"ლელას საბუხარები"
"ლელას საბუხარები"
საბუხარები მაჯებზე ჩამოსაცმელი ვიწრო შესამოსელია, რომლებიც ზონრებით იკვრება. ისინი მღვდელმსახურს შეახსენებს, რომ საიდუმლოს არა საკუთარი, არამედ ღვთის ძალითა და მადლით აღასრულებს. მეორე მხრივ, საბუხარები იმ ხუნდებსაც გვახსენებს, რომლებითაც მაცხოვარს ვნების დროს ხელები ჰქონდა გაკრული.

საბუხარები, მათზე წარმოდგენილი კომპოზიციებით, ორნამენტული დეკორითა და ქარგვის ტექნიკის მრავალფეროვნებით, ერთ-ერთი საინტერესო კოლექციაა ქართული მხატვრული ქარგულობის ნიმუშებს შორის, რისი დასტურიცაა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილების ფონდში დაცული ერთ-ერთი წყვილი საბუხარი, რომლებზეც "ათორმეტ დღესასწაულთაგან" ერთ-ერთი უმთავრესი - ხარების სცენაა გაშლილი. მარცხენა ხელის საბუხარზე გამოსახულია მახარებელი ანგელოზი გაბრიელი, ხოლო მარჯვენაზე - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ეს საბუხარები საეკლესიო მუზეუმში 1925 წლის 2 ივლისს მოხვედრილა შუამთის მონასტრიდან, 1933 წელს გადაუციათ მუზეუმისთვის. ორივე საბუხარი მოჩარჩოებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით. მათზე განთავსებული საქტიტორო წარწერა გვამცნობს შემწირველისა და შემქმნელის სახელს: "მოიხსენე, უფალო, ლელა. ამინ". ეს ლელა გახლავთ ლელა ბატონიშვილი, ქართლის მეფის, ლუარსაბ II-ის და, რომელიც XVII საუკუნის I ნახევარში ცხოვრობდა და, ამდენად, საბუხართა შექმნის თარიღადაც ეს პერიოდია მიჩნეული.

"ლელას საბუხარები" საგანგებოდ შეისწავლა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნე იზოლდა მელიქიშვილმა.

- ქალბატონო იზოლდა, რა იკონოგრაფიული თავისებურებებით ხასიათდება "ლელას საბუხარები", როგორი ტექნიკით არის შესრულებული, რა არის გამოყენებული საქარგავ მასალად? როგორ აღწევს მქარგველი განუმეორებელ მხატვრულ ეფექტებს, რამდენად წარმოაჩენს ეს ნიმუში მქარგველის ოსტატობას, თეოლოგიური გააზრების სიღრმეს?

- საქარგავ მასალად გამოყენებულია ვერცხლმკედი, ოქრომკედი, ვერცხლისა და ოქროს თმა, აბრეშუმის ფერადი ძაფი და ვერცხლმკედის ზეზი. ნაქარგია მჭიდრო მისაქსელიან "სამუშაო" ტილოზე. "ნაფენი" აბრეშუმის შავი ძაფისაა, მიწარი - მწვანე აბრეშუმის ქსოვილისა (ატლასი). სარჩულად უძევს აბრეშუმის სახიანი ქსოვილი. ნაქარგობა შესრულებულია "სითვისა" და "ნამაგრი სითვის" ტექნიკით, "ნაფენით", "მცირე რელიეფით".

ხარების კომპოზიციის ორივე ფიგურა მწვანე აბრეშუმის ფონზე ვერცხლმკედით ნაქარგ მიწარზეა გამოსახული. ერთ საბუხარზე მახარებელი ანგელოზის ფიგურა წინგადადგმული ფეხითა და მაკურთხეველი მარჯვენითაა წარმოდგენილი, მარცხენა ხელში - მცენარის ტოტით. ხელები, ტანთან შედარებით, არაპროპორციული და მოკლეა. მარჯვენა ხელის მტევანი დიდია და ექსპრესიულად წაგრძელებული, მარცხენა კი, რომელსაც ყვავილის ტოტი უჭირავს, საკმაოდ არაბუნებრივადაა გამოსახული, თითქოს ზედ უძევს ამ რტოზე.

არაპროპორციულია ანგელოზის არათანაბარი ზომის ფრთები, რომლებიც სხვადასხვა მდგომარეობაში გამოსახა ოსტატმა. ამით ის ცდილობს ფიგურის 3/4 პოზაში დაყენებას გაუსვას ხაზი, "ჩატიოს" იმ სვეტებს შორის, რომლებიც ცენტალურ არეზეა განთავსებული.

მთლიანობაში ანგელოზის პოზა ხისტი და ნაკლებ დინამიკურია, მაგრამ მქარგველი ოსტატი მიზანმიმართული მოძრაობის ხაზგასმას აღწევს წინ გადადგმული მარჯვენა ფეხის თავისებური გამოსახვით. მარჯვენა ტერფი უფრო დიდი და ბრტყელია მარცხენასთან შედარებით. ის წარმოდგენილია ზედხედში, თითქოს გადასადგმელადაა აწეული. მოძრაობის ჩვენების მიზნით სხეულის სიმძიმე ზომით უფრო პატარა, მაგრამ მყარად დადგმულ მარცხენა ფეხზეა გადატანილი. ანგელოზის სამოსის (რომელიც სხეულს ტერფამდე ფარავს) ვერტიკალური და ჰორიზონტალური ნაკეცების შეპირისპირებული გამოსახვაც მიზანმიმართულ მოძრაობას უსვამს ხაზს. მახარებელ ანგელოზს ყოველგვარ ემოციას მოკლებული სახე აქვს. სახის ოვალი ოდნავაა მინიშნებული ზეზის ნამაგრების ირიბული განლაგების საშუალებით. თავი პირდაპირ ზის დაბალ ცილინდრულ ყელზე, რაც "ამძიმებს" მის პროპორციებს.

ანგელოზის სწორი ცხვირი წარბის ხაზზეა მიბმული, ნესტოები - გაგანიერებული. ნუშის ფორმის დიდი თვალები ოდნავ მორკალული წარბებით საკმაოდ უმეტყველოა. დაბალი შუბლი ვარცხნილობის კონტურითაა შემოხაზული. უკან სწორად გადავარცხნილ შავ თმას მოზრდილი შარავანდი "აგვირგვინებს". დიდი ზომის შარავანდიც, არაპროპორციულ ფრთებთან ერთად, საკმაოდ "ამძიმებს" კომპოზიციის ზედა ჰორიზონტალურ არეს.

მეორე საბუხარზე ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი მთელი ტანითაა წარმოდგენილი. მას მაფორიუმი მთლიანად უფარავს სხეულს - ტერფებიც არ უჩანს. იდაყვებში მკვეთრად მოხრილ ხელს მაფორიუმის ერთი კალთა ეხვევა და მხრიდან ზურგზე ეშვება. ის თითქოს "ბოჭავს" მოზრდილ, ხელისგულით მაყურებლისკენ მობრუნებულ მარჯვენას, რომელშიც გრძელ ნართზე დაკიდებული თითისტარი უჭირავს. მარიამის ასეთ სტატიკურ, ერთ მთლიან ბლოკად წარმოდგენილ ფიგურაში ერთადერთი დეტალი, რაც ამ სტატიკურობას არღვევს, არის იდაყვში ოდნავ მოხრილი დაშვებული მარცხენა ხელი.

დიდი შარავანდით შემკული ღვთისმშობლის თავი, სახის ნაკვთების გამოსახვის სტილი და მანერა ისეთივეა, როგორიც მახარებელი ანგელოზისა.

ორივე ფიგურა ორ სვეტს შორისაა მოთავსებული. მათი გამოსახულებანი თითქოს ჩაჭედილია ვერტიკალურ სვეტებსა და ჰორიზონტალურ მოჩარჩოებას შორის. ფიგურების დაყენებისა და გამოსახვის სტილი, სამოსის დრაპირებისა თუ კონტურის ხაზის სქემატურობა პარალელებს XVI-XVII საუკუნეების ძეგლებში პოულობს.

ამ საბუხარების შემქმნელმა იცის თემის იკონოგრაფიული სქემა, გატარებული აქვს იმ ეპოქის "სიახლეები", რომელშიც ცხოვრობს. ამავე დროს, რასაც ქმნის, თავისებურად აქვს აღქმული, გააზრებული და გადმოცემული. საბუხართა ეს წყვილი გამორჩეულია "მონუმენტურობით", მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმებითა და მნახველზე ზემოქმედების უნარით.

- როგორც ცნობილია, საეკლესიო ნაქარგობა ფორმის, ფერის, საქარგავი მასალისა და რიცხვთა სიმბოლიკის ერთიანობას მოიცავს. როგორ არის გააზრებული გამომსახველობითი ფორმები და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ფერს ამ ნიმუშში?

- "ლელას საბუხარებში" "განყენებული სივრცე" აბრეშუმის მწვანე ქსოვილია. მწვანე ფერი არის რწმენის სიმბოლო, დამამშვიდებელი, მაცოცხლებელი, აღორძინების მოლოდინის ფერი. ამ ფერის სტრუქტურა ცისფერისა (ზეციერის, ტრანსცენდენტულის სიმბოლო) და ყვითლის (ოქროსთან, სინათლესთან გატოლებული) ერთიანობაა. ეს არის ის შუალედური ფერი, რომელიც ამ ორი ფერის შეერთებით არის მიღებული. ამას ემატება ასევე მიზანმიმართული სიმბოლიკით დატვირთული ოქროსა და ვერცხლისფერის დომინანტი მწვანე ფონზე (ოქრო და ვერცხლი სიმბოლოა "მე ვარ ნათლისა", რომელიც თავად განასახიერებს ღმერთს). ახსნა მათი ურთიერთქმედებისა ერთია: ის, რაც განასახიერებს ღმერთს, მარადიულია. ეს მარადისობა საზრდოობს ისევ და ისევ მიწაზე "განხორციელებული" სიცოცხლის საწყისით, რომელიც "სიტყვიდან" მოდის და აღიქმება ადამიანის გონით.

ამიტომ ფერადოვნება "ლელას საბუხარებსა" და ზოგადად ქრისტიანულ ნაქარგობაზე, დეკორის მხატვრული სახის განსაზღვრასთან ერთად, მისი იკონოგრაფიის კანონიკასთან და, უმეტესად, სიმბოლურ გააზრებასთანაა დაკავშირებული. ამით აიხსნება ოქროსა და ვერცხლის უხვად გამოყენება. ამავე პრინციპით არის წარმოდგენილი "ლელას საბუხარებზე" ორნამენტული დეკორი, რომელიც მიხაკის ბუნებრივი ფერით კი არ გამოისახება, არამედ სიმბოლიკით "გაჯერებული" ფერითა და ფორმით.

KARIBCHE


"ლელას საბუხარების" თითოეული პერსონაჟის ორ მხარეს მთელ სიმაღლეზე, ვერტიკალურ ღეროზე აღმართული მიხაკის ყვავილ-ფოთლოვანი გამოსახულების უმთავრესი დანიშნულება უწინარესად მისი ზომითაა ხაზგასმული. ის "გატოლებულია" იქვე გამოსახულ ფიგურებთან. აზრობრივად ეს იმის მიმანიშნებელია, რომ აქ ძევს იკონოგრაფიული თემის სულიერი მუხტი. ის გვიხსნის და გვაკავშირებს ჩვენთვის "შეუცნობად" სამყაროს.

ნაქარგობის "დედაარეზე" ამოქარგული მცენარეული სახეები, რომლებიც მაქსიმალურად ავსებს მათთვის განკუთვნილ ადგილს როგორც აზრობრივად, ასევე გამომსახველობითი ფორმით, კომპოზიციის ძირითად პერსონაჟებთანაა გატოლებული. მშვიდი, სტატიკური და ვერტიკალურად ქვემოდან ზემოთ მიმართული, ისინი არაფრით არღვევენ კომპოზიციის სიმშვიდეს. აშკარადაა ხაზგასმული მიწიდან ამოსული "გრძნობადი" ყვავილებისა და მისტიკური, "საცნაური", ჩვენთვის შეუცნობადი სამყაროს, პერსონაჟების თანაბარი სემანტიკური დატვირთვა. "სიცოცხლის შემქმნელი მიწა - ეს არის ეკლესია. მიწა შობს მოციქულთა მოძღვრების მეშვეობით სამართლიანობის ნაყოფს. ის შობს მაცხოვრის ჭეშმარიტი რწმენის ნაყოფის მომცემ ხეებს, რომლებიც ღვთისმეტყველებიდან არიან ამოსულნი" (წმინდა ჰილდეგარდ ბინგენსკი, XIIს.).

"დედაარეზე" მიხაკების გამოსახვა სიმბოლიკიდან მომდინარეობს. ამით მინიშნებულია ჯერ კიდევ მოუვლენელი "მხოლოდშობილის" მოწამებრივი აღსასრული. ჯერ არშობილი, მაგრამ "მუცლადღებული", ის უკვე "ზვარაკია", მისი მოწამებრივი აღსასრული კი განსახიერებულია მაცხოვრის სამსჭვალის სიმბოლოთი - მიხაკის ყვავილით.

ქრისტოლოგიაში არსებულ წმინდა რიცხვთა სიმბოლიკასა და მის სემანტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართულ მხატვრულ ქარგულობაშიც. ამიტომ გაშლილი მიხაკის სამგზის გამოსახვა ყვავილის ერთ ღერზე აშკარად მიგვანიშნებს მარიამისადმი სამგზის ხარების სიმბოლურ გააზრებაზე.

ვერტიკალურად აღმართულ ღეროზე გაშლილი ყვავილები - ახალი სიცოცხლის მაუწყებელია, მისი სიმბოლური გამოსახულებაა და ოთხჯერ მიზანმიმართულად მეორდება. თითო საბუხარზე ისინი ორ-ორია. ყვავილ-ფოთლოვანი სახეები, "მიწიდან" "ცისკენ" - "გრძნობადი სამყაროდან" "საცნაურისკენ" მიმართულნი, სიმბოლურად უნდა განასახიერებდეს სახარების შემქმნელთ - ოთხ მახარებელს, რომელთაც კაცობრიობას ამცნეს მესიის მოვლინება, მისი "საქმეები" და მოწამებრივი "აღსასრული". ასე რომ, ერთი შეხედვით მარტივ, პირობითობით გაჯერებულ და სქემატურად გადმოცემულ კომპოზიციაში კარგად გააზრებული რამდენიმე იკონოგრაფიული თემა გაიხსნა.

შემთხვევითი არ არის მიხაკის ერთ ღეროზე 8-8 ფოთლის განლაგებაც. რიცხვი რვა საკრალურია, წარღვნას გადარჩენილი მართალი ნოეს შთამომავალთა კოდია, რადგან წარღვნას რვა სული გადაურჩა.

- რა ფაქტორებით იყო განპირობებული ტრადიციული კომპოზიციების გამოსახვა თავისებურად გააზრებული იკონოგრაფიული სქემით? ეს მოვლენა ხომ აშკარად იკვეთება XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე...

- ამ შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია ზოგადად ისტორიულ-თეოლოგიური გარემო და კონკრეტულად მქარგველი ოსტატი. სულიერ გამოსახულებას სხვაგვარად აღიქვამს ის, ვინც სამყაროს "სულის თვალით" უმზერს.

"ვითარცა უკვე მზისა ბრწყინვალებისა ხილვად ვერ შემლებელ ხარ, უკუეთუ არა აღიხილნე თუალნი, ეგრეთვე ამისცა ნათლისა ხილვა შეუძლებელ არს თვინერ აღხილვისა თვალთა სულისათა". "სულის თვალის" ახელა შესაძლებელია მხოლოდ ვნებათა ჭუჭყისაგან თავის დახსნით: "გარნა განწმენდითა სულისათა ვნებათა მწვირისაგან".

"ვნებათა მწვირისაგან" განწმენდა ეკლესია-მონასტრებსა თუ საერო ცხოვრებაში ღვთისადმი მინდობით, ლოცვითა და მარხვით მიიღწეოდა. "წვდომა ღვთისმეტყველებისა", სულიერი საზრდო, რომელსაც რწმენაში ღრმად შესული ადამიანი იღებდა, როგორც წესი, მის მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშში აისახებოდა, რადგან "ღვთისმეტყველება, ფაქტობრივად, თავად ხსნის ყველა ზოგადი ნიშან-სიმბოლოს არსებით სიღრმესა და სივრცეს".

ყველა გამოსახულება, რომელიც საერთოდ ქრისტიანულ ხელოვნებასა და საეკლესიო ნაქარგობაში გვხვდება, დაკავშირებულია ჩვენთვის "საცნაურ" (შეუცნობად) სამყაროსთან და, ბუნებრივია, "სავსეა" სიმბოლური გააზრებით, რომელიც "სულის თვალითაა" დანახული, გარკვეული გამომსახველობითი საშუალებებით გადმოცემული და ხილულ სამყაროსთან დაკავშირებული.

- დაბოლოს, საეკლესიო ქარგულობის ყოველ მაღალმხატვრულ ნიმუშს აქვს თავისი შექმნის ისტორია, რომელთა უკან კონკრეტული ისტორიული პირები დგანან. საბუხარებზე განთავსებული საქტიტორო წარწერა ნაქარგობის შემსრულებლის ვინაობას გვამცნობს... როგორც ცნობილია, ლელა ბატონიშვილმა თავის ეპოქასავით რთული და ტრაგიკული ცხოვრება განვლო...

- წარწერის ტექსტში ("მოიხსენე, უფალო, ლელა, ამინ") იკითხება შემწირველისა და შემქმნელის სახელი ლელა. ეს სახელი XVII საუკუნეს, საქართველოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაქუცმაცების, დაქვეითების ეპოქას უკავშირდება.

ეს ის პერიოდია, როდესაც დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები ოსმალეთის ვასალები იყვნენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო - ირანისა.

ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები, ლუარსაბ II - ქართლში და თეიმურაზი - კახეთში, ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, მაგრამ შაჰ-აბასმა 1614-1617 წლებში ოთხჯერ ილაშქრა და კახეთი მიწასთან გაასწორა. 1617 წელს, მეოთხე შემოსევისას, კახეთი ორად გაყო - მდინარე ივრის აღმოსავლეთი მხარე განჯის მმართველ ფეიქარ-ხანს ჩააბარა, ხოლო დასავლეთი - ქართლის მმართველ ბაგრატ-ხანს.

სწორედ ფეიქარ-ხანთან არის დაკავშირებული ლელას სახელი.

თურქი ისტორიკოსის, მუსტაფა ნაიმის ცნობით, ფეიქარ-ხანი "შაჰ-აბასის მიერ დანიშნული კახეთის ყიზილბაში მმართველია, რომელსაც რეზიდენცია ხორნაბუჯის ციხეში ჰქონია".

ფეიქარ-ხანის მმართველობის ხანაში გიორგი სააკაძე შაჰმა ქართლის განმგებლად დანიშნა. გიორგის მიეცა სანუკვარი ოცნების ასრულების საშუალება - საქართველოს განთავისუფლება და გაერთიანება. ეს მხოლოდ აჯანყებით შეიძლებოდა. იგი ამისთვის ირანშივე ემზადებოდა. საქართველოში ზურაბ ერისთავს განდობია და აჯანყებაში (1623წ.) მონაწილეობა შეუთავაზებია.

"არამედ ზურაბ მიზეზ-ჰყო ცოლი, რომელი ჰყუა ისპახანს და მოურავის ძე პაატა, ხოლო მოურავმან აღუთქვა შერთვა ლელა ბატონიშვილისა, დისა ლუარსაბისა, და მრავლითა ლიქნითა დაიყოლია და ზურაბ დასთმო ცოლი და მოურავმან - შვილი და დაასკვნეს ღალატი ყიზილბაშთა".

ლუარსაბ მეფეს ორი და ჰყოლია - ხორეშანი და ლელა, რომელიც "რუსთა სასძლოდ იყო სახელდებული, მაგრამ შაჰ-აბასმა შეირთო ცოლად და ფათმან სულთან ბეგუმ დაარქვა".

მას შემდეგ კი, რაც შაჰმა ლუარსაბი ირანში მოაკვლევინა, მან ლელა ფეიქარ-ხანს მიათხოვა.

სწორედ ამ ლელას ჰპირდება გიორგი სააკაძე ზურაბს 1623 წლის აჯანყებაში დახმარების სანაცვლოდ.

არჩილ მეფის "თეიმურაზიანში" გიორგი ზურაბს ასე მიმართავს: "ცოლს უკეთესსა გიშოვნი, ბატონიშვილსა ლელასა".

მოკლედ, ისტორიული ფაქტებისა და წყაროების მიხედვით დასტურდება, რომ საბუხარების წარწერაში მოხსენიებული "ლელა" სწორედ ის ლელა ბატონიშვილია, რომელიც იძულებით ჯერ ირანის შაჰმა დაისვა ცოლად, შემდგომ (1622წ.) მიათხოვა ფეიქარ-ხანს. ფეიქარ-ხანი კახეთის მმართველი იყო და ამ დროს ლელა საქართველოში დაბრუნდა. სწორედ აქ ქრისტიანი, ღვთისმოშიში ქალი, თავისი ცხოვრების ბედუკუღმართობით გაწამებული, ქმნის ნაქარგობის ამ ნიმუშს და სწირავს ეკლესიას, სადაც თავისი სულის მოხსენებას შესთხოვს უფალს...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat