"როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, შეიძლება წმინდანიც გახდე, ისე ადასტურებს ეს ღვთის არსებობას"
"როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, შეიძლება წმინდანიც გახდე, ისე ადასტურებს ეს ღვთის არსებობას"
წმინდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩი წერს: "როდესაც ადამიანები ხარბად გამოსწოვენ ბუნებას ცოდნას, იგი მათ ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად ფერად ჩხრიალებს აძლევს. როდესაც მოკრძალებით, ღვთისა და შემოქმედის სახელით ითხოვენ მათთვის აუცილებელს, ბუნება აძლევს ყველაფერს, რაც ესაჭიროებათ". მართლაც, ყველა ჭეშმარიტმა მეცნიერმა იცის, რომ ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები შეზღუდული და არასრულყოფილია. უფლის რწმენა ეხმარება მას, კონტაქტი დაამყაროს მარადიულ გონთან. იესო ქრისტე არის სრულყოფილი ადამიანი და ჭეშმარიტი ღმერთი, რომლისგანაც ეძლევა ცოდნა მის მოყვარულსა და მორჩილს. რუბრიკის სტუმარია ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დავით კვერნაძე, რომელიც ამავე დროს გახლავთ ჯვრის მამის ტაძრის მედავითნე.

ბატონი დავითი, უპირველესად, მართლმადიდებელ წმინდა მამათა თხზულებებით ხელმძღვანელობს და ჭეშმარიტი მეცნიერის წარმატების და მეცნიერული მიღწევის პირობად ღვთის სიყვარული და თავმდაბლობა მიაჩნია, სჯერა, რომ სწორედ ჭეშმარიტი სარწმუნოებაა მეცნიერების მამოძრავებელი.

- როგორ იპოვეთ ღმერთი და როგორ მოხვედით ეკლესიაში?

- მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ შობის მარხვის შენახვა. ამას კონკრეტული წინაპირობა არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით იმ უძლურებას, რამაც მარხვის შენახვისკენ მიბიძგა. შემდეგ მეგობრის დეიდამ ეკლესიაში მისვლა მირჩია. ჩემი მეგობარი დადიოდა ბეთლემის ეკლესიაში მამა ტარიელთან (სიკინჭილაშვილთან) და მეც წამიყვანა. მამა ტარიელის მიმართ გულწრფელად შემიძლია გავიმეორო ნეტარი ავგუსტინეს ნათქვამი თავისი მოძღვრის, წმინდა ამბროსი მედიოლანელის შესახებ: "მე მასთან ღმერთმა მიმიყვანა, რათა მის მიერ ღმერთთან მივსულიყავი". რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მეორე თუ მესამე შეხვედრაზე მამა ტარიელმა მაკურთხა, რომ მედავითნეობა მესწავლა. მას შემდეგ მედავითნე გახლავართ. მედავითნეობის შესწავლა ხელს უწყობს ადამიანს, ჩაერთოს ლიტურგიულ ციკლში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიური ცხოვრებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიური ცხოვრების ქვაკუთხედია.

- თქვენში რა შეცვალა ეკლესიური ცხოვრების დაწყებამ?

- ბევრი რამ. ახალგაზრდობაში გატაცებული ვიყავი ფეხბურთით და ბევრი სპორტსმენის გვარს ვიმახსოვრებდი. ინსტიტუტში სწავლისას მეცნიერებამ გამიტაცა. თითქმის ზეპირად ვიცოდი ყველა დარგის მეცნიერთა გვარები, მათი აღმოჩენები, ნობელის პრემიის ლაურეატები და ა.შ. მედავითნეობის შესწავლის პროცესში გავეცანი წმინდა მამათა თხზულებებს და მეცნიერებამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. ჩემთვის მთავარი გახდა მარადიული ღირებულებები, დამაინტერესა ცოდვით დაცემული ადამიანის ვნებების, ადამიანის სულის ღრმა შტრიხების შესწავლამ, რომელთაც ასკეტი მამები აშუქებენ. თავისთავად, ასკეტი მამის ან სხვა რომელიმე წმინდანის ერთი გამონათქვამი მორწმუნისთვის ყველაფერია, ყოვლისმომცველია და ერთად აღებულ მთელ საერო ლიტერატურას გადაწონის.

მედავითნეობის წყალობით ჩავერთე ეკლესიური ცხოვრების რიტმში. სხვაა, როდესაც მორწმუნე ადამიანი დადის ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე და სხვა - ლიტურგიკული წირვა-ლოცვის მსვლელობაში ჩართვა. მედავითნეობა დიდი პასუხისმგებლობაა და სიამაყისა და დიდებისმოყვარეობის საფრთხესაც შეიცავს.

- თქვენი აზრით, რა კავშირია რელიგიასა და მეცნიერებას შორის და როგორ გეხმარებათ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში რწმენა?

- შეგახსენებთ, რომ ნიუტონმა 25 წლისამ აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი. ის ამბობდა: "მე ვგავარ ადამიანს, რომელიც ეძებს ლამაზ ქვებს ზღვის ნაპირზე და მხოლოდ პატარა ლამაზ კენჭებს პოულობს, დიდი და ლამაზი ქვები კი ზღვაშია დამალული". ამით იმის თქმა მინდა, რომ ნიუტონი ძალზე თავმდაბალი კაცი იყო და ამ უდიდესი კანონის აღმოჩენის მიუხედავად, თავს მაინც ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევდა. თუ ექიმს, რომელიც ავადმყოფს სასიკვდილო სნეულებისგან განკურნავს, არა აქვს სიმდაბლე, ხომ ჩავარდება სულიერ ამპარტავნებაში? მაკარი დიდი, რომელიც ხელის დადებით მკვდარს აღადგენდა, მართლმადიდებელ ქრისტიანობაში სიმდაბლის მწვერვალად არის აღიარებული. წმინდა მამები ამბობენ, რომ სიამაყეს უფლის გარდა ვერავინ კურნავს. მაგრამ ამაყი ადამიანი გეტყვის, ამაყი კი არა, განათლებული ვარო. ამიტომ მთავარია, ვაღიაროთ ჩვენი გონების შემოსაზღვრულობა. კაცს, რომელსაც დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და, სიამაყიდან გამომდინარე, სწადია ღმერთის შეცნობა, წმინდა მამა ეკითხება: "მითხარი, როგორ აზროვნებ, როგორ დაბადებ სიტყვას, როგორ ხარ ერთდროულად მოკვდავიც და უკვდავიც? და თუ ამ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეგიძლია, როგორ გინდა შეიმეცნო ის, ვინც ზეცათა მაღლაა?!" ამიტომ, ნამდვილად ბედნიერია ის, მეცნიერი იქნება თუ ექიმი, რომელიც ადამიანის განკურნებას, თავის მეცნიერულ მიღწევებს ღმერთს მიაწერს და არა საკუთარ თავს.

- თქვენს პროფესიულ საქმიანობაში რა იყო ისეთი, რამაც ღმერთზე - უმაღლეს სიბრძნეზე დაგაფიქრათ?

- მე, როგორც ნევროპათოლოგმა და მეტ-ნაკლებად თავის ტვინის მცოდნემ, შემიძლია მოგახსენოთ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების აზრი: რაც უფრო ღრმად იკვლევენ ადამიანის თავის ტვინის ელექტროფიზიოლოგიას და ბიოქიმიას, მით მეტი თეთრი ლაქა და გამოცანა რჩება. ჩემი სპეციალობა, ეპილეფტოლოგია, სწავლობს ეპილეფსიას. მისი მეცნიერული შესწავლა დაიწყო XIX საუკუნის ბოლოდან. ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ ამოუხსნელია...

დიდ ფიზიოლოგ პავლოვს ერთმა მაღალჩინოსანმა კომუნისტმა ჰკითხა: მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი ბრძანდებით და როგორ შეიძლება, რომ მორწმუნე ხართო. პავლოვმა უპასუხა: როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, შეიძლება წმინდანიც გახდე, ისე ადასტურებს ეს ღვთის არსებობასო. ასევე შეგვიძლია ვთქვათ ადამიანის თავის ტვინზე (რომელსაც, სხვათა შორის, პავლოვი მცირე გონებას უწოდებდა, ხოლო გულს - დიდ გონებას). მეცნიერმა რომ თავის ტვინის საფეთქლის წილი (რომელიც ემოციური სფეროს წარმმართველია) შეისწავლოს, ნამდვილად წმინდანი გახდება, თუკი, რა თქმა უნდა, თავს დაიმდაბლებს და ამ საოცრებას ღვთიურ სიბრძნედ მიიჩნევს და არ იტყვის, ეს ევოლუციის შედეგიაო და ა.შ.

ადამიანი მოაზროვნე, გონიერი არსებაა და სულ ეძებს. მთავარია, მისი მეცნიერული ინტერესები ჭეშმარიტებას არ გასცილდეს, იმიტომ რომ ჭეშმარიტება ერთია. ჰეგელს ერთმა მოწაფემ უთხრა, - ფაქტები არ შეესაბამება თქვენს მოძღვრებასო. ჰეგელმა მიუგო: მით უარესი ფაქტებისთვისო. ასე რომ, მთავარი ის არ არის, ჩვენ რას აღმოვაჩენთ. მთავარია, ჩვენი აღმოჩენები არ შეეწინააღმდეგოს ჭეშმარიტებას.

ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფონდი ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და რელიგიის ერთობას, სულიერებისა და მეცნიერების აღორძინებასა და განვითარებას.

- დღევანდელი ახალგაზრდობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ არა აქვს მყარი სარწმუნოებრივ-ზნეობრივი ორიენტირები, ხშირად ექცევა დასავლური მოძღვრებებისა და ფსევდოკულტურის გავლენის ქვეშ, რადგან ეს იდეოლოგია მას "თავისუფლებას" ჰპირდება. როგორ ახსნით თავისუფლებისა და ზნეობის ურთიერთობის პრობლემას?

- ახალგაზრდის ინტერესი თავისთავად ფართო უნდა იყოს, მაგრამ წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "სანამ სიწმინდეს არ მიუახლოვდები, მწვალებელთა წიგნებს ნუ წაიკითხავ, რომ არ გაგიტაცონო". მაგალითად, არიოზი მჭევრმეტყველი იყო და მოახერხა ყველაზე გავრცელებული ერესის ჩამოყალიბება. დღევანდელი ახალგაზრდებისთვის მეტად დამაინტრიგებელია დასავლური ორიენტაციის მოძღვრება, თუნდაც ფროიდის მოძღვრება ქვეცნობიერის შესახებ, ევროპასა და ამერიკაში მიღებული ფსიქოანალიზი და ა.შ. მაგრამ თუ წაიკითხავთ I საუკუნეში მოღვაწე ქრისტიანი ასკეტი მამების თხზულებებს, ნახავთ, რომ აქ გაცილებით მაღალ დონეზეა გახსნილი ადამიანის ქვეცნობიერი, ვიდრე ფროიდის მოძღვრებაში. ამის მიზეზი ისაა, რომ ასკეტები ძალიან ღრმად იცნობდნენ ადამიანის სულს და წერდნენ საკუთარი გამოცდილებიდან ანუ საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ცოდვების აღმოჩენის შედეგად. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, წმინდანები, რომლებმაც ვნებები დათრგუნეს, თავიანთ თავს ყველაზე ცოდვილებად მიიჩნევდნენ იმის გამო, რომ უკეთ ხედავდნენ ადამიანის ცოდვით დაცემას. და თუ დასავლური მიმდინარეობები და ფილოსოფიური მოძღვრებებიც ადამიანს თავისუფლებას ჰპირდებიან, ეს ცრუ თავისუფლებაა, რადგან პეტრე მოციქულის მიხედვით: "რომლისაგანცა ძლეულ არნ, მისდამცა დამონებულ არნ". თავისუფლება ქრისტეა ანუ ჭეშმარიტება. ამიტომ თავისუფლების მოსაპოვებლად ადამიანმა, მაცხოვრის სიტყვისამებრ, უნდა უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი და შეუდგეს მას. მაგრამ საკუთარი თავის უარყოფა ანუ ცოდვილ გულისთქმაზე უარის თქმა, როგორც წმინდა მამები ამბობენ, სისხლის დათხევას უტოლდება. ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი არის ის, რასაც ჯერ კიდევ წარმართი სოკრატე ამბობდა: შეიცან თავი შენი. თავის შეცნობა კი არის ის, რომ ადამიანმა დაინახოს თავისი დაცემა.

- დღეს განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა ნარკომანია. რა შეუწყობს ხელს ამ სენისგან განკურნებას?

- როგორც ექიმს, მგონია, რომ ნარკომანია არის ავადმყოფობა, რომელიც აზიანებს სულს და ხორცს. ეს მავნე ჩვევაა. ნებისმიერი მავნე ჩვევა, იპყრობს რა სულს, მის მეორე ბუნებად იქცევა. ნარკომანია ნამდვილად არის XX-XXI საუკუნეების საქართველოს "შავი ჭირი". მე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ კაცი მოისურვებს, ნებისმიერი ცუდი ჩვევიდან შეიძლება თავის დახსნა. წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში უპირველესი მაინც ადამიანის მონდომებაა. თუ გულით გადაწყვეტს, რომ ცოდვას თავი დაანებოს, ღმერთი აუცილებლად შეეწევა. ოღონდ ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს არ უნდა მიენდოს და ღვთისგან შემწეობა ითხოვოს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ვაკის წმინდა სამების ტაძარში ტარდება ხოლმე პარაკლისები ამ სენით დაავადებულთათვის. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "კეთილის ამორჩევა, სიკეთის გაკეთების მცდელობა ადამიანის ნებაზეა, ხოლო ის, რომ საქმე კეთილად დაგვირგვინდეს და ადამიანი არ დაეცეს, - ღმერთზეა დამოკიდებულიო". ასე რომ, დასაწყისი ადამიანზეა, დასასრული - ღმერთზე.

- რას იტყვით თქვენს ოჯახზე, როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი და ბავშვების ეკლესიურად აღზრდა რა როლს თამაშობს მათ ჩამოყალიბებაში?

- ჩემი მეუღლე ირინა ჟორჟოლიანი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმია. ჩვენ სამედიცინო ინსტიტუტში დავახლოვდით. გვყავს ორი გოგონა - ანა და მარიამი, 16 და 12 წლისანი. ყველანი, რა თქმა უნდა, ეკლესიურად ცხოვრობენ.

რადგან ქრისტიანული ოჯახი ქრისტეს მიერ არის ნაკურთხი და ქრისტე კი სიყვარულია, ამიტომ წარმმართველი ძალა ოჯახში უნდა იყოს სიყვარული, ასევე საჭიროა დათმობა, მოთმინება, ერთმანეთის ჯვრის ტვირთვა. დღევანდელი ცხოვრება უფრო რთულია. საზოგადოდ, ქალის წინა პლანზე წამოწევამ და ემანსიპაციამ გარკვეული პრობლემები წარმოშვა ოჯახში, მაგრამ თუ ადამიანი სარწმუნოებით იცხოვრებს, "მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელ არს".

ჩემი აზრით, ბავშვებს უნდა ჩავუნერგოთ სამი ძირითადი რამ: ღვთის შიში, მშობლების პატივისცემა და სამშობლოს სიყვარული, რაც ეკლესიური ადამიანისთვის ძალიან იოლია. მე, მაგალითად, მადლობელი ვარ ღვთისა, რომ ჩემს შვილებს ღვთის შიში და მშობლებისადმი პატივისცემა ნამდვილად აქვთ და ცდილობენ, მართლმადიდებლურად იცხოვრონ. ღმერთს ვევედრები, რომ მისი წყალობით ჩემმა ქალიშვილებმა ქრისტიანული ოჯახები შექმნან. მათ ძალიან კარგად იციან (განსაკუთრებით - უფროსმა) ძველი ქართული ენა და ზოგჯერ ისეთ შეკითხვებს მაძლევენ რელიგიური სფეროდან, რომ პასუხის გაცემა მიძნელდება ხოლმე.

- რას უსურვებთ "კარიბჭის" მკითხველს?

- "კარიბჭის" მკითხველს და ყველა ქართველს ვუსურვებ რწმენას, იმედსა და სიყვარულს. რწმენას - ეკლესიისა და მართლმადიდებლობისა, იმედს - მომავალი ცხოვრებისა და სიყვარულს - ღვთისა და მოყვასისა. როგორც უწმინდესი ბრძანებს: "ღვთის ნებით ყველა ქართველი ადამიანი ცხონებულიყოს".
ბეჭდვაელფოსტა
24.09. 2014
luka kuzia
ugmesi madloba batono dato eqimo me tqveni pazienti var batumidan luka kuzia gaixaret magra mikvarxart luka
20.09. 2014
jb,jbk.m.lm/
batono Davit,did pativs gcemdit da es pativiscema am statiis cakitxvis shemdeg kidev upro gamezarda,Gmertma daglocot!
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat