ბუნება, გარდა იმისა, რომ ასაზრდოებს ადამიანს, კურნავს კიდეც
ბუნება, გარდა იმისა, რომ ასაზრდოებს ადამიანს, კურნავს კიდეც
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შესახებ და ჩვენი ქვეყნისთვის შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად და საშუალებად დასახა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარება. მისი უწმინდესობა არასოდეს ტოვებდა ყურადღების გარეშე ჩვენი ქვეყნის, ერის წინაშე მდგომ არც ერთ პრობლემას. ერთ-ერთ ქადაგებაში ბუნების მნიშვნელობის შესახებ იგი ბრძანებს: "მიწა და საერთოდ ბუნება, გარდა იმისა, რომ ასაზრდოებს ადამიანს, კურნავს კიდეც მას. სიახლოვე მცენარეებთან, მიწასთან, ყვავილებთან გამაჯანსაღებლად მოქმედებს ადამიანზე და სტრესიდან გამოჰყავს იგი, უჩნდება სიცოცხლის წყურვილი, გონებაში მოსდის ახალი იდეები...

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეკოლოგიის საკითხს, კერძოდ, გამწვანების პრობლემებს... ჩვენი ხეტყე - ეს არის საქართველოს ფილტვები და საქართველოში მცხოვრებთა ჯანმრთელობა".

რამდენად ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის ამ უდიდეს ეკონომიკურ პოტენციალს? გვესაუბრება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გიორგი გაგოშიძე.

- ბატონო გიორგი, რა ფუნქცია აქვს საზოგადოდ ტყეს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბიზნესის ანუ სამრეწველო თვალსაზრისით ტყეების გაუფრთხილებლობას, გაკაფვას და შეიძლება თუ არა ტყეში სამეურნეო-პრაქტიკული ღონისძიებების ჩატარება ტყის დარგის მუშაკების რეკომენდაციის გარეშე?

- საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეს უკავია. ტყის უპირველესი ფუნქცია ნიადაგდაცვითი გახლავთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს მოეშალოს ტყეს. ამას მოჰყვება სტიქიური უბედურებები: ზვავი და მეწყერი, რაც ეკოლოგიური კატასტროფის წინაპირობაა. ქართველი კაცის საცხოვრისის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება. ტყის ეს მრავალმხრივ სასიკეთო ფუნქცია კარგად იცოდა მომხდურმა მტერმა და ქართველის გასატეხად ცდილობდა, უპირველესად მისი სულიერება დაესუსტებინა. ჩეხდა ვაზს - ჩვენი სულიერი და მატერიალური ყოფის წარმმართველ ამ მცენარეს, კაფავდა და ანადგურებდა ტყეს ანუ იმ საფარს, სადაც ქართველ კაცს შეეძლო თავი გადაერჩინა, მოეპოვებინა საკვები, რადგანაც ტყე იყო ქართველისთვის ბუნებრივი ციხესიმაგრე, ჩასაცმელი, სასმელ-საჭმელი და ა.შ. ტყეს საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა. ვგულისხმობ კომუნისტური მმართველობის პერიოდს. ამ დროს მოღვაწეობდა შესანიშნავი პიროვნება, ქართველი მეტყევეების ცნობილი აღმზრდელი და საერთოდ, ქართული სატყეო სკოლის დამაარსებელი პროფესორი სოლომონ ქურდიანი. 1918 წელს, უნივერსიტეტის გახსნისთანავე, ივ. ჯავახიშვილმა და პეტრე მელიქიშვილმა მოიწვიეს პოლონეთიდან ბ-ნი სოლომონ ქურდიანი, რომელსაც თავის დროზე გერმანულ ენაზე ჰქონდა განათლება მიღებული პეტერბურგის სატყეო ტექნიკურ აკადემიაში. 30-იან წლებში ლავრენტი ბერიამ ამ უდიდეს მეცნიერს ჰკითხა აზრი ენგურის საქაღალდე კომბინატისა და სხვა მერქნის გადამამუშავებელი გიგანტების მშენებლობის თაობაზე, - შესაძლებელია ჩვენი ტყეების ბაზაზე ამხელა კომბინატების ფუნქციონირებაო? სოლომონ ქურდიანმა, რომელიც აბსოლუტურად აპოლიტიკური პიროვნება გახლდათ, ბერიას უპასუხა: - საქართველოში ჩვენ სამრეწველო ტყეები არ გაგვაჩნიაო. ბატონი სოლომონი ტყეში მხოლოდ მერქანს არ ხედავდა. იგი ტყის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ფუნქციიდან გამომდინარე მსჯელობდა ასე. ამის შემდეგ იგი დახვრიტეს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური გაძლიერების მოწინააღმდეგე.

ისევე, როგორც ყანა ვერ გაიზრდება, თუ ერთხელ მაინც არ გაიმარგლა, ტყესაც სჭირდება გამოხშირვა. მაგრამ მეტყევეებს აქვთ ერთი ოქროს კანონი - მოჭერი იმდენი, რამდენსაც ყოველწლიურად შეიმატებს. გარდა ამისა, არსებობს "სანიტარული ჭრები", რომლის დროსაც იჭრება ძირითადად დაავადებული, გადაბერებული ხეები, რომლებიც ხვალ და ზეგ შეიძლება ტყის ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუარესების მიზეზი და საფუძველი გახდეს. არის "მოვლითი ჭრები", რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტყეების აღზრდას და მიყვანას იმ კონდიციამდე, როდესაც უკვე შეიძლება მთავარი სარგებლობის ჭრების ჩატარება. თუ ყველა ეს ჭრა ჩატარდა ისე, როგორც საჭიროა, ამით საქართველოს ტყეებს არ მიადგება არავითარი ზიანი და მერქნით სარგებლობის საშუალებაც მოგვეცემა.

- ეკლესია-მონასტებსაც ჰქონდა საკუთარი ტყეები, რომელთაც ხატის ტყეები ეწოდებოდა. მათი დაცვა-შენარჩუნებაც შეადგენდა ალბათ ეკლესიის ერთ-ერთ ფუნქციას...

- ეს იყო ორმხრივი სასარგებლო ურთიერთობა. ქართველ კაცს გენში ჰქონდა გამჯდარი, რომ "ხატის ტყეში" ერთი ძირი ხეც კი არ უნდა მოეჭრა.

ჩვენი უწმინდესი ხშირად აღნიშნავს თავის ქადაგებებში, ის, რაც ეკუთვნის ეკლესიას, არც გაიყიდება და არც გასხვისდებაო. რაც მეტი ფართობი გადავა ეკლესიის განმგებლობაში, მით მეტად დაცული იქნება იგი ხელყოფისგან. ტყესაც ვგულისხმობ, დღესაც მიდის ეკლესიისთვის ტყის გარკვეული მასივების გადაცემის პროცესი. მორწმუნე კაცი არ შევა ასეთ ტყეში და უდიერად არ მოჭრის. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ტყის გადარჩენისა, რადგანაც ეკლესია თავის თავზე აიღებს ტყის გარკვეული მასივის მოვლა-დაცვას, მისი რესურსების განკარგვას.

პატრიარქი ბრძანებს, რომ უპირველესი საზრდო სულიერებისა - ეს არის ტყე და ულამაზესი გარემო, რასაც ბუნება ქმნის. ტყეში, ამ ხელთუქმნელ ბუნებრივ გარემოში ყველაფერი ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან: მიკროორგანიზმები, ნიადაგი, ბალახი, ფრინველი, ნადირი, ხე, ბუჩქი... ტყე იყო და არის ხელოვნების, მუსიკის, პოეზიის, მხატვრობის შთაგონების წყარო. ჩვენი პატრიარქი უდიდესი ქომაგია ბუნებისა. მას განსაკუთრებით უყვარს კვიპაროსი - მწვანე სანთლებს უწოდებს. ერის ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ბუნებისა და ტყის მიმართ. თუნდაც საპატრიარქოს ეზო გახლავთ მცირე ზომის ბოტანიკური ბაღი, რომელიც უზარმაზარი სითბოთი და რუდუნებით არის შექმნილი. შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ ეკლესია-მონასტრები ძირითადად ისეთ ადგილებშია გაშენებული, რომლებიც მშვენიერი ბუნებით და ტყის საფარით გამოირჩევა. შეიძლება პირიქითაც იყოს. ქართველი კაცი ეკლესიის მიმდებარე ტყეებში ერიდებოდა გარკვეულ სამეურნეო საქმიანობას, ეს ხელს უწყობდა ამ ტერიტორიების გატყევებას. ამიტომაც იმ ადგილებში, სადაც ეკლესიები შენდებოდა, ნელ-ნელა ხდებოდა ტყის წარმოქმნაც. ტყეებში დღესაც შემორჩენილია ეკლესიათა და სალოცავთა ნაშთები, ნანგრევები, ომიანობის დროს მოსახლეობის უმრავლესობა თავს ტყეს აფარებდა. ქართული სულიერებიდან გამომდინარე, ქართველი კაცი თავის საცხოვრისთან, ტყეში აგებდა ნიშას, ეკლესიას და ა.შ.

უწმინდესი ბრძანებს, რომ "ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, სერიოზული ბიძგი უნდა მიეცეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას". თუნდაც მედიკამენტები ავიღოთ. უამრავი ქიმიური პრეპარატი მზადდება. არადა, არსებობს ფიტოთერაპია - მცენარეების საშუალებით მკურნალობა. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს სამკურნალო მცენარეების 70-80% შეადგენს ტყის მცენარეულობას. მასში შედის როგორც მერქნიანი, ასევე ბალახოვანი მცენარეები. ასე რომ, სამკურნალო თვალსაზრისითაც ტყისგან ბევრი სარგებლობის მიღება შეუძლია ადამიანს. უწმინდესი ხშირად უსვამს ხაზს, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენი რესურსი: პური, ღვინო, ხორბალი, მცენარეები, რაც უხვად მოიპოვება ქრისტე ღმერთისგან ნაბოძებ ჩვენს ქვეყანაში.

ადამიანის გადარჩენა, როგორც რელიგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, მდგომარეობს იმაში, რომ დაუბრუნდეს ბუნებას, თავის ფესვებს. ჩვენი პატრიარქი ერის მამაა, იგი უკეთ გრძნობს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ქართველი კაცის გაუცხოებას ბუნებასთან, მიწასთან, სოფელთან. ამიტომაც მოგვიწოდებს, რომ დავუბრუნდეთ მიწას, ბუნებას, სოფლის მეურნეობას. ეს უკანასკნელი კი წარმოუდგენელია ტყის გარეშე. იქ, სადაც ტყეს ნიადაგდაცვითი ფუნქცია აქვს მოშლილი, არც ადამიანი ცხოვრობს და არც სოფლის მეურნეობა წარმოებს. ტყის გარკვეული ტერიტორიებისადმი უდიერმა დამოკიდებულებამ გამოიწვია საქართველოში ეკოემიგრანტების სიმრავლე. ხშირად ადამიანი იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თვითონ ცხოვრობს.

- როგორც ცნობილია, რუსული აგრესიის დროს დაიწვა გარკვეული ტყის მასივი. დაახლოებით რამხელა ტერიტორიას მოიცავს ეს ფართობი და როგორ შეაფასებთ ამ ზიანს ჩვენი ერისთვის?

- მე თავად გახლდით იმ სახელმწიფო კომისიის წევრი, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. დაიწვა დაახლოებით 1500 ჰექტრამდე ტყე. ტყის ეს უნიკალური მასივი (ბორჯომის ხეობა, აბასთუმანი, საკუთრივ ის ტერიტორია, სადაც ეს აგრესია განხორციელდა) გამორჩეულია ბალნეოლოგიური, კურორტოლოგიური მნიშვნელობით და მისი განადგურება უზარმაზარი ზარალია ჩვენთვის. თანაც მთლიანობაში ტყე არ არის მხოლოდ ხე და ბუჩქი. ეს არის მთელი ეკოსისტემა. ტყე ურთულესი ორგანიზმია, რომლის აღდგენასაც ძალზე დიდი დრო სჭირდება.

- სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში არსებობს სატყეო მუზეუმი, სატყეო ფაკულტეტი. რამდენად დიდი ყურადღება ექცევა სასწავლებელში და ზოგადად ქვეყანაში სატყეო მეურნეობის დარგის შესწავლა-განვითარებას?

- დიახ, ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს დენდროლოგიური მუზეუმი, სადაც დაცულია საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივად არსებული ყველა მერქნიანი სახეობა: ხე, ბუჩქი, ხვიარა მცენარე, გარდა ამისა, გარკვეული დანიშნულების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი სახეობების ნიმუშები (ჰერბარიუმი, მერქნის ნიმუშები და ა.შ.). სხვათა შორის, მთელი კავკასიის მასშტაბით მხოლოდ ჩვენთან არსებობს სატყეო ფაკულტეტი, ამიტომ ათეული წლების განმავლობაში ჩვენთან ჩამოდიოდნენ და სწავლობდნენ სტუდენტები ჩრდილო კავკასიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდანაც კი.

ჩვენი უნივერსიტეტი თვალისჩინივით უფრთხილდება ამ ფაკულტეტს, რაც, უპირველესად, ჩვენი რექტორის, ბატონი გელა ჯავახიშვილის დამსახურებაა. სხვათა შორის, იდგა საკითხი ამ ფაკულტეტის გაუქმებისა სხვადასხვა მიზეზის გამო. კონტინგენტი იყო საკმაოდ მცირე, პროფესურა - უკვე ხანდაზმული. ადვილი შესაძლებელი იყო, ეს ფაკულტეტი შეერთებოდა სხვა ფაკულტეტს, მაგრამ ყველაფერი ვიღონეთ სატყეო ფაკულტეტის შესანარჩუნებლად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat