წმინდა საფარებლის დაფარება მოწმობს ეკლესიის რწმენას, რომ მიცვალებული იმყოფება ქრისტეს მფარველობის ქვეშ
წმინდა საფარებლის დაფარება მოწმობს ეკლესიის რწმენას, რომ მიცვალებული იმყოფება ქრისტეს მფარველობის ქვეშ
საეკლესიო ნაქარგობაში უმეტესად ნივთის დანიშნულება განსაზღვრავდა მასზე გამოსახული კომპონენტის შინაარსს. ეს ეხება საფლავის ქვის გადასაფარებლებსაც. მასზე გამოისახებოდა ის პიროვნება, ვისი საფლავისთვისაც მზადდებოდა. ამის დასტურია ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილებაში დაცული გადასაფარებლები. ამ დარგს საგანგებოდ იკვლევს ხელოვნებათმცოდნე ეთერ სულხანიშვილი.

- ქალბატონო ეთერ, რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდათ საფლავის ქვის გადასაფარებლებს?

- წმინდა საფარებლის დაფარება მოწმობს ეკლესიის რწმენას, რომ მიცვალებული იმყოფება ქრისტეს მფარველობის ქვეშ.

გადასაფარებელი იქარგებოდა როგორც სასულიერო, ასევე საერო პირთათვის, მათთვის, ვინც ტაძარში იკრძალებოდა. ძველი ბიზანტიური ტრადიციით, საეკლესიო პირები ეკლესიაში IV საუკუნიდან იკრძალებოდნენ. ეს ტრადიცია მოგვიანებით კანონიკური გახდა მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. ტაძარში დაკრძალული საეკლესიო პირები უმეტესად წმინდანებად იყვნენ შერაცხული, ამიტომ მათი საძვალე წმინდა ადგილად ითვლებოდა და სწორედ მათთვის იქმნებოდა გადასაფარებლები. საერთოდ, საფარებელი, მით უმეტეს, თუ საფლავის ქვისთვის იყო განკუთვნილი, იქცეოდა "წმინდანთა თუ მათი ნაწილების თაყვანისცემის ერთ-ერთ ფორმად".

საფლავის ქვის გადასაფარებლების მოქარგვა კანონიკური იყო მართლმადიდებელი ქვეყნებისათვის. სამწუხაროდ, ადრეულმა ქართულმა ძეგლებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ბიზანტიის არეალის ქვეყნების ხელოვნების ამ სახის ნიმუშთაგან ჩემთვის მხოლოდ მცირე ნაწილია ცნობილი. რუსული გადასაფარებლები (წმინდანთა ნაწილების, ლუსკუმის, ხატების, ტრაპეზის, საეკლესიო წიგნების, საფლავის ქვის) საკმაოდ ბევრია ცნობილი და გამოქვეყნებულიც.

- გარდა სიმბოლური დატვირთვისა, გადასაფარებლებს ალბათ დეკორატიული დანიშნულებაც ენიჭებოდა...

- რა თქმა უნდა. თუ ხატის ფარდა ამკობდა ეკლესიის ინტერიერის ვერტიკალურ სიბრტყეებს, გადასაფარებლები ამშვენებდნენ ჰორიზონტალურს - საფლავის ქვასა თუ ლუსკუმას. თუმც მეორეული მოხმარების შემთხვევაში, შეიძლებოდა დაეკიდათ სვეტებზე, კედლებზე ან დაემაგრებინათ იკონოსტასის კარებზეც.

- საფლავის ქვის გადასაფარებლებზე როგორი სახით იქარგებოდა წმინდანი?

- რუსული ნაქარგობის ნიმუშებზე იქარგებოდა იმგვარადვე, როგორც იყო გამოსახული თავისივე სახელობის ხატზე. იკონოგრაფიისა და ხატწერის ნიმუშების მიხედვით წმინდანი უცილობლად გამოისახებოდა ასაკოვანი და წვერით, მთელი ტანით, მაკურთხეველი მარჯვენით, მარცხენა ხელში გრაგნილით ან სახარებით, გამოსახულებას გარშემო შემოსდევდა წარწერა ტროპარიდან ან კონდაკიდან.

- რამდენადაც ვიცი, წმინდა ნინოს საფლავის ქვის სამი გადასაფარებელი არსებობს მუზეუმის კოლექციაში. რა კომპოზიციებია მათზე გამოსახული, ვინ იყვნენ შემწირველნი?

- წმინდა ნინოს ლუსკუმის გადასაფარებელზე წმინდანის გამოსახულება არ არის მოქარგული. მიწარი შემკულია ჯვრითა და მცენარეული ორნამენტით. წითელი ატლასის ქსოვილის ცენტრში ოქრომკედით მოსითვულია "აღყვავებული ჯვარი". ჯვრის მკლავებიდან ოთხივე მხარეს გასული ვაზის ლერწი მორთულია ფოთოლბწკალებითა და მტევნებით. მარჯვნივ და მარცხნივ მცირე ზომის თაიგულიანი ლარნაკებია. უფრო დიდი ზომის ლარნაკებია ჯვრის ზემოთ და ქვემოთ. ჩარჩოდ მოვლებულ მწვანე აბრეშუმის ქსოვილის ოლე ბროწეულისა და შროშანის ზენარითაა შემკული. კომპოზიციას ამთავრებს მხედრული წარწერა: "ღმერთი ყრმაებულისა იესოს და სულთა საუნჯედ შეწირულო ნეტარო ნინო, რომელმან სულისა ყოვლობასა შთაიცვ კვართი მისი, ვინ უკერველობით სურვილ ძიებად არა განყავ: და წინა ძღომითა ღმრთისა დედისათა ქალწულმან მოსვლითა სანახთა ამერთას ქართველთა ერი უსულოთა მსახურნი ღმერთთა დავიწებითა ცხოველთმოქმედსა ბუნებასა ღმერთად შეამეცნე: ჰოი, ნეტარო, იმრთნე მცირე ესე შესაწურავი ჩემ მიერ, თეიმურაზ ცხებულისა მეფისა თანა მემცხედრისა დედოფლისა ანნა ხანუმისაგან აღსამაღლებლად კეთილმსახურისა მეფისა ირაკლის და დედოფლისა დარეჯანისა, და ძეთა და ასულთა მათთა და საოხად სულისა ჩემისა და მფარველად ცხოვრებისა. სრულ იქმნა ოკდონბერს იბ, წელს ჩღოე" (1765წ.).

წმინდა ნინოს საფლავის ქვის მეორე გადასაფარებელზეც ჯვარი და მცენარეული ორნამენტებია გამოსახული. შავი ხავერდის მიწარის ცენტრში წარმოდგენილია ორი ქვის ერთობლიობა - "გაბრწყინებული" და "აღყვავებული". ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილზე გამოსახულია მზე სხივებით, ქვედა მკლავის ბოლოდან გამოდის მცენარეული ღერო, შემკული ყურძნის მტევნებით, მიხაკის, მაყვლის, შროშანის, ზამბახის, ლოტოსის ყვავილებითა და ფოთლებით. დედაარის ოთხივე კუთხეში უსხეულო ანგელოზია ვარსკვალებთან ერთად. კომპოზიცია შემოსაზღვრულია მაყვლის ყვავილოვანი ზენარით. ირგვლივ მოუყვება ყავისფერი ხავერდის მიწარი, შემკული რვაფურცელა ვარსკვლავთა ყვავილებით. გარშემო შემოსდევს მაყვლის ყვავილოვანი ზენარი. თავსა და ბოლოში დამატებული აქვს ყაისნაღით ნაქსოვი დიდი ზომის თითო მტევანი ვაზის ფოთლებითა და ბწკალებით და ასომთავრული წარწერა. გადასაფარებელს შემოსდევს ოქრომკედის ფოჩი. წარწერაში მოხსენიებულია ქაიხოსრო წერეთლის ასული "კნეინა სალომე ანდრონიკოვი".

წმინდა ნინოს საფლავის მესამე გადასაფარებელზე სოსნისფერი ატლასის ქსოვილის ცენტრში წამოდგენილია მძივებით შესრულებული "გაბრწყინებული" ჯვარი. გადასაფარებელს შემოსდევს ფერადი მძივებითა და აპლიკაციით გამოყვანილი მცენარეული ორნამენტი - ვაზის ღერო, შემკული ფოთლებითა და მტევნებით. ირგვლივ შემოუყვება ოქრომკედის ფოჩი.

- საქართველოში და საერთოდ, ქრისტიანულ სამყაროში საფლავის ქვებზე ჯვრის გამოსახვა ოდითგანვე კანონიკური ხასიათისაა...

- ჯვარი არის იმედი, სასოება და მომავალი იმქვეყნად გამგზავრებულთა. აქედან გამომდინარე, საფლავის ქვის გადასაფარებელზე "მოსავი ჯვრის" ტერმინის ხმარება და გამოსახვა-მოქარგვა კანონზომიერად უნდა ჩაითვალოს.

- მუზეუმის კოლექციაში დაცულია საერო პირთა საფლავის ქვების გადასაფარებლები. ვინ არიან მათზე გამოსახულნი?

- ერთ-ერთ საფლავის ქვის გადასაფარებელზე, მუქი შინდისფერი მაუდის მიწარის ცენტრში, ვერტიკალურ სიგრძეზე გამოსახულია ქართულ კაბაში გამოწყობილი ქალის ფიგურა. ტანი ანფასშია, თავი - შემობრუნებული. ფიგურა გამოსახულია ღია თვალებით, თავზე ახურავს ჩიხტი-კოპი მანდილით. ქართული კაბა გულამოღებულია მკერდთან ქინძისთავით, ქინძისთავის ჩაყოლებაზე, წელამდე - ჩაღილული. ასეთივე ღილებია ყოშებზე. წელზე შემორტყმული აქვს ფოჩით დაბოლოებული გრძელი სარტყელი. მარჯვენა ხელში წიგნი უპყრია, მარცხენა ხელი კი სარტყელზე აქვს დადებული. მიწარის კუთხეებში ყვავილფოთლოვანი ორნამენტია. დედაარე შემოსაზღვრულია წვრილი ზოლის მოჩარჩოებაში ჩამჯდარი შროშანებით. ასეთივე ყვავილები შემოუყვება გადასაფარებელს. ნაქარგობა შესრულებულია ოქრომკედით, ვერცხლმკედითა და ფერადი ზეზით.

ერთ-ერთი საფლავის გადასაფარებელზე შავი ზეზის მიწარზე გამოსახულია გულხელდაკრეფილი ქალის ფიგურა ტიარის მაგვარი გვირგვინით. ტანთ მოსავს წითელი კაბა გულის ქინძისთავით, გაწყობილი წვრილი, ყვავილფოთლოვანი სახეებით. კაბის ცენტრალური ნაწილი შემკულია მცენარეული ზენარით. კაბაზე მოხურული აქვს მოსასხამი ყოშებიანი მკლავებით, რომლის მიწარი გაწყობილია რომბული, ჩიტებიანი და წვრილი, ფერადი, ყვავილფოთლოვანი ორნამენტით. ირგვლივ შემოსდევს ფართო ოლე. მკერდს უმშვენებს ტოლმკლავა ჯვარი. ფიგურას ირიბად კვეთს ფართო ზოლი და მის ქვემოთ გამოსახული სიკვდილის სიმბოლო: ჩონჩხი მარჯვენა ხელში ცულით, მარცხენაში - ყვავილით. ცენტრალური კომპოზიცია შემოსაზღვრულია ვერცხლმკედის მოჩარჩოებით. მოჩარჩოების ზემოთ, თაღში გამოსახულია უსხეულო ანგელოზი განივად გაზიდული ფრთებით. თაღსა და მორჩარჩოებას შორის არე შემკულია ფერადი ყვავილოვანი ორნამენტით. კომპოზიციას სამი მხრიდან შემოსდევს წითელი ოლე, შემკული ზამბახის, შროშანის, მაყვლის ყვავილებით და ვაზის ფოთოლი ყურძნის მტევნით. ქვედა მხარეს განთავსებულია მხედრული წარწერა, სადაც მოხსენიებულია თავად დავით აბაშიძის ასული და ქსნის ერისთავის ძის, მირმანოზის მეუღლე თამარი, რომელიც 1809 წელს გარდაიცვალა.

ერთ საფლავის ქვის გადასაფარებელზე, მუქი შვინდისფერი ხავერდის მიწარის ცენტრში, ვერტიკალურ სიგრძეზე დასვენებულია მკერდზე ხელდაკრეფილი, რვალგადახურული ქალის ფიგურა ტიარის მაგვარი გვირგვინით. ფიგურას ტანთ მოსავს ვერცხლისფერი გულამოღებული კაბა გულის ქინძისთავით. წელზე გრძლად დაშვებული და ფოჩებით დამთავრებული სარტყელი აქვს შემოხვეული ორ ზოლად. კაბის მიწარი დაფარულია ტეხილი და ყვავილფოთლოვანი ორნამენტით, კაბის ზემოდან მოხურულ მოსასხამს გრძლად დაშვებული მკლავები აქვს. მიწარი შემკულია რომბული და კაბის ანალოგიური მცენარეული ორნამენტით. გადასაფარებლის სამ მხარეს მოჩარჩოებას ქმნის ვაზის ორნამენტი: ვერტიკალურად აღმართული ფოთლბწკალებით შემკული მსხმოიარე ვაზი. ქვედა მხარეს მხედრულ წარწერაში გამოსახულია სიკვდილის სიმბოლო - თავის ქალა ცელითა და ძვლით. წარწერაში მოხსენიებულია თამაზ ორბელიანის ასული და იოანე ერისთავის მეუღლე ნინა, რომელიც 1857 წელს გარდაიცვალა 19 წლისა. ნაქარგობა შესრულებულია ვერცხლმკედით, ოქრომკედით, ფერადი ზეზითა და აბრეშუმის ძაფით.

ყურადღებას იპყრობს საფლავის ქვის კიდევ ერთი გადასაფარებელი. ყავისფერი ხავერდის მიწარის ცენტრში, ვერტიკალურ სიგრძეზე დასვენებულია მკერდზე ხელდაკრეფილი, თვალდახჭული გოგონას ფიგურა. გოგონას ტანთ მოსავს ვერცხლისფერი კაბა, მორთული რომბული ორნამენტით. სამწყება მაქმანებიანი საყელო გულსაბნევითაა შემკული. ანალოგიურადაა განაწილებული მაქმანები სახელოზეც. წელზე შემორტყმული აქვს ვარდულის ბალთიანი სარტყელი. კაბა ბოლოვდება ფართო ოლეთი, ორივე მხრიდან შემოსაზღვრული მოსავლებითა და მაქმანებით. ფიგურის მოკლედ შეჭრილი, ტალღოვანი შავი თმა შემკულია ტიარის მაგვარი გვირგვინით. გოგონას თავთან, ორივე მხარეს, ანგელოზთა ნახევარფიგურებია. გადასაფარებლის სამ მხარეს მოჩარჩოებას ქმნის ვაზის ორნამენტი - ვერტიკალურად აღმართული, ფოთოლბწკალებით შემკული მსხმოიარე ვაზი. ქვედა მხარეს განთავსებულია რუსული წარწერა, სადაც მოხსენიებულია ივანე ერისთავის ასული მარიამი, რომელიც 1853 წელს გარდაიცვალა. ნაქარგობა შესრულებულია ვერცხლმკედით, ოქრომკედით, ფერადი ზეზითა და აბრეშუმის ძაფით.

- როგორც ვხედავ, მუზეუმის კოლექციაში დაცული მასალით დასტურდება, რომ საფლავის ქვის გადასაფარებლებზე გამოსახული პირები გამოწყობილი იყვნენ მეტად მდიდრულ სამოსში დახუჭული ან ღია თვალებით. მათგან მხოლოდ ერთია ქართულ კაბაში, დანარჩენი სამი კი - ევროპულ სამოსში. რით უნდა აიხსნას ეს?

- სხვათა შორის, ქართულ კაბაში გამოწყობილ გამოსახულებიან გადასაფარებელს არ ახლავს წარწერა და არ ვიცით, ვინ არის გამოსახული, ანდა როდის მოიქარგა. გადასაფარებელი დაცული იყო ცაგერის მუზეუმში. ის მოუქარგავს თეიმურაზ II-ის მეუღლეს, დედოფალ ანა-ხანუმს, 1770 წელს თავისი ქალიშვილის - ელისაბედის საფლავისთვის. ვფიქრობთ, შედარებით ადრეულ პერიოდში, ყოველ შემთხვევაში 1800 წლამდე, ფიგურები გამოისახებოდნენ ეროვნულ სამოსში და აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს გადასაფარებელიც 1800 წლამდე მოიქარგა.

- აღნიშნული გადასაფარებლის ოლეებზე ძირითადად ვაზისა და სხვა მცენარეთა ორნამენტია, რაც შემთხვევითი არ არის, ვაზი ხომ საკრალური ხეა...

- რა თქმა უნდა, რადგან საქართველოში მსხმოიარე ვაზის საფლავის ქვებზე გამოსახვის ტრადიცია არსებობდა. ალბათ საფლავის ქვის გადასაფარებლებზე მის მოქარგვას ამიტომ მიაქციეს ყურადღება, მით უმეტეს, რომ მსხმოიარე ვაზი ქართულ ხალხურ პოეზიაში "ორთავ ცხოვრების შეუცვლელ მცენარეს" წარმოადგენს: "ხე მრუდე და ხე მართალო, ხეო, მაგრამ როგორ ხეო, სააქაოს ცხოვრება ხარ, საიქიოს სამოთხეო"... საფლავის ქვებზე ვაზისა და მტევნის გამოსახულება უფრო მიცვალებულის იმქვეყნიური ცხოვრების იდეითაა დატვირთული. იგი სიმბოლოა საიქიო ცხოვრებისა, გარანტი მუდმივობისა. იგი ასახავს მიცვალებულის კავშირს სამოთხესთან, თავად მიცვალებულის ზიარებას ქრისტესთან. ასევე სიმბოლურია შროშანი, ზამბახი და მაყვალი. ყოველი მათგანი დაკავშირებულია ამქვეყნიურ ტკივილსა და იმქვეყნიურ ცხოვრებასთან.

- რა ნუგეშს აძლევდა გარდაცვლილის ახლობელს საფლავის ქვის გადასაფარებლის მოქარგვა და რომელ დღეებში ხდებოდა საფლავის ქვის დაფარვა ამ გადასაფარებლებით?

- ტაძარში დაკრძალულ დიდებულთა საფლავის ქვებზე ძირითადად მხოლოდ ჯვარი და ვინაობის აღმნიშვნელი წარწერა იყო. მათი მშობლებისთვის ალბათ ძნელი იყო საფლავის ასე დატოვება, რადგანაც "საფლავის ძეგლი მოგონებაა იმისა, რაც ასაზრდოებს ცოცხლად დარჩენილის არსებობას".

ალბათ ამიტომ ქარგავდნენ ასე დიდი გულისყურით, მონდომებითა და ტკივილით მათი დედები საფლავის ქვის გადასაფარებელს - "გარნა აწ სახმილი მგზნებარებით შემწუარქმნილი დედა მუხრანის ბატონის სვიმონის ასული სალომე შეიქმს შვენიერებისა ჩემისა აჩრდილობრივსა სახისა ნიშანსა..." ვფიქრობთ, გადასაფარებლებით საფლავის ქვა იფარებოდა მხოლოდ მიცვალებულთათვის განკუთვნილ დღეებში, როცა საფლავიდან მიცვალებულის მოსახსენებელ რაიმე რიტუალს ასრულებდნენ, მაგალითად, დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს, წმინდა დემეტრეს შაბათს ან მისი გარდაცვალების დღეს.

- საინტერესოა, რომ მუზეუმის კოლექციაში დაცულ საფლავის ქვის გადასაფარებლებზე გამოსახული არიან მხოლოდ ქალები. ალბათ მამაკაცთა გამოსახულებიანი გადასაფარებლებიც არსებობდა...

- ვფიქრობთ, მამაკაცთა გამოსახულებიანი გადასაფარებლებიც უნდა არსებულიყო, როგორც საერო, ასევე სასულიერო პირთათვის, რადგანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმინდანთა საფლავის ქვის გადასაფარებლები რელიკვიად იქცეოდა და ეკლესიაში ორმაგი ფუნქციაც ენიჭებოდა. მით უმეტეს, რომ არსებობდა საყოველთაო და საპარადო ანუ ძვირფასი საფარებლები, რომლებიც განსაზღვრულ დღეებში გამოიყენებოდა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ საფლავის ქვის გადასაფარებლები უფრო ადრეულ პერიოდში საქართველოშიც არსებობდა, როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღებული და გავრცელებული ტრადიცია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat