სტუდენტობიდანვე მიტაცებდა გამოსახულების იკონოგრაფიული კვლევა
სტუდენტობიდანვე მიტაცებდა გამოსახულების იკონოგრაფიული კვლევა
ქრისტიანულ ხელოვნებას, კერძოდ, კედლის მონუმენტურ ფერწერას საქართველოში დიდი ისტორია აქვს. იგი შთამბეჭდავია ხატმწერთა შემოქმედებითი ძიების სიღრმითა და ფერწერული ოსტატობით, ღრმა თეოლოგიური გააზრებით. ატენის, უბისის, ყინწვისის ფრესკებს მნახველი გარდასულ დროთა ლაბირინთებში შეჰყავთ და ქრისტიანული სამყაროს მშვენიერების ძალას შეაგრძნობინებს.

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში დიდი ხანია არსებობს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც არაერთი შესანიშნავი პედაგოგი და მეცნიერი მოღვაწეობს. გთავაზობთ ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის ქალბატონი ეკა გედევანიშვილის საუბარს.

- საკვლევ თემად რატომ აირჩიეთ კედლის მონუმენტური მხატვრობა?

- ქართული კულტურა განსაკუთრებული სიმძაფრით სწორედ ქრისტიანულ ხელოვნებაში ვლინდება, ამიტომაც ამბობს ალბათ ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია ქრისტიანობის ისტორიააო. ჩვენი ქვეყნის ხელოვნების სიმბოლო - წმინდა ჯვარი, ტაოკლარჯული თუ მეფე თამარის პერიოდის კედლის მხატვრობის უნიკალური ნიმუშებია...

სახვითი ხელოვნება, თავისი ბუნებით, განსაკუთრებული ემოციურობით ხასიათდება. ამას გარდა, სტუდენტობიდანვე მიტაცებდა გამოსახულების იკონოგრაფიული კვლევა, ფერწერა კი ამის ფართო შესაძლებლობას იძლევა.

- როგორც ვიცი, თქვენი საკანდიდატო დისერტაცია ეძღვნება ხელთუქმნელი ხატის გამოსახულებას.

- ჩემი საკანდიდატო დისერტაცია ქრისტიანული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხელოვნებაში ასახულ ხელთუქმნელი ხატის გამოსახულებას ეძღვნებოდა. მანდილიონის იკონოგრაფიასთან ერთად ნაშრომში საგანგებო ადგილი ეთმობა დასავლეთ ევროპაში მანდილიონის გავლენით შექმნილ ე.წ. წმინდა ვერონიკას ხელთუქმნელ ხატსაც.

საკვლევ თემად სწორედ ამ საკითხის არჩევა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანულ სამყაროში ხელთუქმნელი ხატის განსაკუთრებულმა როლმა განსაზღვრა. "მანდილიონის" სახელწოდებით ცნობილი პირი ღმრთისას ხელთუქმნელი გამოსახულება ქრისტიანულ აღმოსავლეთში უფლის სხვა გამოსახულებათა შორის უთუოდ ყველაზე ცნობილი და გამორჩეულია. განსაკუთრებული მნიშვნელობა მას სწორედ რომ ქართველთა სულიერ ცხოვრებაში ჰქონდა. ქართველთა ცნობიერებაში ხელთუქმნელი ხატის საქართველოში ყოფნის განცდამ ამ ხატს სრულიად გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა.

ქართულ საეკლესიო ტრადიციაში ხელთუქმნელ ხატთან დაკავშირებით ორგვარი ვერსია ჩნდება. ქრონოლოგიურად პირველი - იოანე ანჩელის ანჩის ხატისადმი მიძღვნილ საგალობელშია წარმოდგენილი. ანჩის ეპისკოპოსის სიტყვებით, ანჩის სახელგანთქმული ხატი წმინდა ანდრია პირველწოდებულს ჩამოუსვენებია საქართველოში. XIII საუკუნეში ჩნდება განსხვავებული ვერსია, რომელიც ხელთუქმნელი ხატის, მაგრამ ახლა უკვე მისი ასლის - კერამიონის მობრძანების ისტორიას მოგვითხრობს. ქართლის კათალიკოსის არსენ ბულმაისიმის ძისა და საბა სვინგელოზის შექმნილ საგალობლებში მოთხრობილია, რომ საქართველოში ედესის ხელთუქმნელი ხატის ხელთუქმნელადვე შექმნილი ასლი ასურელმა მამამ - წმინდა ანტონ მარტყოფელმა ჩამოასვენა. წმინდა ანტონს აწუხებდა განკაცების ხატის "ღმრთის მებრძოლ" ნესტორიანელთა ხელში ჩავარდნა და მალულად წამოუღია საქართველოში.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: თუ სასულიერო ლიტერატურაში უფრო მიღებულია ანტონ მარტყოფელისა და კერამიონის თემა, მხატვრულ პრაქტიკაში თითქოსდა პირუკუა - ყურადღების ცენტრში ანჩისხატი და მასთან დაკავშირებული ედესის სახე მოექცა. ანჩისხატი იოანე ანჩელის დაკვეთით და მეფე თამარის შეწევნით მოიჭედა. ამის შემდგომ მისადმი ყურადღება აღარ შენელებულა - მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მთელი შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებას გასდევს. ალბათ, ძნელია მოიძებნოს შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების რომელიმე ისეთი ნიმუში, რომელიც თავის თავში ამდენ ქრონოლოგიურ ფენას მოიცავს (პირი ღმრთისას მოჭედილობა ხუთ ქრონოლოგიურ ფენას ითვლის).

შთაბეჭდილება მართლაც ისეთია, რომ საიმდროოდ ანჩისხატისა და მარტყოფის მონასტრის რელიკვიათა თემა ერთმანეთისგან დამოუკიდებად ვითარდება. ერთხანს ანჩისხატი ედესის ხატთან იგივდებოდა, მარტყოფის რელიკვია კი კერამიონთან. თვით ფაქტი იმისა, რომ საქართველოში ორივე ხელთუქმნელი ხატის - ედესის ხატისა და მისი პირის ისტორია ვითარდება და შემდგომ ერთად იყრის თავს, ამ თემის განსაკუთრებულობას მოწმობს.

შუა საუკუნეების ქართული მხატვრობა - კედლის მოხატულობა იქნება ეს თუ ხელნაწერ წიგნთა გაფორმება - მკვლევართათვის განუზომელი მნიშვნელობის მასალას შეიცავს. ქართული შუა საუკუნეების ხელოვნება არა მხოლოდ ხელთუქმნელი ხატის გამოსახულებათა სიმრავლით, არამედ ამ გამოსახულებათა ძალზე ორიგინალური იკონოგრაფიითაც არის ნიშნეული. ამასთან ერთად, ჩვენამდე შემორჩენილი ძეგლების უმეტესობა სწორედ ქართული შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის საუკეთესო პერიოდს - XI-XIII საუკუნეებს ემთხვევა. ამდენად, ეს ნიმუშები შესრულების მაღალი მხატვრული დონითაცაა გამორჩეული - ალავერდისა და გელათის ოთხთავებში ასახული პირი ღმრთისა, თანღილისა თუ ვარძიის სახე...

ვარძიის პირი ღმრთისას სადარი გამოსახულება ძნელად თუ მოიძებნება სადმე!

როგორც აღვნიშნე, ქრისტიანული აღმოსავლეთის ძეგლებთან ერთად დისერტაციაში დასავლეთის ნიმუშებსაც საგანგებოდ განვიხილავ. ამგვარი შეპირისპირება, ვფიქრობ, უკეთ წარმოგვიდგენს ამ ორი ქრისტიანული ქვეყნის თავისებურებას. პირი ღმრთისას ისტორიის შესწავლისას განსაკუთრებული სიმძაფრით ვლინდება ქრისტიანული აღმოსავლეთის "ტრადიციულობა", დასავლეთში კი პირუკუ - რენესანსული კულტურიდან გამომდინარე, ხელოვნების "გამსოფლიურების" პროცესი, რასაც, საბოლოოდ, ხატის დაკარგვა, მისი სურათად ქცევა მოჰყვება.

- ამჟამად რა თემაზე მუშაობთ?

- ახლახან დავამთავრე ახმეტის რაიონის სოფელ არგოხის მოხატულობის შესწავლა. ეს ძლიერ დაზიანებული მხატვრობა სტილისტური და იკონოგრაფიული ანალიზის საფუძველზე XIII ს-ის I ნახევრით შეიძლება დათარიღდეს და იკონოგრაფიული თვალსაზრისით უნიკალური ძეგლია. ნაშრომი ჩვენი მასწავლებლის, თინათინ ვირსალაძისადმი მიძღვნილ ჟურნალ "საქართველოს სიძველენის" საიუბილეო ნომერში გამოქვეყნდება.

არგოხის ეკლესიას დახმარება სჭირდება, სახურავიდან წყალი ჟონავს, რამაც მოხატულობა ძალიან დააზიანა.

წელს, იანვარში ბაზელის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში ვმონაწილეობდი. ის ბიზანტიურ სამყაროში სიტყვისა და გამოსახულების ურთიერთმიმართების საკითხს ეძღვნებოდა. წარმოვადგინე გელათის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ნართექსის მხატვრობა, რომელიც აქამდე მანდილიონთან მიმართებაში ჩემთვის უკვე სულ სხვაგვარად "გაიხსნა". კვლავ ვაპირებ ამ საკითხზე მუშაობას, რადგან გამოსახულების და მის თანამდევ წარწერათა კვლევა ხშირად მოხატულობის მხატვრულ პროგრამას ახლებური სიმბოლურ-შინაარსობრივი კუთხით წარმოგვიდგენს.

შემოდგომაზე ალავერდის ეპარქია სიმპოზიუმს მართავს. საიმდროოდ მინდა თელავის ღვთაების მონასტერში დასვენებული ხელთუქმნელი ხატის შესწავლა, ამ ეტაპზე - თუნდაც უკეთ გაცნობა და მისი ხელთუქმნელ ხატთან დაკავშირებული ჩვენი საეკლესიო ტრადიციის მიხედვით განხილვა.

ვაპირებ იკვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოხატულობის შესწავლასაც. მართალი გითხრათ, ესეც მანდილიონის წყალობით მოხდა - იკვი დისერტაციაზე მუშაობისას ვნახე, რადგან აქ შედარებით უკეთ შემორჩენილი საკურთხევლის მანდილიონის გამოსახულებაა წარმოდგენილი. იკვის ფერადოვანი და დახვეწილი მხატვრობა შეუდარებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. კედლის მხატვრობაში ასახული წმინდა გიორგის ცხოვრების თანადროულად, საინტერესო სურათს ქართულ ოქრომჭედლობაში ასახული ციკლებიც იძლევა.

- რამდენადაც ვიცი, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევით სასულიერო აკადემიაში.

- სასულიერო აკადემიაში ქრისტიანული ხელოვნების კათედრაზე თითქმის 10 წელია ვკითხულობ ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის შესავალს.

სამწუხაროდ, სტუდენტებთან ერთად ნაკლებად ხერხდება გასვლითი ექსპედიციები, ეს კი ჩვენი პროფესიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

- ორიოდე სიტყვა თქვენი ოჯახის შესახებ.

- მყავს მეუღლე - ლევან ნოზაძე, ორი შვილი - ნინა და კონსტანტინე. ჩემს საქმიანობაში მთელი ოჯახია ჩართული; სხვაგვარად არაფერი გამომივიდოდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat