სასულიერო აკადემიამ კვლავ ბედნიერად შეახვედრა ერთმანეთს ღვთისმეტყველება და მეცნიერება
სასულიერო აკადემიამ კვლავ ბედნიერად შეახვედრა ერთმანეთს ღვთისმეტყველება და მეცნიერება
გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება
1988 წლის 1 ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბრძანა: "შემთხვევითი არ არის, რომ დავით აღმაშენებელმა უმაღლესი სასწავლებელი მონასტერთან დააარსა. ასკეტიზმი და მეცნიერება რჩეულთა ხვედრია და მათი შერწყმა იდეალურ პიროვნებაში ხდება. ასეთი რჩეულნი მრავლად ჰყავდა საქართველოს: პეტრე იბერი, ეფრემ მცირე, ათონელი მამები, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, მიქაელ მოდრეკილი, იოანე მინჩხი... თვით დავით აღმაშენებელი და სხვანი.

შემთხვევითი არ არის ისიც, რომ გელათის აკადემიას უწოდებენ მეორე იერუსალიმს და მეორე ათენს. იერუსალიმით აღინიშნებოდა მისი მაღალი სულიერება, ხოლო ათენით - მაღალი მეცნიერული დონე...

მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის, როგორც ღვთის ხატის, მიღწევაა. ოღონდ უნდა ვეცადოთ, რომ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ამ მეტად რთულ დროს სწორი მიმართულება და გამოყენება მივცეთ ადამიანის გონების ნაყოფს, რათა მეცნიერულმა წინსვლამ ხელი არ შეუშალოს პიროვნების სულიერ განვითარებას".

მას შემდეგ უკვე ოცი წელი გავიდა. სასულიერო აკადემია იყო და არის ის კერა, რომელიც ქართველი ერის კეთილი მომავლის ინტერესებს ემსახურება, მეტადრე დღეს, როცა მისი რექტორი თავად უწმინდესი ბრძანდება. ამ სასწავლებელში ღვივის უფლის სიყვარულთან შენივთებული ეროვნული სული. მან იმემკვიდრა ის ტრადიციები, რასაც ყოველთვის ატარებდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

არაერთი შესანიშნავი პედაგოგი, უბადლო მეცნიერი და ჭეშმარიტი მამულიშვილი მოღვაწეობს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ახალგაზრდა პედაგოგთაგან ბევრი ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულია. გთავაზობთ მათთან საუბრის ჩანაწერებს.

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერი ჭელიძე:

- თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია თავიდანვე ჩამოყალიბდა მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის მეცნიერებასთან შერწყმის კერად, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართველი ერის სასულიერო განათლებასა და ცხოვრებას.

მთელი შუასაუკუნეობრივი აზროვნების ისტორიაში თითქმის ყველა ცნობილი ღვთისმეტყველი მსჯელობს ცოდნისა და რწმენის მიმართების ყველაზე ზუსტ გაგებაზე. ხან რწმენას წარუმძღვარებენ თეოლოგიას, როგორც მეცნიერებას, ხან პირიქით. ისინი მსჯელობენ ნეტარი ავგუსტინეს ცნობილ დებულებაზე: "თუ ცონას რწმენისკენ არ მივყავართ, მაშინ მეცნიერს უცოდინარი მორწმუნე სჯობიაო". აქ ნათლად ჩანს რწმენისა და ცოდნის ერთად მოაზრებულობის სიძნელეცა და ურთიერთკავშირიც.

ჩვენმა წმინდანმა მეფემ - დავით აღმაშენებელმა საოცარი სიზუსტით განსაზღვრა "იერუსალიმისა" და "ათინას" გელათის აკადემიაში შეერთების აუცილებლობა. მან საგანგებოდ მოიწვია უცხოეთში განსწავლული ფილოსოფოსები: იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი... და მათ ამ დიდებულ ტაძარში ქრისტიანული სარწმუნოების მეცნიერებასთან შერწყმის დიდი და ძნელი საქმე დაავალა.

დიდი ილია ამბობდა: "ბევრსა ჰგონია, რომ სარწმუნოება და მეცნიერება ერთმანეთთან მოურიგებელნი და შეუთავსებელნი არიან... მათ შორის შემაერთებელ ხიდსა სწნავს მარტო სიბრძნე, რომელიც ასე იშვიათია ამ წუთისოფელში". ეს მორიგება წმინდა ილია მართალს ასე აქვს ფორმულირებული: "გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება".

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლა-განათლების მთელი სისტემა ამ მოწოდების განხორცილებისკენ არის მიმართული. არსებობის ოცი წლის მანძილზე ეს გახლავთ მისი სამომავლო საქმიანობის პროგრამაც და იდეალიც.

ჩვენი აკადემიისა და სემინარიის პედაგოგებისა და სტუდენტების ვალია, პირნათლად, მთელი გულმოდგინებით, ქრისტესმიერი რწმენითა და სიყვარულით ასრულებდნენ ამ მოწოდებას.

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე:

- სასულიერო აკადემიაში 1991 წელს მოვედი. სასემინარო საათები შემომთავაზეს რელიგიაში. ძალიან ვღელავდი. თითოეული სტუდენტი ჩემთვის იყო არა უბრალოდ სტუდენტი, არამედ მთელი სასულიერო სივრცის წარმომადგენელი. პედაგოგები ხშირად ამბობენ, რომ მათ ისეთი განცდა აქვთ, თითქოს ღვთის წინაშე დგანან. ეს ასეც უნდა იყოს. შემდეგ უკვე გაგრძელდა თანამშრომლობა სასულიერო აკადემიის სტუდენტებთან, დიახ, თანამშრომლობა, რადგან ეს არ გახლავთ სწავლება ჩვეულებრივი გაგებით.

ამ სასწავლებლის გახსნა მე-20 საუკუნის ბოლოს უდიდესი მოვლენა გახლდათ ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში, რადგანაც მას უნდა მოეხდინა შეერთება სასულიერო და საერო ცოდნისა, რომელთა ერთმანეთისგან იძულებითი გათიშვის პროცესი მთელი ორი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ ვიცით, რომ მე-20 საუკუნის ქართულმა წიგნიერებამ და მეცნიერებამ, როგორც ნაცარმა ღველფი, ისე შეინახა ქართული ქრისტიანული ცნობიერება - ის, რაც შეერთებული იყო ათონელ მამათა მოღვაწეობაში: წიგნიერება და სულიერება. სასულიერო აკადემიის უპირველესი და უწმინდესი მიზანიც სწორედ ეს გახლდათ - ქართული საღვთისმეტყველო აზრის გაცხოველება, თავისთავად, სამღვდელმსახურო კადრების მომზადება და ამასთანავე მე-18-20 საუკუნეების ქართული სამეცნიერო აზრის მიახლება სასულიერო აზროვნებასთან, ეკლესიასთან მათი კვლავ შერიგების პროცესი.

სასულიერო აკადემიამ კვლავ ბედნიერად შეახვედრა ერთმანეთს ღვთისმეტყველება და მეცნიერება და იქცა იმ სამეცნიერო ტაძრად, სადაც ამ ორი სფეროს შეკავშირება და განახლება უნდა მომხდარიყო.

სასულიერო აკადემიაში პედაგოგებად მოწვეულნი იყვნენ მეცნიერები, რომელნიც ამა თუ იმ სამეცნიერო დარგში ფლობდნენ ცოდნის სიღრმეს. მერე და მერე კი სწავლების პროცესში თანდათან მოხდა მათი ამ ცოდნის ქრისტიანიზაცია, განსულიერება. ეს გახლავთ ორმხრივი პროცესი - არა მხოლოდ სტუდენტები სწავლობენ პროფესორ-მასწავლებლებისგან, არამედ პედაგოგებიც იღრმავებენ იმ ცოდნას, რაც მათ საერო მეცნიერებებიდან მიიღეს.

დღეს უჩვეულოდ გაიზარდა სასულიერო აკადემია როგორც ფაკულტეტთა, ასევე სტუდენტთა რაოდენობითაც. ალბათ ჩვენი საზოგადოება შეამჩნევდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ვინც კი მომართა ჩვენს სასწავლებელს, თითქმის ყველა გახდა სტუდენტი. ეს არის ეკლესიის, კერძოდ, უწმინდესის დამოკიდებულება ერისადმი - როცა ახალგაზრდა მომართავს სასულიერო დაწესებულებას სასწავლებლად ანუ საშველად, აუცილებლად უნდა იყოს შეწყნარებული და გამოუჩნდეს თავშესაფარი ეკლესიურ სივრცეში. ეს, რა თქმა უნდა, ართულებს სწავლების პროცესს, მაგრამ ჩვენ აპოკალიფტურ დროში ვცხოვრობთ, საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი რთული და არცთუ მაცხოვნებელი ტენდენცია. ამ პირობების გათვალისწინებით ყოველი ახალგაზრდა, რომელიც თავს აფარებს ჩვენს სასწავლებელს, შეიძლება ითქვას, გადარჩენის ტალღაზე დგება. იმედი მაქვს, რომ სწავლების პროცესი დაიხვეწება, მოხდება მისი დიფერენციაცია. ყველა ახალგაზრდას მიეცემა თავისი გეზი. სასულიერო მებაღეობის, ეკოლოგიის.... ფაკულტეტები ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ ხვალ ჩვენი საზოგადოება აღდგეს, როგორც ქრისტესმიერი ერი. ასე რომ, უწმინდესის თვალი პროცესებს გაცილებით სხვაგვარად ხედავს, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით მოეჩვენოს კაცს.

უბედნიერესი ადამიანი ვარ იმის გამო, რომ წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ამ სასწავლებლის პედაგოგი. ჩვენც ბევრს ვსწავლობთ სტუდენტებისგან. ყველანი ერთად - სტუდენტებიც და პედაგოგებიც დამოწაფებულნი ვართ უფალ იესო ქრისტეს, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ.

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ძველი აღთქმის პედაგოგი გიორგი გვასალია:

- თავის დროზე სასულიერო აკადემიის სტუდენტი გავხდი იმ მიზნით, რომ ამ სასწავლებელში შეძენილი ცოდნით შემდგომ შემძლებოდა ღირსეული სამსახურის გაწევა ჩემი ქვეყნისა და მოყვასისთვის. ეს კი, უწინარესად, ეკლესიის წიაღში ყოფნითა და ღვთისმსახურების აუცილებელი ელემენტით არის შესაძლებელი. თუკი ადამიანი არ იქნება განმსჭვალული ეკლესიური აზროვნებით და მისი ცხოვრების წესი არ იქნება დაფუძნებული ეკლესიურ ნიადაგზე, მაშინ ვერ ემსახურება ვერც ქვეყანას და ვერც მოყვასს.

სანამ სასულიერო აკადემიაში ჩავაბარებდი, ვფიქრობდი, - განათლების მისაღებად რა აუცილებელია მაინცდამაინც აქ სწავლა, ბიბლიოთეკაშიც შემიძლია მოვიძიო შესაბამისი ლიტერატურა და მივიღო განათლება-მეთქი, მაგრამ სასულიერო განათლების შესაძენად აუცილებელია ადამიანს ჰყავდეს პედაგოგი, მოძღვარი, რომელიც უწინამძღვრებს მას, დაეხმარება გზის გაკვალვაში. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ამ წიაღში. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჯეროვანი განათლება შემეძინა და შემდგომ ამ სასწავლებელშივე გამეგრძელებინა მოღვაწეობა.

მადლიერი ვარ, უწინარესად, უწმინდესისა. ის ყველაფერს აკეთებს, რათა სასწავლებელი არსებობდეს და სწავლა სასურველი მიმართულებით წარიმართოს. მადლიერი ვარ ჩემი ყოფილი პედაგოგების - პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მართლაც ფეხი ამადგმევინა ღვთისმეტყველებაში, გამაცნო წმინდა წერილი, ბატონმა ედიშერ ჭელიძემ დამანახა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს მეცნიერი; ბატონი სერგო ვარდოსანიძის ლექციებმა მასწავლა ცოცხალი, ქმედითი ისტორია, რომელიც გაკვეთილად უნდა იქცეს სამომავლოდ, განსაკუთრებით ჩვენი ერისთვის. ასე რომ, ამ სასწავლებელს იმედი არ გაუცრუებია ჩემთვის. ახლა, როდესაც უკვე მე თვითონ ვარ პედაგოგი, ვცდილობ, ჩემი მასწავლებლების მაგალითით ვიხელმძღვანელო, ისეთივე სულისკვეთებით შევიდე ლექციაზე, როგორითაც ისინი შემოდიოდნენ ჩვენთან და როგორი სიხარულიც მომანიჭეს მათ, ისეთივე სიხარული მივანიჭო ჩემს სტუდენტებს. ისინი ასრულებდნენ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევას, მეც ვცდილობ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევის აღმასრულებელი ვიყო.

სასწავლებელი თავის ფუნქციას ასრულებს, როდესაც ზრდის მომავალ თაობას, ამზადებს ახალ კადრებს. ჩემს თანაკურსელთაგან არაერთი დღეს უკვე ამ სასწავლებლის პედაგოგია. ისინი მართლაც ღირსეულად და პატიოსნად აგრძელებენ ამ კედლებში მოღვაწეობას. სასულიერო აკადემიაში სტუდენტთა ესოდენი სიმრავლე იმაზე მეტყველებს, რომ სასწავლებელმა მოახერხა და მოიზიდა აბიტურიენტთა ნაკადი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკვე ისმის საკითხი ახალ, გაცილებით უფრო დიდ შენობაში გადასვლაზე. ეს უწმინდესის მოღვაწეობის ლოგიკური გაგრძელება გახლავთ. მიხარია, რომ სტუდენტთა შორის ბევრია იმედის მომცემი. ეს კი თავისთავად სტიმული გახლავთ ყველა პედაგოგისა და პირადად ჩემთვის.

KARIBCHEსასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი გიორგი კუპატაძე:

- თბილისის სასულიერო აკადემიის კედლებში ჯერ მხოლოდ ერთი წელი გავატარე, მაგრამ ეს მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სასწავლებელს, როგორც კონკრეტულად აქ მყოფი სტუდენტებისთვის, ისე ზოგადად საქართველოს ეკლესიისა და ერის მომავლისთვის. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, ის თავად ირჩევს თავის ცხოვრების გზას, თუმცაღა, სწორი არჩევანის გაკეთება ჯერ კიდევ როდი ნიშნავს ყველაფერს. ადამიანისთვის ასევე აუცილებელია იმ ცხოვრების წესის სწავლაც, რომლითაც მან უნდა განვლოს ეს გზა. სასულიერო აკადემია ჩემთვის სწორედ ასეთი გზამკვლევია, აქ ყოველი მონდომებული ახალგაზრდა არა მხოლოდ სულიერ ცხოვრებას სწავლობს, არამედ ეუფლება იმ უმნიშვნელოვანეს ცოდნასა და გამოცდილებას, რომლის სწორად გამოყენებაც მას მოწყალე უფლის ხელიდან გაღებული მადლისა და წყალობის მიმღებად აქცევს. ყოველი ასეთი ადამიანი ღვთის საკურთხევლის წინაშე დანთებული სანთელია, რომელიც არა მხოლოდ თავისთვის ანათებს, არამედ სხვასაც უნათებს გზას. ამ მხრივ სასულიერო აკადემია ის სასანთლეა, რომელზეც მრავალი ასეთი სანთელი შეიძლება დაინთოს. ჩემი აზრით, იგი წარმოადგენს იმ სასწავლებელს, სადაც მოკვდავობის შიშზე გამარჯვებას ასწავლიან ჯერ კიდევ გამოუცდელ ქრისტეს მებრძოლებს, ასწავლიან ბრძოლას, რომელშიც მთავარი იარაღი სიყვარულია და გზას ულოცავენ საბოლოო, დიადი გამარჯვებისკენ, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარი სისუსტეებისა და ვნებების დაძლევაზე გადის. ამგვარი გამარჯვების გვირგვინი უბრალოება და თავმდაბლობაა, ხოლო ჯილდო - ღვთის წიაღში დაბრუნება.

სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი თეონა დენოსაშვილი:

- ამ სასწავლებელში ყოფნა ჩემთვის და ალბათ ყველა სტუდენტისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან არა მარტო ვეუფლებით საჭირო პროფესიას, არამედ სწორად ვყალიბდებით ზრდასრულ ადამიანებად. ვსწავლობთ იმ გზით სიარულს, რომელსაც ცხონებამდე მივყავართ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat