უნდა მოხდეს სინერგია
უნდა მოხდეს სინერგია
უფალი უნდა მეფობდეს და ადამიანი უნდა ასრულებდეს ღვთის ნებას...
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს: "არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია. ორივე საგანი გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა ის მოვლენები, რომლებიც ხდება ქვეყანაზე ან ცალკეულ პიროვნებათა ცხოვრებაში, სულიერი და საღვთისმეტყველო კუთხით გაიაზროს. აი, ეს ყველაფერი ღვთის ნებითა და განგებით ხდება".

ისტორიული საწყისისა და დასასრულის პრობლემა ქრისტიანულმა ისტორიოგრაფიამ და ისტორიულ-ფილოსოფიურმა აზროვნებამ ასე გადაჭრა: ისტორიის საწყისი ადამამდე და ნოემდე მიდის, ხოლო დასასრული - მეორედ მოსვლამდე. რა საზრისი აქვს ისტორიას? რა ძალები წარმართავენ მის მიხვეულ-მოხვეულ, მაგრამ მაინც წინმავალ მოძრაობას? როგორ ვლინდება ისტორიაში ღვთის განგება? როგორ მოქმედებენ და რა როლს ასრულებენ ადამიანები ისტორიული მოვლენების განვითარებაში? რას ნიშნავს პროვიდენციალიზმი?

ჩვენი სტუმარია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ფარნაოზ ლომაშვილი. მას ეკუთვნის სამტომიანი სახელმძღვანელო "ისტორიის ფილოსოფიის ისტორია".

- ბატონო ფარნა, რამ გადაგაწყვეტინათ ამ მეტად რთულ საქმესთან შეჭიდება?

- ისტორია შეიძლება ორ ძირითად ნაწილად დაიყოს: ერთია ფაქტების აღწერა და მეორე - ამ ფაქტების განზოგადება, ფილოსოფიური გააზრება. ჩემი აზრით, ისტორია სრულყოფილია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ფაქტებთან ერთად შეიცავს განზოგადებასაც. თეორიულ-ფილოსოფიური საფუძვლების სისუსტე და ემპირიზმის მოძალება, ზოგადად, ქართული საისტორიო მწერლობის ნაკლია. ეს განსაკუთრებით ნათლად გამომჟღავნდა XX საუკუნის დასაწყისში, როცა სამეცნიერო მოღვაწეობის ასპარეზზე ივანე ჯავახიშვილი გამოვიდა. მან იმთავითვე დაიწყო საქართველოს ისტორიის შერწყმა "ფილოსოფიურად გამართულ" მსოფლიო ისტორიასთან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვით საქართველოს ისტორიაც "გაუმართავი" იყო. ამიტომ იძულებული გახდა, ენერგია და ნიჭი ქართველოლოგიის ახალ-ახალი დარგების (წყაროთმცოდნეობა, სამართალმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, მეტროლოგია, პალეოგრაფია და სხვა) შექმნისთვის მოეხმარა. ბატონ ივანეს სურდა დაეწერა "ისტორიის ფილოსოფიაც", მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა. მას შემდეგ ფაქტოლოგიურმა საისტორიო კვლევამ საქართველოში სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. რასაც ვერ ვიტყვით ქართული ისტორიოგრაფიის თეორიულ-ფილოსოფიურ საფუძვლებზე. თანაც, ჩვენი ისტორიული ლიტერატურის ნახევარზე მეტი გამოცემულია სწორედ ბოლშევიკური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდში და, ცხადია, ცალმხრივობისა და დოგმატიზმის დაღს ატარებს.

მე შევეცადე, მეჩვენებინა, თუ რა კონკრეტულ ზეგავლენას ახდენს ისტორიულ-ფილოსოფიური აზროვნების პროგრესი ისტორიოგრაფიაზე.

- როგორ დაფუძნდა ისტორიის ფილოსოფიის საგანი და რა ამოცანები აქვს მას?

- პირველივე ისტორიკოსები ამჟღავნებდნენ ფილოსოფიის გარკვეულ ელემენტებს. ჰეროდოტეს მცდელობა იქით იყო მიმართული, რომ რაც შეიძლებოდა ზედმიწევნით აღეწერა ბერძენ-სპარსელთა ომი. ჰეროდოტე ვერ იქნებოდა ჰეროდოტე, რომ არ შეემჩნია ერთი რამ: - მე მინახავს ქალაქი-სახელმწიფოები, - წერდა ის, - რომლებიც მტრის შემოსევების შემდეგ გავერანებულა, აღგვილა პირისაგან მიწისა და პირიქით, ტრიალი მინდვრები, სადაც მშვენიერი ქალაქები აღმოცენებულაო. მაშ, ისტორიაში, საზოგადოებაში ადგილი ჰქონია რაღაც მოძრაობას, აღმავლობა-დაღმავლობას, გარკვეულ წრებრუნვას და ისტორიკოსის მოვალეობაც სწორედ ეს გახლავთ: მოიხელთოს, აჩვენოს, ახსნას ეს წრებრუნვა და კანონზომიერება. ჰეროდოტეს მოსდევს თუკიდიდე, რომელმაც პელოპონესის ომები აღწერა. სწორედ მან წამოსწია წინა პლანზე კითხვა: რატომ მოხდა? ისტორიკოსი მოვალეა გვითხრას: სად, როდის, რა და რატომ მოხდა. ისტორიის კვლევისას ერთ-ერთი მთავარი - კრიტიკული მეთოდი გახლავთ. საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება ისაა, რომ თვით ყველაზე სანდო და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებული წყაროც კი არ არის აბსოლუტურად დაზღვეული გარკვეული ტენდენციურობისგან.

- წარმართულ სამყაროში ისტორიის გაგებაში ბატონობდა აბსოლუტური პროვიდენციალიზმი. რა აზრი და მიზანი შეიძინა ისტორიის იდეამ ქრისტიანული აზროვნების ზეგავლენით და რა მიმართება აქვთ სულიწმინდით განბრძნობილ ეკლესიის მამებს ამ საკითხთან?

- თვითონ პროვიდენციალიზმი ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც ისტორიაში ხდება, წინასწარგანსაზღვრულია გარკვეული ძალების მიერ. მას ფატალისტური და საკმაოდ კატეგორიული ხასიათი აქვს. იგი ადამიანის ნებას აბსოლუტურად უგულებელყოფს. ქრისტიანობა უაღრესად პროგესული რელიგიაა, რომლის თანახმად, სამოთხისა და უკვდავების დაკარგვის შემდეგ ადამიანი მაინც თავისუფალია. მან საკუთარი ნებით უნდა აირჩიოს ცხოვრების გზა და მოქმედების პრინციპები. ქრისტიანული პროვიდენციალიზმი IV საუკუნეში ჩაისახა. იგი ისტორიას ღვთის ნების, ადამიანის ხსნის ღვთაებრივი გეგმის განხორციელებად მიიჩნევს; ცდილობს, ბიბლიური სქემით ააგოს მსოფლიო ისტორია და ისწრაფვის, ისტორიული მოვლენები მათში უშუალოდ გამოვლენილი განგების თვალსაზრისით ახსნას. ქრისტიანული აზროვნება ისტორიაში ღვთიური ჩანაფიქრის ხორცშესხმას ხედავს.

ქრისტიანული პროვიდენციალიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ნეტარი ავგუსტინე, რომლის ისტორიულ-ფილოსოფიური მოძღვრება განსაკუთრებით მკვეთრად არის გაცხადებული მის ნაშრომში "ღვთის ქალაქი". აქ არის დაპირისპირებული ორი სამყარო - სიკეთისა და ბოროტებისა. "ცოდვილთა და მართალთა ორი ქალაქი, - წერს ავგუსტინე, - ადამიანთა მოდგმის დასაბამიდან არსებობს და კაცობრიობის ბოლომდე იარსებებს. ახლა ეს მოქალაქენი ერთად მიცურავენ, მაგრამ მათ სხვადასხვა რამ სურთ, განკითხვის დღეს კი ცალ-ცალკე იდგებიან". მაშასადამე, კაცობრიობის მთელი ისტორია ამ "ორი ქალაქის", ანუ მორწმუნეთა და ურწმუნოთა ბრძოლის პროცესია. ,,ისტორიის მოძრაობა აღმავალია, რადგან, ავგუსტინეს აზრით, ღმერთს უკვე განსაზღვრული აქვს ის მიზანი, რომელთანაც კაცობრიობა მივა თავისი ისტორიის დასასრულს. ადამიანთა ნებაზეა დამოკიდებული მხოლოდ იმ ზიგზაგების რაოდენობა და ხასიათი, რომლებიც კაცობრიობამ უნდა გაიაროს იმ წინასწარ დასახულ მიზნამდე - "ღვთის სამეფომდე", ისინი კი ღვთიური წინასწარხედვისთვის უკვე ცნობილია. ავგუსტინეს აზრით, ისტორიას აქვს ღვთიური წინასწარხედვით დასახული მიზანი, რომელიც მხოლოდ მომავალშია და ამ მიზნამდე მისვლა გულისხმობს გარკვეულ განვითარებას, განწმენდას. კაცობრიობის მთელი ისტორია კათარზისია, ცოდვათაგან მისი გაწმენდა-განთავისუფლებისა და თავის შემქმნელ ღმერთთან დაბრუნების პროცესია.

- რა პასუხისმგებლობა ენიჭება ადამიანს ისტორიის წინაშე? რაში ვლინდება პიროვნების თავისუფლება?

- საზოგადოებრივი ცხოვრების გარემოებები ხშირად ჩვენი ნებელობის მიღმა იქმნებიან, მაგრამ როგორ უპასუხებს პიროვნება ამ გარემოებათა ზემოქმედებას, ეს მისი საქმეა. აქედან იწყება ჩვენი ნებელობის სფერო. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: ,,ღმერთი არც ერთ გონიერ ქმნილებას არ აიძულებს, იმოქმედოს საკუთარი მრწამსის, შეხედულების წინააღმდეგ".

არის თუ არა ადამიანთა ისტორიაში ისეთი რამ, რაც მხოლოდ თვით ადამიანის მოქმედებაზეა დამოკიდებული? ამ კითხვაზე იოანე დამასკელი დადებით პასუხს იძლევა და განმარტავს, რომ უამისოდ ისტორიას აზრი არ ექნებოდა. "თვით ადამიანი უნდა იყოს თავისი საქმეების სათავე და მათზე უფლებამოსილი". "ვცხოვრობდეთ კეთილსასურველი წესით, ჩვენი საქმეა, და ამას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან არა ისე, თითქოს ეს მასზეა დამოკიდებული, ან სხვა ვინმესგან წარმოდგება, ან, როგორც ზოგიერთნი ფიქრობენ, ბედისაგან მოდის, არამედ რაცხს სწორედ ჩვენს საქმედ". მაგრამ რა არის ღვთიური "წინაგანგება"? "წინაგანგება, - წერს ის, - არის არსთა მიმართ ღვთისგან გამოვლენილი მზრუნველობა". იოანე დამასკელი განასხვავებს ღვთიურ "წინასწარმცოდნეობასა" და "წინაგანმსაზღვრელობას". ღმერთი ყველაფრის წინასწარმცოდნეა, მაგრამ ყველაფრის წინაგანმსაზღვრელი არ არის. მან იცის, რომ შესაძლებელია, ადამიანმა ვერ გაუძლოს ეშმაკის ცდუნებას და ხე ცნობადის ნაყოფი იგემოს, მაგრამ ის ადამიანს წინასწარ არ უსაზღვრავს ქცევას.

- ქართველ ისტორიკოსთა თხზულებებში რამდენად გამოვლინდა ისტორიის ამგვარი გაგება, ანუ ქრისტიანულ-პროვიდენციალისტური მრწამსი?

- ჩვენს ისტორიოგრაფიაში, "ქართლის ცხოვრება" იქნება ეს თუ "ასწლოვანი მატიანე", - რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით იმ ღვთისგან განდგომილ სამოცდაათწლიან პერიოდს, - ყოველთვის ბატონობდა ქრისტიანული პროვიდენციალიზმი. ამ გაგების თანახმად, ისტორიის მოძრაობას წარმართავენ როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები. უკანასკნელნი ეფუძნებიან ცოდვილი კაცობრიობის დაცემულ ნებას. ეს ძალები ამოძრავებენ ცალკეულ ადამიანებსაც და ერსაც. ამ ძალების მიერ წარმართულ ქმედებებს ჟამთააღმწერელი ერთი ფრაზით გამოხატავს: "უწესოდ ნებისა მიდევნებანი". ქართველი ისტორიკოსების პროვიდენციალისტური მრწამსი გამოიხატება ფრაზებით: "დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმანცა სამართლად დაგვივიწყნა", "დავივიწყეთ მამულისა ჩვეულებისაებრ სლვაი" (იოანე საბანისძე), რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა თავისუფლება დაინახა არა ჭეშმარიტების არჩევანში, არამედ იმაში, რომ საბოლოოდ დამორჩილებოდა დემონურ ძალებს და შერწყმოდა მათ.

ჩვენი ისტორიკოსები კარგად იცნობდნენ საეკლესიო მწერლობას, ღრმად განსწავლულნი იყვნენ საღმრთო წერილში, ისინი პირუთვნელად ესწრაფოდნენ წარსულის ფაქტების არა მხოლოდ მეცნიერულ და ზუსტ გამოკვლევებს, არამედ თეოლოგიის ღრმა ცოდნის საფუძველზე ამ ფაქტების საღვთისმეტყველო შეფასებას ახდენდნენ. მაგალითად, როგორ ახსნა ქართულმა ისტორიოგრაფიამ ჩვენი მარცხი მონღოლებთან? შევცოდეთ ღვთის წინაშე და სასჯელმაც არ დააყოვნა. ისტორიკოსი დაუფარავად აღწერს მოვლენებს და არც მეფის, ლაშა-გიორგის მხილებას ერიდება, რადგან უწინარესად სწორედ ის არის ცოდვილი. მისი შვილის - დავით-ულუს გამეფებამ - ორმეფობა, საბოლოოდ კი საქართველოს დაშლა გამოიწვია, რადგან, მოგეხსენებათ, მეფობის პრინციპი ერთპიროვნულობაა. მთელ ამ შეფასებებში ჟამთააღმწერელი ცდილობს, იყოს მიუკერძოებელი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან, როგორც ვიცით, მხოლოდ ღმერთია ერთადერთი "თვალუხვავი მსაჯული".

- დღეს საქართველოს მძიმე განსაცდელის ჟამი უდგას. პირადად თქვენ რა გაძლევთ მომავლის იმედს?

- ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ. უკვე ოცი საუკუნეა, საქართველო იცავს მართლმადიდებლობას, როგორც უდიდეს საუნჯეს, რადგან სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ეკლესია გვამხნევებს და გვეუბნება: ნუ გეშინიათ, ჩვენ არ დავიღუპებით. ჩვენი პატრიარქი ხშირად ბრძანებს, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ისინი ჩვენ არ დაგვიკარგავს, არამედ მხოლოდ დროებით ვერ ვაკონტროლებთ. მწამს, რომ ეს მარცხიც დროებითია და მოთმინებით უნდა ავიტანოთ. საჭიროა შევინარჩუნოთ მხნეობა და სულის სიმტკიცე. კითხვაზე, თუ რაშია ჩვენი ხსნა, ეკლესიას აქვს ცალსახა პასუხი - სულიერებაში. ყველა ქართველი პასუხისმგებელი ვართ უფლისა და ერის და ასევე საკუთარი სულის წინაშე. ყოველმა ადამიანმა გამოხსნის საქმე უნდა დაიწყოს თავისი თავიდან. ამ შემთხვევაში გახდება ერი ძლიერი და ბოროტებასთან ბრძოლისუნარიანი. უწმინდესი და უნეტარესი ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "უფალი მეფობს, - ვკითხულობთ ბიბლიაში. სამწუხაროდ, ეს ჭეშმარიტება ზოგჯერ გვავიწყდება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვმეფობთ და რაღაცას ვაკეთებთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა ვაკეთოთ; მაგრამ უნდა აღვასრულოთ ნება ღვთისა. უნდა მოხდეს სინერგია - ღვთისა და ადამიანის ენერგიათა გაერთიანება. უფალი უნდა მეფობდეს და ადამიანი უნდა ასრულებდეს ღვთის ნებას..." განგება ღვთისა ხელმძღვანელობს ადამიანს, ერს, მაგრამ ადამიანსაც და ერსაც უნდა ჰქონდეს სურვილი, იყოს ღვთის ნების ქვეშ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat