ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ... როგორც გულს, ისე გაბარებთ უნივერსიტეტს
ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ... როგორც გულს, ისე გაბარებთ უნივერსიტეტს
120 წელი შესრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ფილოსოფოსის, კულტუროლოგის, მთარგმნელის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის - შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან. მან ღირსეულად ატარა მეცნიერისა და მამულიშვილის სახელი, ვიდრე სამუდამო განსასვენებელს პოვებდა უნივერსიტეტის ბაღში. მის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ აკადემიისა და უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები. სხდომაზე გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ამ თვალსაჩინო პიროვნების ღვაწლი, ისაუბრეს იმ მიღწევებზე, რამაც შალვა ნუცუბიძე მსოფლიო დონის მეცნიერად წარმოაჩინა.

შალვა ნუცუბიძემ თავის ეპოქასავით რთული, კატაკლიზმებით აღსავსე, მაგრამ ამავე დროს უაღრესად შინაარსიანი ცხოვრება განვლო.

ბატონ შალვას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ. თავისი სიცოცხლის ბოლო წელს მან კიდევ ერთხელ შეაბიჯა
93-ე აუდიტორიაში და წარმოთქვა: "ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ... როგორც გულს, ისე გაბარებთ უნივერსიტეტს" და გავიდა უნივერსიტეტიდან.

ვესაუბრებით ბატონი შალვას ქალიშვილს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგს, ქალბატონ თამარ ნუცუბიძეს.

- ქალბატონო თამარ, მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი დიდი მეცნიერის მიერ განვლილ გზას. როგორ გარემოში დაიბადა და აღიზარდა შალვა ნუცუბიძე, რა ვითარებებმა იქონია გავლენა მის პიროვნებად და მეცნიერად ჩამოყალიბებაში?

- "დავიბადე ფარცხანაყანევში 1888 წლის 14 დეკემბერს", - ატყობინებდა მამაჩემი დასავლეთგერმანული ფილოსოფიური ლექსიკონის შემდგენლებს. ხედავთ, რა შორს გავიტანე ჩემი სოფლის სახელიო?! - ხუმრობანარევი სიამაყით ამბობდა ხოლმე. ერთი შეხედვით, თითქოს უცნაურია, რომ პროვინციაში აღზრდილმა ახალგაზრდამ თავისი ცხოვრების მიზნად ცოდნის უზოგადესი დარგი - ფილოსოფია აირჩია. დაწყებითი განათლება ხონში მიიღო. მაგრამ ეს პატარა ქალაქი საქვეყნო ინტერესებით ცხოვრობდა და თავისებურ ინტელექტუალურ კერას წარმოადგენდა. მისი ორივე ბაბუა მღვდელი იყო. განსაკუთრებით კარგი ბიბლიოთეკა ჰქონია დედის მამას. ხუცურიც ამ ბაბუამ შეასწავლა. ტყავის ყდებში ჩასმული ძველი წიგნების სურნელი შალვა ნუცუბიძეს ბოლომდე დარჩა მღელვარე მოგონებად. მამამისი - ისააკი, ხონის სახალხო მასწავლებელი, შვილებს ტრადიციულად ზრდიდა: სიმკაცრესა და მომთხოვნელობას მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. მამის სიმკაცრეს დედის - რებეკას – ალერსი ავსებდა. 1897 წლიდან სწავლა განაგრძო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შ. ნუცუბიძე ფლობდა ძველ ბერძნულს, ლათინურს, გერმანულს, ინგლისურსა და ფრანგულს. ენების საუცხოო ცოდნაში მას ხელს უწყობდა იშვიათი მეხსიერება, რომელსაც ბედშიაც და უბედობაშიც თავის "უერთგულეს მეგობარს" უწოდებდა. გიმნაზიაში ნასწავლი მრავალი ლოცვა ზეპირად ახსოვდა და საღვთო სჯული ისე იცოდა, რომ თვით კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძეც განუცვიფრებია. შემოგვრჩა ნაჩუქარი ბიბლია ასეთი წარწერით: "ორთა ხუცესთა ნაშიერსა და სიბრძნისა მოყვარეს, ჯურღმულსა ამას სიბრძნისასა მიუძღვნის ხუცესთა უხუცესი. 25.05.1951". მამა მეგობრობდა პატრიარქ კალისტრატესთან. ერთხელ თურმე მას მამაჩემისთვის უთქვამს: - როგორ დაამშვენებდით სიონის ამბიონს თქვენი ქადაგებებითო. მამას კი სინანულით უპასუხია: - პატრიარქი თუ არა, ეპისკოპოსი მაინც უნდა ვყოფილიყავიო. მასთან არაერთგზის უსაუბრია თეოლოგიურ საკითხებზე აგრეთვე კათალიკოს ეფრემ მეორეს, რომელმაც "ახალი აღთქმა" ასეთი წარწერით უბოძა: "ჩემს ძვირფას მასწავლებელს შალვა ნუცუბიძეს უღირსი შეგირდისაგან. ეფრემ მეორე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი". მისი ცნობიერება განსხვავებულ ისტორიულ ვითარებაში ჩამოყალიბდა და თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა რელიგიისადმი. "ყოველი ადამიანი, - წერდა იგი, - რაგინდ პატარა იყოს, ცხოვრების ცენტრია და ამდენად ხიდია უკვდავებისაკენ, სადაც ადამიანთა შეხვედრას საზღვარი არ უძევს".

- რა ღვაწლი მიუძღვის შალვა ნუცუბიძეს ქართული უნივერსიტეტის დაარსებისა და მისი შემდგომი განვითარების საქმეში?

- როდესაც 1918 წელს უნივერსიტეტის შექმნის რეალური პირობა გამოჩნდა, შალვა ნუცუბიძეს დაევალა აქტიური კავშირების დამყარება რუსეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებთან, რათა შეექმნა ის ბირთვი, რომელიც საფუძველს ჩაუყრიდა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დაარსებას. თუ გავითვალისწინებთ მაშინდელი კომუნიკაციისა და ურთიერთობების პრობლემას, ეს საკმაოდ რთული ამოცანა გახლდათ. 1920-1929 წლებში შალვა ნუცუბიძე იყო უნივერსიტეტის პროფესორი, კათედრის გამგე. მისი ინიციატივით დაარსდა იურიდიული, ეკონომიკური, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტები. 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მსოფლიო ლიტერატურის კათედრას. იგი მისთვის ძირითადი საგნების - ფილოსოფიისა და ლოგიკის - პარალელურად კითხულობდა ლექციების სხვადასხვა კურსს: დასავლეთ ევროპის ლიტერატურას, სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიას, მტკიცებით სამართალს. უნივერსიტეტის გახსნისთანავე შალვა ნუცუბიძემ დააარსა "პეტრიწის სახელობის საფილოსოფოსო საზოგადოება", რომლის მთავარი მიზანი იყო ფილოსოფიური ცოდნის გავრცელება და ქართული ფილოსოფიური ძეგლების შეგროვება-გამოცემა. დიდად პოპულარული იყო მისი სემინარები, რაც საქართველოში ფილოსოფიური ცხოვრების აღორძინებას წარმოადგენდა. მისი გამოსვლები აღსავსე იყო არტისტიზმით, ხატოვანებითა და ზეაწეული პათოსით. საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ როცა შალვა ნუცუბიძე ლექციას კითხულობდა, სალექციო აუდიტორიაში ტევა არ იყო, მის მოსასმენად მოდიოდნენ ისინიც, რომელთაც მის ლექციაზე დასწრება სულაც არ ევალებოდათ. ახლად გახსნილ უნივერსიტეტში მწვავედ იგრძნობოდა სახელმძღვანელოების უქონლობა. 1919 წელს მან გამოსცა "ლოგიკის ელემენტარული კურსი". მთელი თაობა გაიზარდა მის წიგნზე "ფილოსოფიის შესავალი. შემეცნების პრობლემა" (1920). 1922 წელს შალვა ნუცუბიძემ გამოსცა - "ალეთოლოგიის საფუძვლები. ჭეშმარიტების პრობლემა". 1926 წელს ბერლინში გამოიცა მისი ნაშრომი: "ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა. პირველი შესავალი ალეთოლოგიურ რეალიზმში". ამ წიგნისთვის თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ შალვა ნუცუბიძეს ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიანიჭა. 1929 წელს თბილისში გამოიცა მისი "ხელოვნების თეორია", ხოლო 1931 წელს ბერლინში - "ფილოსოფია და სიბრძნე. სპეციალური შესავალი ალეთოლოგიაში". როგორც აღნიშნავენ, ამ ნაშრომებს ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ახალი ქართული ფილოსოფიური აზროვნება, მისი საფუძვლისმდებლის სახით, მსოფლიო ფილოსოფიური აზროვნების დონეზე დადგა და დასავლეთის მეცნიერებამ აღიარა ნუცუბიძის გამოკვლევათა მნიშვნელობა.

- მიუხედავად ამ უდიდესი წარმატებებისა, სამწუხაროდ, სიცოცხლის მანძილზე ბატონ შალვას არ ასცდა უსამართლო მოპყრობა: ციხე, აკადემიიდან და მშობლიური უნივერსიტეტიდან გაძევება და სხვადასხვაგვარი დამცირება. როგორც ვიცი, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც დაგისვათ ეს შეკითხვა: მაინც რამ გადაარჩინა მამათქვენი და როგორ შეინარჩუნა მან ის გაუტეხელი, ქედუხრელი სული?

- შალვა ნუცუბიძემ საკმაოდ რთულ პერიოდში იმოღვაწა. მაშინ ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ აზროვნებისათვის ხელი შეეშალათ, რადგან, მოგეხსენებათ, აზროვნება დიქტატურის მტერია. ქვეყანა სულ უფრო ღრმად შედიოდა იმ ხანაში, როცა დამოუკიდებელი აზროვნება და დიდი ავტორიტეტი ეჭვისა და უნდობლობის საბაბი ხდებოდა. შ. ნუცუბიძის გერმანულად გამოქვეყნებული წიგნები და მისი სხვა ადრინდელი ნაშრომები ამოღებულ იქნა ხმარებიდან, ამასთანავე აეკრძალა ლექციების კითხვა ფილოსოფიაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მამაჩემისთვის უცხო გახლდათ ფრთხილი და აწონილ-დაწონილი საუბარი. მისი მჭევრმეტყველების ერთ-ერთი ხიბლი - აზრის უკანმოუხედავი სითამამე იყო. იმ დროს, როცა ყოველ სიტყვას მისხლით ზომავდნენ, შ. ნუცუბიძის თამამი გამოსვლა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა ხალხზე. 1938 წელს იგი დააპატიმრეს, როგორც "გერმანიის ფაშიზმის აგენტი". მოულოდნელად ვითარება არსებითად შეიცვალა. სტალინის განკარგულებით შ. ნუცუბიძე გაათავისუფლეს "ვეფხისტყაოსნის" რუსული თარგმანის გარკვეულ ვადაში შესრულების პირობით. ხშირად უთქვამს, სიკვდილს რუსთაველმა გადამარჩინაო. "ვეფხისტყაოსნის" ნუცუბიძისეულ თარგმანს რუსეთის ლიტერატურულმა საზოგადოებრიობამ მაღალი შეფასება მისცა. სხვათა შორის, "ვეფხისტყაოსნის" გარდა მან რუსულად თარგმნა ჩახრუხაძის "თამარიანი" და შავთელის "აბდულმესიანი". შ. ნუცუბიძეს ეკუთვნის დღეს ფართოდ აღიარებული თეორია აღმოსავლური რენესანსის შესახებ, რომელიც საბოლოო სახით ჩამოაყალიბა წიგნში: "რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი". 1949 წელს ფილოსოფიის ინსტიტუტში გაიმართა ამ წიგნის გახმაურებული განხილვა, რამაც დიდძალი ხალხი მიიზიდა. უმრავლესობა დაუნდობლად ამხელდა "მარქსიზმის ვულგარიზატორს", "შუასაუკუნეობრივი მისტიკის" აპოლოგეტს, მარქსიზმით შენიღბულ "ალეთოლოგიური რეალიზმის" ავტორს. თანადგომის გამომჟღავნება ვერავინ გაბედა, მხარი არავინ დაუჭირა და შ. ნუცუბიძე მარტო აღმოჩნდა. თუმცა მან თავისი პოზიცია არ დათმო. 1949 წელს ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით შ. ნუცუბიძე გაათავისუფლეს ფილოსოფიის ინსტიტუტიდან იმის გამო, რომ ვერ შეძლო "იდეალისტური თვალსაზრისის დაძლევა და მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის საფუძველზე გადასვლა". ინსტიტუტიდან გაძევებულმა სხვა გზა აირჩია და 1950 წლიდან ინტენსიურად დაიწყო მუშაობა ქართული ფილოსოფიის ისტორიის შექმნაზე. 1953 წელს მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებამ მას ჩამოართვა აკადემიის ნამდვილი წევრის წოდება. იმავე წელს თბილისის უნივერსიტეტმა იგი გაათავისუფლა პროფესორის თანამდებობიდან და აღძრა შუამდგომლობა მისთვის სამეცნიერო ხარისხისა და წოდების ჩამორთმევის შესახებ. მხოლოდ 1960 წელს მიიღო შ. ნუცუბიძემ საკავშირო პროკურატურიდან სრული რეაბილიტაცია და აღდგენილ იქნა მისი მეცნიერული სტატუსი, თუმცა ამის შემდეგაც არ შეწყვეტილა მისი დევნა და შევიწროება. ყველა საჯარო ღონისძიებას არიდებდნენ. ასე მაგალითად, 1966 წელს რუსთაველის იუბილეში არ მიაღებინეს მონაწილეობა, უცხოელ სტუმრებთან შეხვედრებს არ დაასწრეს და, რაც მთავარია, არც ერთ დარბაზში სიტყვა არ მისცეს, თუმცა ამ იუბილეზე ჩამოსულმა აკად. კონრადმა განაცხადა: მე ჩამოვედი იმ ქვეყანაში, სადაც ნუცუბიძემ აღმოსავლური რენესანსის დროშა ააფრიალაო. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ 1968 წელს თბილისის უნივერსიტეტის 50 წლის იუბილეზე მის ერთ-ერთ დამაარსებელს სიტყვა არ მისცეს, არადა ამის დიდი სურვილი ჰქონდა. ასე რჩებოდა მთელი თაობისათვის წლების განმავლობაში შ. ნუცუბიძე მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და დიდი აუდიტორიების მიღმა. 80 წლის ასაკში, როგორც იქნა, გადაწყვიტეს იუბილეს გადახდა, მაგრამ არ შედგა. სახლში გვითხრა: როდესაც იუბილეზე გამოვალ, მადლობას კი არ გადავუხდი მთავრობას და პარტიას, არამედ ვიტყვი: "მთავრობამ ყველაფერი გამიკეთა, მაგრამ ვერაფერიც ვერ დამაკლო".

- გთხოვთ გაიხსენოთ მომენტები მისი ყოველდღიური, ყოფითი ცხოვრებიდან. როგორი იყო იგი ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობაში?

- მამაჩემი შინაგანად სიმკაცრემდე ორგანიზებული იყო. ეს ვლინდებოდა ყველაფერში, ჩაცმაშიც კი, რასაც დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა. ყველაზე ნაკლებად თავის ფარული სამყაროს - მგრძნობიარე, ემოციურ, მორიდებულ და მოკრძალებულ ხასიათს ავლენდა. მაგრამ ერთად ცხოვრების მანძილზე ძნელია საკუთარი ბუნება არ გამოავლინო. ერთ დღეს კინოფილმ "მამლუქზე" წავედით. როცა ფილმი დამთავრდა, შეწუხებული სახე ჰქონდა და აღელვებულმა თქვა: "არ უნდა მენახა ეს ფილმი". ომახიანი ბუნების მიუხედავად, საოცრად განიცდიდა ყოველივეს, რაც საქართველოს უკავშირდებოდა. სხვათა შორის, თავის დროზე იგი გახლდათ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი და ერთ-ერთი ხელისმომწერი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. 1921 წლის თებერვლის დამლევს შ. ნუცუბიძე ბათუმის პორტში იდგა. ბევრი მისი მეგობარი ტოვებდა სამშობლოს, ეგონათ - დროებით. რას შვრები, რატომ არ მოდიხარ? - ეუბნებოდნენ. მან მხოლოდ საკუთარ გულისხმას დაუჯერა და დარჩა. როდესაც 7 ნოემბრის და 1 მაისის დღესასწაულები მოახლოვდებოდა, ქალაქიდან გარბოდა. "მე ამათი "ვაშა" და "ურას" გაგონება არ შემიძლია, შემატყობინეთ, ყველა პლაკატს რომ ჩამოხსნიან, მაშინ დავბრუნდები", - ასე გვიბარებდა. "მე მოვესწრები, შვილო, რომ რუსები საქართველოდან წავლენ", - სულ ამას იმეორებდა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო. ერთხელ მამამ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად საგურამოში წაგვიყვანა. ჩვენ შევიარეთ წიწამურში, შევჩერდით ობელისკთან და დავინახე, რომ მამაჩემს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მისი ასეთი დამოკიდებულება ძალიან დამამახსოვრდა. როდესაც რუსთაველზე მივდიოდით, მთავრობის სახლის წინ ცილინდრს მოიხდიდა ხოლმე: "აქ, შვილო, იუნკრებია დასაფლავებული", - იტყოდა და გვიყვებოდა მათ ამბავს.

მამაჩემი აქტიური, სულით ძლიერი პიროვნება იყო და არასოდეს ტოვებდა საკუთარი ღირსების შეგნება. ერთხელ მას უთხრეს: შენ ბევრი ქვა გესროლესო. მან უპასუხა - ეს ქვები მე პიედესტალად მექცაო.

დაჯილდოებული იყო ნიჭით - ყოფილიყო მუდამ შემართული და ქედუხრელი, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე წუთებში. პათოსი მისი ცხოვრების წესისა და მსოფლგაგების უმთავრესი ძარღვი იყო, რომლითაც როგორც ტრიბუნიდან, ისე ნებისმიერ გარემოცვაში გამოირჩეოდა.

იგი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცხოვრებასთან გაყრა ტრაგიკულად არ განუცდია. უკანასკნელ წუთამდე ფილოსოფოსად დარჩა.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც შალვა ნუცუბიძის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში მიიღო მონაწილეობა. სიკეთემ მართლაც გაიმარჯვა, თუნდაც იმით, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა მამაჩემისთვის. თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმართებოდა საინტერესო ღონისძიებები, გაიმართა შეხვედრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურის ინსტიტუტში, მეცნიერებათა აკადემიაში, მის მშობლიურ რაიონში – წყალტუბოში... ამით ერთგვარად პასუხი გაეცა იმ უმადურობას, რაც მის მიმართ ოდესღაც გამოიჩინეს. შალვა ნუცუბიძე უკვე ისტორიას ეკუთვნის, მაგრამ თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მნიშვნელობას ინარჩუნებს დღევანდელობისათვის, ახალი თაობის აღზრდისთვის, რადგან აღზრდაში მაგალითი ყოველგვარ თეორიაზე მაღლა დგას. როცა ასეთ პიროვნებებს ვიხსენებთ, თანამედროვეებს მოვაგონებთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ეპოქის რთულ ვითარებაშიც თავდადებით ემსახურებიან მეცნიერებას და თავიანთ ქვეყანას. მათ გაფრთხილება უნდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat