხორცის განუყოფელი ერთობა არის ადამიანის მიწიერი ცხოვრების ერთადერთი ფორმა, ასევე სახელმწიფოს, ეკლესიისა და მეცნიერების (ზოგადად, კულტურის) ჰარმონიული ერთობა არის საზოგადოებრივი ცხოვრების ერთადერთი ფორმა: სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, მოწოდებულია, უზრუნველყოს მოცემული საზოგადოების მშვიდობიანი ცხოვრება და განვითარება. ეკლესია მოწოდებულია, მართოს იმავე საზოგადოების სულიერი ცხოვრება. მეცნიერება მოწოდებულია მართოს იმავე საზოგადოების ინტელექტუალური განვითარება. როცა კი ეს ჰარმონიული ერთობა დარღვეულა, საზოგადოების განვითარებაც შეფერხებულა და გაუკუღმართებულა. ავი მაგალითები წარსულისა რომ არ გავიხსენოთ, ამისთვის დღევანდელობაც იკმარებს: პირველი - იყო ქართული სიწმინდეებისა და კულტურის ძეგლების უცხოეთში გატანისა და გამოფენის პრობლემა. ამ საკითხს მრავლად ჰყავდა მომხრეცა და მოწინააღმდეგეც როგორც ეკლესიის წიაღიდან, ასევე სამეცნიერო წრეებიდან. ისინი საკმაოდ მძაფრად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და თავიანთი თვალსაზრისების დასაბუთებას ყოველი ძალით ცდილობდნენ. იმის გამო, რომ ჯერაც არ არსებობს მყარი საკანონმდებლო ბაზა, ანუ მკაფიო სახელმწიფოებრივი პოზიცია, ეს პრობლემა დღესაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენს თავზე. მეორე - უკანასკნელი 3-4 წელია, განსაკუთრებით მწვავედ დაისვა ისტორიული თბილისის პრობლემა (ვგულისხმობ კონკრეტულ პრობლემას, რომელსაც ძველი თბილისის ისტორია, მისი არქეოლოგიური ძეგლები და მათ ადგილას მიმდინარე ბარბაროსული მშენებლობები ჰქვია). საბედნიეროდ, კეთილად გადაწყდა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ძეგლების განადგურებისა და იქ მიმდინარე მშენებლობის პრობლემა, მაგრამ ახლა ისევ მწვავედ დგას ანჩისხატის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობების საკითხი. ამ ბარბაროსული მშენებლობებით ნადგურდება მუხრანთუბანი - XVII საუკუნიდან მეფეთა და კათოლიკოსთა რეზიდენციების ადგილი. ანჩისხატის ტაძარზე ძველი ნაგებობა თბილისს არ მოეპოვება. მსოფლიოს ნებისმიერი მრავალმილიონიანი დედაქალაქი იამაყებდა ასეთი ძეგლით და მას საგანგებო დაცვისა და მზრუნველობის საგნად გადააქცევდა. ჩვენთან კი მეფეთა სასახლეებისა და საპატრიარქო ტაძრების ადგილას ახალი სასტუმროებისა და რესტორნების მშენებლობა მიმდინარეობს. მიწა ითხრება ბულდოზერებით. ამოდის არქეოლოგიური მასალა: ძვლები, ჭურჭლები, ნაგებობათა ნაშთები, კედლების წყობები, კოლექტორები, გვირაბები და ა.შ., ეს ყოველივე იტვირთება საბარგო მანქანებზე და იგზავნება ნაგავსაყრელზე. ნადგურდება V, VI, IX, XVII საუკუნეების თბილისის ისტორია. დედაქალაქის ისტორიის კარგად მცოდნე მეცნიერები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები თავგამოდებით იბრძვიან. მაგრამ უჭირთ "ხელის ჭუჭყთან" ჭიდილი... დიახ, მეცნიერება და ეკლესია სახელმწიფოს გარეშე უძლურია და პირიქით. ეს არის ერთი სხეულის "გული, ცნობა და გონება" და ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობა მათ არ შეუძლიათ. თუ მიზანმიმართულებები გაერთიანდა, უფრო სწორად, თუ სახელმწიფომ გაიზიარა ეკლესიის მიზნები და ამოცანები, ხოლო მეცნიერული აზრით შეჭურვილი ეკლესია ჩადგა სახელმწიფოს მშენებლობის ავანგარდში, ჩვენ ვერანაირი მტერი ვერ მოგვერევა.

- ქალბატონო მანანა, როგორ გეხმარებათ რწმენა ხალხთან ურთიერთობაში?

- სულხან-საბას ლექსიკონში არის დღეს დავიწყებული არაჩვეულებრივი ქართული სიტყვა "ყიფი" - სიხისტე, მოუდრეკელობა სულისა ანუ ამპარტავნება. ეს დიდი ცოდვა ჯერ კიდევ "ხელწიფებს ჩემ-ზედა" იმიტომ, რომ ადვილად ვიცი აფეთქება და ვინმესთვის კატეგორიული განაჩენის გამოტანა, თუმცა მალევე გადამივლის ხოლმე და წყენა მავიწყდება. ეკლესია, ზიარებითა და აღსარებით ცხოვრება რომ არ იყოს, უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაც კი გამიჭირდებოდა და მუდმივად დარცხვენილი, უკმაყოფილო ვიქნებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც გულნაკლული ვარ საკუთარი თავით. თუმცა, არსებობს ისეთი რამეც, რასაც ვერავის ვაპატიებ. მაგალითად, მართლმადიდებლობის ღალატი. მყავს რამდენიმე გულით საყვარელი ადამიანი, რომლებიც შეგნებულად გადაუდგნენ მართლმადიდებლობას და სექტას ემსახურებიან. აგრეთვე ვერ ვპატიობ სამშობლოს ღალატს, თუმცა დღევანდელ საქართველოში ეს ცნება "გაცვდა, ვით ძველი გროში". შენდობის დღეს ეკლესიაში შევხვდი ორ მათგანს და ვთხოვე: შემინდეთ, თუკი თქვენზე ცუდი რამ მიფიქრია-მეთქი. ისინი უკვე რწმენის გზაზე იყვნენ დამდგარნი და შევატყვე, რომ მიმიხვდნენ. მადლობა ღმერთს, თუ მათ შეიგნეს, რა შესცოდეს უფალს, არა და... შეცდომებისა და დაცემისგან დაზღვეული არავინ არის. დაცემა ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში, ოღონდ უფალი იმას უყურებს, როგორ, რა გულით ვეცდებით წამოდგომას, ამის მიხედვით გვაფასებს და შეგვინდობს.

- ქალბატონო მანანა, თქვენი აზრით, რა არის დღეს ზნეობის საყოველთაო დაცემის მიზეზი და რაში ხედავთ გამოსავალს?

- საქართველოში ზნეობა საყოველთაოდ რომ დაკნინებულიყო, ამისთვის ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა. ეს არის ძალიან ჭკვიანი და მრავალრიცხოვანი კოლექტივის ნაფიქრი და ნამოქმედარი. დღეს უზნეობა ტოტალურად იქადაგება პროპაგანდის ყველა საშუალებით. მაგალითისთვის, სერიალები ავიღოთ, სადაც უზნეობა ცხოვრების ნორმად არის შემოთავაზებული და თუ მეტ-ნაკლებად გავარჯიშებული ინტელექტის მქონე ადამიანი ამ ანკესს არ წამოეგება, უფრო ნაკლებად გავარჯიშებული ინტელექტის მქონეთათვის სანატრელია ის ბრჭყვიალა ცხოვრება და ჩვეულებრივია იქ შემოთავაზებული ზნეობრივი ნორმები. უკანასკნელი ასწლეულის მანძილზე ზნეობა საქართველოში გვარიანად მოიკოჭლებდა, მაგრამ თუ უფროსი თაობების საქციელში ჩანდა, რომ იცოდნენ, უზნეობას როცა სჩადიოდნენ და აკრძალული ხილის გემო აინტერესებდათ, თანამედროვე საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის უზნეობა სასახელოდ ითვლება, იმიტომ, რომ ამ გზით იკეთებენ კარიერას, მდიდრდებიან, იხვეჭენ პოპულარობას... ადამიანი სუსტია და თუ არ შეიჭურვა ლოცვით, ეკლესიური ცხოვრებითა და აღსარება-ზიარებით, ადვილად შეიძლება ბოროტის ნადავლად იქცეს. თუნდაც ნარკომანია ვახსენოთ, რომელიც ასეთ მოკლე დროში ასე ფართოდ გავრცელდა საქართველოში: ამაშიც საიდუმლო სამსახურებისა და ნარკობარონების ხელს ვხედავ და ვთვლი, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება. ამ პრობლემასთან დაკავშირებით მინდა ჩემი დამოკიდებულება მკაფიოდ ჩამოვაყალიბო: ვიცი, რომ ნარკობიზნესი თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი "თავის ტკივილია" და სახელმწიფო საზღვრები მას ვერ აკავებს, მაგრამ ერთია, როდესაც ვინმე უცხოელი (ანდა, სულაც, უცხო ქვეყანა) იდეოლოგიურ ან ფიზიკურ დივერსიას გვიწყობს - ეს გასაგებია (თუმცა არა მოსაწონი), იმიტომ, რომ ის თავის ქვეყანას, საკუთარ ინტერესებს ემსახურება - და სულ სხვაა, როდესაც ქართველია ამ სისაძაგლის მონაწილე და ხელშემწყობი - მე ის ადამიანად არ მიმაჩნია. საზოგადოების ზნეობრივი გაჯანსაღება ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად ჯერ კიდევ XVII საუკუნეში დაისახა (გავიხსენოთ "საქართველოს ზნეობანი", "სიბრძნე სიცრუისა", "ქართლის ჭირი") და ამ ჭეშმარიტებას მას შემდეგ ყავლი არ გასვლია: დღესაც ის პრობლემა დგას ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე, რაც 350 წლის წინ იდგა და დღესაც ერთადერთი მშველელი, რა თქმა უნდა, ეკლესიაა.

- რას უსურვებდით "კარიბჭის" მკითხველებსა და თანამშრომლებს?

მრავალრიცხოვან ქართულ პერიოდულ გამოცემათაგან "კარიბჭე" ერთ-ერთი ბედნიერი გამონაკლისია - ის გამოირჩევა მეტყველების, წერის, თემატიკის შერჩევისა და პრობლემების მიმართ მიდგომის კულტურით. "კარიბჭის" მსჯელობის საგანია ის პრობლემატიკა, რაც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს და აწუხებს, თანაც ეს საკითხები დანახული და განხილულია ეკლესიისა და მორწმუნე ადამიანის თვალთახედვით. რა თქმა უნდა, ოცნება ბევრ რამეზე შეიძლება და უკეთესზე უკეთესი ამქვეყნად არ დაილევა, მაგრამ გარკვეული ჟურნალისტური დონე "კარიბჭეს" უკვე მიღწეული აქვს. ბედნიერებაა, რომ ასეთი ჟურნალი გამოდის. თუ ეს ჟურნალი ოდესმე ხელში ჩაუვარდებათ, ტელევიზიისა და უხამსი ჟურნალ-გაზეთების მომხმარებელთა ერთი ნაწილი შეიძლება გადარჩეს, ვინძლო, უფალმა მათაც გაუნათოს გონება და კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევის საშუალება მისცეს. მხოლოდ წარმატება და სიკეთე შეიძლება უსურვო ასეთი სწორი და კეთილი გზით მავალ ჟურნალს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat