ერთი წლის განმავლობაში ნიკო კეცხოველი მათ სტიპენდიას თავისი ხელფასიდან ისე უხდიდა, რომ ახალგაზრდებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ
ერთი წლის განმავლობაში ნიკო კეცხოველი მათ სტიპენდიას თავისი ხელფასიდან ისე უხდიდა, რომ ახალგაზრდებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელს, XX საუკუნის ღვაწლმოსილ ქართველ მეცნიერს ნიკო კეცხოველს წელს 110 წელი შეუსრულდებოდა.

ბატონი ნიკო ბოტანიკოსი გახლდათ და საქართველოს ბუნების გასაცნობად ბევრს მოგზაურობდა - სიცხე-პაპანაქებასა თუ წვიმაში, ზურგზე ჩანთამოკიდებული, მხრებზე ხურჯინივით გადაკიდებული საჰერბარიუმო ბადეებით, რომელთაგან თითოეული 8-10 კილოგრამს იწონიდა... სადაც დაუღამდებოდა, იქვე იძინებდა: ხის ძირას, თივის ზვინში, ლეიბად და საბნად განუყრელი ჯარისკაცის ფარაჯა ჰქონდა. მშობლიური ბუნების დაცვაზე ზრუნავდა. ამიტომაც შეარქვეს "ბუნების დაცვის მებაირახტრე", "ბუნების მესაიდუმლე", "ჩვენი ბუნების მინდია"...

ნიკო კეცხოველი 600-მდე სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის, სამეცნიერო- ბელეტრისტული ნაწარმოების, მრავალი საბავშვო მოთხრობის ავტორი გახლდათ. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სქელტანიანი ფოტოალბომები "საქართველოს ბუნება", "ჩვენი სამშობლო", "მკერდში დაჭრილი ბუნება", "საქართველოს მცენარეული ზონები"...

ნოდარ დუმბაძე წერდა: "კითხულობ ნიკო კეცხოველის წიგნებს და ხედავ, როგორ დადის იგი საქართველოს მიწა-წყალზე მინდიასავით, როგორ გაურეკია წინ ჩვენი ბალღები და როგორ ასწავლის ეს ოქროპირი მიწის, ცისა და სამშობლოს სიყვარულს, როგორ აჩვევს მომავალ თაობას იმ აზრს, რომ ეს ბუნება ნატვრისთვალია, ოღონდ მოეფერე, შეინახე, მოუარე, უპატრონე, მერე კი ინატრე, რაც გინდა და ყოველ ნატვრას აგისრულებს დალოცვილი". ერთხელ ნოდარ დუმბაძისთვის ბატონი ნიკოს წიგნზე რეცენზიის დაწერა უთხოვიათ. მას კი უთქვამს: "ნიკო კეცხოველის წიგნებს რეცენზია არ სჭირდება. მამულზე შეყვარებული, ბუნებაზე შეყვარებული, გონიერი, გათვითცნობიერებული და მაღალი ზნეობის რამდენი ბავშვიც გაიზრდება საქართველოში, მისი წიგნების დადებით რეცენზიად უნდა ჩავთვალოთ ყველაო".

ნიკო კეცხოველი 8 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლეგენდარული რექტორი გახლდათ. მან მრავალი ახალგაზრდა მწერალი აღზარდა და დააკვალიანა. უნივერსიტეტის რექტორობის დროს დააარსა ახალგაზრდა მწერალთა წრე და შექმნა ალმანახი "პირველი სხივი". წლების მერე სიყვარულით იგონებდა: "დღეს, როცა ჩვენს ცხოვრებას თვალს ვავლებ, ვხედავ, რომ ის პირტიტველა ბიჭები, რომელნიც ოცი წლის წინათ მოკრძალებით შემოვიდნენ ჩვენს ცხოვრებაში, დღეს უკვე დაბრძენებული მწერლები და მოღვაწენი არიან". სწორედ ნიკო კეცხოველმა აღზარდა რეზო ინანიშვილი, არჩილ სულაკაური, ნოდარ დუმბაძე, რეზო ჯაფარიძე, თამაზ ჭილაზე, არლი თაყაიშვილი, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, ოთარ ჭილაძე, მორის ფოცხიშვილი, შოთა ნიშნიანიძე, მაგალი თოდუა, ტარიელ კვანჭილაშვილი, სარგის ცაიშვილი, ზურაბ ჭუმბურიძე, ზურაბ კაკაბაძე, ალექსი ჭინჭარაული...

მისი მოწაფეების ხსოვნაში ნიკო კეცხოველი პატიოსნების, სამართლიანობის ეტალონად დარჩა, ცოცხალ მაგალითად იმისა, თუ როგორ უნდა განვლოს ადამიანმა ცხოვრების გზა, როგორ უნდა ემსახუროს სამშობლოს. აი, რას წერს ბატონი ნიკოს ერთ-ერთი ნამოწაფარი ტარიელ კვანჭილაშვილი: "რექტორის სამუშაო დღე დილის შვიდ საათზე იწყებოდა. მოვიდოდა, ბაღს დაივლიდა, მებაღეს მითითებებს მისცემდა, ყოველ ხესა და ბუჩქს დაათვალიერებდა, ყვავილებს მიეფერებოდა და ამის შემდეგ შევიდოდა უნივერსიტეტის შენობაში. იქაც პირდაპირ თავის სამუშაო ოთახში კი არ შევიდოდა, ჯერ დერეფნებს, აუდიტორიებს, კაბინეტ-ლაბორატორიებს შემოივლიდა, ყველას გამოელაპარაკებოდა, ყველას მითითებას მისცემდა და მერეღა შევიდოდა კაბინეტში. ასე იწყებოდა მისი ყოველი სამუშაო დღე, რომელიც ღამის პირველ საათზე მთავრდებოდა.

რვა წლის განმავლობაში კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლია, უნივერსიტეტს არ სცილდებოდა... მისმა თავდადებულმა მუშაობამ უნივერსიტეტის თანამშრომლებს მაგალითი უჩვენა. მისი რექტორობის წლებში უნივერსიტეტი მთლიანად გამოიცვალა, სახელი გაითქვა, ამაღლდა. სწორედ მაშინ დაარსდა მრავალი ახალი კათედრა, შეიქმნა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, დამთავრდა უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მშენებლობა, განმტკიცდა სასწავლო პროცესი, გაძლიერდა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა...

უნივერსიტეტის ოთხი ასპირანტი მოსკოვს გაიგზავნა მეცნიერების ახალი დარგების შესასწავლად. ერთი წლის განმავლობაში ნიკო კეცხოველი მათ სტიპენდიას თავისი ხელფასიდან ისე უხდიდა, რომ ახალგაზრდებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრეში გაერთიანებულთ თავს გვევლებოდა. ჩაგვსხამდა თავის "პობედაში" და მთელ საქართველოს შემოგვატარებდა, გვიჩვენებდა ქვემო ქართლისა და მესხეთ-ჯავახეთის ისტორიულ ადგილებს, გვიხსნიდა მათ ისტორიასა და გაპარტახების მიზეზებს, გვაყვარებდა საქართველოს.

ჩვენ, ნახევრადმშიერ ბიჭებს, სადმე წყაროსთან, ტყის პირას სუფრას გაგვიშლიდა და დაგვაპურებდა... ჩვენი მცირე სუფრაც ნამდვილი აკადემიის როლს ასრულებდა.

KARIBCHEუნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის პირველ წევრთა შორის რეზო ინანიშვილიც იყო. მან წრეში ერთი მოთხრობა წაიკითხა. ნიკო კეცხოველს ამ დამწყებ მწერალში დიდი ნიჭი დაუნახავს. გავიდა ხანი და ბატონმა ნიკომ რეზო ინანიშვილი მოიკითხა, სად არის, რატომ არ ჩანსო. იმ დროს ზემო სამგორის სარწყავი სისტემა შენდებოდა. რეზოს უნივერსიტეტი მიეტოვებინა და ამ მშენებლობაზე წასულიყო სამუშაოდ. რექტორმა ბრძანა, როგორმე მომიყვანეთო. როგორც იქნა მივაგენით მის კვალს, მოტყუებით ჩამოვიყვანეთ და ასევე მოტყუებით შევახვედრეთ რექტორს. ბატონმა ნიკომ რეზოს დაუყვავა, მოეფერა და დაარწმუნა, რომ უნივერსიტეტს უნდა დაბრუნებოდა. რეზო ასეც მოიქცა..."

ბატონი ნიკოს კეთილ საქმეთა ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. მზრუნველი რექტორი ნოდარ დუმბაძის "მზიანი ღამიდან" საოცრად წააგავს მწერლის მასწავლებელს.

ნიკო კეცხოველი კულტურის ძეგლთა დაცვის რესპუბლიკური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეც გახლდათ. იგი დაუღალავად იღვწოდა ატენის სიონის, ნიკორწმინდის, ალავერდის გადასარჩენად. წერდა: "თუ არის ერი, რომელსაც ისტორია არა აქვს, მიეცი გარეჯი და უბადლო ისტორია ექნებაო".

საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან კალისტრატე ცინცაძესთან.

ბატონი ნიკო იყო შეუპოვარი, გაბედული, მყარი პრინციპების მქონე ადამიანი. 50-იან წლებში საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ეროვნული ისტორიის კათედრების გაუქმება მოინდომეს. მოსკოვში ბრძანება უკვე დაეწერათ. ეს რომ ნიკო კეცხოველმა გაიგო, ჩავიდა მინისტრ კაფტანოვთან (თავის მეგობართან) და იმდენი იბრძოლა, სანამ ბრძანება არ გააუქმებინა.

ბატონი ნიკოს ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, ერთგულება, სამშობლოს სიყვარული და დიდი ადამიანური ღირსებები მის შთამომავლებს მემკვიდრეობით გამოჰყვათ. დიდი მეცნიერის ქალიშვილი ქალბატონი მზისთვალა (მზია) კეცხოველი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ქსოვილებისა და ნაქარგობის განყოფილების ექსპერტი გახლავთ. ქალბატონი მზიას ვაჟი მამუკა ბერიაშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ისტორიის კურსს კითხულობს. ქალიშვილი - მაია ბერიაშვილი ფრანგული ენის სპეციალისტია.

- ქალბატონო მზია, იქნებ ბატონი ნიკოს ბიოგრაფიის უცნობ დეტალებზე გვიამბოთ. როგორც ვიცი, იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ჯარების ოფიცერი იყო...

- როცა წითელი არმია საქართველოში შემოვიდა, მამა უნივერსიტეტთან მივიდა და ახალგაზრდებს მოუწოდა, კადეტებთან ერთად დაეცვათ ქვეყნის საზღვარი. მოგეხსენებათ, კადეტები დამარცხდნენ. მამა დაიჭრა და ჰოსპიტალში დააწვინეს. გვიყვებოდა: ჩვენ და ჩვენი მოწინააღმდეგენი პალატაში ერთად ვიწექითო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხების წინა დღეს ბოლშევიკები შემოცვენილან საავადმყოფოში და თავიანთი დაჭრილები წაუყვანიათ.

კადეტების პატივსაცემად მამას ყოველი წლის თებერვალში თაიგული აჰქონდა კოჯორში. სიკვდილამდე ასრულებდა ამ წესს. 1982 წელს 22 ნოემბერს აიტანა თაიგული - თითქოს გრძნობდა, რომ თებერვლამდე ვერ მიაღწევდა...

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მხცოვანი იყო, არავის ეგონა, ასე უცბად თუ წაიქცეოდა. საავადმყოფოშიც თავისი ფეხით მივიდა. სიბერის ჟამსაც კი ახოვნად, შემართულად გამოიყურებოდა. საოცარი მეხსიერებით იყო დაჯილდოებული. იმდენი გეგმა და ჩანაფიქრი ჰქონდა! დღედაღამ კვლავ ჭაბუკური ენერგიით მუშაობდა. მისი ცხოვრება ჩვენთვის, შთამომავლებისთვის, სანიმუშო იყო.

- უნივერსიტეტში 50-იან წლებში სწავლობდით. ვინ იყვნენ თქვენი მასწავლებლები? თქვენი მეცნიერული მოღვაწეობა როგორ წარიმართა?

- მეცნიერების ნამდვილი კორიფეები მასწავლიდნენ. ხელოვნების ისტორიის საერთო კურსს ბატონი ალექსანდრე ჯავახიშვილი გვიკითხავდა, სპეცკურსს კი - აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი; ისტორიას გვასწავლიდნენ ბატონები სიმონ ყაუხჩიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, შოთა მესხია, მათე ალექსიშვილი, დავით გვრიტიშვილი... რომელერთი ჩამოვთვალო. ამ ადამიანებმა ქართული უნივერსიტეტის ავტორიტეტი არნახულ სიმაღლეზე აიყვანეს.

1956 წელს საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა, დიდი მეცნიერის, სწავლული ბრძენკაცის გიორგი ჩუბინიშვილის გვერდით, რომლის ღვაწლს უზომოდ აფასებდა მამა. წერდა: "თვითონ ჩაიფერფლა, მაგრამ მის მიერ შექმნილი დიდი მემკვიდრეობა იბრწყინვალებს საუკუნეთა მანძილზე, როგორც ბრწყინვალებს შოთას და საბას, ბექა და ბეშქენ ოპიზრების, არსაკიძის, ივანე ჯავახიშვილის უკვდავი სახელები".

1979 წელს საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტიდან შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ქსოვილებისა და ნაქარგობის განყოფილებაში გადმოვედი და ქსოვილების შესწავლა დავიწყე. უძვირფასესი ქართული საეკლესიო და საერო ნაქარგობის საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი. მიკერძოებად ნუ ჩამომართმევთ, უამრავ ლიტერატურას გავცნობივარ უცხოური ნაქარგობების შესახებ, მაგრამ ქართულ ნაქარგობას მაინც პირველ ადგილას დავაყენებდი. ჩემთან ერთად ამ დარგში თავგამოდებით მოღვაწეობენ ჩვენი განყოფილების თანამშრომლები, ქალბატონები: გულნაზ ბარათაშვილი, იზოლდა მელიქიშვილი, ეთერ სულხანიშვილი, ეკა ბერელაშვილი...

- მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შესანიშნავი კოლექცია გვაქვს, საეკლესიო ნაქარგობა ჯეროვნად არ იყო შესწავლილი და გამოკვლეული. ეს მხოლოდ ბოლო წლებში გახდა შესაძლებელი.

- ქსოვილებისა და ნაქარგობის განყოფილებაში რომ მოვედი, ამ კოლექციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ქალბატონი ანა მახარაშვილი ახალი გარდაცვლილი გახლდათ. განყოფილებაში ორად ორი თანამშრომელი ვიყავით: მე და ქალთამზე გოქაძე. ერთად დავიწყეთ კოლექციის წესრიგში მოყვანა და აღრიცხვა. საეკლესიო ნაქარგობაზე ჩვენამდე, სამწუხაროდ, არავის უმუშავია, არც ლიტერატურა არსებობდა, თუ არ ჩავთვლით ვახტანგ ბერიძის ფუნდამენტურ ნაშრომს: "ქართული ნაქარგობის ისტორიიდან", რომელიც გარდამოხსნის კვლევას ეძღვნება. იყო რამდენიმე წერილი ქალბატონ ანა მახარაშვილისა და ქეთევან გაბიტაშვილის მიერ შედგენილი მცირე კატალოგი. ბოლო წლებში ჩვენი განყოფილების მუშაობის შედეგად ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა.

ერთ-ერთი უძველესი ნივთი, რომელიც ჩვენს მუზეუმშია დაცული, მე-12 საუკუნის საბუხარი გახლავთ. გვაქვს XIII საუკუნის ენქერი, 1312 წლის ოლარი, მეფე გიორგი VIII-ის გარდამოხსნა, XVI-XVII საუკუნეების მღვდელმთავარ მიტროფანეს მიტრა... ყველაზე მეტი ნიმუში მე-17 საუკუნიდან შემოგვრჩა.

გასულ ზაფხულს, ივნისში ჩვენი განყოფილების ისტორიაში უდიდესი გამოფენა მოეწყო, რომელზეც ნაქარგობის ყველა ნიმუში იყო წარმოდგენილი. გამოფენამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ექსპოზიციას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც ეწვია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat