საქართველო ოდითგანვე უფლის სავენახე იყო, ქართველი კაცი კი მევენახე, ვაზსა და ღვინოზე შეყვარებული
საქართველო ოდითგანვე უფლის სავენახე იყო, ქართველი კაცი კი მევენახე, ვაზსა და ღვინოზე შეყვარებული
კონსტანტინე გამსახურდია წერდა: "ერის კულტურის გამოსაცდელი რელიგია და მისი გაგებაა... ყოველი კულტურული ერი რელიგიური იყო. ყოველ მაღალხარისხოვან კულტურას რელიგიის ფუძეზე ჰქონია საფუძველი". მართლაც, ქართველი ერის თვითმყოფადი ტრადიციები და ზნე-ჩვეულებები მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობაზეა დაფუძნებული. მართლმადიდებლობა საუკუნეთა მანძილზე ცდილობდა, ჩასწვდომოდა და მოეწესრიგებინა ხალხთა ყოფა-ცხოვრება. საქართველოს ისტორია მაგალითია იმისა, თუ რა გამძლეობა აქვს ყოფა-ცხოვრების ტრადიციულ წესს, განსხეულებულს რწმენა-წარმოდგენებში, ადათებსა და ჩვევებში. ამიტომაცაა, ეთნოგრაფია ასე მჭიდროდ რომ უკავშირდება ქრისტიანობას.

სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ვეწვიეთ ეთნოგრაფ ლევან ფრუიძეს.

- ბატონო ლევან, რა როლი შეასრულა პროფესიამ ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან თქვენს მიახლებაში?

- მოგეხსენებათ, ჩემი თაობა ათეისტურ გარემოში აღიზარდა. ათეიზმი ებრძოდა ძველ რელიგიურ ტრადიციებს, ადათ-წესებს, გადმონაშთებად, ანაქრონიზმებად ნათლავდა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო, აღმოეფხვრა ხალხური წეს-ჩვეულებანი, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, ქართულ ყოფას მაინც შემორჩა. ქართველ ხალხს გვაქვს თავისთავადი და განუმეორებელი იერსახე, რომლის შეცვლა და დაკარგვა შეუძლებელია, რა იდეოლოგიაც არ უნდა მოგვახვიონ თავს. ისტორიამ მრავალი ფაქტი იცის უდიდესი ქვეყნებისა და ხალხების გაქრობისა, მაგრამ თუკი ერი ცოცხლობს, არსებობს, მას თავისი დვრიტა ყოველთვის შეუბღალავად აქვს შემონახული, სწორედ ის აძლებინებს და უნარჩუნებს თავისთავადობას. ეს დვრიტა ჩვენთვის არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი დედაენა, მაღალი შინაგანი კულტურა, თანდაყოლილი ჰუმანიზმი და კაცთმოყვარეობა.

ეთნოგრაფიის კვლევის საგანი გახლავთ ხალხი, ყოფა, ადამიანი, მისი გარემო, მატერიალური და სულიერი კულტურა - ის ფასეულობანი, რაც კაცობრიობამ ხანგრძლივი არსებობის მანძილზე შექმნა და თაობიდან თაობას გადასცა. არქეოლოგი ველად გადის და ზვერავს გარდასული ცივილიზაციის ნაშთებს, ეთნოგრაფი კი უშუალო კონტაქტს ამყარებს ხალხთან; არქეოლოგი ბარს მოიმარჯვებს და კულტურული ფენის მისაგნებად საცდელ თხრილს ავლებს, ეთნოგრაფი კი შერჩეულ მთხრობელთან აბამს საუბარს. ასე იწყება ორი წიაღსვლა - მიწის სიღრმეში და ადამიანის სულში.

როცა აკვირდები საუკუნეებით განმტკიცებულ მამაპაპეულ ტრადიციებს, ზრდილობის წესებს, უფროს-უმცროსობის ადათს, სტუმართმოყვარეობასა და სტუმრის დახვედრის ჩვეულებას, ქალისადმი მოკრძალებასა და დედის კულტს, ოჯახური სიწმინდისა და პატიოსნების დაცვას, ქორწინების რიტუალს, წინაპართა ხსოვნას, მიცვალებულთა გაპატიოსნებას და სხვასა და სხვას, არ გეპატიება, პატივს არ მიაგებდე მათ და მთელი შესაძლებლობით არ იღვწოდე იმ საპატიო მოვალეობის აღსასრულებლად, რაც ეთნოგრაფს აკისრია.

ერთი სიტყვით, ეთნოგრაფიის პრობლემატიკამ - ქართული ყოფისა და ზნე-ჩვეულებების ანალიზმა - ჩემსავე სულიერ სამყაროში დამანახა და მაპოვნინა ის სიბრძნე, რამაც განსაზღვრა ქართველთა ხასიათში, ტემპერამენტში, მეტყველებაში, ცხოვრების ნირში, ქცევის ნორმებში გამოვლენილი სრულყოფილი თავისებურებანი. ეს სიბრძნე კი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, რომელიც კარგად მოერგო ქართულ ეროვნულ მოდელს. ჭეშმარიტი რწმენის სიდიადესა და აუცილებლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მაც დამარწმუნა. ღვთის მადლით, მე და ჩემმა მეუღლემ ორმოცწლიანი ცოლქმრობის შემდეგ ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლეც, შვილებიცა და შვილიშვილებიც მორწმუნენი არიან, დადიან ტაძარში, ეზიარებიან.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ქართველი ერის ფსიქოლოგია ქრისტიანობასთან განუყრელად არის დაკავშირებული. განსაკუთრებით საკრალურია ქართველთა დამოკიდებულება ვაზისადმი, ღვინისადმი. გვიამბეთ, რამ განაპირობა "ვაზის კულტის" დამკვიდრება საქართველოში...

- შემთხვევითი არ გახლავთ, რომ ქართველი ერი ქრისტიანულ სარწმუნოებას ვაზის ნასხლევისგან შეკრული ჯვრით ეზიარა. გრიგოლ რობაქიძე ბრძანებდა: "სხვების ჯვარი რკინისაა ან უბრალო ხის, აქ კი - ჯვარი ვაზის... ვაზი ხომ სიცოცხლის ნიშანია... სხვაგან ჯვარი წამებისა და დასჯის ნიშანი გახლდათ, ჩვენში ჯვარი ლხინია თვითონ... სხვების ჯვარი ბერწია, ჩვენი კი - ნოყიერი და ნაყოფიერი". შემთხვევითი არც ისაა, რომ როდესაც მტერი გვიპყრობდა, პირველი, რასაც აკეთებდა, იყო ის, რომ ჩეხდა ვენახს, რადგან ღვინო განასახიერებს ქართულ სულს. ოდითგანვე, საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის საყოველთაოდ აღიარებული კერა იყო. მევენახეობა იყო სწორედ ის ძარღვი, რომელიც უხსოვარი დროიდან მკვიდრად ამაგრებდა მოსახლეობას მიწაზე.

საქართველო ოდითგანვე უფლის სავენახე იყო, ქართველი კაცი კი მევენახე, ვაზსა და ღვინოზე შეყვარებული.

ვაზი და ღვინო სულის ცხონებას უკავშირდება, რადგან სწორედ ვაზის ნაყოფით - ქრისტეს სისხლით ხდება წმინდა ზიარება.

ქართველმა კაცმა ვაზის სიყვარული ხუროთმოძღვრებაში, ფერწერასა და ხელოვნების სხვა დარგებში ჩააქსოვა. აკი, სვეტიცხოვლის კედლებზეც გამოსახულია "სიცოცხლის ხე", რომელიც ვაზის მტევნებით არის შემკული. ამგვარად, ვაზი და ღვინო ქართველმა გადარჩენას, სიცოცხლეს დაუკავშირა.

- სამწუხაროდ, ჩვენს ახლანდელ ყოფაში წარსულის ჯანსაღი ტრადიციების ერთგულების ფარდის მიღმა იმალება სხვადასხვა მანკიერება და გადაჭარბება. მაგალითად, "ღვინის კულტი", "ქეიფის კულტი" და ა.შ. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- დიახ, ტრადიციების შერყვნა და უდიერად გამოყენება აღმაშფოთებელია. ამის მიზეზია კუთხური შეზღუდულობა, პროვინციალიზმი და მეშჩანობა, რაც ჩვენს წინაპრებს ნამდვილად არ ახასიათებდათ. მაგალითად, "პატრიოტიზმის" ცნება იმ ადამიანისათვის, რომლის სიყვარული სამშობლოსა და ხალხისადმი ქეიფითა და ლიტონი სიტყვებით ამოიწურება და სრულიად არ დასტურდება გამრჯეობით, გადაიქცა ფსევდოპატრიოტიზმის მახინჯ ფორმად. ასე იბღალება ქართული სუფრის წესები და იგი ხშირად ლოთობის ასპარეზად იქცევა ხოლმე. ასეთ მოვლენებს არეგულირებს ქრისტიანული ეთიკა. ქრისტიანული ზომიერების გარეშე ადამიანთათვის წმინდა, უფაქიზესი და მარადსახსოვარი ქორწილი და დაკრძალვის რიტუალი შეიძლება არა მარტო გაყალბდეს, არამედ, უკაცრავად და, ღრეობისა და ანგარების არენად იქცეს. ჩვენი წინაპრების უპრეტენზიო და მოკრძალებული ყოფა კი აშკარად ამჟღავნებდა დახვეწილ ქრისტიანულ სულისკვეთებას.

- ბატონო ლევან, რას გვეტყოდით სარწმუნოებისა და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ?

- ეს უძველესი პრობლემაა. მეცნიერება, ცოდნა თავის თავში უკვე გულისხმობს რაიმეს რწმენას, ანუ მეცნიერებას დოგმების გარეშე არსებობა არ შეუძლია, ნებისმიერი თეორია ეფუძნება დოგმათა ერთგვარ ნაკრებს. ე.ი. თავისთავად სანდო და სარწმუნო დებულება, აქსიომა ("აპრიორი") უნდა ავირჩიოთ საყრდენ წერტილად. მაგალითად, მორწმუნე "ჭეშმარიტების მომენტად" ირჩევს ბიბლიურ ჭეშმარიტებას და ამაზე აფუძნებს თავის ცოდნას, ბიბლიიდან სამყარო სრულად მოჩანს, მეცნიერებმა ვერ მოძებნეს ბიბლიის შემცვლელი და ეს მათმა უმრავლესობამაც აღიარა. თუმცა არის კითხვები, რომელთაც რელიგია არ სვამს და არის კითხვები, რომელთაც არ სვამს მეცნიერება. საერთოდ, რწმენის სფერო უფრო ფართოა, ვიდრე ცოდნისა. ნეტარი ავგუსტინე ამბობდა: "რაც ვიცი, მწამს, მაგრამ ყველაფერი არ მესმის, რაც მწამს. ყველაფერი, რაც მესმის, ვიცი, მაგრამ ყველაფერი არ ვიცი, რისიც მწამს. თუმცა შეიძლება ბევრი საგანი არ ვიცოდე, მაგრამ ის მაინც ვიცი, თუ როგორი სასარგებლოა, რომ მათი მწამდეს". ასე რომ, ეს სფეროები ერთმანეთს ავსებენ და მათი ერთობლიობაა სრულყოფილების საწინდარი.

- დღესდღეობით საქართველოში უცხოეთიდან იჭრება ფსევდოკულტურა, ჩვენს ყოფასთან შეუთავსებელი უცხო ზნე-ჩვეულებები. როგორ უნდა გადავარჩინოთ ეროვნული ფასეულობები?

- სხვათა შორის, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ის ცოდნა-გამოცდილება, რაც ქართველ ხალხს ღვთის მადლით უხსოვარი დროიდან მოუგროვებია, ზოგიერთ ქვეყანაში ახლა აღმოაჩინეს მეცნიერული კვლევის შედეგად და ცდილობენ მის ყოფაში დანერგვას. ჩვენ კი მიუტევებელ გულგრილობას ვიჩენთ და წინაპართა მაღალ კულტურას სათანადოდ არ ვაფასებთ. საჭიროა წარსულის ტრადიციებს ჩავწვდეთ, შევისწავლოთ და შევიყვაროთ ისინი. საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენს წიაღში წარმოშობილი არც ერთი მანკიერი თვისება: მომხვეჭელობა, ნაყროვანება, ლოთობა, ნარკომანია და სხვა - ქართველი ხალხისთვის ტრადიციული, ტიპური არ არის, ისინი ჟამთა სიავემ და უპირველესად ღვთის დავიწყებამ წარმოშვა. დღეს ქართველობა მძიმე განსაცდელის წინაშე დგას - სოფლები ცარიელდება, ქართველები საქართველოდან მიდიან. ასეთ დროს განსაკუთრებით საჭიროა გაერთიანება. ყველა ქართველი ღვთისგან მომადლებული ქართული სულის, ქართული ენის, ქრისტიანული რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნების ფხიზელი დარაჯი უნდა იყოს.

- რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?

- ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განმტკიცებას, სიყვარულისა და სიხარულის ძალას, გამრჯეობას (რადგან ყველა ცოდვა უსაქმურობისგან მოდის); ასევე ქრისტიანული მცნებებითა და სინდისის კარნახით ცხოვრების წარმართვას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat