ცოდნის მეოხებით ჩვენ უფრო ვუახლოვდებით იმ დიდ ძალას, რომელსაც ცნობილი მეცნიერები თავიდან უარყოფდნენ, შემდეგ კი აღიარებდნენ
ცოდნის მეოხებით ჩვენ უფრო ვუახლოვდებით იმ დიდ ძალას, რომელსაც ცნობილი მეცნიერები თავიდან უარყოფდნენ, შემდეგ კი აღიარებდნენ
"დაე, სულიერი კულტურა უფრო და უფრო მეტად მიიწევდეს წინ; დაე, ბუნებისმეტყველებითი მეცნიერებანი ძლიერდებოდნენ, ვითარდებოდნენ, ღრმავდებოდნენ და ახალ სივრცეებს ეუფლებოდნენ; დაე, ადამიანური სული სრულქმნილებისკენ მიისწრაფოდეს, - ამბობდა გოეთე, - ის მაინც ვერასოდეს აღემატება ქრისტიანობის იმ სიმაღლესა და ზნეობრივ კულტურას, რომელიც მთელ სახარებაში ბრწყინავს".

დასავლეთევროპული კულტურა ქრისტიანობასთან კავშირის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ქრისტიანობამ შეუწყო ხელი იმ ფასეულობათა შექმნას, რომლებიც ევროპულმა კულტურამ შეიტანა კაცობრიობის საგანძურში.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სასულიერო აკადემიაში დასავლეთ ევროპის ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის მასწავლებელი თამარ ნუცუბიძე გახლავთ. ქალბატონი თამარი აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის ქალიშვილია და, როგორც თავადაც აღნიშნავს, მისი ქრისტიანული აზროვნება და ცხოვრება სათავეს, პირველ ყოვლისა, ოჯახიდან იღებს.

- ჩემთან საუბრისას ბრძანეთ, რელიგიურ გარემოში ვიზრდებოდიო. ეგებ უფრო დაწვრილებით მოგვითხროთ თქვენს ბავშვობაზე...

- ათეიზმი, რომელიც მთელ ქვეყანაში მეფობდა, ჩვენს ოჯახს თითქმის არ შეხებია. გვქონდა ხატები, რომლებთანაც შაბათ-კვირას სანთელი ენთო, აღვნიშნავდით ყველა დიდ დღესასწაულს. დედასთან ერთად ჩვენც დავდიოდით ტაძარში და ეს ბუნებრივად მიგვაჩნდა. თვითონ დედამ, - სხვათა შორის, მღვდლის ქალიშვილმა, - ეკლესიური ცხოვრება პირადი ტრაგედიის - შვილის გარდაცვალების - შემდეგ დაიწყო. ჩემი უმცროსი ძმა, მშობლების პირველი ვაჟი, ოთხი წლისა გარდაიცვალა. ასეთ დროს ყოველთვის ჩნდება კითხვა: "რატომ?!" აი, ამ კითხვაზე პასუხის ძიებამ მიიყვანა დედა ეკლესიაში. საბედნიეროდ, იქ დიდ მღვდელმთავარს, დიდ მოძღვარს კალისტრატე ცინცაძეს შეხვდა. ამ შეხვედრამ დედაჩემის ცხოვრებაში უზარმაზარი როლი შეასრულა. დედა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე აღარ მოშორებია ეკლესიას.

მამას წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. გარდა ამისა, მან გიმნაზია დაამთავრა, სადაც სრულფასოვან საღვთისმეტყველო განათლებას აძლევდნენ (მოგეხსენებათ, რევოლუციამდე საღვთო სჯული ერთ-ერთი მთავარი დისციპლინა იყო). შემდგომში მამა სწავლობდა პეტერბურგში, გერმანიაში და ფილოსოფიის კვალდაკვალ რელიგიურ საკითხებსაც უღრმავდებოდა. შემდგომ კალისტრატე ცინცაძესა და ეფრემ მეორესთანაც ჰქონდა ურთიერთობა.

ბავშვები დაბადებისთანავე მოგვნათლეს. ძილისა და სადილის წინ ყოველთვის ვიწერდით პირჯვარს... გაგეგონებათ, ძველად კლასის დამრიგებელი საგანგებოდ დადიოდა მოწაფეებთან და ამოწმებდა, ჰქონდა თუ არა ბავშვს სამეცადინო კუთხე. იქ კი, სადაც ჩვენ ვმეცადინეობდით, ხატები ესვენა და მასწავლებლის მოსვლის წინ ჩვენი მაგიდა სხვა ოთახში გაჰქონდათ, რომ დამრიგებელს სამლოცველო კუთხე არ ენახა - მშობლები ამის გამო საყვედურს მიიღებდნენ.

- როგორ ფიქრობთ, რას აძლევს ევროპული კულტურა კაცობრიობას, რამდენად წაადგება ეს ღირებულებები თაობების აღზრდას?

- ვცდილობ, სტუდენტებს მხოლოდ ლიტერატურაზე კი არა, ზოგადად, დასავლეთევროპულ კულტურაზე ვესაუბრო, ყურადღება გავამახვილო ამ ქვეყნების ისტორიაზე და უთუოდ ვახსენო საქართველოც, რადგან ის, ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ევროპაზე იყო ორიენტირებული. ევროპული კულტურის შესწავლა აუცილებელია. ის იმ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებითაც საზოგადოება უნდა ვითარდებოდეს - ქრისტიანულ ღირებულებებს. ადამიანის შინასამყაროს, ღმერთთან მისი მიახლების პრობლემას პირველად აკი ქრისტიანობამ მიაქცია ყურადღება...

პროგრესის არ უნდა გვეშინოდეს. ეს ღვთისგან დაშორებას არ ნიშნავს. პირიქით, მე ვფიქრობ, უფალმა ადამიანს უზარმაზარი შესაძლებლობები, უნარი და ნება იმისთვის მისცა, რომ მან სულ წინ და წინ იაროს. ვფიქრობ, რაც უფრო განვითარდება ადამიანი, მით უფრო სწრაფად აღმოაჩენს ღმერთს. უფლის ძიებას პროგრესი ხელს არ უშლის; პირიქით, ცოდნის მეოხებით ჩვენ უფრო ვუახლოვდებით იმ დიდ ძალას, რომელსაც ცნობილი მეცნიერები თავიდან უარყოფდნენ, შემდეგ კი აღიარებდნენ.

- რა როლი აკისრია ხელოვნებას პიროვნების რელიგიურ აღზრდაში?

- ხელოვნებას მუდამ პიროვნების შინასამყაროზე ზემოქმედება ეკისრა. გასართობად არც არავინ ხატავდა, არც არავინ აქანდაკებდა და წერდა. შემოქმედების იმპულსი ყოველთვის ერთი და იგივე იყო: შემოქმედს სურდა, რაღაც ეთქვა, დიდი წუხილი და სატკივარი გამოეხატა ან მომავლის გზა ეჩვენებინა. შედევრები საუკუნეებს იმიტომ უძლებენ, რომ მათ საუკეთესოდ გამოხატეს ის დიდი პრობლემა თუ მიზანსწრაფვა, რომელიც ამა თუ იმ ეპოქაში ჰქონდა საზოგადოებას. ხელოვანნი თავიანთ იდეას არ თმობდნენ, რადგან ის მათთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი იყო. ის დიდი სატკივარი, რომელიც ილიასა და მისი თაობის მწერლებთან აისახა, თანამედროვეთა ნაწარმოებებში ძნელი საპოვნელია, თუმცა კი ცდილობენ, ეს საკითხები დასვან და რაღაცნაირად გადაჭრან კიდეც. ვამბობთ, ჩვენი ცხოვრება მასობრივმა კულტურამ წალეკაო. ტელევიზიამ და მასმედიამ ლიტერატურას ბრძოლა გამოუცხადა. დღეს ხალხი კითხულობს უმთავრესად ჟურნალ-გაზეთებს, უყურებს ტელევიზორს და იღებს მზამზარეულ რეცეპტებს, რომელთაც დიდი ჩაღრმავება არ სჭირდება. ადამიანმა სიღრმისეული ძიებების სურვილი დაკარგა! ამის გამო მწერლობამაც დაკარგა სიღრმე და ასპარეზი იოლად აღსაქმელ მასკულტურას გადაულოცა. რა იყიდება კარგად? კარგად იყიდება: მკვლელობა, ძალადობა, სექსი... დღევანდელ ადამიანს ისეთი ლიტერატურა და კინო აინტერესებს, სადაც ქვენა გრძნობებსა და ემოციებს დახარჯავს. რა ვუყოთ ასეთ "ხელოვნებას"? საით წავალთ - კიდევ უფრო დავეშვებით თუ შევძლებთ უკან მობრუნებას? - აი, რა კითხვა აწუხებს დღეს ცივილიზებულ მსოფლიოს.

- ბრძანეთ, დღევანდელ ლიტერატურაში არ ჩანსო დიდი სათქმელი. რას გვეტყოდით იმ სიახლეებზე, რომლებიც თანამედროვე ხელოვნებამ მოიტანა? ნუთუ არაფერია მასში დადებითი და მისაღები?

- საზოგადოდ, თანამედროვეობაზე ლაპარაკი ძნელია. შორიდან ყველაფერი უკეთ ჩანს. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ყველაზე საინტერესო და დადებითი ძიებაა, ძიება ახალი ფორმების, ახალი ენის. ძიება კი სიცოცხლეა. ბევრი ჩივის, რომ სიტყვაკაზმული მწერლობა მეტისმეტად უცენზურო გახდა, გაივსო უხამსი, ჟარგონული ლექსიკით, მაგრამ, ვფიქრობ, ეს საერთო ჯამში ცუდი არ უნდა იყოს - ბოლოს და ბოლოს, მთავარი ნიჭია; თუ მწერალი არ ტყუის და გარემომცველ სინამდვილეს ასახავს, ამასთან, ასახავს ნიჭიერად, მისი შემოქმედება რაღაცას უთუოდ შესძენს კულტურას, თუნდაც იმას, რომ ენა კიდევ უფრო გამდიდრდება ახალი ფორმებით.

- რას გვეტყვით რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართებაზე?

- ძველ საბერძნეთსა და რომში, სადაც მეცნიერებას ჩაეყარა საფუძველი, მასა და რელიგიას შორის წინააღმდეგობა არ ყოფილა. მატერიალისტი ლუკრეციუსი თავის ფილოსოფიურ პოემაში "საგანთა ბუნებისათვის" არ უარყოფს უზენაესი და უმაღლესი ინსტანციის არსებობას. ზოგი მას ღმერთს უწოდებდა, ზოგი - პირველ მამოძრავებელს. კამათი მოგვიანებით დაიწყო. XVII-XVIII საუკუნეებში ეს დაპირისპირება განსაკუთრებით გამძაფრდა, კულმინაციას კი კომუნისტების დროს მიაღწია. ის, რაც კომუნისტებმა გააკეთეს, კაცობრიობის ისტორიაში შავ ლაქად დარჩება. მათ უზარმაზარი დარტყმა მიაყენეს სულიერებას. ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეცნიერებასა და რელიგიას შორის ერთგვარი კონსენსუსია დამყარებული. ორივემ იცის თავისი სფერო: რელიგია მოიცავს ზემატერიალურს, მეცნიერება - მატერიალურს. ეკლესია მეცნიერებას სატანისეულად არ მიიჩნევს და არც მის მონაპოვარს უარყოფს. ეკლესიის უდიდეს მამებს მუდამ მიაჩნდათ და დღესაც მიაჩნიათ, რომ მეცნიერების მრავალი დარგი აუცილებელია. მაგალითისთვის, ანტონ კათოლიკოსმა ქართული სემინარიისთვის შექმნა ფიზიკის, ფილოსოფიის, გრამატიკის სახელმძღვანელოები. მისმა უწმინდესობამ ლეონიდემ საქართველოს ისტორიაში შესანიშნავი გამოკვლევები დაგვიტოვა. კალისტრატე ცინცაძე დიდი ფილოლოგი გახლდათ და რუსთველის მსოფლმხედველობას იკვლევდა. ჩვენი დღევანდელი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ყოველთვის ხაზს უსვამს არა მარტო რელიგიის, არამედ მეცნიერების სათანადო სწავლების აუცილებლობასაც. სტუდენტებსა და მასწავლებლებთან ყოველი შეხვედრისას აღნიშნავს, რომ რაც უფრო ფართო თვალსაწიერი გვექნება, მით უფრო უკეთ დავინახავთ მართლმადიდებლობის უპირატესობას. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ის, რასაც უარვყოფთ. მით უფრო მოგვეთხოვება ეს ქართველებს, მცირერიცხოვან ერს, რომელსაც დღემდე უამრავი მტერი ჰყავს. კალისტრატე ცინცაძისა და შალვა ნუცუბიძის შეხვედრა სწორედ ამ პრობლემას მიეძღვნა. დიდი ფილოსოფოსი და დიდი ღვთისმსახური ერთმანეთს შეხვდნენ "ვეფხისტყაოსნის" მსოფლმხედველობის გამო. კალისტრატე ცინცაძეს აინტერესებდა, თუ როგორ იდგა ღმერთის საკითხი "ვეფხისტყაოსანში" და როგორ იყო მასში გააზრებული ღმერთის ნება, შალვა ნუცუბიძე ამ პოემაში პეტრე იბერის გავლენას ეძებდა. კალისტრატე ცინცაძემ მამას არაერთი საგულისხმო შენიშვნა მისცა, რომლებიც მან მიიღო და თავის თარგმანში გაითვალისწინა. კერძოდ, კათოლიკოს-პატრიარქს მიაჩნდა, რომ შალვა ნუცუბიძე ღმერთის ცნებას ზოგან ზუსტად არ თარგმნიდა. ეს პატარა მაგალითი, ვფიქრობ, თვალსაჩინო დასტურია იმისა, თუ როგორ შეიძლება, მეცნიერება და ეკლესია მოკავშირეებად იქცნენ.

- ბოლო დროს ეკლესიების რიცხვი გაიზარდა, გამრავლდა სამღვდელოება და მრევლი, მაგრამ მაინც ცხადზე უცხადესია, რომ ზნეობა დაეცა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და რაში ხედავთ გამოსავალს?

- საბჭოთა პერიოდში საქართველოს ეკლესიამ უზარმაზარი დარტყმა მიიღო. თითქმის განადგურდა სამონასტრო ცხოვრების ტრადიცია, დაიხურა სემინარიები, დაიფანტა მრევლი... უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა (მადლობა ღმერთს, ეკლესიები გადარჩა!). ამიტომ როცა ვამბობთ, რომ ბევრი რამ დაუხვეწავი და ჩამოუყალიბებელია, უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ, როგორ, რა ბრძოლის, რა ძალისხმევის ფასად მოვიდა დღემდე ჩვენი ეკლესია, რა მძიმე მემკვიდრეობა ერგო წილად ჩვენს სამღვდელოებას.

ზნეობა დაეცაო, ბრძანეთ. სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. ქართველებმა მრავალი უზნეობით გაითქვეს სახელი. უცხოეთში წასული უამრავი ჩვენი თანამემამულე ქურდობით ირჩენს თავს. აბა, შიმშილით მოვკვდეო? - იკითხავს ზოგი. ქრისტიანი ამაზე ასე უპასუხებს: დიახ, ჯობს, მოკვდე, ვიდრე შიმშილის გამო მცნება დაარღვიო. ქრისტიანისთვის სხვა არჩევანი არ უნდა არსებობდეს. ალბათ, ყოველთვის მოიძებნება ლუკმაპურის მოპოვების სხვა გზაც... მამაჩემის თაობა, ინტელიგენტების მთელი პლეადა, ვინც უნივერსიტეტი დააარსა, კონსერვატორია და ქართული ოპერა გახსნა, ზნემაღალი გახლდათ, დღეს კი ზნეობა ეცემა. ეკლესიამ უზარმაზარი შრომა უნდა გასწიოს ამის აღმოსაფხვრელად. რასაკვირველია, სამოთხე ამქვეყნად არსად არის, უზნეო ადამიანები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ არა ამდენი! ყველა მაცხოვრის მცნებებით რომ ცხოვრობდეს, საქართველო ერთ-ერთი უპირველესი ქვეყანა იქნებოდა სულიერებითა და კულტურის დონით, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

- ბევრი იმასაც ამბობს, მრევლმა იმიტომ იმატა, რომ ეკლესიაში სიარული მოდური გახდაო...

- ეს ალბათ იმის ბრალია, რომ პოსტსაბჭოთა ადამიანები ვართ, რომელთაც ყველაფერს უკრძალავდნენ და რომელთაც ეკლესიაში სიარულის ეშინოდათ. ვფიქრობ, დრო გავა და ეს ყოველივე გაივლის. ადამიანი ბავშვობიდანვე "მამაო ჩვენოზე" რომ გაიზრდება, რელიგიურობა მისთვის აღარც პოზიორობა იქნება და აღარც თავმომწონეობის საბაბი. ეს იქნება მისი ინტიმური სამყარო, რომელსაც ის, სურვილისამებრ, გაუზიარებს ან არ გაუზიარებს ვინმეს და, რაც მთავარია, ათი მცნება ცხოვრების წესად ექცევა. ახლა რწმენა უფრო გარეგნულია, მერე და მერე ადამიანი უფრო დაიხვეწება, უფრო ღრმა გახდება და აღორძინდება ის დიდი სულიერი კულტურაც, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და რომლითაც მან ევროპის ბევრ ცივილიზებულ ქვეყანას გაუსწრო.

- გვიამბეთ ოჯახზე...

- ჩემი ოჯახი არც ისე დიდია. მყავს მეუღლე - ირაკლი კენჭოშვილი და ქალიშვილი - სალომე. ჩემი მეუღლე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, ლიტერატურის ინსტიტუტის ერთ-ერთი განყოფილების გამგე. პარლამენტში ის ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს. ჩემი ქალიშვილი კი ევროპული კულტურის მომავალი სპეციალისტი გახლავთ. უნივერსიტეტის მაგისტრანტია და იტალიურ ენასა და ლიტერატურას სწავლობს. ასე რომ, მთელი ოჯახი საქართველოსა და ევროპის კულტურული ურთიერთობის დახვეწა-გაღრმავებას ვემსახურებით და ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით ამაში მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ.

- რას უსურვებდით "კარიბჭის" მკითხველს?

- თქვენს ჟურნალს ვიცნობ. მან მრავალი საინტერესო თემა წამოჭრა, არაერთი საჭირბოროტო საკითხი დასვა. ვფიქრობ, ამ ჟურნალის მკითხველი დიდ ცოდნასა და ინფორმაციას მიიღებს. მკითხველს კი აი, რას ვთხოვდი: დღეს საქართველოს უჭირს და დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ამაში კი ყოველმა ჩვენგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. არ შეიძლება, ადამიანი მხოლოდ პირად ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობდეს. არც ერთ სახელმწიფოს ასე არასოდეს უცხოვრია. მინდა, გთხოვოთ: გავერთიანდეთ, რათა საქართველო ისევ გაბრწყინდეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat