ნეტარია ის, ვინც ღირსი გახდა, ღმერთმა გამოცადოს
ნეტარია ის, ვინც ღირსი გახდა, ღმერთმა გამოცადოს
ფსალმუნში ვკითხულობთ: "ნათელი თვალთა ჩემთა და იგიცა არა დაადგრა ჩემთანა", - ანუ არაფერია მარადიული ამქვეყნად. მრავალი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც ყოველგვარი იმედი და ნუგეში ქრება და სწორედ მაშინ ვგრძნობთ უფლისმიერი ნუგეშის - ერთადერთი ჭეშმარიტი ნუგეშის - მოთხოვნილებას. თუკი ღმერთს მივენდობით, აშკარად დავინახავთ ღვთის ხელს, რომელიც გვიფარავს.

ერთ-ერთი მძიმე განსაცდელია მხედველობის დაკარგვა. მაგრამ, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, განსაცდელი და ხორციელი სნეულება ადამიანს მოთმინების, სათნოებისა და რწმენის გამოსაცდელად ეძლევა. "ნეტარია ის, ვინც ღირსი გახდა, ღმერთმა გამოსცადოს", - ბრძანებს წმინდა ისააკ ასური, პავლე მოციქული კი ამბობს: "ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინება - სასოებას, ხოლო სასოებამან არა არცხვინოს" (რომ. 5,3-4). ასეთ დროს ღვთისადმი მადლიერება მის უდიდეს წყალობას მოიზიდავს.

ჩვენი სტუმარია ინგლისური ენის სპეციალისტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლილი გოგსაძე. ქალბატონმა ლილიმ ადრეულ ბავშვობაშივე დაკარგა მხედველობა, მაგრამ ღვთისგან ბოძებული ნიჭი, უსაზღვრო შრომისმოყვარეობა და უბადლო ადამიანური თვისებები დაეხმარა, წარმატებით გაეკვლია გზა ცხოვრებასა და მეცნიერების სიღრმეებში. ქალბატონი ლილი ყოველთვის აქტიური და სისხლსავსე მეცნიერული ცხოვრებით ცხოვრობდა. 52 წელი კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არაერთ თაობას ჩაუნერგა მეცნიერებისადმი სიყვარული, ცოდნისაკენ სწრაფვა, სიბეჯითე, პრინციპულობა, მიზანმიმართული, დაუღალავი და თავდაუზოგავი შრომის სურვილი და მოთხოვნილება. უწინარესად, იგი თავად გახლავთ ამის მაგალითი ახალგაზრდებისთვის. ქალბატონ ლილის დაწერილი აქვს ათეულობით სამეცნიერო, ორი სადისერტაციო ნაშრომი, მონოგრაფია, სახელმძღვანელოები და ა. შ. ცოტა ხნის წინ დამსახურებული პროფესორის წოდება მიანიჭეს და ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედლით დააჯილდოეს. ახლა უნივერსიტეტში აღარ მუშაობს და თითქმის მთელ დროს შინ ატარებს. მარტო ცხოვრობს, მაგრამ მოწყენილობის განცდა იშვიათად ეუფლება. ილიას ოთარაანთ ქვრივისა არ იყოს, "ადამიანს სანამ ხელ-ფეხი ერჩის, მარტო არ იქნება, საქმეა ტოლ-ამხანაგი მარტოხელისა. წუთისოფელი ვის აცლის მარტოობისათვის?" - ქალბატონი ლილიც ასე ფიქრობს და ამ პრინციპით ცხოვრობს. ბავშვობიდანვე შრომას შეჩვეული მუდამ ფუსფუსებს, საქმიანობს, სურს სხვას დაეხმაროს. მასთან ხშირად მოდიან ახალგაზრდები, რომელთაც ქალბატონი ლილი სამეცნიერო სტატიების მომზადებაში ეხმარება. დღემდე პირნათლად ასრულებს ჟურნალ "სამეცნიერო ძიებანის" ინგლისური ნაწილის რედაქტორის მოვალეობას. ახალგაზრდები ქალბატონი ლილისგან იღებენ არა მარტო საინტერესო სამეცნიერო რჩევა-დარიგებებს, არამედ სასარგებლო ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც იძენენ. მის სახლში საოცარი სიმშვიდეა. ხატების წინ მუდამ ანთია კანდელი. უფლის რწმენა და სასოება ასულდგმულებს, წარმართავს მისი ცხოვრების ყოველ წუთს.

- ადრეულ ბავშვობაში 3% მხედველობა მქონდა. რამდენიმე წელიწადში ისიც დავკარგე. მამა სამი წლისას გარდამეცვალა. ინჟინერი გახლდათ. მისი გაყვანილია წყნეთისა და ტყიბულის გზები. დედა, ბაბილინა ზვიადაძე, გინეკოლოგი იყო. ძალიან მიწყობდა ხელს ყველაფერში. მისი წყალობით უზრუნველი ბავშვობა და ახალგაზრდობა მქონდა. წარჩინებით დავამთავრე სკოლა, უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ასპირანტურა. ჩვენს ფაკულტეტზე ძალიან ბევრი კითხვა იყო საჭირო, ამიტომ მკითხველები გვყავდა დაქირავებული (ბრაილის შრიფტი არ ვიცი), წერით თვითონ ვწერდი. გონებრივ მონაცემებს ნამდვილად არ ვუჩივი. ღმერთმა მხედველობა რომ წამართვა, სამაგიეროდ, ნიჭი და გულისხმიერება არ დამაკლო. იმდენი რამ არის ღირებული ამ ქვეყანაზე, რასაც შეიძლება მოეჭიდო კაცი, რომ გულის გატეხა ნამდვილად არ ღირს. რაც არ უნდა გაჭირვება შემემთხვეს, ღვთის წყალობით მაინც ვუძლებ.

მარტო ვცხოვრობ, მაგრამ დიდი სითბოთი და სიყვარულით ვარ გარემოცული. უნივერსიტეტიდან ცოტა ხნის წინ წამოვედი, მაგრამ სტუდენტები მაინც მოდიან, - გვენატრებითო. უსაზღვროდ მიყვარს ახალგაზრდები. ძალიან მიყვარს ჩემი მოძღვარი, წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილი (ჟორჟიკაშვილი). იგი ისეთ დროს შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მე ძალიან მიჭირდა - დედა ავად მყავდა. ვეღარ ვახერხებ ტაძარში ხშირად სიარულს, ამიტომ მამა ბასილი მოდის და თითქმის ყოველ კვირას მაზიარებს. უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი. მისმა გულისხმიერებამ და სიყვარულმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.

- ბავშვობიდანვე მორწმუნე ბრძანდებით. ამ მხრივ რამ იქონია გავლენა თქვენზე?

- ბავშვობაში ჩვენი სახლის პირდაპირ იყო ეკლესია, რომელიც მერე რაღაც დაწესებულებად გადააკეთეს. ამ ეკლესიის მოძღვარიც იქვე ცხოვრობდა. ხუთი ქალიშვილი ჰყავდა, ერთ-ერთი - ჩემი მუსიკის მასწავლებელი გახლდათ. ამ ქალს დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე. ხშირად დავყავდი ეკლესიაში. ყოველთვის სიხარულით ვიგონებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატეს ქადაგებებს. ბავშვობიდანვე ვეზიარებოდი. დედაჩემი არ იყო მორწმუნე, მაგრამ ყველანაირად მიწყობდა ხელს, რომ ეკლესიაში მევლო. რწმენა მამოძრავებელი და წარმმართველია ადამიანისა. თუკი რამე მაძლევს ხვალინდელი დღის იმედს, თუკი რამე კვებავს ჩემს ენთუზიაზმს, მეცნიერულ შემართებას, ეს - ღვთის წყალობის იმედია. სახარებისეული სიბრძნე ცოცხალი და ქმედითი უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი, რაზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ უარი, ეს არის გაუთავებელი წუწუნი საკუთარ ბედზე, რაც ნიშნავს უმადურობის გამოვლენას ღმერთის მიმართ. უამისოდ კი ვერასოდეს შევძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას. პირადად მე ლოცვა ძალიან მეხმარება გონების მოკრებასა და სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში.

- მასწავლებლის პროფესია რატომ აირჩიეთ?

- ბავშვობაში ძალიან მიზიდავდა ფსიქიატრია, მაგრამ ჩემი მდგომარეობის გამო ექიმი ვერასოდეს გავხდებოდი (ამას მხედველობა სჭირდება), ამიტომაც სხვა გზა ავირჩიე. თავიდანვე ვამჟღავნებდი ნიჭსა და ინტერესს ენების შესწავლისადმი. ამაში კარგი სმენაც მიწყობდა ხელს. სმენა ორგვარია: ერთია - მუსიკალური, მეორე კი - წარმოთქმისთვის საჭირო. ეს ორივე სმენა ღვთისგან მომემადლა. ამიტომ შესანიშნავად დავეუფლე ინგლისურ მეტყველებას. ყურთასმენაც იმდენად მახვილი მაქვს, რომ აუდიტორიის ბოლოში მყოფი სტუდენტიც კი ვერ გაბედავდა წიგნის გადაშლას და ჩემს მოტყუებას. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობაში პედაგოგი უნდა იყოს სამართლიანი და მომთხოვნი. ამის მაგალითს, უპირველესად, ჩემი პედაგოგები მაძლევდნენ. ძალიან მიყვარდა ჩემი მასწავლებელი, შესანიშნავი ენათმეცნიერი და მკვლევარი, აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი, რომელიც ჩემი ხელმძღვანელი გახლდათ. ვამაყობ, რომ მასაც ძალიან ვუყვარდი. ერთხელ, სტუდენტობისას, უნივერსიტეტის კარებთან შემხვდა. ვკითხე, - როგორ ბრძანდებით-მეთქი. ცუდად ვარ, მაგრამ შენ თუ სტატიას მომიტან, კარგად გავხდებიო. სამი ღამე გავათენე და ბატონ გიორგის იმედი არ გავუცრუე. ჩემს პედაგოგთაგან დიდი სიყვარულით მახსენდებიან აგრეთვე ქალბატონი ვენერა ურუშაძე, ირინა პეტროვა და სხვები.

- როგორ იწყება თქვენი დღე?

- ლოცვით. უპირველესად ღმერთს ვთხოვ საქართველოს გადარჩენას, მშვიდობის დამყარებას თითოეული ჩვენგანის სულში, ოჯახში და, საერთოდ, მთელ ქვეყანაში. უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია. ხშირად ვუსმენ აუდიოჩანაწერებს. მაქვს ბევრი დისკი. ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა. მოგეხსენებათ, სიჩუმე და მარტოობა ფიქრს აჩვევს კაცს. მეც ვფიქრობ, ჩემს განვლილ ცხოვრებას კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს და თანდათან ვრწმუნდები, რომ "საკვირველ არიან გზანი უფლისანი", ყველაფერი ღვთის წყალობით ხდება და რომ მადლი უფრო ბევრია ამ ქვეყანაზე, ვიდრე ცოდვა. ტკივილიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, უსამართლოდ მოყენებული წყენაც, რომელიც, როგორც ჩანს, უკვალოდ არ გამქრალა, რადგანაც ისევ მახსოვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ სიყვარული, დანდობა და თანადგომა უფრო მეტი იყო. ღმერთს ვმადლობ ამისათვის.

- განვლილ ცხოვრებას რომ გადაავლებთ ხოლმე თვალს, რამეს ხომ არ ნანობთ?

- ხშირად მეკითხებიან, რატომ არ გათხოვდიო. მაგრამ მე ამას არ ვნანობ. ჩემს შვილს რომ გამოჰყოლოდა სიბრმავე, ამას ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს. დედაჩემს ჰქონდა შესანიშნავი მხედველობა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ. მეცნიერებათა კანდიდატი რომ გავხდი, დედამ არ მომასვენა - სადოქტორო დისერტაციაც დაიცავიო. დავჯექი და დავწერე სადოქტორო ნაშრომი. ახლა ძალიან მადლიერი ვარ დედაჩემისა ამის გამოც და კიდევ სხვა ბევრი რამის გამო. სადოქტორო დისერტაცია რომ არ დამეცვა, საპატიო პროფესორის წოდებასაც არ მომანიჭებდნენ, რისი წყალობითაც შემინარჩუნდა ხელფასის 80%. დედა იმთავითვე ზრუნავდა ჩემს მომავალზე. ერთადერთი შვილი ვიყავი, მაგრამ მკაცრად მზრდიდა, სამართლიანობის გრძნობას მინერგავდა.

- მეცნიერებისა და სარწმუნოების ურთიერთმიმართებაზე რას გვეტყოდით?

- ამასთან დაკავშირებით წმინდა ილია მართალს დავესესხები. იგი წერს: "ბევრს ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი და შეუთავსებელნი არიან... ამ ორ სამფლობელოს შორის შემაერთებელ ხიდს მხოლოდ სიბრძნე წნავს, რომელიც ასე იშვიათია ამ წუთისოფელში... და რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა მეცნიერებისა და სარწმუნოების ერთმანეთში ბედნიერად მორიგება, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ამისთანა სიბრძნეს კი მხოლოდ ისეთი გენიოსები სწვდებოდნენ, რომელნიც ერთდროულად იყვნენ ღმრთისა და ბუნებისმეტყველნი". სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოში ნაკლები ყურადღება ეთმობა მეცნიერების განვითარებისათვის ზრუნვას. ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაუღალავად იღვწის ჩვენი ერის საკეთილდღეოდ და იმისთვისაც, რომ ამ ორი სფეროს (რელიგიისა და მეცნიერების) კავშირი უფრო გაღრმავდეს და განმტკიცდეს. უსაზღვრო პატივისცემით ვარ განმსჭვალული უწმინდესის მიმართ. ერთ რამეს ვწუხვარ, რამდენიმე წლის წინ მისი ხმა უფრო მხნე და ახალგაზრდული იყო, ამ ბოლო დროს კი თითქოს დარდი შეეპარა. საეკლესიო ცხოვრების მკვეთრი გააქტიურება ამ ბოლო ოცი წლის მანძილზე სწორედ პატრიარქის თავდაუზოგავი მოღვაწეობის, მისი სულიერების შედეგია. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა სულიერი ფასეულობების თვალსაზრისით გაღარიბდა. მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა და კომფორტისკენ სწრაფვა იქცა მათი ცხოვრების მთავარ დანიშნულებად. ღმერთმა ქნას, ქართველმა ერმა ნათლად განჭვრიტოს ხსნის გზა და გააცნობიეროს ის უძველესი ჭეშმარიტება, რომ: "ყოველი ერი უფსკრულისკენ იწყებს სვლას, როდესაც ის მარადიულ ღირებულებებს ივიწყებს". მოყვასის სიყვარული, სიკეთე და უფლისადმი მადლიერება ყოფილიყოს ჩვენი თანამდევი ორსავე სოფელში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat