საქართველო ოდითგანვე უფლის სავენახე იყო, ქართველი კაცი კი მევენახე
საქართველო ოდითგანვე უფლის სავენახე იყო, ქართველი კაცი კი მევენახე
ქართველი ერი ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას ვაზის ნასხლავისგან შეკრული ჯვრით ეზიარა. ამიტომაც არის ვაზისა და ღვინისადმი ქართველის დამოკიდებულება საკრალური. საქართველო ოდითგანვე უფლის სავენახე იყო, ქართველი კაცი კი მევენახე, ვაზისა და ღვინის უზომოდ მოყვარული.

ქრისტიანობასთან ერთად, ქართველობა ვაზისა და ღვინის ბიბლიურ, წმინდა ქრისტიანულ მნიშვნელობასაც ეზიარა. ვაზი არა მხოლოდ მატერიალური დოვლათის წყარო იყო ჩვენთვის, არამედ სულიერი საზრდოც, ჩვენი წინაპრების ნაშრომ-ნაღვაწის სახსოვარი. "ვენახი ხომ ერთის დღისა და წლის საქმე არ არის. იგია ნაყოფი დიდის ხნის ჯაფისა და შრომისა, იგია თავნი, ნელ-ნელა მოგროვილი მამა-პაპის ოფლის ღვრითა, და თითქმის უტყვი ისტორიაა მთელის ოჯახის ეკონომიკურ ყოფა-ცხოვრებისა", - წერდა წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე).

საბედნიეროდ, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ დარგის განსავითარებლად, რათა მევენახეობა-მეღვინეობამ შეინარჩუნოს თავისი ისტორიულ-ტრადიციული იერსახე. ინტერვიუ ვთხოვეთ ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერს, ჟურნალ "ვაზი და ღვინის" მთავარ რედაქტორს, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრს, ბატონ თეიმურაზ ღლონტს, რომელიც ეკლესიური ადამიანი გახლავთ.

- ბატონო თეიმურაზ, როგორ დაუკავშირდით ეკლესიას?

- ჩემი დიდი ბაბუა - დეკანოზი კონსტანტინე ღლონტი ბაღდათის (ოზურგეთის მაზრა) ეკლესიის წინამძღვარი და კეთილმოწესე იყო, მისი ვაჟები დიაკვნები იყვნენ. სასწაულებრივად გადაურჩა ბოლშევიკებს. შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდა შემოქმედის თემის სოფელ გონებისკარში, 18 სული - ერთ ოდაში. მათი არსობის წესი ღვთისა და ურთიერთისადმი სიყვარული იყო. კოლექტივიზაციის დროს ბაბუასა და ბაბუას ძმას ურჩიეს თურმე, - გაიყარეთ და თითოეულს მეტი მიწა შეგხვდებათო, მაგრამ ძმებმა იუარეს - მიწის გულისთვის მაგას არ ვიზამთო. ეს ამბავი ბავშვობიდან ღრმად ჩამებეჭდა სულსა და გულში.

ხშირად ხდება: პროცესების შუაგულში მყოფი ადამიანი ვერ აანალიზებს არსებითს მიმდინარე მოვლენებიდან, დროის სიშორიდან კი კარგად აღიქმება ყოველივე. მხოლოდ გვიან გავაცნობიერე, თუ რა მოხდა საშუალო სკოლის დამამთავრებელ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. დავწერე დავით გურამიშვილის "დავითიანის" გარჩევა. ეს ჩემი საყვარელი წიგნი იყო. ხშირად მიფიქრია და გამკვირვებია: როგორ ვგრძნობდი ძალას და მიზიდავდა ეს ნაწარმოები. ჩვენთვის კი, საბჭოთა მოსწავლეებისთვის, დაფარული და ტაბუდადებული სწორედ ეს იდუმალი ძალა - ქრისტიანული მსოფლმხედველობა იყო. როგორც ჩანს, ჩვენ ამ მსოფლმხედველობის გამონაკრთომებს სტრიქონებს შორის ქვეშეცნეულად ვგრძნობდით და სწორედ ამიტომ მიზიდავდა დავით გურამიშვილის პოეზია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადიპლომო თემა მქონდა "ვნებითი გვარის ფორმები ოთხთავში". პირველად მომეცა შესაძლებლობა, წამეკითხა "ოთხთავი". მაშინ გადავდგი პირველად ფეხი ტაძრისკენ მიმავალ გზაზე...

ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ორგვარად იყო ნიშნული ჩემს შემდგომ ცნობიერ-ყოფიერ ჩამოყალიბებაში. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ზიარება ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, მეორე მხრივ კი გააზრება ვაზის, ვენახის, ღვინის სიმბოლიკისა, რაც ქრისტიანული მოძღვრების სიღრმისეული ფენებიდან მომდინარეობს. კადნიერებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ ეს იყო თითქოს ღვთიური კურთხევა, რამაც გამაბედინა შემდგომ პუბლიცისტურ საქმიანობაში გამეშუქებინა ვაზისა და ღვინის სიმბოლიკის, ისტორიის, პრობლემატიკის საკითხები, შევხებოდი და გამეაზრებინა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) პუბლიცისტური მემკვიდრეობა სოფლის მეურნეობის და, კერძოდ, მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემატიკის მიმართულებით.

KARIBCHEსადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ დაიწყო ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი სამეცნიერო საქმიანობაში - დაკარგვის პირას მისული აბორიგენული ვაზის ჯიშებისა და ქვევრში კახური ტიპის ღვინის ტრადიციული ტექნოლოგიის აღდგენა. ეს ერთდროულად მოხდა და გრძელდება ამჟამადაც.

2000-2001 წლებში სერიოზულად დავიწყე ფიქრი ეკლესიაზე, ვფიქრობდი მოძღვარზე. ერთხელ ამგვარ ფიქრებში გართულს ინსტიტუტის ეზოში მომიახლოვდა თანამშრომელი მანდილოსანი და შემომთავაზა: ძალიან კარგი მოძღვარი მყავს - დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი და წამოდი ჩვენს ტაძარიო. სახტად დავრჩი, ვინაიდან ამ თემაზე არასოდეს მისაუბრია ამ ქალბატონთან, არც კი ვიცოდი, თუკი ტაძარში დადიოდა. ასე ამიხდა სურვილი და ვიპოვე სულიერი მამა.

- რამდენად დაგეხმარათ თქვენი საქმიანობა ქრისტიანობის უკეთ შეცნობასა და გააზრებაში?

- წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ვენახი მცნებათა აღსრულების ის წიაღია, სადაც ამ ვენახის პატრონი მუშაკებს იწვევს საღმრთო საქმისათვის", ხოლო ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი გვაუწყებს: "ვენახში მუშაობით ხდება საკუთარი სულის სრულყოფა".

ჩემი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი შეძლებისდაგვარად ამ წიაღში საქმიანობას მოვანდომე, ჯილდოდ კი სიხარული მხვდა, სხვაგვარად როგორ გავიგო ის, რომ ეკლესიის წიაღში, ალავერდის მონასტრის აღდგენილ მარანში ფრთები შეესხა ჩემს ოცნებას, მცდელობას, აღდგენილიყო ტრადიციული კახური ტიპის ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია. აქ ხომ სამასი წელია, ყურძენი არ დაწურულა. მადლობა უფალს, მადლობა ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს მეუფეს, ილია II-ს, მადლობა ალავერდის ეპარქიის წინამძღვარს, მეუფე დავითს ლოცვა-კურთხევისა და დიდი მამულიშვილური თანადგომისთვის.

სწორედ უფლის ნებით გადაურჩა ვაზის ჯიში "კახური მცვივანი" გაქრობას...

- დღეს რამდენად აქვს შენარჩუნებული საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობას ისტორიულ-ტრადიციული იერსახე?

- კულტურულ მევენახეობასა და მეღვინეობას საქართველოს ტერიტორიაზე 8000 წლის ისტორია აქვს. სამხრეთ კავკასია და, კერძოდ, საქართველო არის მსოფლიო ცივილიზაციის ჩასახვისა და გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი კერა, რაც მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის, როგორც მწარმოებლური დარგების, ჩამოყალიბებით დაიწყო.

ვაზის კულტურა ხელს უწყობდა ათასწლეულიდან ათასწლეულამდე განვითარებული სამეურნეო ტრადიციების ჩამოყალიბებას ვაზის მოვლა-პატრონობისა და ღვინის დაყენების ხელოვნებაში, მყარად ამაგრებდა მიწათმოქმედს საკუთარ მიწაზე.

ყოველ დროს თავისი პრობლემა მოაქვს, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტრადიციები ხელის ერთი მოსმით დავანგრიოთ. მევენახეობა-მეღვინეობა კონსერვატიული დარგია და გაუაზრებელი, ხისტი რეფორმები მას ანგრევს.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენს მეღვინეობაში მომძლავრდა საზღვარგარეთიდან მეღვინეობის დამხმარე მასალებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მავნე პრაქტიკა, მევენახეობა-მეღვინეობაში ფეხი მოიკიდა არაპროფესიონალიზმმა. წინ უნდა აღვუდგეთ ისტორიული ტრადიციების ნგრევის პროცესს. სასიხარულოა, რომ უცხოელი მეცნიერ-სპეციალისტები მხარს გვიჭერენ ჩვენი ისტორიული ღირებულებების, ვაზის ადგილობრივი გენოფონდის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, რასაც ზოგიერთ ქართველ "ავტორიტეტსა" და საპეციალისტზე ვერ ვიტყვით. ჩვენი ხსნა ტრადიციების აღდგენასა და შენარჩუნებაშია!

- დღევანდელი ახალგაზრდობა როგორ ეკიდება ეროვნულ ფასეულობებს?

- ჩვენი ახალგაზრდები ხშირად უცხოეთში გადიან სტაჟირებას, მაგრამ ნაკლებად ან სრულებით არ იცნობენ ქართული ღვინის ტრადიციულ ასორტიმენტს. არ იციან, როგორი მახასიათებლებით გამოირჩევა ჭეშმარიტი კახური ტიპის ღვინო, ახაშენი, მუკუზანი, წინანდალი, გურჯაანი, ნაფარეული, ცოლიკაური, ჩხავერი, ალადასტური, ხვანჭკარა, წარაფისა და ტიბაანის ღვინოები. როგორც ქართული ვაზის ჯიშები, ასევე ორიგინალური ტექნოლოგიები ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს წარმოადგენენ.

სასიხარულოა, რომ ამ ბოლო დროს ქართველი მომხმარებელი დაინტერესდა ვაზის ჯიშების მოშენება-გამრავლებით, ღვინის ტრადიციული ტექნოლოგიებით დაყენებით. მათ შორის ახალგაზრდობაცაა. ეს ნიშნავს, რომ მათთვის ძვირფასია ეროვნული ფასეულობები.

საქართველოში "პურ-ღვინო" თავად ნიშნავდა ტრაპეზს, სუფრას, ნადიმს, ხოლო მისი გამწევი და თავმდგომი "პურღვინიან" კაცად მოიაზრებოდა. "პურღვინიანობა" იყო ქართველი კაცის არსობის, მისი ცნობიერება-ყოფიერების განმსაზღვრელი, რამეთუ "პურღვინიანი" კაცი ნიშნავდა უფლის მადლით მოსილ გულგაშლილ და ხელგაშლილ, შრომისმოყვარე, ამავე დროს, თავმდაბალ, მაგრამ საკუთარი ღირსების მქონე ადამიანს.

- უფროსი თაობის მეცნიერ-სპეციალისტთა შორის ვინ დაგამახსოვრათ თავი ყველაზე მეტად?

- ვიდრე ამ კითხვას პირდაპირ ვუპასუხებდე, მსურს გავიხსენო XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან წმინდა ილია მართლის მეთაურობით 60-იანელთა მიერ წამოწყებული მოძრაობა, რაც ითვალისწინებდა ქართული აგრონომიული სკოლის შექმნას. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის დაარსება. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის მიერ სკოლის გახსნისას წარმოთქმული საპროგრამო სიტყვა. გავეცნოთ და გონებაში აღვიდგინოთ მისი პუბლიცისტური მემკვიდრეობა მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის საკითხებზე, გავეცნოთ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის დამაარსებლისა და მზრუნველის, უსაჩინოესი პიროვნების - ილია წინამძღვრიშვილის ცხოვრებასა და საქმიანობას და დავრწმუნდებით, რომ XX საუკუნის 60-70-იან წლებამდე მოღვაწე ქართველ აგრარიკოსთა თაობა სწორედ XIX საუკუნის 60-იანელთა მიერ საფუძველჩაყრილი ქართული აგრონომიული სკოლის ტრადიციების მატარებლი იყო, როგორც მაღალი პროფესიონალიზმით, ისე დიდი მამულიშვილური შემართებით. საბედნიეროდ, მე მოვესწარი ამ დიდი თაობის ზოგიერთ წარმომადგენელს. პირადად ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა პროფესორმა ნიკოლოზ ხომიზურაშვილმა, როგორც დიდი ერუდიციის მქონე მეცნიერმა, პრინციპულმა და შეუპოვარმა პიროვნებამ. დიდი მადლიერებით მსურს გავიხსენო ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ბერიძე - ჭეშმარიტი პატრიოტი და ქომაგი ქართული მეღვინეობისა; გამოჩენილი მევენახე-სელექციონერი, პროფესორი დიმიტრი ტაბიძე, რომლის მეცნიერული მემკვიდრეობა დღესაც გვეხმარება ჩვენს სამეცნიერო საქმიანობაში.

წარუშლელია ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული ხუთი წელი, სწავლის, შემეცნებისა და ამაღლების ხუთი წელი. დაუვიწყარია სახელი პროფესორ გრიგოლ კიკნაძისა, ჭეშმარიტი მეცნიერისა, პედაგოგისა და მამულიშვილისა.

დაბოლოს, ვინ და რა არის ჩვენი გზამკვლევი და მასწავლებელი? ეს ჩვენი ისტორიული წარსულია და ამ წარსულის შემოქმედი თაობები, რომლებიც ღვთისა და მამულისადმი უანგარო სიყვარულით ამრავლებდნენ მამა-პაპათა ნაანდერძევს და გადასცემდნენ თაობებს. თაობათა კავშირის ურღვეობა არის ქართველი ერის სიმხნევისა და მზეგრძელობის არსი არსთაგანი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat