რწმენისა და ცოდნის გამთლიანების ჟამი კარგა ხანია დადგა
რწმენისა და ცოდნის გამთლიანების ჟამი კარგა ხანია დადგა
ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი კულტურა ეკლესიის წიაღში წარმოიშვა და განვითარდა. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ეკლესიასთან სიახლოვის საკითხი, რადგან ნამდვილი კულტურა სულიერებისგან განუყოფელია. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ვეწვიეთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ გრივერ ფარულავას. იგი მრავალი წელია მოღვაწეობს თბილისის უნივერსიტეტსა და სასულიერო აკადემიაში და ერთგულად ემსახურება თაობების ქრისტიანული იდეალებით აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. ბატონი გრივერისთვის ქრისტიანობა არა მხოლოდ აზროვნების, არამედ, უპირველესად, ცხოვრების წესია. სიტყვითა და საქმით იგი თავის მოსწავლეებს ქრისტიანული პრინციპებით ცხოვრებას შთააგონებს და მათ ზნეობრივი სრულყოფილებისაკენ მიმავალი გზის არჩევაში ეხმარება.

- ადამიანის ამქვეყნად მოსვლის მიზანი ჭეშმარიტებასთან, ღვთაებრივ მადლთან ზიარებაში მდგომარეობს, მაგრამ მხოლოდ მეცნიერულ-შემეცნებითი უნარის ძალით ადამიანი ამ მადლს ვერ მისწვდება. სწორედ მკაცრმა რაციონალიზმმა წარმოშვა განხეთქილება რწმენისა და ცოდნის სფეროებს შორის. დღეს კი, ღვთის წყალობით, გამთლიანების ჟამი დადგა. რას გვეტყვით ამის შესახებ, როგორ გესახებათ აღნიშნული გამთლიანების პროცესი?

- ჭეშმარიტებას ბრძანებთ... გრძნობად-მატერიალური სინამდვილის ანალიტიკური ჩაწვდომის ნაყოფიერება, ჭკუის, ტვინის ძალმოსილობით რომ აღსრულდება, ადამიანურ შესაძლებლობათა გვირგვინი არ არის. ასეთი ღვთის სიყვარულია, მიწაზე და მიწიერთაგან მოყვასის სიყვარულში რომ განხორციელდება. "მეცნიერება განალაღებს, სიყვარული აღაშენებს", - გვმოძღვრავს მოციქული (I კორ. 8,1). ეს ნიშნავს: მეცნიერება მიწიერ-ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში გვეხმარება და გვახარებს, ქრისტეს რწმენა კი, რომლის არსი სიყვარულია, ბუნებრივ არსებობაზე აგვამაღლებს, მარადისობასთან მიგვაახლებს. დიახ, "მკაცრმა რაციონალიზმმა", იმან, რომ მეცნიერების განვითარება სულ ახალ-ახალ წყაროებს შემოგვძღვნის ხორციელ სიამოვნებათათვის, "გაგვალაღა", გაგვაამაყა. წარმავალ კმაყოფილებებს დახარბებულებს - წარუვალ ნიჭთა ფასეულობა დაგვიკნინდა, ზედმეტადაც კი მოგვეჩვენა. ამ უგუნურებამ იმდენი უბედურება დაატეხა თავს ჩვენს პლანეტას, რომ ახლა უკვე ცოტანი მაინც ლაპარაკობენ, მოუწოდებენ, - რწმენა და ცოდნა უნდა გავაერთიანოთ, ისინი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ორივე გვჭირდებაო.

არადა, ძველისძველი ჭეშმარიტებაა ეს. ამ ქრესტომათიულ სიბრძნეს, უწინარეს სხვათა, მრავალი ეკლესიის მამა მიაპყრობდა ყურადღებას. აღორძინების ეპოქის მსოფლშეგრძნების პრინციპი სწორედ რწმენისა და ცოდნის ერთიანობას აფუძნებდა. შემდგომ საუკუნეთა თითქმის ყველა მეცნიერი ბუნებისმეტყველების უღრმეს კანონზომიერებათა წვდომამ იმ აზრამდე მიიყვანა, რომ კანონზომიერებათა პირველწყარო და მიზეზი ღმერთია. ამგვარი ხედვა-მიდგომა კარგა ხანია ჩართულია ევროპის საგანმანათლებლო სისტემაში. ერთობ გამოგვადგება, თუ ევროპული სკოლების გამოცდილებით ვისარგებლებთ.

ყველაზე უფრო ეფექტიანი და მრავალნაცადი გზა რწმენისა და ცოდნის გასამთლიანებლად არის ადამიანის რელიგიური აღზრდა. ამას კი ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევა სჭირდება. ხოლო ძალისხმევის ერთიანობა თუ ქვეყნის საჭეთმპყრობელებს არ აინტერესებთ, არაფერი გამოვა. ურწმუნო ადამიანი, ჩვეულებრივ, ეგოისტურ-პრაგმატისტული ინტერესების მონაა და არა - თავის უფალი, რათა ბუნებრივ ინტერესებზე აღმატებულ, ძნელად მოსახელთებელ ფასეულობათათვის იტკინოს თავი.

რწმენისა და ცოდნის გამთლიანების ჟამი კარგა ხანია დადგა, ხოლო პროცესი ჯერაც არ დაწყებულა.

- ბიბლიის თანახმად, ადამიანი შექმნილია "ხატად და მსგავსად ღვთისა". ეს "ხატობა ღვთისა" ადამიანში გამოიხატება უმთავრესად შემოქმედებითი უნარით, რომელიც მხოლოდ მისი უპირატესობაა. მხოლოდ ადამიანს შეუძლია კულტურისა და მეცნიერების შემეცნება. როგორ უნდა განახორციელოს ადამიანმა ღვთისგან ბოძებული ეს უნარი?

- რაც შეეხება იმას, რომ ადამიანი უფალმა გააჩინა ხატად და მსგავსად ღვთისა: ღვთის ხატობა ნიშნავს ერთმანეთთან გადაჯაჭვული რამდენიმე ასპექტის მთლიანობას: ნების თავისუფლება, სული და გონება, ინდივიდუალობიდან პიროვნულამდე ამაღლება, შემოქმედება.

ნების თავისუფლება ნიშნავს ადამიანური ნების შერწყმას ღვთაებრივ ნებასთან. ეს ხდება მაშინ, როცა სიყვარულით და არა იძულებით, უფლისგან ბოძებულ მცნებებთან სრული თანხმობით ჩვენ თავს ვაღწევთ საპირადო-ეგოისტურ ინსტინქტთა ძალმომრეობას, ჩვენ ვბატონობთ იმაზე, რაც ჩვენზე ცდილობს გაბატონებას. აი, მაშინ ვართ ჭეშმარიტად თავის უფალი; თვითნებობისგან თავისუფალი ღვთის ხატობის ეს ასპექტი ერწყმის და კვალში მოიყოლებს სხვა ასპექტს - ნიჭს შემოქმედებისა, ჩვენს არსებაში გაბრწყინდება შესაქმის ჟამსვე ჩამყნილი ეს ხატი ღვთისა. გონებისა და განსჯის ძალით (მხოლოდ ადამიანს რომ ებოძა), შეგრძნებათა მოშველიებით ადამიანი ქმნის მეცნიერებისა და ტექნიკის, ცოდნათა და ხელოვნებათა მრავალფეროვან სიმდიდრეს, რა თქმა უნდა, არა სრულიად არარსებულისგან (ეს მხოლოდ ღმერთს ძალუძს). მოცემულ სამყაროზე იგი დააშენებს ახალ სამყაროს.

შემოქმედება, ვითარცა ხატი ღვთისა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება მორალურ ფასეულობათა დამკვიდრებაში, სიკეთის ქმნაში. ამ შემთხვევაში გადადგმულ ნაბიჯს არ განსაზღვრავს არავითარი ბუნებრივი აუცილებლობა. პირიქით, არტახები ბუნებრივი აუცილებლობისა დაწყვეტილია: საპირადო კეთილდღეობას იკლებს მადლის მქმნელი, იკლებს უანგაროდ, თავისუფლად; სიკეთე კეთდება სიკეთისათვის, სიყვარულისათვის და სიყვარულით, და ამიტომ არის უზენაესი შემოქმედების შემსგავსებული საქმიანობა. ასეთი შემოქმედების პოტენციალით დაჯილდოებულია მიწის მუშაც და მზარეულიც, მინისტრიც და დამლაგებელიც, წერა-კითხვის არმცოდნეც და აკადემიკოსიც... თუმცა მზარეულობა და დაგვა-დასუფთავება მოსაწყენია, მაგრამ "როცა ამგვარ უფერულ საქმეებში ადამიანს შეაქვს რელიგიური მორჩილებისა და მსახურების განწყობილება, როცა იგი მათში აქსოვს უანგარო სიყვარულის გრძნობას ღვთისადმი, სამშობლოსადმი ან უბრალოდ, ახლობლისადმი, რომელზედაც ის ზრუნავს, ამით ქმნის რაღაც უკვდავს და უსაზღვროდ ძვირფასს, რაც სამუდამოდ დარჩება, ვინაიდან ამით იგი თავისი თავის სახით მოასწავებს ხატს ღვთისას მიწაზე" (ევგ. ტრუბეცკოი). ასეთი გარჯა ახალი შემოქმედებაა, რაკი ეგოისტურ "მეზე" დაშენდა ახალი, პიროვნული "მე", მშვენიერება "დაიხატა".

- როდესაც გიორგი მერჩულე წმინდა გრიგოლ ხანძთელის განსწავლულობის შესახებ საუბრობს, იგი აღნიშნავს, რომ საეკლესიო ხასიათის ლიტერატურასთან ერთად მან "სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაი" ისწავლა" და "რომელი პოვის სიტყვა კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკვალი განაგდის". რა შემთხვევაში შეიძლება იყოს განსწავლულობა (საერო ცოდნა) სასარგებლო ან საზიანო?

- თქვენს მიერ ხსენებული "საერო ცოდნა" მეცნიერების სხვადასხვა დარგის დაუფლებას გულისხმობს. მას შუა საუკუნეებში "ამა სოფლის სიბრძნეს" უწოდებდნენ. უფრო მაღალი რანგის განსწავლულობად საღვთისმეტყველო (თეოლოგიური) ანუ "ზესთა სოფლის" სიბრძნის დაუფლება მიიჩნეოდა. ასე ფიქრობდნენ ბრძენი ერისკაცებიც. მაგალითად, რუსთაველი გვმოძღვრავდა: "მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა". ფრაზის ორი უკანასკნელი სიტყვა ანგელოზთა დასს გულისხმობს. მთელი სტრიქონის აზრი ესაა: იმისთვის ვსწავლობთ, რომ ზნეობრივად ავმაღლდეთ, საღვთო მცნებათა ერთგულებით უზენაესს მივუახლოვდეთ. ამგვარი თვალთახედვიდან ბუნებრივად გამომდინარეობს დასკვნა: მეცნიერების მონაპოვართა დაუფლებას აუცილებლად უნდა მიაცილებდეს და აკვალიანებდეს ზნეობრივი აღზრდა. მხოლოდ ასეთი განსწავლულობა მოუტანს კეთილდღეობას საზოგადოებას, ქვეყანას. როცა ასე არ ფიქრობენ, "მშრალი" მეცნიერული ცოდნა, როგორც ზემოთ ითქვა, ადამიანს აამპარტავნებს ("განალაღებს"), სიყვარულისა და სიკეთის ნიჭს უჩლუნგებს, ცივი პრაგმატიზმისკენ უბიძგებს (მაგალითად, ატომგულის გახლეჩით გამოთავისუფლებული ენერგია ბომბად, ხოცვა-ჟლეტის იარაღად აქციეს). რა თქმა უნდა, "ცოდნასთან" ასეთ მიმართებას "განათლება" ვერ დაერქმევა, ამას ჰქვია "ვაი ჭკუისაგან".

- როგორც ვიცით, ქართული ლიტერატურა საეკლესიო მწერლობიდან იღებს სათავეს. გთხოვთ, გვესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა საფრთხეს უქადის ადამიანს კულტურის სხვადასხვა სფეროს ეკლესიისგან გამოყოფა (სეკულარიზაცია), მსგავსი ლოზუნგები: "ხელოვნება ხელოვნებისათვის" და საერთოდ, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ლიტერატურა?

- "სეკულარიზაცია" ძალიან ფრთხილად მოსახმარი სიტყვაა ყოველთვის, განსაკუთრებით კულტურის სფეროში, მათ შორის - ქართული კულტურის სივრცეში. იგი რევოლუციურ-ათეისტური ორიენტაციის თუ განწყობილების საფრთხესაც შეიცავს.

ქართული საერო მწერლობის (საერთოდ, კულტურის) ჩასახვა-განვითარების პროცესს არ მიუღია რევოლუციისა თუ დაპირისპირების ხასიათი. იგი ძირითადად და პრინციპულად ევოლუციის, გავლენის სფეროთა გაფართოების იერსახით წარიმართებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღვთაებრივის, იდეალურის მიწიერთან შეზავებისა და მიწიერ-ადამიანურის ზეციურ-იდეალურით გამსჭვალვის პრინციპით ხელმძღვანელობდნენ. ღვთის ძის (ზედროულ-ზესივრცულის) განკაცება, მიწაზე და მიწიერად (დრო-სივრცეში) ჩამოსვლა ადამიანის ზეცად მიწვევას, ამქვეყნიურის, მატერიალურის იდეალურით გამსჭვალვა-ამაღლებას ისახავს მიზნად. ეკლესია და კულტურის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ლიტერატურა, ამ დიდი მიზნის სამსახურად არსებობდა და უნდა არსებობდეს. ამ შეზავება-გამსჭვალვა-დაახლოების დრო-ჟამის შესატყვისი ფორმებია, ერთი მხრივ, ქართული ჰაგიოგრაფია, ხოლო მეორე მხრივ, "ვეფხისტყაოსანი", "სიბრძნე სიცრუისა" და "დავითიანი", მთელი ახალი და უახლესი ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშები. ჭეშმარიტი კულტურა ვერ ჩაიკეტება თავის თავში (გავიხსენოთ, რომ სიტყვა "კულტურა" წარმოდგება ლათინური ძირისაგან "კულტუს" - ღმერთის თაყვანისცემა. "კულტურა ტაძრის ირგვლივ ჩაისახა").

უიდეო, მაღალზნეობრივ ორიენტირს მოწყვეტილ ლიტერატურასა და ხელოვნებას ("ხელოვნება ხელოვნებისათვის") ქართულ ნაიდაგზე არასოდეს გაუხარია.

რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ლიტერატურა? ლიტერატურის, საერთოდ ხელოვნების მიზანთ-მიზანია გრძნობადი (მხატვრული) ფორმით გახსნას ჭეშმარიტება, სინამდვილისავე უშუალობით გვაზიაროს მას; ამაღლებული აზრი (იდეა) შეახვედროს რეალურს, მეორე პირველით განწონოს, პირველს მეორეში შეასხას ხორცი. ამის კვალობაზე ლიტერატურა ერთობ ძვირფასი საშუალებაა საზოგადოებრივი, კულტურულ-ზნეობრივი ამოცანების გადასაწყვეტად. ჭეშმარიტებასა და მშვენიერებასთან მიახლოებული ადამიანი უფრო ადვილად იზღუდავს თავს ბიწიერებისაგან.

- ბატონო გრივერ, ქართველი ერისთვის სამი რამ არის ხელშეუხებელ სიწმინდედ მიჩნეული: მამული, ენა, სარწმუნოება. დღეს დიდი ცვლილებების ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, მიდის პროცესი ე.წ. ინტეგრაციისა და გლობალიზაციისა, ასევე ჩვენს ყოფაში უხეშად იჭრება ფსევდოკულტურა, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურას წალეკვით ემუქრება. როგორ უნდა გადავარჩინოთ და დავიცვათ ჩვენი ეროვნული ფასეულობები?

- ინტეგრაციისა და გლობალიზაციის ცალმხრივი, დამახინჯებული გაგების კვალობაზე ჩვენს ყოფაში, ბრძანებთ თქვენ, უხეშად იჭრება ფსევდოკულტურა, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურასა და ტრადიციებს წალეკვით ემუქრებაო. სრული ჭეშმარიტებაა. იმასაც ამბობენ, რომ ამას შეგნებულად აკეთებენ, რეფორმის სახელით, ახალი მოდის ბატონები ძველი ხერხით, მათივე წყალობით გასუქებულ-აღზევებული ქართველების ხელითო. ჯიუტი ფაქტია: შავი დღეები უდგას ქართულ განათლებას, მეცნიერებას, მწერლობას, ქართული ეკლესის "გარემონტებასაც" ცდილობს ზოგიერთი... ასეთ ვითარებაში ყოველთვის ყელყელაობს ხოლმე ცრუკულტურა, სადაც ანგელოზს არ აყენებენ, იმ ადგილას აუცილებლად ეშმაკი მოცუნცულდება... ქართულ სიმღერას, ცეკვას, ლექსს, ფილმს, ლხინსა თუ ოჯახურ და სხვა ძირძველ და სათნოებიან ტრადიციებს ჯიუტად, ცინიკურად ეცილებიან ადგილს უცხოურნი, რაც მთავარია, მშვენიერებისა და ზნეობისგან გაძრცვნილი სუროგატები... გლობალიზაციისადმი გულგრილობაში ჩაგვეთვლებაო და ქართული ენის სიწმინდის დაცვაც სრულიად მივიწყებულია. გადარჯულებულ-შერყვნილი ქართული მოედინება დღეს მეტყველების ყველა წყაროდან თუ არხიდან.

არადა, ჯანსაღი გლობალიზაციისა და კოსმოპოლიტიზმის ფასის შეგნება არასოდეს აკლდა ქართველობას, რომელმაც ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ შეიფარა წმინდა მიწიდან დევნილი ებრაელობა; ქართველობამ წმინდანებად შერაცხა სპარსელი რაჟდენი (პირველმოწამე) და სომეხი შუშანიკი, სპარსელი ევსტათი და არაბი აბო... ყველაზე დიდი, ქართველთაგან სათაყვანებლად ქცეული ნაწარმოების გმირებად გამოყვანილ არაბ ავთანდილსა და მულღაზანზარელ ფრიდონს გულს დაუწვავს და თავს გადაადებინებს ინდოელი ტარიელის გაჭირვება... სრულიად სამართლიანად წერდა ამას წინათ ერთი ქართველი მეცნიერი: "ქართული ლიბერალიზმის" იდეოლოგიურ ქვაკუთხედს ეროვნული ნიჰილიზმი წარმოადგენსო" (ავთანდილ არაბული, "ჟამი მეცნიერების გამოსარჩლებისა"). მერე რა, რომ წერს ან ამბობს ვინმე?! "ძაღლები ყეფენ, ქარავანი მიდისო", - ენამახვილობენ ჩვენი განათლებისა და კულტურის საქმეთა მესვეურნი.

"როგორ უნდა გადავარჩინოთ და დავიცვათ - კითხულობთ თქვენ, - ჩვენი ეროვნული ფასეულობები?" ყველაზე ლოგიკური, ადვილად მოსაფიქრებელი პასუხი ასეთი იქნება: გადაგვარჩენს ის, რომ ეროვნული კულტურის დაცვის საქმე ჭეშმარიტი სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგნად გადაიქცევა, ხოლო ამ საქმის მესვეურად ჭეშმარიტი მამულიშვილნი და განათლებულნი მოვლენ. თუ არა და მარტო ღმერთიც არ დაგვიფარავს, იგი ხომ გვმოძღვრავს: მე გიშველით და თქვენ ხელი გაანძრიეთო.

- რას უსურვებთ ქართველ ახალგაზრდობას?

- ყველა ქართველს იაკობ ხუცესის თხზულებიდან ამოღებული ორი სიტყვით მივმართავ: "მტკიცედ სდგაა?" ყველაზე დიდი ვაჟკაცობა ყოფნის სიმამაცეა.
ბეჭდვაელფოსტა
30.11. 2017
ბიმო
რწენისა და ცოდნის დაპირისპირების პრობლემა პეტრე იბერმა გადაჭრა, ფილოსოფია-მეცნიერება და ღვთისმეტყველება " შეარიგა" და ამან რენესანსის ეპოქა მოგვცა ... .....ზვიად გამსახურდია განასხვავებს აზროვნების ორ დონეს,რაციონალურს და ინტუიცურს...რაციონალური ანაწევრებს შლის სინამდვილეს,მხოლოდ მის გარეგან მხარეს ეხება ,ამიტომ მას საქმე არა აქვს თვითონ სინამდვილესთან,მის გულთან...სხვაა მისთვის ინტუიცური აზროვნება,რომელიც უშუალოდ ეხება სინამდვილეს, მის გულს... იგი ღმერთის ხატად და მსგავსად ხდის ადამიანს...მისი აზრით სინამდვილის გული,არსი ღმერთია,ინტუიტური,სულიერი აზროვნება სწორედ ღმერთს ეხება,"ვეფხისტყაოსანშიც" ღმერთის ხატს ხედავდა,ქართულ ენაში-ღვთის სიტყვას,ქართლის ცხოვრებაში-ტანჯვით სიკვდილისა და აღდგომის ქრისტესეულ მისტერიას, ეროვნულ თავისუფლებაში-ღვთით ბოძებულ საიდუმლოებას; მტერთან ბრძოლაში-ქრისტესეულ მხილებას,აპოკალიფსურს... .... ზვიად გამსახურდია ერთ-ერთ მიტინგზე ამბობდა:"თუ ისინი ზარბაზნებს გვესვრიან,ჩვენ ყვავილები ვესროლოთ!"ყვავილი ღვთიური სიყვარულის სიმბოლოა და იგი ასეთ სიყვარულს სთავაზობდა თავის და საქართველოს მტრებს!!! მისი სიტყვებია"ჩვენ ისინი ისე დავამარცხოთ,რომ ჩვენთან ერთად გამარჯვებული იყვნენ!" მას წმიდა გიორგიზე და საქართველოს ისტორიულ მისიაზე საოცარი გამოკვლევებია აქვს ,ასევე მისი სამეცნიერო ნაშრომი იოანე ზოსიმეზე,ქართულ ენაზე შედევრია.. ზვიად გამსახურდიას "სახისმეტყველებაში" სულ სხვაგვარადაა გაგებული რუსთაველი..."ვეფხისტყაოსანი" მან გაშიფრა,როგორც ბიბლიის მხატვრულად გადმოცემა,რაც გენიალურად მოახერხა რუსთაველმა!!! ყველაზე დიდი სიტყვებია-ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს-ვახტანგ გორგასალი...იგივეა ეძიებდით თავისუფლებისთვის სიკვდილს! ზვიად გამსახურდიაც ეძიებდა თავისუფლებისთვის სიკვდილს... ვინც ამაზე იტყვის არ ქონდაო ნიჭი,შიზოიდიაო,ნაცისტიაო და ღმერთზეც ილაპარაკებს ,მას დიდი პრობლემები აქვს ღმერთთან,სამშობლოსთან,ჰუმანიზმთან , აზროვნებასთან.. " სოციოლოგის დოქტორი ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat