ქართული ხელოვნების მკლავმოუღლელი მესაჭე
ქართული ხელოვნების მკლავმოუღლელი მესაჭე
სტალინმა ამ საქმის მოსაგვარებლად შალვა ამირანაშვილი დე გოლს გააყოლა
წელს 110 წელი შეუსრულდებოდა დიდ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთ ფუძემდებელს, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა სამეცნიერო სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ მეცნიერები, მათ შორის ბატონი შალვას მოწაფეები, რომელთაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს მასწავლებლის ფასდაუდებელი ღვაწლი.

შალვა ამირანაშვილი იმ მოღვაწეთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც თაობებთან ერთად ცოცხლობენ, როგორც ერის კულტურისთვის თავდადებული მამულიშვილნი. ის იყო სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი თვალსაჩინო ორგანიზატორი. 1938 წლიდან გარდაცვალებამდე სათავეში ედგა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, რომელსაც შემდეგ მისი სახელი მიენიჭა.

მან ჯერ კიდევ 20-იანი წლების დასაწყისში ბრძოლით წამოიღო ის ძვირფასი ქართული საგანძური, რომელიც მიტაცებული თუ გაყიდული იყო და ინახებოდა რუსეთის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საცავებში.

ბატონმა შალვამ უმძიმესი შრომა გასწია მუზეუმისთვის სათანადო შენობის მოსაპოვებლად. მრავალ ქვეყანას გააცნო მუზეუმში დაცული უძვირფასესი საგანძური და უზარმაზარი ამაგი დასდო ქართულ ძეგლთა გადარჩენასა და გამომზეურებას.

1969 წელს შ. ამირანაშვილის თაოსნობით თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა ხელოვნებათა ისტორიისა და თეორიის განყოფილება.

ლადო გუდიაშვილმა ბატონ შალვას ქართული ხელოვნების მკლავმოუღლელი მესაჭე უწოდა.

ბატონ შალვას მადლიერების გრძნობით იგონებენ მისი მოწაფეები, ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები.

ქსოვილებისა და ნაქარგობის განყოფილების თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქალბატონი იზოლდა მელიქიშვილი: - ჩემთვის ბატონი შალვა გახლდათ ზნეობრიობის, თავმდაბლობისა და უბრალოების საოცარი მაგალითი. იგი ფართო დიაპაზონის მქონე მეცნიერი, უსაზღვროდ განათლებული ადამიანი გახლდათ. ბატონ გიორგი ჩუბინაშვილთან ერთად იყო ქართული ხელოვნებათმცოდნეობის სკოლის დამფუძნებელი. უნივერსიტეტში მისი ხელმძღვანელობით ვიზრდებოდით და ვყალიბდებოდით პიროვნებებად და მეცნიერებად. ყველა ჩვენგანის საქმისადმი დამოკიდებულება იმაშიც აისახა, რომ დიპლომზე მუშაობისას ბატონმა შალვამ ხელი გადაგვხვია და გვითხრა: - ყველანი ჩემი შვილები ხართ და ჩემთან უნდა წაგიყვანოთ მუზეუმშიო.

მუზეუმში ისე მოვდიოდი, როგორც ტაძარში. თავიდან ექსკურსიამძღოლად ვმუშაობდი. ბატონი შალვა საოცარი მოწიწებით ექცეოდა თითოეულ თანამშრომელს. მისი კაბინეტის კარი თითქმის არასდროს იყო მიხურული. ნებისმიერ საკითხზე შეგეძლო მასთან მისულიყავი. მუზეუმში მუშაობის დაწყებისთანავე ოჯახი შევქმენი. მეორე ბავშვი რომ შემეძინა, ბატონ შალვას ვთხოვე, - იქნებ როგორმე ერთი წელი გამიგრძელოთ დეკრეტული შვებულება. სამსახურის დაკარგვა არ მინდა, ბავშვს ცოტათი წამოვზრდი, საბავშვო ბაღში მივიყვან და მერე, რაც გასაკეთებელია, გავაკეთებ-მეთქი. გამიღიმა, - თქვენ სამშობლოს კარგი შვილები გაუზარდეთ და დარწმუნებული ბრძანებოდეთ, ეს ორ დიდ სქელტომიან ნაშრომს აჯობებსო...

მუზეუმის მაშინდელი დირექტორის მოადგილე, ბატონი ვასილ მელიქიძე, რომელსაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა შალვა ამირანაშვილთან, იგონებდა, - მოგზაურობის დროს, როცა მცირე ხნით შევისვენებდით და სადმე მინდორზე წავიხემსებდით, ყოველთვის პირველ რიგში მძღოლს მოიკითხავდა ხოლმეო. საოცრად გულისხმიერი იყო ყველას მიმართ.

ბატონი შალვას სახელი სამუდამოდ დარჩა ქართული კულტურის ისტორიაში. თავის ნარომებში იგი შეეხო ქართული ხელოვნების ისტორიის თითქმის ყველა სფეროს. მან ყველა ამ საკითხს ერთად მოუყარა თავი, ეპოქების მიხედვით დაალაგა და შექმნა თავისი ხაზი ქართული ხელოვნების ისტორიაში. არ მახსოვს, ვინმე დაემუნათებინოს ანდა გაეკრიტიკებინოს განსხვავებული შეხედულებისა და პოზიციის გამო.

ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილი:
- ბატონი შალვა გარეგნობითაც და სულიერადაც ბუმბერაზი ადამიანი იყო. არასოდეს არავისთვის მიუცია შენიშვნა, თანამშრომლებიც მორიდებით ექცეოდნენ. მახსოვს, 2 წლის მოსული ვიყავი მუზეუმში, ბატონმა შალვამ მომხვია ხელი და მკითხა: - გიყვარს მუზეუმი? დაუფიქრებლად ვუპასუხე: - როგორ არა, მიყვარს-მეთქი. გავიდა 10-15 წელიწადი და მივხვდი, რას მეკითხებოდა. თურმე როგორი სიყვარული სცოდნია მუზეუმს და როგორ ითრევს თანამშრომლებს თავის წიაღში.

ცენტრალურ კომიტეტში ერთხელ მას ირიბად დასდეს ბრალი, ხახულის ღვთისმშობლის ხატის თვალბუდიდან თვალი მუზეუმიდან თქვენი დირექტორობის პერიოდში დაიკარგაო. ბატონი შალვა დინჯად ადგა, გადმოიღო XIX საუკუნეში გადაღებული ხახულის კარედი ხატის სურათი და აჩვენა, რომ ჯერ კიდევ 1800-იან წლებში იყო ეს თვალბუდე გაძარცვული. ამით სათანადოდ უპასუხა არაკეთილმოსურნეებს.

ხელოვნებათმცოდნე ეთერ სულხანიშვილი: - მე არ მოვსწრებივარ ბატონ შალვას, მაგრამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისი 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხდომაზე ქალბატონ ინგა ლორთქიფანიძის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ. ქალბატონი ინგა იგონებდა, რომ მისი სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნებოდა უბისის კედლის მხატვრობას. ამ საკითხზე ბატონ შალვასაც ჰქონდა ნამუშევარი, მაგრამ მათ განსხვავებული მოსაზრებები აღმოაჩნდათ. დისერტაციის დაცვის დროს ბატონ შალვას ჰკითხეს: თქვენ რას იტყვითო. არაფერსო, - თავი გაიქნია ბატონმა შალვამ. კი მაგრამ, თქვენ ხომ სხვაგვარად აზროვნებთო? დრო იცვლება, ჩემო ძვირფასებო, აზროვნება იცვლება. ახალგაზრდებს სხვაგვარი შეხედულებები აქვთ და ამ ახალგაზრდამ თავისი მოსაზრება მართებულად დაგვისაბუთაო. საგულისხმოა, რომ მან თავისი ნააზრევის დაცვა კი არ დაიწყო, პირიქით, როგორც ახალგაზრდა მეცნიერს, თავისუფლად მუშაობის საშუალება მისცა. ახალგაზრდას ასე გაუკაფო გზა და ხელი არ შეუშალო, ეს ნამდვილად დიდბუნებოვანი კაცის თვისებაა და დიდი ღირსებაა პიროვნებისა თუ მეცნიერისა...

ბატონი შალვა 1945 წელს საფრანგეთში წავიდა საქართველოს განძის ჩამოსატანად. თან ახლდა ცეკას ინსტრუქტორი პეტრე შარია. პარიზში დიდი პატივით შეხვდენენ საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს. საფრანგეთის ჰიმნი რომ სრულდებოდა, ყველა ფეხზე იდგა. შარია კი რატომღაც არ ამდგარა. შეურაცხყოფილმა ფრანგებმა იგი დუელში გამოიწვიეს. ბატონმა შალვამ მისი დაცვა სცადა - ისიც კი არ იცის, იარაღი როგორ დაიჭიროს ხელშიო. მაშინ თქვენ მობრძანდებით მის ნაცვლადო. იარაღის ხმარება მეც არ ვიცოდი, მაგრამ უარი ვეღარ ვუთხარიო, - იგონებდა ბატონი შალვა. დაურიგებიათ, - პირდაპირ არ დადგეთ, თორემ ისეთი გოლიათი ბრძანდებით, ტყვია აუცილებლად მოგხვდებათ, ამიტომ გვერდულად დადექითო. ბატონ შალვას გაუცინია - მე გვერდულადაც იმდენად დიდი ვარ, რომ ეს ტყვია არ ამცდებაო. მაგრამ, საბედნიეროდ, დუელი ჰაერში გასროლით შედგა და მშვიდობიანად დამთავრდა.

ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის მცველი, ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელაშვილი: - ბატონ შალვა ამირანაშვილს, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, დიდი ღვაწლი აქვს გაწეული საქართველოდან გატანილი სიძველეების საფრანგეთიდან დაბრუნებაში. 1921 წელს განძთან ერთად სამშობლოდან წასვლა წილად ხვდა ექვთიმე თაყაიშვილს, ხოლო სამშობლოში დარჩენა და დანარჩენი სიმდიდრის პატრონობა - იროდიონ სონღულაშვილს. 40-იან წლებში სწორედ მას გამოუგზავნა ექვთიმე თაყაიშვილმა ვუკოლ ბერიძისთვის გადასაცემი წერილი, რომელშიც იტყობინებოდა, უსახსრობის გამო შესაძლოა, ქართული საგანძური საფრანგეთს გადაეცეს და დაგვეხმარეთო. ეს საქმე იტვირთა შალვა ამირანაშვილმა. მან 1945 წელს იანვარში დახმარებისთვის სტალინს მიმართა. სწორედ იმ დროს მოსკოვში საფრანგეთის სახელმწიფოს მაშინდელი მეთაური შარლ დე გოლი იმყოფებოდა. სტალინმა ამ საქმის მოსაგვარებლად ყველაფერი გააკეთა და შალვა ამირანაშვილი დე გოლს გააყოლა. ბატონმა შალვამ თავისი ორი პატარა ობოლი ვაჟი სახელმწიფოს ხელწერილით ჩააბარა, რათა შესაძლო ვერდაბრუნების შემთხვევაში ეზრუნა ბავშვების აღზრდაზე.

საფრანგეთში ჩასულმა შალვა ამირანაშვილმა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად შეაჯერა საგანძურის სიები ნივთებთან და ომის დამთავრებას დაელოდა. ფრთხილობდა, ვაითუ განძის ხელში ჩასაგდებად მომკლან და ეს ომს დააბრალონო. ღრმად მოხუცი, დაუძლურებული ექვთიმე სთხოვდა შალვა ამირანაშვილს, თუ მგზავრობის დროს რაიმე დამემართება, ჩემი ნეშტი სამშობლოში ჩაასვენეთო (გამოფრენის ბოლო წუთს ექვთიმემ საქართველოში წამოსვლაზე უარი განაცხადა. თურმე ერიდებოდა დახეული სამოსით მეგობრებთან გამოჩენისა. ბატონმა შალვამ მას შეუძინა სამოსი და ისე ჩამოაბრძანა).

არც შალვა ამირანაშვილისთვის ყოფილა იოლი საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობა. საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ნებართვით, 60-იან წლებში ერთი იაპონელი ჩამოვიდა თბილისში და ხელოვნების მუზეუმის მაშინდელ დირექტორს, ბატონ შალვა ამირანაშვილს მოსთხოვა, საღამოს 9 საათზე გაეხსნა დალუქული საგანძური და ეჩვენებინა ქართული ლითონმქანდაკებლობის საუკეთესო ნიმუშები, რომელთა ყიდვაც სურდა. ბატონმა შალვამ მაშინვე მიმართა საქართველოს ცეკას მდივანს ვასილ მჟავანაძეს. მჟავანაძემ მოახერხა ვაჭრობის მხოლოდ ერთი კვირით დაყოვნება, სასწრაფოდ ჩაფრინდა მოსკოვში, ხრუშჩოვის მეუღლის დახმარებით სკკპ ცკ-ის მდივანს საქართველოს კულტურული და სულიერი საგანძურის გაყიდვის გადაწყვეტილება გააუქმებინა.

ბატონი შალვა იგონებდა, - როდესაც ყველაფერი ჩათავდა, სწორედ მაშინ მივიღე პირველი ინფარქტიო.

1922 წელს, საბჭოთა კავშირის მთავრობის დადგენილებით, ცარიზმის დროს გატანილი სიძველეები უნდა დაბრუნებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალ რესპუბლიკებს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც შედიოდნენ: პავლე ინგოროყვა, ნიკო მარი, იური მარი (ნიკო მარის ვაჟი), აკაკი შანიძე, შალვა ამირანაშვილი და სხვები. კომისია რუსეთს გაემგზავრა და მუშაობა დაიწყო. აღწერეს ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები, ხელოვნების ნიმუშები. ორთვიანი მუშაობის შემდეგ კომისია უკან დაბრუნდა, ბატონი შალვა ამირანაშვილი კი რუსეთში დარჩა საქმის გასაგრძელებლად.

რუსეთში მყოფ შალვა ამირანაშვილს დაევალა, ეზრუნა სიძველეების საქართველოში დასაბრუნებლად, მაგრამ დაბრკოლებები შეექმნა. კრემლის მუზეუმის დირექტორმა განუცხადა, - სიებთან დაკავშირებით მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შემიძლია პასუხი გაგცეთო. ეს თითქმის უარს ნიშნავდა. შეწუხებული შალვა ამირანაშვილი შემთხვევით შეხვდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგეს სვანიძეს. მან შესანიშნავად იცოდა უცხოური ენები, საქართველოს ისტორია და სიძველეების დიდი პატივისმცემელი იყო. სვანიძემ სტალინს წარუდგინა შალვა ამირანაშვილი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარი. აუხსნა მისი მდგომარეობა და სთხოვა, ყურადღება მიექცია მისთვის. სტალინმა ბატონ შალვას ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და პრობლემების შესაძლო გამწვავების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა.

ბატონ შალვას თურმე მთელი ღამე არ ეძინა. გათენებისთანავე მივიდა სახელმწიფო საგანძურში. დირექტორს არ ეჭაშნიკა მისი დანახვა: - ყმაწვილო, აკი, გაგაფრთხილეთ, ხუთი წლის შემდეგ მიიღებთ პასუხს-მეთქი, დროს ტყუილად ნუ კარგავთო. სხვა გზა აღარ იყო. ბატონმა შალვამ დირექტორს სთხოვა, ტელეფონზე დარეკვის ნება მიეცა. მაშინვე სტალინს დაურეკა და ქართულად აღუწერა არსებული ვითარება. ყურმილი დადო და რამდენიმე წუთში გაისმა სატელეფონო ზარი. სახელმწიფოს მეთაური ამჯერად მუზეუმის დირექტორს ურეკავდა...

იმ დღესვე გაეცა პასუხი ბატონ შალვას. მას უნდოდა ენახა ბოტკინის კოლექციაში დაცული სიძველეები, რომლებიც სწორედ ამ საგანძურში ინახებოდა. აქ გახლდათ ჯუმათიდან, მარტვილიდან, შემოქმედიდან, მცხეთიდან წაღებული ტიხრული მინანქრის ხატები, ჯვრები, პანაღეა და ა.შ. სიებთან შედარების შემდეგ ბატონ შალვას ნება დართეს საგანძურის საქართველოში წამოღებისა, მაგრამ შეფერხდა ქვაზე კვეთილი რელიეფების დაბრუნება. კერძოდ, საფარის კანკელის, ბედიის ტაძრიდან წაღებული რელიეფების, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთში გაიტანა პრასკოვია უვაროვამ. ეს ქალბატონი გახლდათ რუსეთის მეცნიერებთა აკადემიის წევრი და ამავე დროს რუსეთის სახელმწიფოსთან არსებული სიძველეთა აღმწერი კომისიის წევრი. უვაროვა საქართველოში მოღვაწეობდა.

სიძველეების ქართულობის დასასაბუთებლად იქმნებოდა შესაბამისი კომისიები. კომისიაში მონაწილეობდა შალვა ამირანაშვილი. კომისიის ერთ-ერთი წევრი ამტკიცებდა, რომ საფარის კანკელი ქართული კი არა, ბიზანტიურიაო. საფარის ფილებზე გამოსახულია სიუჟეტები ახალი აღთქმიდან. ერთ-ერთ ფილაზე ღვთისმშობლის შობის სცენაა. ეს გახლდათ ერთ-ერთი გამორჩეული, XI ს-ის I ნახევრის საეტაპო ნამუშევარი, რომელიც მოწმობს ქვაზე კვეთილობის ხელოვნების უაღრესად დახვეწილობას. ბატონმა შალვამ მისი ქართულობის დასამტკიცებლად შთამბეჭდავი ხერხი გამოიყენა. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა ღვთისმშობლის შობის კომპოზიციაზე, სადაც წმინდა ანა წევს ხეზე კვეთილი ჩუქურთმით შემკულ სარეცელზე. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგანაც ასეთი სარეცელი არ არის დამახასიათებელი არც ბიზანტიისთვის და არც რომელიმე მაშინდელი ქრისტიანული ქვეყნისთვის, გარდა საქართველოსი. ამ არგუმენტის წინ წამოწევის შემდეგ კომისიამ უკან დაიხია და ქვაზე კვეთილი რელიეფების კლასიკური ნიმუშები დაუბრუნა ჩვენს ქვეყანას. დღეს ეს ნამუშევრები ამშვენებენ ხელოვნების მუზეუმს.
ბეჭდვაელფოსტა
31.03. 2019
გიორგი ბერუჩაშვილი
ქ-ნი ჩხარტიშვილის ამ სტატიაზე, კულტურულ საქმიანობაში დაუღალავმა ქ-მა Lali Goguadze-მ გაგვიყვანა. დასანანია, რომ ბატონი შალვას ამგვარი ღვაწლის აღმწერ ნაშრომზე -"კომენტარი არ გაკეთებულა". ეს კი თქვენი მონა-მორჩილის კომენტარია Lali Goguadze - ს იმ პოსტზე, ბატონი შალვას დაბადებიდან 120-ს რომ ეძღვნება: სიმპტომურია, რომ პოსტის გამოქვეყნებიდან ათი საათის შემდეგ, სპეციალობით-ინჟინერი, პირველ კომენტარს ვდებ. "წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველი"- ო, - ფრანგული ემიგრაციიდან ქართული განძის დაბრუნების ბოლო დღეს ე ქ ვ თ ი მ ე ს მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა, ავტორის ღვაწლზე რომ ლაკონურად მეტყველებს,ჩვენამდე რაღაც მანქანებით და არა საქართველოს ისტორიის პედაგოგ/მასწავლებელთა პირით გვეუწყა. ქართული ეკლესიების სიძველეთა ძარცვა, რუსული იმპერიული -მიზანმიმართული პოლიტიკის ერთ დიდ ფრაგმენტად რომ ვცდილობთ წარმოვაჩინოთ (პოსტის ავტორის პოზიციას არ ვგულისხმობ!) ქართველები, ჩვენი ტრადიციული პოლიტიკური-ინფანტილიზმის გაგრძელებაა და მეტი არაფერი. მოსალოდნელ შეკითხვაზე - "ბატონო გიორგი, რატომ კადრულობთ ამგვარ - საერთო აზრიდან განსხვავებულ მსჯელობებს?" - ვპასუხობ: ა).სიძველეთა ძარცვას, თვით მაღალკულტურული ერებიც კი არ ერიდებოდნენ (ქ-ნი უვაროვა და მსგავსნი - ვინც ამ სიძველეთა რაობა/ფასეულობაში ზედმიწევნით ერკვეოდნენ, ამ ქმედებებში არც პირველი იყო და არც ბოლო იქნება! გავიხსენოთ ცივილიზირებული ინგლისის სახელმწიფო და კერძო-კოლექციებში არსებული ეგვიპტის, ანტიკური და რომაული ეპოქის ისტორიულ-მხატვრული სიძველეები, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაზე, ეგვიპტელ და სხვა თანამედროვე მეცნიერთ, დიდი ძალისხმევა, ფაქტიურად ომების გადახდა უწევთ. ბ). ჯერ არავის დაუსვამს შეკითხვა - სად იყვნენ ეკლესიების მრევლნი, მღვდლები და მღვლდელმთავარ-ეპისკოპოსნი, როცა სიძველეებზე დახარბებული ქუთაისის გუბერნატორის მსგავსნი ჩინოვნიკ-მოხელეები (ვგონებ, გვარით გაგარინი), ეკლესიებს ძარცვავდნენ? თვითონ ქართველი სასულიერო პირები ხომ არ იყვნენ გარეული ამ "ბიზნესში"? (საკუთარი ოჯახის წევრების ტყვედ-გაყიდვის ფაქტები, იტალიელი და გერმანელი მისიონრები რომ აფიქსირებენ, ფრიად გადაჭარბებულია? - ესეც საკუთარი სამშობლო-ქვეყნის ვალიდური ისტორიის არცოდნა!). იმ ეპოქაში, ქართული ეკლესია-მონასტრები რომ იძარცვებოდა, ბოლშევიკური მორალი ხომ ჯერ კიდევ არ იყო თავწამოყოფილი და ქართულ მოსახლეობაში სულიერებაზე მოთხოვნილებაც ხომ უკიდურესობამდე დაცემული არ იყო! რა ჯანდაბა გვჭირდა?!
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat