ბერძნები, რომელთაც საკუთარი აკადემიები ჰქონდათ, უპირატესობას მაინც ქართულ აკადემიაში სწავლას ანიჭებდნენ
ბერძნები, რომელთაც საკუთარი აკადემიები ჰქონდათ, უპირატესობას მაინც ქართულ აკადემიაში სწავლას ანიჭებდნენ
კოლხეთის აკადემია
აკადემესი ერქვა ბერძენ მითურ გმირს, ხოლო მისი სახელი - ქალაქ ათენის გარეუბნის ერთ ჭალას. სწორედ ამ ჭალაში ფილოსოფოსი პლატონი ლექციებს უკითხავდა თავის მოწაფეებს. მის მიერ დაარსებულ სკოლას, ადგილის მიხედვით, აკადემია შეარქვეს. შემდგომში სიტყვა "აკადემია" უმაღლესი სასწავლებლის აღმნიშვნელ ზოგად სახელად იქცა.

აკადემიები სხვადასხვა ქვეყანაში არსებობდა. მათ შორის ერთ-ერთი უძველესთაგანია კოლხეთის აკადემია. იგი ქალაქ ფაზისის (დღევანდელი ფოთის) მახლობლად იყო ახ.წ. III-VI საუკუნეებში. სამწუხაროდ, ცნობები, რომ ჩვენში მანამდეც არსებობდა უმაღლესი სასწავლებლები, ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, თუმცა შეუძლებელია ერს, რომელმაც ძვ.წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე შექმნა საკუთარი დამწერლობა, არ ჰქონოდა საგანმანათლებლო კერები.

კოლხეთის აკადემიის შესახებ ცნობები შემოგვინახეს ბერძენმა ფილოსოფოსებმა: ლიბანიოსმა, თემისტიოსმა, პროკოპი კესარიელმა, აგათია სქოლასტიკოსმა და სხვებმა. კოლხეთის აკადემიაში სწავლობდნენ როგორც ქართველები, ისე უცხოელები. აღსანიშნავია, რომ ბერძნები, რომელთაც საკუთარი აკადემიები ჰქონდათ, უპირატესობას მაინც ქართულ აკადემიაში სწავლას ანიჭებდნენ. ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი თემისტიოსი წერს, რომ მამამისს, ევგენიოსს, ასევე ცნობილ ფილოსოფოსსა და რიტორს, კოლხეთის აკადემიაში უსწავლია და შვილისთვისაც ურჩევია, იქ ესწავლა. იგი კოლხეთის აკადემიის დამაარსებელს "ბრძენს" და "სათნოს" უწოდებს. კოლხეთს კულტურულად დაწინაურებულ ელადას ადარებს. როგორც გითხარით, იმ დროს განსწავლა ათენშიც შეიძლებოდა, მაგრამ სპეციალური რიტორიკული სკოლა მხოლოდ კოლხეთში არსებობდა. ამ სასწავლებელში განუყოფელი იყო ფილოსოფია და მჭევრმეტყველება.

კოლხეთის აკადემიაში იწრთობოდნენ მჭევრმეტყველებაში, ტანვარჯიშში, სწავლობდნენ ფილოსოფიას, პოლიტიკას... იმართებოდა შეჯიბრებები სამართლისა და პოლიტიკის საკითხების ცოდნაში. ბერძნულ წყაროებში აღნიშნულია, რომ ასეთ პაექრობებში ხშირად იმარჯვებდნენ ქართველები.

აქ დაეუფლა სიბრძნეს მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი ფილოსოფოსი, მწერალი და მოაზროვნე მითრიდატე ლაზი (ბერად აღკვეცის შემდეგ იგი იოანე ლაზი გახდა). იოანე ლაზი იყო მსოფლიოში სახელგანთქმული მოღვაწის პეტრე იბერის აღმზრდელი და მასწავლებელი. სწორედ პეტრე იბერმა დააარსა V საუკუნეში სირიაში ქართული მონასტერი და ქართული სკოლის უმაღლესი განათლების ცენტრს ხელმძღვანელობდა თავის მასწავლებელთან - იოანე ლაზთან ერთად. იგი იყო ასევე მსოფლიო მნიშვნელობის ფილოსოფიური მოძღვრების - არეოპაგეტიკის - ფუძემდებელი.

კოლხეთის აკადემიაში უსწავლიათ ცნობილ ქართველ ორატორებს - აიეტს და ფარტაზს. ცნობილია ამ ორი მოღვაწის საჯარო პაექრობა გუბაზ მეფის მკვლელობასა და საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც აგათია სქოლასტიკოსს ჩაუწერია.

კოლხეთის აკადემიაში უმოღვაწია იბერიის სამეფო გვარის წარმომადგენელს ბაკურს. ფილოსოფოს ლიბანიოსის ცნობით, იგი იყო ღირსეული რწმენით, სათნოებით, სიკეთითა და სულიერებით. ბაკური რიტორიკისა და საისტორიო ხელოვნების დიდი მცოდნე და შემფასებელი ყოფილა.

გელათისა და იყალთოს აკადემიები
XI-XII საუკუნეები ქართული სახელმწიფოს აღმავლობის და გაძლიერების ხანაა. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური აყვავების შედეგად ქვეყანაში დაწინაურდა კულტურის თითქმის ყველა დარგი, განსაკუთრებით მეცნიერება. ქართველი მეფეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო კერების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

KARIBCHE

1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობითა და ხელშეწყობით გელათის მონასტერთან დაარსდა აკადემია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოძღვართ-მოძღვარი. იგი უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა მთელ საქართველოში და სამეფო კარზე. დავითმა გელათის აკადემიაში უცხოეთიდან სამოღვაწეოდ მოიწვია სწავლული ქართველები, მეცნიერი-ფილოსოფოსები: იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, იოანე ტარიჭიძე და სხვები.

თანამედროვენი გელათის აკადემიას "სხუად ათინად" ანუ "აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად" მოიხსენიებდნენ. სასწავლო პროგრამა მოიცავდა შვიდ უმთავრეს საგანს, რომელსაც ასწავლიდნენ შუა საუკუნეებში საერო სკოლებში: გეომეტრია - "ქვეყნის საზომლოი", არითმეტიკა - "რიცხუნი", მუსიკა - "სამუსოი", ფილოსოფია, "რიტორიკა", გრამატიკა და ასტრონომია - "ვარსკვლავთმრიცხველობა".

გელათის აკადემიაში არსენ იყალთოელს უთარგმნია "დიდი სჯულის კანონი", იოანე პეტრიწს - ნემესიოს ემესელის თხზულება "ბუნებისათვის კაცისა". განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნული ენიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალიც დაკარგულია.

XIII საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი "გარიგება ხელმწიფის კარისა" და საისტორიო წყარო "გელათური ქორონიკონი". გელათის აკადემიამ XVII საუკუნის 20-იან წლებამდე იარსება.

იყალთოს აკადემიის დაარსებაც დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. აკადემიის პირველ რექტორად მეფემ დაადგინა ცნობილი მეცნიერი და ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი, რომელიც იმ დროისთვის ფრიად განსწავლული პიროვნება ყოფილა. მას განათლება ბიზანტიაში, კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია. "ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი" - ასე ახასიათებენ მას თანამედროვენი. სწორედ ასეთ პიროვნებას ჩააბარა დავითმა კახეთში ახალშექმნილი აკადემია. სწავლება იყალთოს აკადემიაშიც იმავე პროგრამით მიმდინარეობდა, რომლითაც გელათში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ დამატებით ასწავლიდნენ მჭედლობას, კერამიკას და მევენახეობა-მეღვინეობას. გადმოცემის თანახმად, იყალთოს აკადემიაში სწავლობდა შოთა რუსთაველი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat